Sunday, December 28, 2008

R E A S O N

სულ ვეძებდი ვეძებდი მაინც იმ მთავარ მიზეზს....ყველა კუთხე-კუნჭულში...ვერ ვიპოვე....იმალებოდა... არადა თვალწინ იმალებოდა თურმე.....დღეს თავისი პირით გამოაშკარავებული მიზეზი დავინახე...დავინახე და გული მეტკინა.... ,,ვინ,, ყოფილა..... ეტყობა ერთ დროს ცოფებს რომ ვყრიდი ტყუილად არ ყოფილა... ეტყობა რაღაცას რომ ვგრძნობდი ცუდად მართალი ყოფილა.... ხოდა დღეს დავინახე....

ღრმად ამოსუნთქვა........



რა სიმღერა გამახსენდა.... Feist - inside and out.... ზუსტად ასეთი სიცივე იყო პირველად რომ მოვუსმინე და დაორთქლილ შუშაზე საჩვენებელი თითით გულების ხატვა დავიწყე...როგორ ზუსტად მახსოვს რას ვფიქრობდი იმ მომენტში....ვაიმე რა სულელი ვიყავი.....მაშინ ძალიან ბევრი რაღაც სხვანაირად მეგონა და სხვანაირად მქონდა გაგებული.



რა შუაშია ეს ზემოთ თქმულთან

Friday, December 26, 2008

გიო, ლევანჩო, ერეკლე/Letter to my friends/

გამარჯობათ მეგობრებო....თქვენთან არ მილაპარაკია დიდი ხანია, აი ისე ოთხივე რომ დავსხდებოდით ხოლმე ერთად...ვინაიდან 2008 წელი იწურება ვეცდები ამ წლის სათქმელი ჩავატიო აქ, არამგონია მოვახერხოთ ერთად შეკრება ჩვენ ოთხმა ამ წელს ასე, რომ უსმინეთ თქვენ შორის ყველაზე დიდს : )) გიოსთვის ,,დიდებულ თეოფანიას", ლევანჩოსთვის ,,ეთერს" და ერეკლესთვის ,,გიჟს" : )))

ამ წელს ჩვენს ცხოვრებაში რამდენი რამ მოხდა ღმერთმანი.......

გიო: ისევ ის ეთი ვარ...აი ის 12 წელია რომ იცნობ...არ შევცვლილვარ! გარემოებები ხანდახან მოითხოვს სხვას და ის სხვა რაღაცეები საჭიროცაა ხოლმე... მინდა გითხრა ასეთი რამ... ცხოვრებაში ყველას გვაქვს მომენტი როცა გვიყვარს, როცა ვუყვარვართ ან ორივე ერთად...და რა? კი გვიყვარს და ამისთვის ჩამოვთვლით 1000 მიზეზს თუ რატომ გვიყვარს, სულ რამდენიმე წამში...მაგრამ ხომ იცი რომ ეს 1000 მიზეზი შეიძლება სხვაში 10000 იყოს და ასე შემდგომ, რეალურად გააზრებულად ვიცით რატომ გვიყვარს? ხშირად არა! დაიღალე? მესმის.... მე იცი რისგან დავიღალე? აი იმისგან რომ არ დავღლილვარ ჯერ კიდევ..... აყოლა რაღაცაზე ეს სისუსტეა, რაღაცას ებრძვიან....ბრძოლა არსებობს შენთვის რაღაცა ჭეშმარიტისთვის...შენ არ ხარ სუსტი ადამიანი, მერე რა რომ ვერძებს სისუსტეები აქვთ. იბრძოლე....მაგრამ გიფიქრია შენთვის რა ჭეშმარიტებისთვის უნდა იბრძოლო? ხანდახან სიმართლით ფარ-ხმალის დაყრა ოპტიმალური ვარიანტია... ტკივილი? უმტკინვეულოდ ფერ-ხორცი დაეკარგებოდა ყველაფერს....ერთია... დიდი სიდჰართა გაუტამას, ანუ ბუდას სიტყვებს გეტყვი: ,,სამი რამ არ იმალება დიდ ხანს: მზე მთვარე და სიმართლე".......შენი სიმართლე აუცილებლად გამოჩნდება...გული სუფთა...სული სუფთა....ხორცი ყოველთვის ბინძურია.....


ლევანჩო: დეგენერატო... : ) ჩემი და გიოს ფრაზა: ,,ლევანჩოს გარეშე ჩვენს სიცოცხლეს აზრი არ აქვს..." : ))))) შენთვის რაიმის თქმა საკმაოდ ძნელია... ცხოვრებისეული რომელი ასპარეზი განვიხილო შენთან, არ ვიცი...ხარ უკიდეგანოდ სტაბილური და ამ სტაბილურობით ჩვენში ჰარმონიის ფაქტიურად ერთადერთი წყარო ხარ.... მიყვარს შენთან ლაპარაკი მუსიკაზე და თუ მივადექით რაიმე საჭირბოროტო საკითხს ხომ საერთოდ...შენთან ერთად მაღლივში სიარულიც მიყვარს : )))) აი დილით რომ გალოდინებ ხოლმე ხანდახან ეგ უნდა მაპატიო : )) ერთადერთი შენი ,,ლანძღვა,, არ მწყინს, რომ მე ვარ ბიჭი, თანაც პიდარასტი იმიტომ რომ ბიჭები მომწონს : )))) რომ არაფერი მიხდება არასდროს და ასე შემდგომ....2009 წლისთვის გისურვებ ყველაფერს, გარდა ერთისა, შენ ეგ მეცხრამეტე წელი კვლავ ,,მარტოს,, გაგეტარებინოს, გეყოფა ჩვენი ,,არამარტოობის,, ისტორიების მოსმენაც : ))



ერეკლე: oh my..... : ))) Father....იმდენი გეძახეთ მე და ლევანჩომ ,,მამა,, ჯერ კიდევ სკოლიდან, რომ მართლა მამა გახდი... სუპერ-საუკეთესო იდიოტური ხუმრობები იცი... ამ წელს შენთვის რამდენი რამ შეიცვალა, ცოლი...შვილი....საკუთარი ოჯახი გყავს....ღმერთმანი ეს პატარა საქმე არაა ასეთი პატარა ადამიანისთვის....პასუხისმგებლობა? დიიიიიდი....ტვირთი? დიიიიიიდი....კარგი და ცუდი სიტუაციების ატანა? დიიიიიიიდი...... გისურვებ სულიერ სიმშვიდეს და გამტანობას...შრომის დაფასებას და ბედნიერებას თიკოსთან და ელიზაბეტთან ერთად...



მიყვარხართ....მაპატიეთ ხშირად ვერ ვიცლი და ახლაც ძალიან ცუდად მყოფი მე გკოცნით....მუდამ თქვენი ხან პათოლოგი, მუდამ ეგოისტი, ხან ნარცისი და ხშირად აუტანელი ეთი გულისაშვილი....

Wednesday, December 24, 2008

Last week/Valnt Volta/2008...

ერთ კვირაში 2008 წლის ბოლო ოთხშაბათი იქნება....ზოგადად 1 კვირა დარჩა 2009-მდე... და ამ ერთ კვირაში რამდენი რამ უნდა გავაკეთო....ნუ საჩუქრებზე აუცილებლად უნდა წავიდე, თორემ ჩემი დადებული საჩუქრები არ იქნება ნაძვის ხის ქვეშ...ნეტა ჩემები რას დამიწყობენ ნაძვის ხის ქვეშ : ) ნუ ეს ტრადიცია გვაქვს რომ ერთმანეთს ვჩუქნით საჩუქრებს ახალ წელს და შობას.... ნუ კიდე რა, ვიფიქრებ 2008 წლის საუკეთესო დღეებზე... მოვუსმენ ხშირად 2008 წელს ჩემთვის მნიშვნელოვან მელოდიებს...გადავათვალიერებ 2008 წელს ჩემთვის მნიშვნელოვან ფურცლებს.... ვნახავ 2008 წელს ბოლოჯერ ჩემთვის მნიშვნელოვან ხალხს, მაგრამ ყველას სამწუხაროდ ვერ.... 2008 წელს ვეტყვი ბევრ ადამიანს რაც მაქვს სათქმელი, ზოგისთვის 2009-ში შემოვინახავ....არის რაღაცეები რისი გაკეთებაც მინდოდა ამ წელს და ამ დღეებში ვეცდები გავაკეთო... სიმართლე გითხრათ მენანება ამ წლის დამთავრება, ჯერ კიდევ გუშინდელი საღამო მეტყველებდა მაგაზე, უკიდეგანოდ ერთი შეხედვით desperate, თუმცა რაღაც შინაგანი სიმძიმით და ამღვრეული თვალებით რომ ვიჯექი, ვუსმენდი ჩემთვის უმნიშვნელოვანეს მელოდიებს და ვათვალიერებდი ფოტოებს... ღმერთმანი cui dolet memenit.... არანაირად ვარ ფუტურისტი საკუთარი თავის მიმართ....

გამახსენდა....არისტოტელეს ერთი ფრაზა ,,არამზადის სინდისი რომ გააღვიძო სილა უნდა გააწნაო,, ..... ეშმაკური შეხედვა და სილა მარჯვენა ლოყაში..... გარეთ კიდევ წვიმა...spring...

oh my.... Frank...... ,,And sooooo....so did I....noooow when I remember spring and every little lovely thing I will be remembering the shadow of your smile..."

Sunday, December 21, 2008

ერთი ტანგო/მისტიკურ-სევდიანი/And rock and roll end.../

ეს არის ჩემი კრიპტომნეზიის მორიგი ,,შედევრი,,.....ნუ საიდან, რატომ და რისთვის ეს სხვაა....უბრალოდ უნდა დამემთავრებინა აუცილებლად....
მაღალი თეთრი კარი გაიღო და დაქანცული სიცილით შემოვიდნენ... ერთ-ერთი მოსაწყენი სპექტაკლიდან დაბრუნდნენ. ქალმა იქვე გაიხადა დიდი შავი ქურქი...ღმერთმანი საოცრად ლამაზი ტანი ჰქონდა, თხელ თეთრ სხეულზე შემოტმასვნოდა შავი კაბა, რომელსაც მთელი ზურგი მოშიშვლებული ჰქონდა და გულ-მკერდის არეშიც ღრმად იყო ამოჭრილი.... მის სამკაულების ელვარებას აჭარბებდა მისივე მუქი თვალები....ლამაზად უჩანდა აწეულ თმებში მაღალი თეთრი ყელი....მას ხომ ელეანორი ერქვა...იგი ჯეიმსისთვის მართლაც ელეანორი, ანუ ძვირფასი იყო. ჯეიმსი იყო თავისებურად უცნაური გარეგნობის მამაკაცი, იყო რაღაც მასში რაც მიგიზიდავდა, თან მის ასევე მუქ თვალებს რაღაცნარად კეთილი გამოხედვა ჰქონდა...ზედმეტად ელეგანტურად ეცვა, მაინ შემოსასვლელშივე გაიხადა შავი პალტო.... ჯეიმსი დაინტრიგებული მზერით გაყვა ელეანორს, რომელმაც ხელით ანიშნა მისაღები ოთახისკენ... უშველებელ ოთახში შევიდნენ....უცბად გაისმა მელოდია... ტანგო... ნელ-ნელა აყვნენ რითმს და თითქოს ერთმანეთს მონატრებულებს ენთებოდათ უფრო მეტი ცეცხლი თვალებში... რაღაც საერთოსკენ მიისწრაფვოდნენ. რამდენიმე უხეში მოძრაობა, კედელზე მსუბუქი მიჯახება და ვნებიანი კოცნა....კვლავ განაგრძეს ცეკვა... ქალის ჩამოშლილ თმებში შეცურებული მამაკაცის გრძელი თითები... მათი უკიდეგანოდ ვნებიანი მზერები ერთმანეთში ირეოდა...მათთვის გარშემო ყველაფერს დაკარგული ჰქონდა მნიშვნელობა, მხოლოდ ერთმანეთი....უცბად ქალი ეშმაკურად დაუსხლტა ხელიდან კაცს და ნელი ნაბიჯით გაუყვა დერეფანს, თან დამაინტრიგებლად უყურებდა დროდადრო უკან მიდევნებულ ჯეიმსს. ელეანორი ერთი ოთახის კართან შედგა და წამებში გაუჩინარდა...უკან მიჰყვა ჯეიმსიც... საშუალო ზომის ოთახი იყო...დიდი საწოლი, ოთხივე კუთხეში ხის მოჩუქურთმებული სვეტებით. მბჟუტავი, თბილი განათება ოთახს უფრო მეტ სექსუალურობას მატებდა....საწოლის ნაპირას ელეანორი იჯდა, ოდნავ უკან გადახრილი და ორივე ხელს დაყრდნობილი...იგი ჯეიმსს უფრო მეტად ვნებიანი მზერით უყურებდა და იზიდავდა თავისკენ.... თეთრ პერანგ შეხსნილი ჯეიმსი ნელი ნაბიჯით მივიდა მასთან....ოდნავ დაიხარა ქალისკენ და აკოცა, თან კისერში შეკრული შავი კაბა შეუხსნა...სრიალა ნაჭერი ნაზად ჩამოცურდა ქალის თხელ სხეულზე....ცოტა ხანში ოთახის სხვადასხვა მხარეს მიყრილ ტანისამოსს შეამჩნევდით... გაგრძელება? აქვს და თქვენც იცით თუ როგორია ეს გაგრძელება...უბრალოდ ძალიან ბედიერები იყვნენ.....

პ.ს. ხო და....სახელებსაც აქვს თავისებური დატვირთვა....უბრალოდ მოყვანილი არაა არცერთი მათგანი....

Friday, December 19, 2008

,,Endless Hours Of....." © Black Sabbath

(ქვედა პოსტის გაგრძელების მსგავსი) და როგორ დასრულდა დღე..... გამოვედი და გამოვუყევი ფეხით, საკმაოდ გამომივიდა სეირნობა....მოვდიოდი და ჩემთვის ჩუმად ვმღეროდი მშვიდ მელოდიებს... ვფიქრობდი ბევრს.... არადა რეალურად ძალიან სხვაგან ვიყავი...საკმაოდ მელანქოლიური საღამო გამოვიდა...ღმერთმა უწყის რატომ ასე... ეხლაც მივედ-მოვედები რაღაცეებს იმიტომ რომ არ ვარ კარგად... მოვედი სახლში....ცოტა ხანი ჩემს დას ვუმოდელე, ხატავდა რაღაცას და სახლში პალტოთი და ქოლგით ვიდექი....მერე დავჯექი აქ და ჩავრთე სიმღერები რომლებმაც ეხლა უკვე თვალები ცრემლებით ამივსო...არადა თვალები ცრემლებით საკმაო ხანია არ ამვსებია...ნუ ეს ,,არაფერი,, ...... ვიჯექი, ვიჯექი უაზრობებზე ვფიქრობდი და ვაკეთებდი...... ამ წუთამდე ასეა... და იმდენად ვიკავებ ამ ცრემლებს რომ ძალიან ცუდად მხდის....ესეც ,,არაფერი,,... ტოესწ ამ გულის ტკენასაც რაღაცას მოვუხერხებთ... : ))) რაღაცას...... მომიტევეთ ასეთი გულღიაობისთვის, თუმცა უკვე აღარავინაა ვისაც ამაზე დაველაპარაკებოდი და ეს ისეთი რაღაცაა რაც არ იციან ჩემმა ახლო მეგობრებმაც კი...ასე რომ ჯობია ასე...

ინდივიდუალიზირებული,იმპოზანტური და ჩემი იმპრესიონისტული შეგრძნებები/In Saecula Saecolorum

ასეთი ხასიათისა და სამსახურში უსაქმობის ჟამს, გადავწყვიტე ერთი აბდაუბდა რაიმე მაინც დამეწერა, სათაურითურთ...დღეს ხომ ,,ღირებული,, დღეა.... ყოველივე იმპლიციტური იქნება თქვენთვის, მაგრამ ჩემთვის ხომ არა....Janis Joplin - Summertime... ნუ ქალს გენიალური მუსიკალური თეოპნესტია ჰქონდა....Perfect!!!ისეთი მელოდიაა, რომ ნელ-ნელა უნდა იპარებოდე... : ) თანაც ,,Summertime,,......ნუ ესეც ჩემი და საკუთარი სიმბოლიზმის კიდევ ერთი ბატალური სცენა : )))) ხანდახან უაღრესად სარკასტული ვარ საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ გამართლებაც აქვს, რადგან contraria contraris sunt remedia....ხოდა მეც ჩემი ცხოვრებისეული მელოდიის შესრულებას ბელკანტოს სტილში ვცდილობ...
ნელ-ნელა იწურება სამუშაო დღეც... სულ რაღაც 2 საათში საგულდაგულოდ გასწორებული, გაშლილი თმით : )გავუყვები გზას...

ესეც თქვენ ჩემგან...

http://www.link.ge/file/172795/Janis-Joplin---Summertime.mp3.html


აი კიდევ სარკაზმი : )))) ლისტში შემდგომი სიმღერა....Aerosmith - Dream On

Desine Flere !

Tuesday, December 9, 2008

Dazed And Confused/Back Again...თეოდორი

და რა ვთქვა..... თეოდორი დაბრუნდა... დაბრუნდა ძალიან მწარედ... ორი ბილეთით ხელში და ნაღვლიანი.... ვუყურებ ეხლა ზის... ზის და ვერ გარკვეულა... რა ხდება..? ნუთუ...? ორი ბილეთი....ღმერთმანი... ძალიან დააგვიანდა სპექტაკლზე.... ვერ ვეკარები, მარტო ვუყურებ...ვუყურებ, როგორ შეცვლილა და გაზრდილა... ვერაფერს ვეუბნები..... ტედი მომიტევე ძვირფასო, ახლა კი უძვირფასესო.... კიდევ უფრო ბევრზე დამაფიქრა, იმაზე რაც არ მეგონა და რაც მგონიას გაქრობაზე..... ოჰ თეოდორ....ჩემო უძვირფასესო....როგორ მოიტანე მწარე წუთები...მოიტანე და შემომაჩეჩე ეგ წუთები....და აქვე ახლოს დამიჯექი.... visions in my mind, Of the day that we met you showed me things, That i'll never forget...
10..........10...........10................10..............10.................
ხომ შეიძლება საუკეთესო გინდოდეს ადამიანს საკუთარი თავისთვის... და რატომ ებღაუჭები პირიქითს....არ მესმის ხოლმე ადამიანების ეს... მეც გამიკეთებია ეგ ზუსტად ერთხელ და სამუდამოდ დამემჩნა ეგ გაკეთება, მაგრამ ეხლა პატარასაც სხვანაირად ვაფასებ და ვუვლი....
ტედი, უძვირფასესო......შენ ჩემთვის ყვეეელაააზეე ყველაზე ხარ...


პ.ს.ძალიან მიყვარდი და მიყვარხარ, როგორც საუკეთესო...

Sunday, December 7, 2008

The Mist/ანუ ბნედიანი ისტერიის ფერი ფიქრები


როგორი ბლანტი და მისტიკურია, რაღაც ბნედიანი ისტერიის ფერი.... გაყინული და სითბოს მომანდომებელი....ჭიქა ჩაით ვნების აღმძვრელი... No Quarter.... საუკეთესოა ამ ნისლში.... ოიი...რა მშვენიერია....ჩემი თვე.... მოვიდა და მოიტანა ცივი გონება და თბილი ემოციები....სითბოს რომ ეძებ ყველგან და ყველასთან.... ამ დროს დიიიდ მინებიან პატარა კაფეში, სადაც ჯაზი ან ბლუზი გაისმის... ჩაი....გინდაც ცხელი შოკოლადი...გინდაც ყავა... უყურებ ქუჩაში მიმავალ სილუეტებს... რაღაც თბილი გამომეტყველება არ გშორდება სახიდან და ფიქრებით მოგზაურობ... იქნები ასე...მერე მოკიდებ პალტოს ხელს, ჩაიცვამ... კაშნეს გაიკეთებ და ცოოტას გაუყვები ქუჩას ფეხით, ამ სუსხის და ნისლის შესაგრძნობად....


ესეც Led Zeppelin.....No Quarter...
http://www.link.ge/file/162441/01-No-Quarter.mp3.html

Thursday, December 4, 2008

My Way/ეთი..Last/

4 დეკემბერი....დღე უკანასკნელი...ხვალიდან ერთი წლით ვიმატებ...როგორ ჩაიარა ამ ასაკმა...რა ვნახე..რა ვიგრძენი..რა დავაფასე ზოგადად და რამ დაკარგა მნიშვნელობა...მახსოვს შარშანდელი 4 დეკემბერი, არ ვიყავი კარგად. ახლა როგორ ვარ, ამ 4 დეკემბერს? სიმართლე გითხრათ მუდმივისრბოლის კანონებსა და კიდევ სხვათა შეგუებულს, სენსუალური მხარე არ შემცვლია ბევრ რამეში...დღეს გასეირნება მინდოდა ჩემს საყვარელ ადგილას, მაგრამ ვერ მოხერხდა...დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, პატარა სასიამოვნო ფაქტი იყო ის რომ დედამ ძალიან ,,მაგარი,, კაბა მიყიდა საჩუქრად : )) წელი დაიწყო Led Zeppelin - Tea For One-ით და ამ სიმღერითვე მთავრდება...როგორი იყო ეს წელი? ყველაზე ბედნიერი ვიყავი ამ წელს... ამ ასაკში ვისწავლე ბევრი რამ... ვიგრძენი უდიდსი რამ... მქონდა ძალიან ბევრი ბედნიერი დღე და ასევე უბედურიც... მაგრამ ბედნიერი დღეების არსებობამ გამატანინა ის უბედური დღეებიც... დავინახე თუ რაოდენ არაადამიანი და ჩამპალი სულის მქონე შეიძლება იყოს ადამიანი... გამიმართლდა და გამიცრუვდა იმედები... დამენანა და რაღაც დოზით ვინანე რაღაცეები...დაინახეს და ბევრი რამ ვერ დაინახეს ჩემი.... მე ვნახე ბევრი ადგილი, სადაც არ ვიყავი მანამდე ნამყოფი... მქონდა ბევრი არანორმალური და ნორმალური დღე... აღმოვაჩინე ახალი მუსიკალური მხარე, ლედ ზეპელინის შემდგომ...შევიძინე ერთი-ორი ახალი მეგობარი...მქონდა დიდი პრობლემა, რომელიც ჩემივე ტვინით მოვაგვარე... საკუთარ ხელოვნებაში საკუთარი სიტყვა ვთქვი... ჩემს ზოგად ცოდნას საკმაოდ ბევრი შევმატე... და მე მყავდა გვერდით ადამიანი, რომელთანაც ძალიან ბევრი გავიგე და რომელმაც მე მომცა მიზეზი რომ ვყოფლიყავი ბედნიერი, მასწავლა როგორ ვყოფილიყავი უფრო ძლიერი, რომელმაც უბრალოდ მე გამიკეთა ბევრი...გმადლობ ამისთვის მას....
ვისწავლე ადამიანთა სხვანაირი დაფასება...უფრო ღრმად გაგება მათი და მოვლენების... ბევრი შეცდომა გამოვასწორე ჩემში.... და ეს დასკვნები საიდან? ავიღე ორი კონკრეტული ფაქტი, და დავაკვირდი ზუსტად იგივეზე გაზაფხულზე როგორ ვრეაგირებდი და რა გავაკეთე და ეხლა კიდევ რა... და მივხვდი დიიიდ ცვლილებას...გამიხარდა ის, რომ ეხლა უკვე ვიცი ეს და აღარასდროს შემაწუხებს ამის არ ცოდნა და არ ქონა ჩემს ხასიათებსა და ჩვევებში...და სხვათაშორის ასეთი, შეიძლება ითქვას ცვლილება, არც თუ ისე ცოტაა ჩემში... ყველაფერი ჩანს და გამოჩნდება, როგორც დიდმა ბუდამ თქვა: ,,სამი რამ არ იმალება: მზე, მთვარე და სიმართლე” ასე რომ....
და რა იქნება ხვალიდან? ღმერთმა უწყის... მე ჩემს უკეთესს ყოველთვის ვეცდები...მთავარია იმ უხილავმა ძალებმა არ შემიშალონ ხელი.... დიდი მადლობა ყველას ვინც წელს ჩემს ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღეთ კარგად თუ ცუდად.... მარად თქვენი ეთი გულისაშვილი : )

ეს კი ჩემგან Frank Sinatra - My Way


Thursday, November 27, 2008

ყრუ გენია/ანუ 9/

ძალიან ძნელია იმაზე საუბარი რაც ამხელა სიამოვნებას განიჭებს...მითუმეტეს თუ მუსიკას ეხება და როცა ეს საუბარი შემიძლია უსიტყვოდ მუსიკაშივე ჩავტიო და ისე გადმოვცე....
უბრალოდ ბევრი ახსნისა და სიტყვების მაგივრად აი ჩემი ბოლოდროინდელი ემოციები...

საერთოდ, განსაკუთრებულად მეორეზე რაღაც ანომალიური გრძნობები მეუფლება : )) აიიი 7:24-დან ნელ-ნელა....ნელ-ნელა.... დააა უკვე 7:45-ზე ცაში ხარ.....


ასეთი ზეამაღელვებელი მუსიკის ფონზე ღამე მშვიდობისა ყველას.....

http://www.link.ge/file/154173/Beethoven.rar.html

Wednesday, November 26, 2008

სცენიდან აკიდებული როლი/ანუ ფოტოგრაფის აჩრდილი

1935 წელი...იანვრის გაყინული დღეები იყო... მახსოვს სპექტაკლი....სცენიდან ძალიან დაღლილი ჩამოვედი... როლი კაბის ბოლოზე მეკიდებოდა... ჩქარი ნაბიჯებით წავედი მოსასვენებელ ოთახში... შევედი... ორი ფინჯანი ჩაი დამხვდა მაგიდაზე.... იქვე ფოტოგრაფი იჯდა...მისი მზერით მივხვდი რატომაც იჯდა იქ...და მისი დაღლილი ფოტოაპარატი მე რომ მელოდებოდა...ხმა არ ამოვაღებინე და ვუთხარი ,,არა,,..... ,,კი მაგრამ....დროა...უნდა გადაგიღო...” - გაისმა მისი ხმა...დავჯექი....ჩვეული მანერით დავლიე ჩაი...თან ვფიქრობდი...ვფიქრობდი იმაზე თუ რა აზრი ექნებოდა...როლი მაინც არ მშორდებოდა.... რამდენიმე წუთში ენერგიული შეხედულებით ავდექი და ,,ჩქარა, ჩქარა...დრო არ მაქვს...დაღლილი ვარ....”.......



მალევე დავამთავრეთ გადაღება.... ავიღე ხელჩანთა, ჩავიცვი პალტო და სუსხიან ღამეში გავუჩინარდი......

Monday, November 24, 2008

გვიანი შემოდგომის გრაფომანია/ან უბრალოდ Swan

იწურება... მთელი ძალით 6 დღეში ჩატევით ქრება შემოდგომა... რაღაც ამ გვიანმა შემოდგომამ ჩემში ფენიქსოლოგიისადმი მძაფრი დამოკიდებულება გამოავლინა... მრავალ სხვა ბედნიერებასთან ერთად ჩემთვის უსაყვარლეს სურეალიზმში აღმოვაჩინე ერთგვარი მიმდევრობასავით, რომელიც აშკარად იწვევს უარყოფითს, ესაა ,,პოპ-სურეალიზმი,, ... ზოდადად პოპ კულტურისადმი ჩემი დამოკიდებულება მაქვს, რომელსაც განვავრცობ იმედია და ჩამოყალიბებულად დავწერ....


დრო, როცა თავს ფუტურისტად გრძნობ შინაგან მესთან....ბურბონი ადამიანისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი თვისებით შემკობილი, როცა კბილების ერთმანეთზე დაჭერით თავს გრძნობ რაღაც ერთი საფეხურით ზემოთ, როცა მთელი ძალით მოუწოდებ საკუთარ თავს Nosce te ipsum... ესეც კანიერების კიდევ ერთი ნაწილაკი... : )
ოსკარ უაილდის ერთი ფრაზაა: ,,ბევრი ფიქრი ყველაზე საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ამისგან შეიძლება მოკვდე, როგორც ყოველი ავადმყოფობისგან” ამის გაგება ორგვარია და ძირითადად, რა თქმა უნდა გაიგებენ პირდაპირ და აი თურმე ჩვენი ტვინის 3% თუ ავამუშავეთ ესეიგი ესეც საჭირო არ ყოფილაო და სრულად ბედნიერნი იმ 3%-საც ჯანდაბაში გაუშვებენ... : ) არადა...პირიქითაა...ზუსტადაც ბევრ ფიქრს მივყავართ ჭეშმარიტებისკენ, ოღონდ თავდაპირველად ფიქრი ფიქრზე, ანუ განსაზღვრო რამდენი კუთხით წარმართო ფიქრები...ფიქრი მაშინაა საზიანო, როცა ერთი მიმართულებით ჩაკეტილი აზროვნებით მიდიხარ... ეს კი იმდენად ახლობელია დღევანდელ საზოგადოებაში... ესეც ჩემი პირადი მოკრძალებული შეხედულება....
ყველაფერი იქით და კლასიკურობის მოწოდების მწვერვალზე ვარ.... შინაგანად თუ გარეგნულად, თუ მუსიკის მხრივ თუ შემოქმედების მხრივ..... : )






Tuesday, November 18, 2008

The Endless Enigma/ანუ ანტი მონიზმი


ვინაიდან და რადგანაც caecus non judicat de colore, მეც მივუშვი...დავანებე...ოპტიმალური არჩევანი ჩემმა ალტერ ეგომ, რომელიც მუდამ რაღაცას მიჩიჩხინებს დამანახა და მეც მშვენიერად დავინახე... როგორც გიომ თქვა რაც მეტს ლაპარაკობენ ადამიანზე, ესეიგი ის ადამიანი პოპულარულიაო : ))))) ხოდა ხშირად მახსენდება ეს ნათქვამი.... ესეც ასე...რაც მეტი პრობლემა არის მით მეტად იზრდება ადამიანიო, ამას მე დავუმატებდი იმას, რომ ხშირად ზრდის საპირისპიროც ხდება, ამის ნათელი მაგალითი არც ისე ნაკლებია...ხოდა გმადლობ უხილავო ძალავ რომ საპირისპირო არ გამოიწვიე ჩემში... და ამ ყველაფერთან ერთად შევამჩნიე პატარა ფორმალიზმის ნაწილაკები შემომპარვია, არ აქვს მნიშვნელობა კერძოდ რა საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ ვიპირები რომ ფილისტერი არასდროს ვიქნები : ))) Est modus in rebus... რაღაც სისადავეა ერთი შეხედვით, მაგრამ მთელი წყობა რექვიემისა ქმნის უაღრესად ზეამაღელვებელ ფონს... ფონი რომლიდანაც გაქრა ჭორიკნების ერთ ბუდეზე შესვლის სურვილი და მრავალი გამქრალი ადამიანი ლისტიდან... ესეც ორიენტირი ჰარმონიის უდიდესი გზისკენ... აღარც ,,მანიაჩკა,,....აღარც ,,მარიონეტი,,....და ზოგადად ესეც ჩემი სალვადორ დალისეული კადნიერება : )

აი გენიალობა სად იმალება ხოლმე....

http://www.link.ge/file/148093/Beethoven-Ludwig-Van---Symphony-9-2-Molto-Vivace.mp3.html

Wednesday, November 12, 2008

Клаустрофобия/ანუ ანტითეზისური მდგომარეობა

დღის პრელუდია ძალიან ჩვეულებრივი იყო..... დასასრულს კი..... პიკი......როდესაც ჭიქა ჩაით ხელში Dave Brubeck-ს ვუსმენდი და ნელ-ნელა შემოიპარა.....ალტერ ეგომ ერთი შემომძახა ,,a tempo! " და უკიდეგანოდ სენსუალიტმა მე თვალებს მოვუწყვე კორონაცია ცრემლებით.... გუშინ დანახული ვითომ შეუმჩნეველი იასამანიც თითქოს ცხვირწინ ამეფარა..... ამ დროს Mozart - Requiem............Requiem ანუ კათოლიკური განსასვენებელი ღვთისმსახურება, რომელიც იწყება სიტყვებით: ,,მარადიული სიმშვიდე მიანიჭე მათ ღმერთო...” და მართლაც მარადიული სიმშვიდე დეზინტეგრირებულთ....... !!!


ჩემი ემოციის კრიპტომნეზია....რომელიც ამ ფოტოს გადაღებისას მქონია....



Monday, November 10, 2008

ყველა სიტუაციას მორგებული როლი

არის ერთი რამ, ბავშვობიდან ერთი ოცნება მაქვს, ყოველთვის მინდოდა მსახიობობა, თუმცა ამას დღემდე არავის ვეუბნებოდი... იშვიათად თუ მითქვამს ვინმესთან... კინოსა თუ ზღაპარში ყოველთვის მიზიდავდა უარყოფითი როლის შემსრულებელი მსახიობები... როცა ვთამაშობდით მე და ანა ყოველთვის ბოროტი დედოფალი ვიყავი... : )) მერე სადღაც მეცხრე კლასიდან ადოლფ შიკლგრუბერის, ანუ ჰიტლერის მიმართ მაქვს უდიდესი სიმპატია, დღემდე...(,,მაინ კამფი,,-ს წაკითხვა დღემდე ვერ მოვახერხე), გენიალურად გამოსდიოდა უარყოფითი როლის თამაში ცხოვრებაში, დიდი მოაზროვნე იყო...
კინო...წიგნი...სცენა...ყველგან უარყოფითი როლი.....
ასეა დღემდე...უარყოფით როლებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემს ცხოვრებაში...იმიტომ, რომ მათი ახსნა ერთგვარი რაღაც ,,ფაზლივითაა,,.... ასკეტიზმით შეპყრობილი და ფორმალისტი უარყოფითი პიროვნებები... და ამ დროს მე სადღაც ვყვირი Allegro molto !!! ძნელია ძალიან ყარყოფითი როლის შესრულება, დიდი ნებისყოფა უნდა და უნარი ყოველგვარი სენსუალურის დათრგუნვისა... ვაფასებ ცხოვრებასა თუ სცენაზე უარყოფით პერსონაჟს... თან ორთოსივით ორი თავი რომ აქვთ ყველას, უბრალოდ უხილავად.....დიდი ხელოვანები არიან ასეთი ადამიანები...


ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შეხედულებანი... : )

Saturday, November 8, 2008

შემთხვევები/ეთი/ანნა

რა კარგი ამინდია.... ჩემ ამინდს ვეძახი ასეთ ამინდს.... ესეც ერთგვარი კადნიერება... : )
გავცივდი...

დღეს ძალიან მინდოდა წასვლა ერთ ადგილას... სადაც ჩემი და არის წასული... ბარონესა ემა ნიკოლსონთან შეხვედრაზე... გადასარევი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში მაგ ქალმა, როცა ასე არც კი 2 თვის წინ შეხვედრაზე ვიყავი... ნუ დახვეწილობის პიკია ეგ ადამიანი... რომ ვუყურებ ასოციაცია მიჩნდება ინგლისურ ჩაისთან, თან ინგლისელია... ძალიან სპეციფიკური საუბრის მანერა აქვს... ჩემი დის დამსახურებით შევხვდი მაგ ქალს და Mr.Potter-ს... მათ პროექტში, ასე ვთქვათ მოწინავე რიგებშია ანანო... ნუ აქვს რაღაც ჩემს დას ისეთი....განსაკუთრებულად გაოცებული იყო ბარონესა ემა, როცა ანამ აჩუქა თავისი ტუშით დახატული ძველი თბილისის ხედი. ეს ნახატი დღეს ლონდონშია... ნუ მოკლედ კვირაში 6 დღე ამ პროექტს თან ყვება ანანო.... მაგარია როცა შენი და გგავს... თითქმის ერთნაირად ვაკეთებთ ყველაფერს... რაღაცეებში ის უფრო მეტს, რაღაცეებში მე უფრო მეტს...საერთო ჯამში ვწონასწორდებით და ყოველთვის ჩქარი ნაბიჯით მივრბივართ გამოფენებისკენ : ) ყველაზე მაგარი მომენტი, როცა ორივე გამოწყობილი, ის ბერეტით, მე 30-იანი წლების ვარცხნილობით... ყელსახვევები... ჩვენი გაკეთებული მინანქრის საყურეები და ჩქარი ნაბიჯით გამოფენისკენ, გზაში ათას რაღაცაზე ვლაპარაკობთ, ასევე ჩქარი ტემპით... : )



ანას გადაღებული მე.....

ჩემი გადაღებული ანა.....



ხო და ესეც წარმატებული ანა და ემოცია დაუოკებელი ემა : )))

Wednesday, November 5, 2008

Friendship/ანუ ლევანჩო

ლევანი....მახსოვს მესამე კლასში გვერდიგვერდ ვისხედით და რვეულზე დახატულ ვეფხვებზე ვმსჯელობდით, რომელი უფრო მოერეოდა... : ) გავიდა დრო... დღეს უნივერსიტეტში ვსხედვართ გვერდიგვერდ... და რატომ ვწერ ამ წუთას ლევანზე...კარგად ვიცი ლევანი როგორი ადამიანიცაა, მუდამ ერთნაირი ემოციით, არცერთი ზედმეტი სიტყვა, ადამიანი რომლისგანაც ვერ შეწუხდები, არც კარგს იგებ მისგან არც ცუდს... ეს ზოგადად და ისე უთბილესი უსაყვარლესი, კეთილი და კარგი ადამიანია, თვალებზეც ეტყობა : )უერთგულესი ადამიანია... და მისი ეს ერთგულება დღეს განსაკუთრებულად აღმოვაჩინე... რაღაცაზე ვსაუბრობდით, და შემთხვევით რაღაც წამოსცდა და მე ეს სიტყვა დავიჭირე...დავუწყე მეთქი რა რა რა რა....შევუჩნდი... არაფრის დიდებით მეუბნებოდა... ჯერ გამიკვირდა რომ ამდენი ხანი როგორ არ ამბობდა ერთ პატარა ნიუანსს, როგორ ადამიანურად ინახავდა იმას რაც 6 თვის წინ უთხრეს....მოკლედ მთელი ამბების მერე არ მაწყენინა და მითხრა... ნუ ამ ნიუანსმა რაღაცნაირად დამაბრუნა წინანდალში... დამაბრუნა დროში როცა წინანდლიდან დავბრუნდით და ასე შემდგომ... მაგრამ ფაქტი ის რომ უერთგულესი და უკარგესი მეგობარი რომ მყავს კიდევ ერთხელ დავინახე... ძალიან მიხარია... ესეთი ადამიანები ძალიან იშვიათია, განსაკუთრებულად ჩემთვის წარმოადგენენ იშვიათობას... ბოლო დროს ძალიან გამიცრუვდა იმედი გარკვეულ ადამიანებში.... რომლებიც პრინციპში ახლობლად მიმაჩნდა, თურმე სულ ტყუილად, ილუზიები რაღაც განსხვავებულობასა და ადამიანობაზე დაიმსხვრა...
ასე რომ ლევან თუ წაიკითხავ ამას ვიცი მეტყვი ,,ვაი შე საცოდავო რეებს ბოდიალობო” : ))) გადასარევი მეგობარი ხარ ლევან....

Saturday, November 1, 2008

Work Place/ანუ მრავალმნიშვნელოვანი სახელოსნო

დღე არა პირველი....არამედ მერამდენიღაცა...





ავდექი, გავიხედე, მერე გამოვიხედე....





ზეშთაგონებას შევხედე და ნიშნული ნულს აჩვენებდა... გადაიდო მინანქარზე მუშაობაც, თუმცა ვგრძნობ რომ უახლოეს მომავალში ერთ-ერთი გენიალური ტიხრული მინანქრის სამაჯური შეიქმნება ჩემი დამსახურებით... ერთი სურეალისტური ნახატი მაქვს დასასრულებელი იმასაც მერე დავასრულებ... სახელოსნო სადაც ცხოვრებას ვაპირებ იმის დალაგება, კედლების მოხატვა და მსოფლიოში ერთ-ერთი გენიალური ფარდების გაკეთებაც გადაიდო... ნუ ამ გენიალობას მე შევქმნი, რა თქმა უნდა, მე თუ შემწევს მაგის გაკეთების უნარი... ჩარჩო რომელიც ელოდება იკებანანარევ ნახატზე მორგებას უქმად დევს სახელოსნოში... სანათის ორი საჩრდილობელიც ელის ჩემს ”ინოვატორულ” და ”კრეატიულ” ზეშთაგონებას...მათგან ხომ განუმეორებელი დეკორაციები უნდა შევქმნა...ერთი მუსიკის თემაზე, მეორე კიდევ მოვიფიქრებ რაზეც.... თან მთავარი ისაა, რომ მთელ მსოფლიოში მარტო ერთი იქნება ეგეთი სანათის საჩრდილობლები, რადგან ჩემი ორი ხელით იქნება შექმნილი... არის კიდევ ძალიან ბევრი რამ რაც უნდა გავაკეთო და ერთხელ და სამუდამოდ სახელოსნო დავამსგავსო რაღაც ალტერნატიულად მოაზროვნე ადამიანთა თავშესაყრელ ადგილს.... აი სახელოსნო ეგეთი რომ იქნება, მერე რამდენიმე ადამიანს ვისაც შესწევს აღქმის უნარი ყველაფერი იმის რაც იმ სახელოსნოში იქნება, აუცილებლად მოვიწვევ და დავაგემოვნებინებ ჩემი ჩაის რამდენიმე რეცეპტს და შევთავაზებ გენიალურ ჯაზურ და ბლუზურ კომპოზიციებს...

ესაა ჩაის ჩამონათვალი, რომელსაც ჩემით ვაკეთებ...

ჩაის რეცეპტი #1 შავი ჩაი ბრენდისთან ერთად

ჩაის რეცეპტი #2 შავი ჩაი მიხაკთან ერთად

ჩაის რეცეპტი #3 შავი ჩაი ლიმონით

ჩაის რეცეპტი #4 შავი ჩაი ღვინით

ჩაის რეცეპტი #5 შავი ჩაი ქაცვით



ეს კი ჩამონათვალი რომელსაც ვყიდულობ ხოლმე:



ჩაი #6 წითელი ჩაი, ეგრედ წოდებული ,,ფარაონების ჩაი” (დამამშვიდებელი)

ჩაი #7 უგენიალურესი ჟასმინის ჩაი.... ნუ ეს ყოვლად სიმბოლური და მრავალმნიშვნელოვანი ჩაი ჩემთვის..... (იშვიათ ადამიანთან ერთად თუ დავლევ)

ჩაი #8 ჩაი ნებისმიერი ხილის არომატით

ჩაი #9 მწვანე ჩაი



ამასთანავე უგენიალურესი თეთრი და შავი ღვინო, ასევე ტეკილა ორნაირი არომატით და ბრენდი....

Tuesday, October 28, 2008

Inside/Deep Inside

უცებ რომ მიხვდები რაღაც შორეულს რომ გინდა შეეხო.... რაღაც სევდანარევი თვალებით რომ ეძებ ამას.... ზიხარ და ფიქრებით სწვდები.... რაღაც მძიმე ემოციებით სავსე... რაღაც მტკინვეულად სიცივე.... რაღაც რაღაც...სულ რაღაც... ძნელად გაანალიზებადი და გულის დაწყვეტით......მუსიკის ბრალიცაა.... : ( Sergi Gvarjaladze - Artificial Love... ნაცნობი სიტყვები.... ჯანდაბას.... წავედი არაფერი..... სულ არაფერი.......





სიმძიმილი.....


Monday, October 27, 2008

Agnus Dei/ანუ ერთ-ერთი ზვარაკის გრაფომანია

ბოლო დროს მიუხედავად ყველაფრისა, მომიწია საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან შეჯახება... ნუ ყველა ინდივიდს თავისი ,,მე,, მოწყობილი აქვს რაღაცა პრინციპებით....დოგმებით.....
მე მაქვს პერიოდები როცა რამდენიმე გარეშე სხვადასხვა ტიპის ადაიანი აღმოჩნდება ჩემთან სიახლოვეში.... ზოგადად ადამიანების დაახლოვებისადმი სპეციფიკური დამოკიდებულება მაქვს... მაგრამ როცა სხვებს ვუყურებ, ისეთი ამაზრზენი ურთიერთობები გეჩხირება ადამიანს თვალებში, რომ უბრალოდ დაგწყდება გული რომ ყველანი ადამიანები ვართ... ის რომ ყველანი თანასწორები ვართ და როცა ხედავ შენი თანასწორის უკუღმართობას... ალბათ სხვისთვის ჩემზეა ასე... ვინაა იდეალური? არც არავინ, ამიტომ მთავარია დავინახოთ, მივუთითოთ და ვაპატიოთ... The weak can never forgive. Forgiveness is the attribute of the strong. © Mohandas Gandhi ....სიძლიერე კი დასაბამია ბევრისა.... ვაღიარებ, რომ ჩემთვის რასაც ახლა ვწერ ცოტა არ იყოს და მიუღებელი იყო... მაგრამ მოიტანა რაღაცამ... მოიტანა და მიხარია ის ფაქტი, რომ მე უბრალოდ მეღიმება ბევრის ამაზრზენობაზე, ბევრის წატლეკილ ენაზე, ბევრის სხვათა განკითხვაზე და სხვებზე თავის გადამეტებებზე... თან რითი ამეტებენ სხვას თავს? იმით რომ ორივე მხრიდან ალესილი გრძელი ენით ტყულებით რაღაცის ჩაბღაუჭებას ცდილობენ? აკეთონ..იყვნენ... მე მეღიმება...და ვცდილობ სხვა უარყოფითებთან ერთად მეც არ გამომივიდეს ეგრე... ჩემი უარყოფითების გამოსწორება არ მაკლია... ამიტომ ვარჩიე ერთი ოპტიმალური ხერხი, ყველას თანასწორობის შესახებ.... მინდა გითხრათ, ვაღიარებ იმას, რომ უგუნურად ვიქცეოდი ბევრი ადამიანის წინაშე და მე ამის აღიარება არ მრცხვენია....დაგმობილები თბილად შემომტრიალებიან და შემრცხვენია...
უბრალოდ ძნელად აღმოსაჩენია ჭეშმარიტი ურთიერთობები... გუშინ გიმტკიცებს ადამიანი რომ გცემს პატივს, სხვა დანარჩენი რომ არ ვთქვათ და დღეს დამპალს გიწოდებს, რის გამო, რომ შენ მას სცემ პატივს? რომ შენ იგი გადარდებს... ამის გამო ხარ ღირსი გიწოდოს თურმე დამპალი... უბრალოდ მწარედ აღსაქმელია... არაფერია....ტყულად ბგერა არ იკარგება, რომელ სიტყვის და წინადადების დაკარგვაზეა.... ყველას თავისი უბრუნდება უკან...იმაზე ვიზრუნოთ რომ სულ ცუდი არ დავიბრუნოთ.......

Wednesday, October 22, 2008

Girl/ანუ Story 'bout me

ისევ მარტო ვზივარ სახლში....ვუსმენ მუსიკას და ფოტოების თვალიერებისას წავაწყდი უამრავ ძველ ფოტოს..... ბევრი აზრი, ბევრი კადრი და შეფასება მოვიდა თავში.....
აი ეთი........


ამ დღეს თურმე ავიდგი ფეხი....სახეზეც მეტყობა, რომ რაღაც ახალი და უჩვეულო მოხდა ჩემს ცხოვრებაში...
აქ უფრო დიდი ვარ, ამ დროს თათოს მეძახდნენ...

გავიდა დრო...კიდე გავიდა დრო..... ხდებოდა უამრავი რამ ჩემს ცხოვრებაში ნელ-ნელა.....ზედმიწევნით..... დავდიოდი მეგობრებში, ფესტივალებზე....და დავდიოდი სკოლაში....................... 15 წლის...... : )


16 წლის.... აქედან დაიწყო ჩემთვის ცხოვრებისადმი რაღაცნაირად მძიმე ფორმებში მიდგომა... ზეპელინის მუსიკით გაცისკროვნებული ხელოვნების მორევში ვეშვებოდი... ვწერდი ხშირად...ვხატავდი... უკვე ვიცოდი ტიხრულ მინანქარზე მუშაობა და საკუთარი ფინანსები მქონდა.... უკვე ანია გოგუაძეს აღმოჩენილი ვყავდი როგორც თავისი მუზა და მიღებდა ფოტოებს...ასევე ვესწრებოდი კონცერტებს.... თეატრი..... და უფრო მძიმდებოდა გარემო.....




სკოლაც დავამთავრე..........


გამოსაშვები საღამო...........

17 წლის....ანიას მუზა..... უკვე პირველი რეალური სიძნელეები ცხოვრებისეულ პრაქტიკაში.... Deep in thoughts....





უკვე 18 წლის.... ეს არის 2008 წლის 9 იანვარი...მახსოვს ძალიან ბევრს ვფიქრობდი ამ დღეს... ვიჯექი ბუხართან... ვგრძნობდი რაღაც....



18 წლის......Real love...... საყრდენი წერტილი..... ამოსავალი პუნქტები და ფეხზე დადგომისკენ უამრავი გაურკვევლობები ჩემში.... ჭეშმარიტებისკენ უამრავი შეცდომა.... საბოლოოდ რ.დ.გ. (ეს ელემენტარული მათემატიკის მცოდნეთათვის გასარკვევია)....
მე ჩემი ცხოვრების არჩეული და აურჩეველი გზებით....

აი თითოეული ეთი თითიეულად სხვადასხვა აზრით... სხვადასხვა დამოკიდებულებებით....და სურვილებით.... აი მე-ები....





2008 წლის 29 სექტემბერი.... ,,შემოდგომის თბილისი’’-ს შემდგომ.... აქ დავასრულებ ემოციათა უდიდეს შეკვრას, რადგან ემოციური დატვირთვის მხრივ ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო...


Tea For One/რიტუალი ერთისთვის

ჩაი.....ასოცირებული უაზროდ თბილთან, რომანტიკულთან, მყუდროსთან....ჩემთვის ჩაის სმა დიდი რიტუალია, ასევე მისი დაყენებაც.... მოვედი სახლში შეციებული.... მარტო ვარ...ბნელა და ამინდის სინაცრისფრე ატანს მხოლოდ შორეული ფანჯრიდან... დავაყენე შავი ჩაი, შიგნით ლიქიორიანი ალუბლები ჩავყარე...საოცრად არომატულია.... ჩავრთე Dave Brubeck - New Orleans ....ჩაივით კომფორტული და ემოციებით სავსე კომპოზიცია.... ჩაით თბობას ყვები, ყვები New Orleans -საც....
ზამთრის ეშხი მარტო ჩაის სმის რიტუალში შეიძლება გადმოიცეს... ჩემთვის უდიდესი დატვირთვისაა ჩაი ჟასმინის არომატით... მომაჯადოვებელია... ჟასმინი.....სუნამოც ჟასმინის მაქვს....
შეიძლება ჩაის ბევრი ადამიანი სვამდეს და აქედან ნახევარიც არ იცნობდეს ჩაის...მის ემოციურ-კულტურულ-ირაციონალურ გაგებას.... მოკლედ ჩაის მსმელებს და მასზე ემოციურად დამოკიდებულ ადამიანებს ჩემგან ეს ემოცია მოკლედ გადმოცემული... : )

Monday, October 20, 2008

P e r s e p o l i s / თავისუფლების მოყვარე სულთათვის




გუშინ ვუყურე ,,ერთი ჟურნალისტის დღიურს,, სადაც საუბარი იყო კომუნიზმით დაჩაგრულ თავისუფალ თაობაზე, თაობას რომელსაც გულიდან მოსდიოდა ზეპელინის, ბითლზის, არმსტრონგის, ბიბი კინგის და სხვათა მუსიკა, თუმცა.... უწევდათ იატაკქვეშეთში მათი ჩუმად მოსმენა და ისიც წვალებით ნაშოვნი ფირფიტების მოსმენა... და ეგ იატაკქვეშეთის ,,პროექტიც,, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდებოდა ხოლმე... ,,თუ დღეს შენ ჯაზს უსმენ, ხვალ სამშობლოს გაყიდი” ეს და მსგავსი ფრაზები ტრიალებდა გარშემო.... თაობა რომელიც სურეალისტურ ნახატებს ვერ ხატავდა, თაობა რომელსაც სიტყვის თავისუფლება არ ჰქონდა.... ცენზურა უდიდესი იყო.... მიუხედავად ამისა მაინც არ ნებდებოდნენ.... თუმცა იმის იქით გულში იკლავდნენ აუხდენელ ოცნებებს ბითლზების კონცერტზე დასწრებისას და ათას გულიდან თავისუფლად წამოსულ სიტყვას....


ამასთან დაკავშირებით ეხლახანს ვუყურე ერთ მხატვრულ ფილმს, სახელად PERSEPOLIS... არც კინო, არც მულტფილმი, არც ანიმე, არც არც არც..... რომელშიც მოთხრობილია ერთი თავისუფლების მოყვარე გოგონას ისტორია, რომელიც ოცნებობს უბრალოდ ნახოს პანკი... გოგო რომელიც ,,შავ ბაზარზე,, ნაყიდ პლასტინკებს ჩუმად უსმენს და უბრალოდ სურს იყოს თავისუფალი....მაგრამ იძულებით სწავლობს მუსლიმანურ კანონებს, მუსლიმანურ გოგოების სკოლაში და ჩადრით დადის, თუმცა გარედან შემოცმული აქვს ქურთუკი წარწერით Punk Is Not ,,Ded,, : D შემდგომ მისი ცხოვრება ვითარდება სხვა კუთხით....


მე ამ ფილმში ძალიან მომწონს ამ გოგონას ბებია, მაგარი ადამიანია ძალიან....




უყურეთ არ ინანებთ ნამდვილად....


There was a time...

მოკლედ ეს სიმღერა, რასაც ამ წუთას ვუსმენ რომ აღმოვაჩინე ზუსტად მისი სათაურიდან გამომდინარე დრო იყო.... დიდი ხანია არ მომისმენია....ეხლა რომ ჩავრთე ერთიანად გაცოცხლდა ყველა კადრი ამ მუსიკის მოსმენის დროს რაც იყო....მზე, ირგვლივ შემოპარული გაზაფხულის სურნელი, მოზღვავებული ჰაერი..... თან უაზროდ დეტალებით მახსენდება ყველა კადრი.... ეხლა კადრებია უკვე....დროა გამოვრთო....

Sunday, October 19, 2008

ფერ-ად შეღებილობა


მეგონა დღეს მზე აღარ გამოვიდოდა...ძლივსძლიობით ანათებს მაგრამ ხომ ანათებს და შესწევს ძალა რაღაცნაირად მაინც გაათბოს ადამიანები.... მეც მინდა გამათბოს... ცხელი ყავით ხელში სადმე სახურავზე დავჯდებოდი deep in thoughts.... დიდი სიამოვნებით ჩემი ჟასმინის სუნამოს მოვაფრქვევდი ჰაერში, თანაც იმდენს რომ ძალიან ბევრს შესძლებოდა მისი სურნელის შეგრძნება, მისი თბილი სურნელის....და გავაგებინებდი ადამიანებს, როგორი კარგია რომ ადამიანები არიან და როგორი კარგია რომ ცხოვრობენ და რომ მე ადამიანები მიყვარს.... ბოლო დროს განსაკუთრებულად გაიღვიძა ჩემში ალტრუიზმმა.... სულის ფერადოვნების მოთხოვნილება.... მინდა ისევ ასეთი ფერადი მქონდეს ხელები...როგორც მაშინ... ამ ხელებში ძალიან ბერი რამ მაქვს ჩატეული, ძალიან ბევრი მოდის ამ ხელებიდან და მოდით ერთმანეთის ხელებს მივცეთ ძალა იმისა რომ გავაფერადოთ...

Saturday, October 18, 2008

ხალხთაშორის

და გრძელდება ცხოვრება...წამები თავისას შვებიან... სახლში რომ ვბრუნდებოდი, ისევ მოვინდომე გარკვეული მანძილის ფეხით გამოვლა... აი უკვე მერამდენე დღეა ერთ სახლთან ადამაინები შეკრებილან, ახლობელი გარდაცვლიათ... თან იმდენი დღეა რომ ალბათ არ ემეტებათ მიწაში ჩასამალად...მაგრამ ყველა იქ ჩავწვებით, მოკალათებულები ოთხ ფიცარში(არადა რეალურად უფრო მეტი ფიცარია) მაგრამ მანამდე? ნეტა რა გააკეთა იმ ადამიანმა, ვინც ეხლა უმოძრაოდ, უსულოდ წევს, თავის ცხოვრებაში... როგორ იცხოვრა ნეტა... ოდესღაც ჰქონდა გაგონილი მარკესის სიტყვები? ითვალისწინებდა ნეტა? ატკინა ვინმეს? თუ ატკინეს... ? ხალხს ოდნავ მეტი, ოოოდნავ მეტი რომ შეეძლოს.....





Ad infinitum..... my dear......

დიაგნოზი: ნერვოზი

მივესალმები სარკასტული ტაშის დაკვრით თქვენს მოქმედებას.... სარკაზმი საკუთარი თავისა... გასაოცრად გიბიძგებთ იმისკენ რომ რამდენიმე ფენა საღებავით გადაღებოთ, სხვადასხვა ფრად...გინდაც აიღოთ სანთებელა და ვინმე ერთი მდაბიოსავით აალებისკენ უბიძგოთ...უი სანთებელა აღარ გაქვთ? კინაღამ მე მქონდა, მაგრამ ვყოფილვარ ძლიერი და არ ვიქონიე.... მემუარების წერასაც არ დავზარდებოდი გინდაც დღევანდელი დღიდან, რომელსაც დაკარგული ადამიანების გზამკვლევის შინაარსი ექნებოდა...
ლამაზად რისთვის ფუთავდით? შეფუთვა მოგწონდათ? და შიგნით რომ ნაგავს ყრიდით თურმე ჩუმად? სამწუხაროდ მე არ ვიქნები ვინმე მზაკვართაგანი ვინც ამ მანკიერებებს ამხელს, თუმცაღა ეს ცუდი იმ ნერვოზისთვის რომელიც დამიდგინეს, მაგრამ კარგი ,,მე,,-სთვის, ეს ერთგვარი სისადავეა... სისადავე სულისა... რომელიც ბევრს აყროლებული აქვს... და იყროლებს კიდევ უფრო მეტად თავისი მანკიერებებით.... დიდად არ მინდა გავკადნიერდე, თუმცა სიმართლის თქმა ყოველთვის მიყვარდა და ვისაც არ მოსწონებია ჩემი ეს თვისება უცდია კიდეც ჩემი დაჩაგვრა... წამოგეწიათ საღებავთა უამრავი ფენა? მაგრამ რაშია საქმე იცით, რომ გუაშებით შეგიძლიათ მარტო... აი აკვარელებისა კი რა მოგახსენოთ, რომლითაც ნაზად, სულიერად, მოქნილად, თბილად უნდა მოხატვა, გინდაც შეღებვა, რაც თქვენ არასდროს გამოდგიოდათ.... თქვენ ალბათ არ გიგრძვნიათ გრძნობების კორპოსკულების მრავალფეროვნება და მრავალფორმიანობა, თორემ ასეთი ტეტრაგონალურები არ იქნებოდით.... იპოვეთ იგინი და ცოტაოდენი ჭეშმარიტების არსსაც გაიგებთ, რაც მოგცემთ იმის ზეშთაგონებას რომ უბრალოზე მეტად ათვალიეროთ საგნები, ადამიანები, შეიგრძნოთ მოვლენები, შეფასოთ მუსიკა და იცხოვროთ ტანჯვაში თუ ბედნიერებაში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით....

და თუ ვინმემ იპოვა თავისი თავი ამ ნაწერში, მაგასაც მივესალმები, რათა საკუთარ თავთან მაინც აღიარა რომ იპოვა.... ადამიანებს საკუთარ თავთან გამოტყდომაც კი უჭირთ......

Friday, October 17, 2008

!!! Nessun Dorma !!!


ისეთ მუხტში მოვყევი, არ შემიძლია აქაც არ აღვნიშნო ის რომ უგენიალურესია....ნუ სასწაულია....ცრემლები მადგება ამის მოსმენისას...ზეემოციურია....


Nessun dorma!

Nessun dorma!

Tu pure, o, Principessa,

nella tua fredda stanza,

guardi le stelleche

fremono d'amoree

di speranza.

Ma il mio mistero e chiuso in me,

il nome mio nessun sapra!

No, no, sulla tua bocca lo

diroquando la luce splendera!

Ed il mio bacio sciogliera il silenzioche

ti fa mia!(Il nome suo nessun sapra!...e noi dovrem, ahime, morir!)

Dilegua, o notte!

Tramontate, stelle!

Tramontate, stelle!

All'alba vincero!

vincero, vincero!

Thursday, October 16, 2008

Autumns Agony # 3





უაზროდ უცნაურად ვარ...უარყოფითი ემოციებით დამძიმებული ვზივარ მთელი დღე.... ისევ Brubeck - ს ვუსმენ.... შეცვლილი მე მაინც ისევ სახურავზე მზით გათბობაზე ვფიქრობ და შუა იანვრის ყინვიან სითბოზე.... ციდან ჩამოცვენილ იასამნებზე და ........




!!! ჯანდაბა შორს მივდივარ...... ესეც ისევ მე....


ვინმემ გაიღოს ჭიქა ჩაი ჩემთვის...... გა-ვი-ყი-ნე !






ძილის წინ ფიქრები......








ესეც Frank .......






Our wistful little star, it was far too high


A teardrop kissed your lips and so, so did I


Now when I remember Spring and every little lovely thing


I will be remembering the shadow of your smile.........






Tuesday, October 14, 2008

Deep In Thoughts # 2

დღეს კიდევ ერთი ემოციური დაბოლოვება აქვს დღეს... სახლში ამოსვლისას გადავწყვიტე გარკვეული მანძილი ფეხით გამოსეირნება.... უფრო კარგად დავაპირე თვალის შევლება გარემოზე.... მინდოდა საღამოს გვიანი შემოდგომის სუნის შეგრძნება.... full moon mysticism.... ცივი მთვარეა.... თითოეული ნაბიჯის გადადგმისას უფრო ღრმა ფიქრები მოდიოდა...ფიქრები ზოგადად სამყაროს მრავალფეროვნების შესახებ და ადამიანის როლისა ამ სამყაროში.... რომ თავისი მრავალფეროვნებით რამდენ ემოციას იტევს სამყარო და გადასცემს თითოეულ ჩვენგანს.... მერე რა რომ მე ჰაერში ზამთარშეპარული სუნი სევდას მგვრიდა, მერე რა რომ ეს სავსე მთვარეც იგივე ემოციას მგვრიდა და ზოგადად მთელი გულით სულ სხვაგან ვიყავი, სულ სხვა რაღაცას ვაკეთებდი და სხვა რაღაცას ვამბობდი, მაგრამ რეალურად ჯიბეებში ხელებჩაწყობილი სახლისკენ მოვდიოდი.....
გაუცხოებული ხალხის სახეებს ვხვდები ქუჩებში, ხალხი რომელიც სადღაც უკიდეგანობისკენ მიექანება.... როცა მე თავისუფლად ვჯდები და ჭიქა ჩაის ვსვამ გაღიმებული და ვფიქრობ თუ რატომ ანგრევენ ჰარმონიულობას, რომელიც მათ ხელთაა, ოღონდ ოდნავ სხვანაირი ფიქრის შედეგად... რატომ არ გააჩნიათ მიტევების უნარი? როცა ამ მიტევებით თვითონ შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები... ადამიენბი ერთმანეთ თელავენ და ამითი ჰგონიათ რაღაც პრივილეგია აქვთ.... მე მაპატიეთ ასეთი ალბათ კადნიერებისთვის, მაგრამ ეს ასეა.... მე მაინც ვტკბები ხოლმე სამყაროთი...იმიტომ რომ მე მქონდა ბედნიერება სულ რაღაც 6 თვე არ ვყოფილიყავი მარტო ამხელა სამყაროში... და თავი მეგრძნო ყველა პრინცესაზე უფრო მეტ პრინცესად, რასაც დამიჯერეთ რომ ასეთი სიძლიერით ვერავინ იგრძნობს....ეს რომ იგრძნო ძალიან ბევრს უნდა აფასებდე....და გაითავისუფლო სული ზედმეტი მიწიერი უარყოფითისგან, ზედმეტი ამბიციებისგან, იმიტომ რომ ამის გრძნობა არამიწიერია, შეიძლება ამას ცოტა გვიან მიხვდე, მაგრამ დამიჯერეთ ისიც რომ გვიანი არაფერია.... მთავარია მოინდომო და იგრძნო.... და მე ვარ მადლიერი რომ ეს ერთი ამხელა სამყაროში ვგრძნობ ზეუდიდესს.....

Monday, October 13, 2008

Autumns Agony # 2


ჰაერის უკმარისობასავით.......


შემოდგომის პარანოიდული გაელვებასავით....


ჯაზისფრად ვნებიანად.......


ჩაივით თბილად.....


შხამივით მტანჯველად.....


თოვლიანი კოცნასავით.....


იასამნის სურნელით.......


ღამეებივით გრძლად.....


იანვარივით თბილად.....


ყვავილივით ვარდისფრად.....



ყოველთვის არაამქვეყნიურად............



10 ოქტომბერი 2008

იყო დღე დაძაბული... ხუთ სხვადასხვა სიტუაციაში მოვხვდი შესაბამისად ხუთი სხვადასხვა ემოციით დატვირთული. ეს არც ისე ადვილად ასატანია ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელსაც გარკვეულწილად ბნედიანი ისტერიის ფერი ფიქრები აქვს...თუმცაღა ყველა სიტუაციას ჩემეული თავდაჭერით მოვერგე და სახლში დავბრუნდი დამძიმებული...ჭიქა ჩაით ხელში მოვედი დასაწერად...პირველივე რაც ჩავრთე მოსასმენად იყო Barbara Bonney, Andreas Scholl – Quando Corpus Morietur... შემდგომ მოყვა Dave Brubeck - Unfinished Woman (Live Nov 4, 1972, Berlin) და გაგრძელდა ჩემი ფლეილისტი უსასრულოდ...
მთელი დღე მისტიკურ-ირაციონალურ-ზეამაღელვებელი ფიქრები მაწუხებდა, მაგრამ ამჯერად არა საზოგადოზე, არამედ ჩემ თავთან დაკავშირებულზე ვფიქრობდი...ვიხსენებდი რა ცნობილ ადამიანთა გამონათქვამებს, ვუსადაგებდი ჩემი ცხოვრების გარკვეულ მომენტებს და მათ სიზუსტეში ვრწმუნდებოდი...ვინაიდან ამ ფიქრებმა მიმიყვანა საბოლოოდ იმ აზრამდე, რომ ჯობდა გამეწყვიტა ფიქრი ამ კუთხით, ვეცადე გადართვა სხვა რაღაცაზე რაშიც დიდი როლი მიუძღვის იმას, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი...
დღეს ყოველგვარი დალური თვითშეფასებისგან დაცლილი ვიყავი, რასაც ხელი შეუწყო ხუთმა მთლიანად ტოტებგადაჭრილმა ხემ. ყოველივემ ძალიან დამამძიმა თუმცა ხე მანდ არ იყო შუაში... ამ წუთას, როცა Dave Brubeck - Take Five 1972 წლის 16 წუთიან ვერსიას ვუსმენ, უფრო მეტად ვიგრძენი სიმძიმის ძალა... სასწრაფოდ თეატრი...როგორც ვოლტერმა თქვა: ,,თეატრი გვასწავლის იმას, რასაც სქელტანიანი წიგნები ვერ გვასწავლიან.” თეატრი სადაც ჩემს გვერდით მჯდარი მარტოობა მეტყვის ყველაფერ იმას რაც აუცილებლად მართალია და იმისთვის რომ არ განვიზრახო რაღაც არაადექვატური საქციელი, დამარწმუნებს იმაში, რომ ჩემი გარკვეული ნაწილი კორპოსკულებისა ზეირაციონალურია და მეც მთელი სიღრმავით ჩავწვდები მიმდინარე სპექტაკლის არსს. შემდგომ როგორც წესი, შემოდგომიან გოლოვინის პროსპექტს გამოვუყვები ნელი ნაბიჯით...

Wednesday, October 8, 2008

Winter....

მე ზამთარი არ მიყვარდა....

მე ზამთარი მიყვარს..... მიყვარს იმიტომ, რომ ჩემეული სეზონია, ვარ ზამთარში დაბადებული, ვარ წელიწადით გველი, რომელიც ზამთარივით ცივია... და მიყვარს ზამთრის ცივ გონებაზე ფიქრები... ზამთრის ჭეშმარიტი ბუნება... მკაცრი და ზუსტი... ამასთანავე ისეთი როგორიც შენში გააღვიძებს სითბოს მოთხოვნილებას და ამ სითბოს ყოველდღე ეძებ... ეძებ მბჟუტავ სინათლეზე თითო ფინჯან ჩაიში.... ეძებ თბილ პლედში...და ეძებ ადამიანში..... ზამთარში საღამოს თავისუფლად ისეირნებ ისე, რომ არავინ შეგაწუხებს...მერე სადმე შეირბენ ცხელ ჩაის ან ყავას დალევ Dave Brubeck Trio & Gerry Mulligan - New Orleans-ის მსგავსი კომპოზიციის მოსმენის ქვეშ... მოდუნდები...მოვა თბილი ფიქრებიც... შემოქმედებითი ხდები...
ძალიან სრიოზული და დამგრუზველია ზამთარი...ამასთანავე მისი ატანა სიამოვნების მომნიჭებელი....

ჩემი შავი პალტო... ბორდოსფერი და კიდევ მომავალი ახალი კაშნეები.....ზამთრის ხელჩანთა.... გაშიშვლებული ხეების ჩაყოლებაზე სიარული და ზამთრისეული ფიქრები...

Tuesday, October 7, 2008

Alone in the......

ერთი გენიალური ჯაზური კომპოზიციის მოსმენისას ვიგრძენი თუ რაოდენ მარტო ვარ... ალბათ ეს იმან გამოიწვია რომ ამ უთბილეს და უსექსუალურეს კომპოზიციას ჭიქა ჩაით ხელში მარტო ვუსმენდი.... ეგ კიდევ რა, რომ არა ჩემს გვერდით მჯდარი მარტოობა, რომელიც ისევ დაბრუნდა, გამიღიმა და მითხრა ,,ეთი გამარჯობა,, ....

ისევ ჩემი თავი და მე.... ისევ ჭიქა ჩაი, ან ყავა, ისევ ჯაზი, ბლუზი ან ზეპელინი.... ისევ სახლი, ისევ ჩემი ფურცლები და ისტერიული წერა.... ისევ სიცივე.....

მთელი ცხოვრება მარტო ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ ხალხი ასე თუ ისე გარშემო არ მაკლდა... ყოველთვის საკუთარი თავის იმედად და მასზე დამოკიდებულად ვცხოვრობდი... ვიცოდი რომ მე თუ არა, სხვა ხომ მითუმეტეს არა... მხოლოდ მქონდა ერთადერთი პერიოდი ცოხვრებაში, სადღაც 6 თვე, როცა ღრმა ძილშიც კი ვიცოდი რომ მე არ ვიყავი მარტო...

თუმცაღა ეგ შენთვის ბევრიაო და

და ახლა ისევ ისე.... გარკვეული მუდმივისრბოლაა....თუმცა დათრგუნული ყოველივე ამისგან მაინც ოდნავ ვფიქრობ პოზიტიურად...

ვიხსენებ რა Henry Van Dyke-ის სიტყვებს ,,Be glad of life because it gives you the chance to love and to work and to play and to look up at the stars.” ვუყურებ იმ სამი ვარსკვლავიდან შუათანას და თბილად ვიღიმი.... რადგან მე სიცოცხლის უფრო მეტად მადლობელი ვარ, რომ
მქონდა ბედნიერება მეგრძნო ბუნებაში არსებულ გრძნობათა მთელი ტომეული...


I wanna thank you....

Monday, October 6, 2008

Day Of Wrath


შუადღის შემდეგ თავი მტკიოდა რაღაც უაზროდ... განსაკუთრებით მას შემდგომ რაც ამის ქვემოთ მაქვს დაწერილი... რაღაცაზე მომიხდა გასვლა სახლიდან და ისე მოხდა რომ თავი ამოვყავი ღუდუშაურის საავადმყოფოში... ვნახე სიკვდილს ძლივს გადარჩენილი ,,დეიდა,,... ისე მოხდა რომ მომიხდა მიმღებში ყოფნა... რაღაც საოცრად მძიმე გარემო...საკაცეები, ეტლები...შემზარავი სუნი.....დერეფნებში მოხეტიალე გარდაცვლილთა სულები...
უცბად ჩემს წინ საკაცით მოხუცი კაცი გამოიყვანეს... ცხოვრებას ეცლებოდა ხელიდან... მიმღებიდან გაიყვანეს მანქანაში გადასაყვანად...დავინახე როგორ გააღო თვალები ნახევრად რომ დაენახა ვარსკვლავიანი ცა და ღრმად შეისუნთქა თბილი საღამოს სითბო... ცოტა ხანში იგივე და უფრო მძიმე მდგომარეობაში ასევე მოხუცი ქალი გამოიყვანეს საკაცით. იგი ვერ შეისუნთქავდა თბილი საღამოს სითბოს, ჟანგბადის ბალონით სუნთქავდა... უცბად დამირეკა მობილურმა... Mozart - Dies Irae... ანუ მრისხანების დღე.... რაღაც უაზროდ შეეფერებოდა სიტუაციას... ცოტა ხანში ექიმმა პლედში გახვეული პატარა ,,რაღაც,, წაიღო სასწრაფოს მანქანისკენ დამწუხრებული სახით... ცოტა ხანში ყური მოვკარი, რომ ორსული ქალი ახსენეს....
ადამიანთა მძიმე ხვედრი...

Deep In Thoughts # 1

აი ისევ ზოგადმა გაიღვიძა ჩემში, რაც ბოლო დროს ხშირად ხდება...


ყველა ადამიანი ებღაუჭება რაღაც სიმაღლეებს თუ სიდაბლეებს.... რაღაცას ცდილობს ყველა...ცოტას თუ ბევრს... და ამ ცდისთვის არც კი ერიდებიან უსამართლობას, ტყუილს, აგრესიას...იქნებ ამით მაინც გაუმართლოთ ცდამ...ზოგი სამართლიანად და სუფთა გულით ცდილობს, და ესეც ან გამოსდით ან არა.... მე ერთადერთ ადამიანს ვიცნობდი რომელიც იყო შესაშურად სუფთა სულის და გულის ადამიანი...და ხშირად ამის გამო ბევრი დასცინოდა...ეს გოგო სადაც დამინახავდა სულ გადამკოცნიდა, სულ თბილ სიტყვებს მეუბნებოდა... მირეკავდა ხოლმე და ბევრს მელაპარაკებოდა... მიყვებოდა თავისი მომავალი გეგმების შესახებ, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ გაზეთს გამოსცემდა, დიდ პრეზენტაციას გააკეთებდა და ასე შემდგომ... ვიცოდი რომ ამის გაკეთება მისთვის არ იქნებოდა პრობლემა და მიყვებოდა კიდევ უფრო შორეულ გეგმებზე...მე კიდევ სულ მოუცლელს ხშირად მითქვამს რომ მაცდენდა და მერე დაერეკა... და ამ უხეშ თქმასაც ძალიან კარგად მიგებდა ხოლმე.... დღეს ეს გოგო ცოცხალი აღარაა...რამდენიმე თვეა არ დაურეკავს და გავიგე რომ გარდაცვლილა.... ჩემზე არც კი 2 წლით დიდი იყო.... ძალიან დამწყდა გული და რაღაცნაირად მეტკინა... აი ადამიანი რომელიც ებღაუჭებოდა ბევრს, რომელსაც ჰქონდა გეგმაში რომ უბრალოდ ეცხოვრა... და დამტკბარიყო ცხოვრებით, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მაინც ტკბილია.... და აქ გამახსენდა გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვები: ,, ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული - ახალგაზრდას თუ მოხუცს...შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ ვინც გიყვარს, ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. ”
ფიქრს მივცეთ სწორი გზა...... ნუ გავცვლით მატერიაზე არამატერიალურს....


P.S.

Life is half spent before we know what it is. ©George Herbert

Be glad of life because it gives you the chance to love and to work and to play and to look up at the stars. ©Henry Van Dyke

Saturday, October 4, 2008

Autumns Agony


ვერაფერს დავწერ...... უბრალოდ ისევ ისე როგორც 29-ის ღამეს მოვაბიჯებდი ნელა და მძიმედ... გასასვლელში ემოცია დატოვებული....




გენიალურია.....


Barbara Bonney & Andreas Scholl - Quando Corpus Morietur





Thursday, October 2, 2008

Wind up ,,YOU,,

სიტყვა ,,გაივლის,, არის უდიდესი შეცდომა რომ არსებობს და რატომ... იმიტომ, რომ არასდროს არაფერი გაივლის, ყველაფერი ჩვენში ინახება... და ადამიანმა რაღაც ძალით გაატარო ესაა მხოლოდ და მხოლოდ პირველ რიგში საკუთარი თვალის ახვევა და შემდგომ სხვების. აი ფაქტი კი ისაა, რომ ყველაფერი მალეხრწნადი და მალეცვლადია და გაფრთხილება უნდა...ძალიან გაფრთხილება... დაფიქრებით გაფრთხილება... აი ვერ მივმხვდარვართ ადამიანები რომ ჩვენ ხელშია ჩვენივე კეთილდღეობის მთელი ძალაუფლება, ჩვენ გვიწყვია წინ ყველა შესაძლო ვარიანტი კარგად ყოფნისა და ამისთვის უკვე ჭკვიანური ძალისხმევაა საჭირო, იმიტომ რომ ძალიან ძნელია მიღწევა... არსებობს მომენტები როცა უადვილესად ხელმისაწვდომია ბედნიერება და ვერ ვიყენებთ, იმიტომ რომ ცხოვრებაში ეშმაკეული ალტერნატივები არ ილევა...

,,არ ვიცი,, ეს ფრაზა თავისი არსით არის ის რაც ასევე არ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ საწყისია ადამიანთა უბედურების...ესაა ფრაზა რომელიც ხაზს გადაუსვამს ყველას და ყველაფერს....დამიჯერეთ ასეა...

ერთ-ერთი ჭეშმარიტად დიადი სიტყვები, რომელიც ადამიანმა უნდა მოუსმინოს, ჩემი აზრით, ყოველდღე, არის გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვები....

http://www.link.ge/file/118938/GABRIEL-GARCIA-MARQUEZ---BOLO-SITYVA.mp3.html



P.S. და საერთოდ ამის დაწერისკენ მიბიძგა ერთ ადამიანთან საუბარმა, რომელმაც არ იცის რა უნდა, სულიერი ცუდად ყოფნის საწყის ეტაპზეა და თავი სრულად სასოწარკვეთილი ჰგონია...

უარესობისკენ მიმართულნი

ბოლო დროს ვაკვირდები, რომ უდიდესი წუწუნის სინდრომია ხალხში.... ზოგადად ყველაზე საშინელ საწუწუნო სიტუაციაშიც კი ნაკლები პროცენტით არის გასამართლებელი წუწუნი და განსაკუთრებით მაშინ როცა წუწუნებენ ისეთ პრობლემებზე, რომ ამინდია კოშმარი, რომ ვიღაცას სიგარეტი გაუთავდა, რომ ვიღაცისთვის ყოველი დღე ერთნაირია, რომ ვიღაცა ვერ მუშაობს, რომ ვიღაცას სწყურია....გაოცდები მიზეზებით, სასირცხვილო მიზეზებით...და ამ ყველაფერს საქვეყნოდ ამზეურებენ, იქნებ ვინმესგან ნუგეში იპოვონ... და ზოგადად წუწუნით საკუთარი თავის პოპულარიზაცია ძალიან ადვილია დღესდღეობით...იმას კი არ ცდილობენ რომ საწუწუნო გაიქრონ... მე არ მესმის ასეთი ხალხის... მე ვფიქრობ ცოტა ჩაღრმავება საკუთარ თავთან არავის აწყენს...

Wednesday, October 1, 2008

ნაფტალინის სუნით გაჟღენთილი

ცხოვრების ეტაპებად დაყოფა მჩვევია... ნამდვილად არ ვიცი რა ეტაპი მაქვს ამ წუთას, დაახლოებით კი ვხვდები, თუმცა ვხედავ იმდენად სიძველის სუნი ტრიალებს, რომ დავიწყე ქექვა 2 წლის წინანდელ ჩემ აზრებში და მოვყვები დღემდე... დავინახე რომ ცხოვრების თითოეული რთული ეტაპი რამდენადმე პროგრესულად მოქმედებს ჩემზე, ვიგებ და ვითავსებ ახალ ცხოვრებისეულ წესებს, რომელსაც აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ვერავინ ვერასდროს გაექცევა... ძველი აზრების თვალიერებისას წავაწყდი მაშინდელ და დღევანდელ ეთის შორის წინააღმდეგობებს... ფასეულობათა შეძენა-დაკარგვებს, ადამიანებთან ურთიერთობათა სახეებს... სხვათაშორის მომეწონა რამდენიმე მაშინდელი ჩემი შეხედულება ზოგადად რაღაცეების შესახებ...
პროგრესირებადმა დრომ კი მოიტანა ის, რომ მე მომიწია ცხოვრების საწყისი სიძნელეების გემოს გაგება, რამაც მიუხედავად დიიიდი უიმედობისა ჩემში გააჩინა მათთან შერკინების ძალა, ჩემი აზრით, ძალიან კარგი იყო ის, რომ ყოველივე მოხდა როცა ვიყავი 17-ის და ვხდებოდი 18-ის... დროდადრო სიძნელეს სიძნელე ცვლიდა და ამასობაში როგორც ფოლადი ისე იწრთობოდა და კიდევ ვინ იცის რამდენი ხანი გაიწრთობა ჩემი ,,მე,, ....

იმ დღეს ოპერიდან ვბრუნდებოდი დიდებული სიმფონიური ორკესტრის კონცერტიდან ,,შემოდგომის თბილისი”.... გვიანი იყო უკვე... მე ჩემს ჩაცმულობას ამჯერადაც არ ვუღალატე და ძირითადად შავ ფერში კლასიკურად გამოწყობილი, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელებით, 50-იანი წლების სტილში გაკეთებული თმით მძიმედ მოვაბიჯებდი გოლოვინის პროსპექტზე...Deep in thoughts.... საბოლოოდ ერთ უცნაურ დასკვნამდე მივედი, რომ მე სამწუხაროდ პროგრესირებად დროს თავი შევწირე და სხვათაშორის ერთგვარი სიამოვნების მომენტიც კი იყო... როცა დაინახავ სხვა სიმაღლეებს და იმას რომ თურმე სხვა სიმაღლეებისთვის ცოტა სხვა რაღაცეებია საჭირო... გრძნობ თავს ძალიან მოხუცად, თუმცა იმდენად ახალგაზრდა ხარ რომ სიმაღლეებს კი არა ზესიმაღლეების დანახვა შეგიძლია და არამარტო დანახვა....
და ყველაზე მთავარი რომ გამოსწორებადია ყველაფერი, უძველესიც კი... ყველა შეცდომას ვუშველით და როცა ვუშველით ძალიან ძლიერად ვიგრძნობთ თავს.... ცხოვრების ყველა მოდელი ერთ მარტივ პასუხს იძლევა - ბედნიერება....და ეს პასუხი იმდენად ძვირფასია, რომ ადამიანები თვალის დახამხამებაში ცვლიან მატერიალურ ღირებულებებზე მას... და ის ავიწყდებათ, რომ მატერია ძალიან ძალიან მალე იცვითება.... პასუხის მისაღებად კი ხშირად ნებისყოფა ღალატობთ ან გაურბიან მის მიღებას, იმიტომ რომ ეშინიათ ისევ არ მოუხდეთ მისი ადვილად გაცვლა.... საბოლოოდ კი გაცვეთილი მატერიები რჩებათ...