Tuesday, October 28, 2008

Inside/Deep Inside

უცებ რომ მიხვდები რაღაც შორეულს რომ გინდა შეეხო.... რაღაც სევდანარევი თვალებით რომ ეძებ ამას.... ზიხარ და ფიქრებით სწვდები.... რაღაც მძიმე ემოციებით სავსე... რაღაც მტკინვეულად სიცივე.... რაღაც რაღაც...სულ რაღაც... ძნელად გაანალიზებადი და გულის დაწყვეტით......მუსიკის ბრალიცაა.... : ( Sergi Gvarjaladze - Artificial Love... ნაცნობი სიტყვები.... ჯანდაბას.... წავედი არაფერი..... სულ არაფერი.......





სიმძიმილი.....


Monday, October 27, 2008

Agnus Dei/ანუ ერთ-ერთი ზვარაკის გრაფომანია

ბოლო დროს მიუხედავად ყველაფრისა, მომიწია საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან შეჯახება... ნუ ყველა ინდივიდს თავისი ,,მე,, მოწყობილი აქვს რაღაცა პრინციპებით....დოგმებით.....
მე მაქვს პერიოდები როცა რამდენიმე გარეშე სხვადასხვა ტიპის ადაიანი აღმოჩნდება ჩემთან სიახლოვეში.... ზოგადად ადამიანების დაახლოვებისადმი სპეციფიკური დამოკიდებულება მაქვს... მაგრამ როცა სხვებს ვუყურებ, ისეთი ამაზრზენი ურთიერთობები გეჩხირება ადამიანს თვალებში, რომ უბრალოდ დაგწყდება გული რომ ყველანი ადამიანები ვართ... ის რომ ყველანი თანასწორები ვართ და როცა ხედავ შენი თანასწორის უკუღმართობას... ალბათ სხვისთვის ჩემზეა ასე... ვინაა იდეალური? არც არავინ, ამიტომ მთავარია დავინახოთ, მივუთითოთ და ვაპატიოთ... The weak can never forgive. Forgiveness is the attribute of the strong. © Mohandas Gandhi ....სიძლიერე კი დასაბამია ბევრისა.... ვაღიარებ, რომ ჩემთვის რასაც ახლა ვწერ ცოტა არ იყოს და მიუღებელი იყო... მაგრამ მოიტანა რაღაცამ... მოიტანა და მიხარია ის ფაქტი, რომ მე უბრალოდ მეღიმება ბევრის ამაზრზენობაზე, ბევრის წატლეკილ ენაზე, ბევრის სხვათა განკითხვაზე და სხვებზე თავის გადამეტებებზე... თან რითი ამეტებენ სხვას თავს? იმით რომ ორივე მხრიდან ალესილი გრძელი ენით ტყულებით რაღაცის ჩაბღაუჭებას ცდილობენ? აკეთონ..იყვნენ... მე მეღიმება...და ვცდილობ სხვა უარყოფითებთან ერთად მეც არ გამომივიდეს ეგრე... ჩემი უარყოფითების გამოსწორება არ მაკლია... ამიტომ ვარჩიე ერთი ოპტიმალური ხერხი, ყველას თანასწორობის შესახებ.... მინდა გითხრათ, ვაღიარებ იმას, რომ უგუნურად ვიქცეოდი ბევრი ადამიანის წინაშე და მე ამის აღიარება არ მრცხვენია....დაგმობილები თბილად შემომტრიალებიან და შემრცხვენია...
უბრალოდ ძნელად აღმოსაჩენია ჭეშმარიტი ურთიერთობები... გუშინ გიმტკიცებს ადამიანი რომ გცემს პატივს, სხვა დანარჩენი რომ არ ვთქვათ და დღეს დამპალს გიწოდებს, რის გამო, რომ შენ მას სცემ პატივს? რომ შენ იგი გადარდებს... ამის გამო ხარ ღირსი გიწოდოს თურმე დამპალი... უბრალოდ მწარედ აღსაქმელია... არაფერია....ტყულად ბგერა არ იკარგება, რომელ სიტყვის და წინადადების დაკარგვაზეა.... ყველას თავისი უბრუნდება უკან...იმაზე ვიზრუნოთ რომ სულ ცუდი არ დავიბრუნოთ.......

Wednesday, October 22, 2008

Girl/ანუ Story 'bout me

ისევ მარტო ვზივარ სახლში....ვუსმენ მუსიკას და ფოტოების თვალიერებისას წავაწყდი უამრავ ძველ ფოტოს..... ბევრი აზრი, ბევრი კადრი და შეფასება მოვიდა თავში.....
აი ეთი........


ამ დღეს თურმე ავიდგი ფეხი....სახეზეც მეტყობა, რომ რაღაც ახალი და უჩვეულო მოხდა ჩემს ცხოვრებაში...
აქ უფრო დიდი ვარ, ამ დროს თათოს მეძახდნენ...

გავიდა დრო...კიდე გავიდა დრო..... ხდებოდა უამრავი რამ ჩემს ცხოვრებაში ნელ-ნელა.....ზედმიწევნით..... დავდიოდი მეგობრებში, ფესტივალებზე....და დავდიოდი სკოლაში....................... 15 წლის...... : )


16 წლის.... აქედან დაიწყო ჩემთვის ცხოვრებისადმი რაღაცნაირად მძიმე ფორმებში მიდგომა... ზეპელინის მუსიკით გაცისკროვნებული ხელოვნების მორევში ვეშვებოდი... ვწერდი ხშირად...ვხატავდი... უკვე ვიცოდი ტიხრულ მინანქარზე მუშაობა და საკუთარი ფინანსები მქონდა.... უკვე ანია გოგუაძეს აღმოჩენილი ვყავდი როგორც თავისი მუზა და მიღებდა ფოტოებს...ასევე ვესწრებოდი კონცერტებს.... თეატრი..... და უფრო მძიმდებოდა გარემო.....




სკოლაც დავამთავრე..........


გამოსაშვები საღამო...........

17 წლის....ანიას მუზა..... უკვე პირველი რეალური სიძნელეები ცხოვრებისეულ პრაქტიკაში.... Deep in thoughts....





უკვე 18 წლის.... ეს არის 2008 წლის 9 იანვარი...მახსოვს ძალიან ბევრს ვფიქრობდი ამ დღეს... ვიჯექი ბუხართან... ვგრძნობდი რაღაც....



18 წლის......Real love...... საყრდენი წერტილი..... ამოსავალი პუნქტები და ფეხზე დადგომისკენ უამრავი გაურკვევლობები ჩემში.... ჭეშმარიტებისკენ უამრავი შეცდომა.... საბოლოოდ რ.დ.გ. (ეს ელემენტარული მათემატიკის მცოდნეთათვის გასარკვევია)....
მე ჩემი ცხოვრების არჩეული და აურჩეველი გზებით....

აი თითოეული ეთი თითიეულად სხვადასხვა აზრით... სხვადასხვა დამოკიდებულებებით....და სურვილებით.... აი მე-ები....





2008 წლის 29 სექტემბერი.... ,,შემოდგომის თბილისი’’-ს შემდგომ.... აქ დავასრულებ ემოციათა უდიდეს შეკვრას, რადგან ემოციური დატვირთვის მხრივ ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო...


Tea For One/რიტუალი ერთისთვის

ჩაი.....ასოცირებული უაზროდ თბილთან, რომანტიკულთან, მყუდროსთან....ჩემთვის ჩაის სმა დიდი რიტუალია, ასევე მისი დაყენებაც.... მოვედი სახლში შეციებული.... მარტო ვარ...ბნელა და ამინდის სინაცრისფრე ატანს მხოლოდ შორეული ფანჯრიდან... დავაყენე შავი ჩაი, შიგნით ლიქიორიანი ალუბლები ჩავყარე...საოცრად არომატულია.... ჩავრთე Dave Brubeck - New Orleans ....ჩაივით კომფორტული და ემოციებით სავსე კომპოზიცია.... ჩაით თბობას ყვები, ყვები New Orleans -საც....
ზამთრის ეშხი მარტო ჩაის სმის რიტუალში შეიძლება გადმოიცეს... ჩემთვის უდიდესი დატვირთვისაა ჩაი ჟასმინის არომატით... მომაჯადოვებელია... ჟასმინი.....სუნამოც ჟასმინის მაქვს....
შეიძლება ჩაის ბევრი ადამიანი სვამდეს და აქედან ნახევარიც არ იცნობდეს ჩაის...მის ემოციურ-კულტურულ-ირაციონალურ გაგებას.... მოკლედ ჩაის მსმელებს და მასზე ემოციურად დამოკიდებულ ადამიანებს ჩემგან ეს ემოცია მოკლედ გადმოცემული... : )

Monday, October 20, 2008

P e r s e p o l i s / თავისუფლების მოყვარე სულთათვის




გუშინ ვუყურე ,,ერთი ჟურნალისტის დღიურს,, სადაც საუბარი იყო კომუნიზმით დაჩაგრულ თავისუფალ თაობაზე, თაობას რომელსაც გულიდან მოსდიოდა ზეპელინის, ბითლზის, არმსტრონგის, ბიბი კინგის და სხვათა მუსიკა, თუმცა.... უწევდათ იატაკქვეშეთში მათი ჩუმად მოსმენა და ისიც წვალებით ნაშოვნი ფირფიტების მოსმენა... და ეგ იატაკქვეშეთის ,,პროექტიც,, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდებოდა ხოლმე... ,,თუ დღეს შენ ჯაზს უსმენ, ხვალ სამშობლოს გაყიდი” ეს და მსგავსი ფრაზები ტრიალებდა გარშემო.... თაობა რომელიც სურეალისტურ ნახატებს ვერ ხატავდა, თაობა რომელსაც სიტყვის თავისუფლება არ ჰქონდა.... ცენზურა უდიდესი იყო.... მიუხედავად ამისა მაინც არ ნებდებოდნენ.... თუმცა იმის იქით გულში იკლავდნენ აუხდენელ ოცნებებს ბითლზების კონცერტზე დასწრებისას და ათას გულიდან თავისუფლად წამოსულ სიტყვას....


ამასთან დაკავშირებით ეხლახანს ვუყურე ერთ მხატვრულ ფილმს, სახელად PERSEPOLIS... არც კინო, არც მულტფილმი, არც ანიმე, არც არც არც..... რომელშიც მოთხრობილია ერთი თავისუფლების მოყვარე გოგონას ისტორია, რომელიც ოცნებობს უბრალოდ ნახოს პანკი... გოგო რომელიც ,,შავ ბაზარზე,, ნაყიდ პლასტინკებს ჩუმად უსმენს და უბრალოდ სურს იყოს თავისუფალი....მაგრამ იძულებით სწავლობს მუსლიმანურ კანონებს, მუსლიმანურ გოგოების სკოლაში და ჩადრით დადის, თუმცა გარედან შემოცმული აქვს ქურთუკი წარწერით Punk Is Not ,,Ded,, : D შემდგომ მისი ცხოვრება ვითარდება სხვა კუთხით....


მე ამ ფილმში ძალიან მომწონს ამ გოგონას ბებია, მაგარი ადამიანია ძალიან....




უყურეთ არ ინანებთ ნამდვილად....


There was a time...

მოკლედ ეს სიმღერა, რასაც ამ წუთას ვუსმენ რომ აღმოვაჩინე ზუსტად მისი სათაურიდან გამომდინარე დრო იყო.... დიდი ხანია არ მომისმენია....ეხლა რომ ჩავრთე ერთიანად გაცოცხლდა ყველა კადრი ამ მუსიკის მოსმენის დროს რაც იყო....მზე, ირგვლივ შემოპარული გაზაფხულის სურნელი, მოზღვავებული ჰაერი..... თან უაზროდ დეტალებით მახსენდება ყველა კადრი.... ეხლა კადრებია უკვე....დროა გამოვრთო....

Sunday, October 19, 2008

ფერ-ად შეღებილობა


მეგონა დღეს მზე აღარ გამოვიდოდა...ძლივსძლიობით ანათებს მაგრამ ხომ ანათებს და შესწევს ძალა რაღაცნაირად მაინც გაათბოს ადამიანები.... მეც მინდა გამათბოს... ცხელი ყავით ხელში სადმე სახურავზე დავჯდებოდი deep in thoughts.... დიდი სიამოვნებით ჩემი ჟასმინის სუნამოს მოვაფრქვევდი ჰაერში, თანაც იმდენს რომ ძალიან ბევრს შესძლებოდა მისი სურნელის შეგრძნება, მისი თბილი სურნელის....და გავაგებინებდი ადამიანებს, როგორი კარგია რომ ადამიანები არიან და როგორი კარგია რომ ცხოვრობენ და რომ მე ადამიანები მიყვარს.... ბოლო დროს განსაკუთრებულად გაიღვიძა ჩემში ალტრუიზმმა.... სულის ფერადოვნების მოთხოვნილება.... მინდა ისევ ასეთი ფერადი მქონდეს ხელები...როგორც მაშინ... ამ ხელებში ძალიან ბერი რამ მაქვს ჩატეული, ძალიან ბევრი მოდის ამ ხელებიდან და მოდით ერთმანეთის ხელებს მივცეთ ძალა იმისა რომ გავაფერადოთ...

Saturday, October 18, 2008

ხალხთაშორის

და გრძელდება ცხოვრება...წამები თავისას შვებიან... სახლში რომ ვბრუნდებოდი, ისევ მოვინდომე გარკვეული მანძილის ფეხით გამოვლა... აი უკვე მერამდენე დღეა ერთ სახლთან ადამაინები შეკრებილან, ახლობელი გარდაცვლიათ... თან იმდენი დღეა რომ ალბათ არ ემეტებათ მიწაში ჩასამალად...მაგრამ ყველა იქ ჩავწვებით, მოკალათებულები ოთხ ფიცარში(არადა რეალურად უფრო მეტი ფიცარია) მაგრამ მანამდე? ნეტა რა გააკეთა იმ ადამიანმა, ვინც ეხლა უმოძრაოდ, უსულოდ წევს, თავის ცხოვრებაში... როგორ იცხოვრა ნეტა... ოდესღაც ჰქონდა გაგონილი მარკესის სიტყვები? ითვალისწინებდა ნეტა? ატკინა ვინმეს? თუ ატკინეს... ? ხალხს ოდნავ მეტი, ოოოდნავ მეტი რომ შეეძლოს.....





Ad infinitum..... my dear......

დიაგნოზი: ნერვოზი

მივესალმები სარკასტული ტაშის დაკვრით თქვენს მოქმედებას.... სარკაზმი საკუთარი თავისა... გასაოცრად გიბიძგებთ იმისკენ რომ რამდენიმე ფენა საღებავით გადაღებოთ, სხვადასხვა ფრად...გინდაც აიღოთ სანთებელა და ვინმე ერთი მდაბიოსავით აალებისკენ უბიძგოთ...უი სანთებელა აღარ გაქვთ? კინაღამ მე მქონდა, მაგრამ ვყოფილვარ ძლიერი და არ ვიქონიე.... მემუარების წერასაც არ დავზარდებოდი გინდაც დღევანდელი დღიდან, რომელსაც დაკარგული ადამიანების გზამკვლევის შინაარსი ექნებოდა...
ლამაზად რისთვის ფუთავდით? შეფუთვა მოგწონდათ? და შიგნით რომ ნაგავს ყრიდით თურმე ჩუმად? სამწუხაროდ მე არ ვიქნები ვინმე მზაკვართაგანი ვინც ამ მანკიერებებს ამხელს, თუმცაღა ეს ცუდი იმ ნერვოზისთვის რომელიც დამიდგინეს, მაგრამ კარგი ,,მე,,-სთვის, ეს ერთგვარი სისადავეა... სისადავე სულისა... რომელიც ბევრს აყროლებული აქვს... და იყროლებს კიდევ უფრო მეტად თავისი მანკიერებებით.... დიდად არ მინდა გავკადნიერდე, თუმცა სიმართლის თქმა ყოველთვის მიყვარდა და ვისაც არ მოსწონებია ჩემი ეს თვისება უცდია კიდეც ჩემი დაჩაგვრა... წამოგეწიათ საღებავთა უამრავი ფენა? მაგრამ რაშია საქმე იცით, რომ გუაშებით შეგიძლიათ მარტო... აი აკვარელებისა კი რა მოგახსენოთ, რომლითაც ნაზად, სულიერად, მოქნილად, თბილად უნდა მოხატვა, გინდაც შეღებვა, რაც თქვენ არასდროს გამოდგიოდათ.... თქვენ ალბათ არ გიგრძვნიათ გრძნობების კორპოსკულების მრავალფეროვნება და მრავალფორმიანობა, თორემ ასეთი ტეტრაგონალურები არ იქნებოდით.... იპოვეთ იგინი და ცოტაოდენი ჭეშმარიტების არსსაც გაიგებთ, რაც მოგცემთ იმის ზეშთაგონებას რომ უბრალოზე მეტად ათვალიეროთ საგნები, ადამიანები, შეიგრძნოთ მოვლენები, შეფასოთ მუსიკა და იცხოვროთ ტანჯვაში თუ ბედნიერებაში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით....

და თუ ვინმემ იპოვა თავისი თავი ამ ნაწერში, მაგასაც მივესალმები, რათა საკუთარ თავთან მაინც აღიარა რომ იპოვა.... ადამიანებს საკუთარ თავთან გამოტყდომაც კი უჭირთ......

Friday, October 17, 2008

!!! Nessun Dorma !!!


ისეთ მუხტში მოვყევი, არ შემიძლია აქაც არ აღვნიშნო ის რომ უგენიალურესია....ნუ სასწაულია....ცრემლები მადგება ამის მოსმენისას...ზეემოციურია....


Nessun dorma!

Nessun dorma!

Tu pure, o, Principessa,

nella tua fredda stanza,

guardi le stelleche

fremono d'amoree

di speranza.

Ma il mio mistero e chiuso in me,

il nome mio nessun sapra!

No, no, sulla tua bocca lo

diroquando la luce splendera!

Ed il mio bacio sciogliera il silenzioche

ti fa mia!(Il nome suo nessun sapra!...e noi dovrem, ahime, morir!)

Dilegua, o notte!

Tramontate, stelle!

Tramontate, stelle!

All'alba vincero!

vincero, vincero!

Thursday, October 16, 2008

Autumns Agony # 3





უაზროდ უცნაურად ვარ...უარყოფითი ემოციებით დამძიმებული ვზივარ მთელი დღე.... ისევ Brubeck - ს ვუსმენ.... შეცვლილი მე მაინც ისევ სახურავზე მზით გათბობაზე ვფიქრობ და შუა იანვრის ყინვიან სითბოზე.... ციდან ჩამოცვენილ იასამნებზე და ........




!!! ჯანდაბა შორს მივდივარ...... ესეც ისევ მე....


ვინმემ გაიღოს ჭიქა ჩაი ჩემთვის...... გა-ვი-ყი-ნე !






ძილის წინ ფიქრები......








ესეც Frank .......






Our wistful little star, it was far too high


A teardrop kissed your lips and so, so did I


Now when I remember Spring and every little lovely thing


I will be remembering the shadow of your smile.........






Tuesday, October 14, 2008

Deep In Thoughts # 2

დღეს კიდევ ერთი ემოციური დაბოლოვება აქვს დღეს... სახლში ამოსვლისას გადავწყვიტე გარკვეული მანძილი ფეხით გამოსეირნება.... უფრო კარგად დავაპირე თვალის შევლება გარემოზე.... მინდოდა საღამოს გვიანი შემოდგომის სუნის შეგრძნება.... full moon mysticism.... ცივი მთვარეა.... თითოეული ნაბიჯის გადადგმისას უფრო ღრმა ფიქრები მოდიოდა...ფიქრები ზოგადად სამყაროს მრავალფეროვნების შესახებ და ადამიანის როლისა ამ სამყაროში.... რომ თავისი მრავალფეროვნებით რამდენ ემოციას იტევს სამყარო და გადასცემს თითოეულ ჩვენგანს.... მერე რა რომ მე ჰაერში ზამთარშეპარული სუნი სევდას მგვრიდა, მერე რა რომ ეს სავსე მთვარეც იგივე ემოციას მგვრიდა და ზოგადად მთელი გულით სულ სხვაგან ვიყავი, სულ სხვა რაღაცას ვაკეთებდი და სხვა რაღაცას ვამბობდი, მაგრამ რეალურად ჯიბეებში ხელებჩაწყობილი სახლისკენ მოვდიოდი.....
გაუცხოებული ხალხის სახეებს ვხვდები ქუჩებში, ხალხი რომელიც სადღაც უკიდეგანობისკენ მიექანება.... როცა მე თავისუფლად ვჯდები და ჭიქა ჩაის ვსვამ გაღიმებული და ვფიქრობ თუ რატომ ანგრევენ ჰარმონიულობას, რომელიც მათ ხელთაა, ოღონდ ოდნავ სხვანაირი ფიქრის შედეგად... რატომ არ გააჩნიათ მიტევების უნარი? როცა ამ მიტევებით თვითონ შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები... ადამიენბი ერთმანეთ თელავენ და ამითი ჰგონიათ რაღაც პრივილეგია აქვთ.... მე მაპატიეთ ასეთი ალბათ კადნიერებისთვის, მაგრამ ეს ასეა.... მე მაინც ვტკბები ხოლმე სამყაროთი...იმიტომ რომ მე მქონდა ბედნიერება სულ რაღაც 6 თვე არ ვყოფილიყავი მარტო ამხელა სამყაროში... და თავი მეგრძნო ყველა პრინცესაზე უფრო მეტ პრინცესად, რასაც დამიჯერეთ რომ ასეთი სიძლიერით ვერავინ იგრძნობს....ეს რომ იგრძნო ძალიან ბევრს უნდა აფასებდე....და გაითავისუფლო სული ზედმეტი მიწიერი უარყოფითისგან, ზედმეტი ამბიციებისგან, იმიტომ რომ ამის გრძნობა არამიწიერია, შეიძლება ამას ცოტა გვიან მიხვდე, მაგრამ დამიჯერეთ ისიც რომ გვიანი არაფერია.... მთავარია მოინდომო და იგრძნო.... და მე ვარ მადლიერი რომ ეს ერთი ამხელა სამყაროში ვგრძნობ ზეუდიდესს.....

Monday, October 13, 2008

Autumns Agony # 2


ჰაერის უკმარისობასავით.......


შემოდგომის პარანოიდული გაელვებასავით....


ჯაზისფრად ვნებიანად.......


ჩაივით თბილად.....


შხამივით მტანჯველად.....


თოვლიანი კოცნასავით.....


იასამნის სურნელით.......


ღამეებივით გრძლად.....


იანვარივით თბილად.....


ყვავილივით ვარდისფრად.....



ყოველთვის არაამქვეყნიურად............



10 ოქტომბერი 2008

იყო დღე დაძაბული... ხუთ სხვადასხვა სიტუაციაში მოვხვდი შესაბამისად ხუთი სხვადასხვა ემოციით დატვირთული. ეს არც ისე ადვილად ასატანია ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელსაც გარკვეულწილად ბნედიანი ისტერიის ფერი ფიქრები აქვს...თუმცაღა ყველა სიტუაციას ჩემეული თავდაჭერით მოვერგე და სახლში დავბრუნდი დამძიმებული...ჭიქა ჩაით ხელში მოვედი დასაწერად...პირველივე რაც ჩავრთე მოსასმენად იყო Barbara Bonney, Andreas Scholl – Quando Corpus Morietur... შემდგომ მოყვა Dave Brubeck - Unfinished Woman (Live Nov 4, 1972, Berlin) და გაგრძელდა ჩემი ფლეილისტი უსასრულოდ...
მთელი დღე მისტიკურ-ირაციონალურ-ზეამაღელვებელი ფიქრები მაწუხებდა, მაგრამ ამჯერად არა საზოგადოზე, არამედ ჩემ თავთან დაკავშირებულზე ვფიქრობდი...ვიხსენებდი რა ცნობილ ადამიანთა გამონათქვამებს, ვუსადაგებდი ჩემი ცხოვრების გარკვეულ მომენტებს და მათ სიზუსტეში ვრწმუნდებოდი...ვინაიდან ამ ფიქრებმა მიმიყვანა საბოლოოდ იმ აზრამდე, რომ ჯობდა გამეწყვიტა ფიქრი ამ კუთხით, ვეცადე გადართვა სხვა რაღაცაზე რაშიც დიდი როლი მიუძღვის იმას, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი...
დღეს ყოველგვარი დალური თვითშეფასებისგან დაცლილი ვიყავი, რასაც ხელი შეუწყო ხუთმა მთლიანად ტოტებგადაჭრილმა ხემ. ყოველივემ ძალიან დამამძიმა თუმცა ხე მანდ არ იყო შუაში... ამ წუთას, როცა Dave Brubeck - Take Five 1972 წლის 16 წუთიან ვერსიას ვუსმენ, უფრო მეტად ვიგრძენი სიმძიმის ძალა... სასწრაფოდ თეატრი...როგორც ვოლტერმა თქვა: ,,თეატრი გვასწავლის იმას, რასაც სქელტანიანი წიგნები ვერ გვასწავლიან.” თეატრი სადაც ჩემს გვერდით მჯდარი მარტოობა მეტყვის ყველაფერ იმას რაც აუცილებლად მართალია და იმისთვის რომ არ განვიზრახო რაღაც არაადექვატური საქციელი, დამარწმუნებს იმაში, რომ ჩემი გარკვეული ნაწილი კორპოსკულებისა ზეირაციონალურია და მეც მთელი სიღრმავით ჩავწვდები მიმდინარე სპექტაკლის არსს. შემდგომ როგორც წესი, შემოდგომიან გოლოვინის პროსპექტს გამოვუყვები ნელი ნაბიჯით...

Wednesday, October 8, 2008

Winter....

მე ზამთარი არ მიყვარდა....

მე ზამთარი მიყვარს..... მიყვარს იმიტომ, რომ ჩემეული სეზონია, ვარ ზამთარში დაბადებული, ვარ წელიწადით გველი, რომელიც ზამთარივით ცივია... და მიყვარს ზამთრის ცივ გონებაზე ფიქრები... ზამთრის ჭეშმარიტი ბუნება... მკაცრი და ზუსტი... ამასთანავე ისეთი როგორიც შენში გააღვიძებს სითბოს მოთხოვნილებას და ამ სითბოს ყოველდღე ეძებ... ეძებ მბჟუტავ სინათლეზე თითო ფინჯან ჩაიში.... ეძებ თბილ პლედში...და ეძებ ადამიანში..... ზამთარში საღამოს თავისუფლად ისეირნებ ისე, რომ არავინ შეგაწუხებს...მერე სადმე შეირბენ ცხელ ჩაის ან ყავას დალევ Dave Brubeck Trio & Gerry Mulligan - New Orleans-ის მსგავსი კომპოზიციის მოსმენის ქვეშ... მოდუნდები...მოვა თბილი ფიქრებიც... შემოქმედებითი ხდები...
ძალიან სრიოზული და დამგრუზველია ზამთარი...ამასთანავე მისი ატანა სიამოვნების მომნიჭებელი....

ჩემი შავი პალტო... ბორდოსფერი და კიდევ მომავალი ახალი კაშნეები.....ზამთრის ხელჩანთა.... გაშიშვლებული ხეების ჩაყოლებაზე სიარული და ზამთრისეული ფიქრები...

Tuesday, October 7, 2008

Alone in the......

ერთი გენიალური ჯაზური კომპოზიციის მოსმენისას ვიგრძენი თუ რაოდენ მარტო ვარ... ალბათ ეს იმან გამოიწვია რომ ამ უთბილეს და უსექსუალურეს კომპოზიციას ჭიქა ჩაით ხელში მარტო ვუსმენდი.... ეგ კიდევ რა, რომ არა ჩემს გვერდით მჯდარი მარტოობა, რომელიც ისევ დაბრუნდა, გამიღიმა და მითხრა ,,ეთი გამარჯობა,, ....

ისევ ჩემი თავი და მე.... ისევ ჭიქა ჩაი, ან ყავა, ისევ ჯაზი, ბლუზი ან ზეპელინი.... ისევ სახლი, ისევ ჩემი ფურცლები და ისტერიული წერა.... ისევ სიცივე.....

მთელი ცხოვრება მარტო ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ ხალხი ასე თუ ისე გარშემო არ მაკლდა... ყოველთვის საკუთარი თავის იმედად და მასზე დამოკიდებულად ვცხოვრობდი... ვიცოდი რომ მე თუ არა, სხვა ხომ მითუმეტეს არა... მხოლოდ მქონდა ერთადერთი პერიოდი ცოხვრებაში, სადღაც 6 თვე, როცა ღრმა ძილშიც კი ვიცოდი რომ მე არ ვიყავი მარტო...

თუმცაღა ეგ შენთვის ბევრიაო და

და ახლა ისევ ისე.... გარკვეული მუდმივისრბოლაა....თუმცა დათრგუნული ყოველივე ამისგან მაინც ოდნავ ვფიქრობ პოზიტიურად...

ვიხსენებ რა Henry Van Dyke-ის სიტყვებს ,,Be glad of life because it gives you the chance to love and to work and to play and to look up at the stars.” ვუყურებ იმ სამი ვარსკვლავიდან შუათანას და თბილად ვიღიმი.... რადგან მე სიცოცხლის უფრო მეტად მადლობელი ვარ, რომ
მქონდა ბედნიერება მეგრძნო ბუნებაში არსებულ გრძნობათა მთელი ტომეული...


I wanna thank you....

Monday, October 6, 2008

Day Of Wrath


შუადღის შემდეგ თავი მტკიოდა რაღაც უაზროდ... განსაკუთრებით მას შემდგომ რაც ამის ქვემოთ მაქვს დაწერილი... რაღაცაზე მომიხდა გასვლა სახლიდან და ისე მოხდა რომ თავი ამოვყავი ღუდუშაურის საავადმყოფოში... ვნახე სიკვდილს ძლივს გადარჩენილი ,,დეიდა,,... ისე მოხდა რომ მომიხდა მიმღებში ყოფნა... რაღაც საოცრად მძიმე გარემო...საკაცეები, ეტლები...შემზარავი სუნი.....დერეფნებში მოხეტიალე გარდაცვლილთა სულები...
უცბად ჩემს წინ საკაცით მოხუცი კაცი გამოიყვანეს... ცხოვრებას ეცლებოდა ხელიდან... მიმღებიდან გაიყვანეს მანქანაში გადასაყვანად...დავინახე როგორ გააღო თვალები ნახევრად რომ დაენახა ვარსკვლავიანი ცა და ღრმად შეისუნთქა თბილი საღამოს სითბო... ცოტა ხანში იგივე და უფრო მძიმე მდგომარეობაში ასევე მოხუცი ქალი გამოიყვანეს საკაცით. იგი ვერ შეისუნთქავდა თბილი საღამოს სითბოს, ჟანგბადის ბალონით სუნთქავდა... უცბად დამირეკა მობილურმა... Mozart - Dies Irae... ანუ მრისხანების დღე.... რაღაც უაზროდ შეეფერებოდა სიტუაციას... ცოტა ხანში ექიმმა პლედში გახვეული პატარა ,,რაღაც,, წაიღო სასწრაფოს მანქანისკენ დამწუხრებული სახით... ცოტა ხანში ყური მოვკარი, რომ ორსული ქალი ახსენეს....
ადამიანთა მძიმე ხვედრი...

Deep In Thoughts # 1

აი ისევ ზოგადმა გაიღვიძა ჩემში, რაც ბოლო დროს ხშირად ხდება...


ყველა ადამიანი ებღაუჭება რაღაც სიმაღლეებს თუ სიდაბლეებს.... რაღაცას ცდილობს ყველა...ცოტას თუ ბევრს... და ამ ცდისთვის არც კი ერიდებიან უსამართლობას, ტყუილს, აგრესიას...იქნებ ამით მაინც გაუმართლოთ ცდამ...ზოგი სამართლიანად და სუფთა გულით ცდილობს, და ესეც ან გამოსდით ან არა.... მე ერთადერთ ადამიანს ვიცნობდი რომელიც იყო შესაშურად სუფთა სულის და გულის ადამიანი...და ხშირად ამის გამო ბევრი დასცინოდა...ეს გოგო სადაც დამინახავდა სულ გადამკოცნიდა, სულ თბილ სიტყვებს მეუბნებოდა... მირეკავდა ხოლმე და ბევრს მელაპარაკებოდა... მიყვებოდა თავისი მომავალი გეგმების შესახებ, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ გაზეთს გამოსცემდა, დიდ პრეზენტაციას გააკეთებდა და ასე შემდგომ... ვიცოდი რომ ამის გაკეთება მისთვის არ იქნებოდა პრობლემა და მიყვებოდა კიდევ უფრო შორეულ გეგმებზე...მე კიდევ სულ მოუცლელს ხშირად მითქვამს რომ მაცდენდა და მერე დაერეკა... და ამ უხეშ თქმასაც ძალიან კარგად მიგებდა ხოლმე.... დღეს ეს გოგო ცოცხალი აღარაა...რამდენიმე თვეა არ დაურეკავს და გავიგე რომ გარდაცვლილა.... ჩემზე არც კი 2 წლით დიდი იყო.... ძალიან დამწყდა გული და რაღაცნაირად მეტკინა... აი ადამიანი რომელიც ებღაუჭებოდა ბევრს, რომელსაც ჰქონდა გეგმაში რომ უბრალოდ ეცხოვრა... და დამტკბარიყო ცხოვრებით, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მაინც ტკბილია.... და აქ გამახსენდა გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვები: ,, ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული - ახალგაზრდას თუ მოხუცს...შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ ვინც გიყვარს, ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. ”
ფიქრს მივცეთ სწორი გზა...... ნუ გავცვლით მატერიაზე არამატერიალურს....


P.S.

Life is half spent before we know what it is. ©George Herbert

Be glad of life because it gives you the chance to love and to work and to play and to look up at the stars. ©Henry Van Dyke

Saturday, October 4, 2008

Autumns Agony


ვერაფერს დავწერ...... უბრალოდ ისევ ისე როგორც 29-ის ღამეს მოვაბიჯებდი ნელა და მძიმედ... გასასვლელში ემოცია დატოვებული....




გენიალურია.....


Barbara Bonney & Andreas Scholl - Quando Corpus Morietur





Thursday, October 2, 2008

Wind up ,,YOU,,

სიტყვა ,,გაივლის,, არის უდიდესი შეცდომა რომ არსებობს და რატომ... იმიტომ, რომ არასდროს არაფერი გაივლის, ყველაფერი ჩვენში ინახება... და ადამიანმა რაღაც ძალით გაატარო ესაა მხოლოდ და მხოლოდ პირველ რიგში საკუთარი თვალის ახვევა და შემდგომ სხვების. აი ფაქტი კი ისაა, რომ ყველაფერი მალეხრწნადი და მალეცვლადია და გაფრთხილება უნდა...ძალიან გაფრთხილება... დაფიქრებით გაფრთხილება... აი ვერ მივმხვდარვართ ადამიანები რომ ჩვენ ხელშია ჩვენივე კეთილდღეობის მთელი ძალაუფლება, ჩვენ გვიწყვია წინ ყველა შესაძლო ვარიანტი კარგად ყოფნისა და ამისთვის უკვე ჭკვიანური ძალისხმევაა საჭირო, იმიტომ რომ ძალიან ძნელია მიღწევა... არსებობს მომენტები როცა უადვილესად ხელმისაწვდომია ბედნიერება და ვერ ვიყენებთ, იმიტომ რომ ცხოვრებაში ეშმაკეული ალტერნატივები არ ილევა...

,,არ ვიცი,, ეს ფრაზა თავისი არსით არის ის რაც ასევე არ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ საწყისია ადამიანთა უბედურების...ესაა ფრაზა რომელიც ხაზს გადაუსვამს ყველას და ყველაფერს....დამიჯერეთ ასეა...

ერთ-ერთი ჭეშმარიტად დიადი სიტყვები, რომელიც ადამიანმა უნდა მოუსმინოს, ჩემი აზრით, ყოველდღე, არის გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვები....

http://www.link.ge/file/118938/GABRIEL-GARCIA-MARQUEZ---BOLO-SITYVA.mp3.html



P.S. და საერთოდ ამის დაწერისკენ მიბიძგა ერთ ადამიანთან საუბარმა, რომელმაც არ იცის რა უნდა, სულიერი ცუდად ყოფნის საწყის ეტაპზეა და თავი სრულად სასოწარკვეთილი ჰგონია...

უარესობისკენ მიმართულნი

ბოლო დროს ვაკვირდები, რომ უდიდესი წუწუნის სინდრომია ხალხში.... ზოგადად ყველაზე საშინელ საწუწუნო სიტუაციაშიც კი ნაკლები პროცენტით არის გასამართლებელი წუწუნი და განსაკუთრებით მაშინ როცა წუწუნებენ ისეთ პრობლემებზე, რომ ამინდია კოშმარი, რომ ვიღაცას სიგარეტი გაუთავდა, რომ ვიღაცისთვის ყოველი დღე ერთნაირია, რომ ვიღაცა ვერ მუშაობს, რომ ვიღაცას სწყურია....გაოცდები მიზეზებით, სასირცხვილო მიზეზებით...და ამ ყველაფერს საქვეყნოდ ამზეურებენ, იქნებ ვინმესგან ნუგეში იპოვონ... და ზოგადად წუწუნით საკუთარი თავის პოპულარიზაცია ძალიან ადვილია დღესდღეობით...იმას კი არ ცდილობენ რომ საწუწუნო გაიქრონ... მე არ მესმის ასეთი ხალხის... მე ვფიქრობ ცოტა ჩაღრმავება საკუთარ თავთან არავის აწყენს...

Wednesday, October 1, 2008

ნაფტალინის სუნით გაჟღენთილი

ცხოვრების ეტაპებად დაყოფა მჩვევია... ნამდვილად არ ვიცი რა ეტაპი მაქვს ამ წუთას, დაახლოებით კი ვხვდები, თუმცა ვხედავ იმდენად სიძველის სუნი ტრიალებს, რომ დავიწყე ქექვა 2 წლის წინანდელ ჩემ აზრებში და მოვყვები დღემდე... დავინახე რომ ცხოვრების თითოეული რთული ეტაპი რამდენადმე პროგრესულად მოქმედებს ჩემზე, ვიგებ და ვითავსებ ახალ ცხოვრებისეულ წესებს, რომელსაც აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ვერავინ ვერასდროს გაექცევა... ძველი აზრების თვალიერებისას წავაწყდი მაშინდელ და დღევანდელ ეთის შორის წინააღმდეგობებს... ფასეულობათა შეძენა-დაკარგვებს, ადამიანებთან ურთიერთობათა სახეებს... სხვათაშორის მომეწონა რამდენიმე მაშინდელი ჩემი შეხედულება ზოგადად რაღაცეების შესახებ...
პროგრესირებადმა დრომ კი მოიტანა ის, რომ მე მომიწია ცხოვრების საწყისი სიძნელეების გემოს გაგება, რამაც მიუხედავად დიიიდი უიმედობისა ჩემში გააჩინა მათთან შერკინების ძალა, ჩემი აზრით, ძალიან კარგი იყო ის, რომ ყოველივე მოხდა როცა ვიყავი 17-ის და ვხდებოდი 18-ის... დროდადრო სიძნელეს სიძნელე ცვლიდა და ამასობაში როგორც ფოლადი ისე იწრთობოდა და კიდევ ვინ იცის რამდენი ხანი გაიწრთობა ჩემი ,,მე,, ....

იმ დღეს ოპერიდან ვბრუნდებოდი დიდებული სიმფონიური ორკესტრის კონცერტიდან ,,შემოდგომის თბილისი”.... გვიანი იყო უკვე... მე ჩემს ჩაცმულობას ამჯერადაც არ ვუღალატე და ძირითადად შავ ფერში კლასიკურად გამოწყობილი, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელებით, 50-იანი წლების სტილში გაკეთებული თმით მძიმედ მოვაბიჯებდი გოლოვინის პროსპექტზე...Deep in thoughts.... საბოლოოდ ერთ უცნაურ დასკვნამდე მივედი, რომ მე სამწუხაროდ პროგრესირებად დროს თავი შევწირე და სხვათაშორის ერთგვარი სიამოვნების მომენტიც კი იყო... როცა დაინახავ სხვა სიმაღლეებს და იმას რომ თურმე სხვა სიმაღლეებისთვის ცოტა სხვა რაღაცეებია საჭირო... გრძნობ თავს ძალიან მოხუცად, თუმცა იმდენად ახალგაზრდა ხარ რომ სიმაღლეებს კი არა ზესიმაღლეების დანახვა შეგიძლია და არამარტო დანახვა....
და ყველაზე მთავარი რომ გამოსწორებადია ყველაფერი, უძველესიც კი... ყველა შეცდომას ვუშველით და როცა ვუშველით ძალიან ძლიერად ვიგრძნობთ თავს.... ცხოვრების ყველა მოდელი ერთ მარტივ პასუხს იძლევა - ბედნიერება....და ეს პასუხი იმდენად ძვირფასია, რომ ადამიანები თვალის დახამხამებაში ცვლიან მატერიალურ ღირებულებებზე მას... და ის ავიწყდებათ, რომ მატერია ძალიან ძალიან მალე იცვითება.... პასუხის მისაღებად კი ხშირად ნებისყოფა ღალატობთ ან გაურბიან მის მიღებას, იმიტომ რომ ეშინიათ ისევ არ მოუხდეთ მისი ადვილად გაცვლა.... საბოლოოდ კი გაცვეთილი მატერიები რჩებათ...