Tuesday, November 24, 2009

სახელად არაფერი

,,რა იციან მეგობრებმა თუ რა ნაღველს იტევს გული...” - ო...და მშვენიერი დილის ყველა გრანდიოზულობა ღამისეულ ფიქრებში შთაინთქა....
სამყაროში ყველა ერთმანეთს რაღაცას ეცილება, ამ შეცილების აზრიანობა რომ არა დიდი ილიაც წამოდგებოდა საფლავიდან და მისაყვედურებდა მისი ფრაზის ხელყოფისთვის... ერთმანეთს შეცილებით გააქვთ ადამიანებს დროის მუდმივისრბოლის მონოტონურობა, ამით სძენენ რაღაცა ხიბლს ამ დროს...ამითი ამართლებენ საკუთარ არსებობას დედა სამყაროში..... პოეზიის აზრის და შინაგანის პაექრობაა, როცა თავის მონას შუა ღამეს გველნაკბენივით ათქმევინებს გესლიან ტკბილ სიტყვას.... თავიდან როგორც გარკვეული დისონანსი ისე აღიქმება და შემდგომ მოგონების ჟღერადობას იძენს და ბინძურ ენას სიკეთის გზით სიარულისკენ უბიძგებს, ლეშზე მომდგარ ნერწყვს თავისუფლად დინების საშუალებას აძლევს, როგორც გაწაფულ ოსტატს...
ჰიბრიდები......განიცადეს მეტამორფოზა ჯადოსნური ფლეიტის ფამილარული შემოჭრით...
გავავლოთ ზღვარი წარსულსა და აწმყოს შორის...რამეთუ წარსულში ჩვენ ყოველთვის მხოლოდ ერთი გვრჩება, საკუთარი თავი, რომელიც რამდენადმე პატარა იყო ასაკით და ჰასაკით... მთავარია ამის გვჯეროდეს....
მაშასადამე და იმედი მაქვს ეს სიტყვაც ისე არ იქნება აღქმული როგორც ლეონარდო და ვინჩი ძმები ეგონათ.... ,,ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს....”

Friday, November 13, 2009

When all are one and one is all...

ხასიათს შეეტყო გვიანი შემოდგომიანობა...ზამთრის მძაფრი სურნელი შემოიპარა და ცხელ ფინჯანზე შემოხვეულ ხელს აეტუზა...მარტო ხელს?..
დღე დღეს მისდევს და საერთო ჯამში დროის დიდ აბლაბუდაში თავის ადგილს იკავებს...
მელანქოლიის აღზევება და დღეების უკანთვლა...საით მივექანებით...
ნუთუ იმდენად ღრმად იყო გადგმული ჩემში ასი წელი რომელიც მარტოობას უდრიდა რომ საშიშროება მოახლოებულ ცხოველს ვგავარ, რომელიც მძაფრი შეგრძნებებით იკარგება რეალურსა და ირეალურს შორის...მოდის დიდი კითხვის ნიშანი და ეს მხოლოდ საკუთარ თვთან...უკანსვლა და მარტივ მამრავლებად დაშლა...
მე არ მესმის რაოდენ სიმძიმილის ატანას აქვს ადგილი...ნუთუ ამდენი რამ რაც ბედნიერების მომტანია არ აღიქმება ბედნიერებად...???!!!
მხოლოდ ერთი სულიერი...

დღე როდესაც შეიჭრა ძილის ფაზაში მაშინ ჩრდილოეთის ზარებმა ჩამოჰკრეს და დიად ნათელს გაუხსნეს კარიბჭე...ნათელი შეგნების სრულყოფისთვის, ნათელი სრულყოფის სრულყოფისთვის...ყოველი სიმფონია რაღაცის შემადგენელი ნაწილია და ის რაღაცა რაოდენ დიდადი უნდა იყოს, რომ ამდენს იტევდეს...ადამიანი ნუთუ? ადამიანი ყველაფერს იტევს...იგი ხომ უპირველესისგან წარმოიშვა...და შესაბამისად ყველაფერს პირველად წარმოქმნილს იგი იტევს...
რატომ გადავწვდი ადამიანის რაობას, ნუთუ იმდენად გავრბივარ, რომ უკვე მნიშვნელობა აქვს დაკარგული განხილვის საგანს...ოღონდ ეხლა არ გავიქცე...დავრჩე და დავრჩები კიდეც...მე მხოლოდ ერთისთვის ვრჩები... მთავარია ასეთ დროს, იმ ბეწვის ხიდზე ხელი კი არ მკრან, არამედ გამომიწოდონ და გადამიყვანონ...

Friday, November 6, 2009

Deus Vobiscum !!!


დიდი ზარზეიმით გამოიყვანეს ღვთის ტარიგი საინკვიზიციო ტრიბუნალზე...ზედა რიგები ანგელოზთა რიგებს შეევსოთ, ქვედა რიგები კი წესისამებრ მეფისტოფელის მოხელეებს.... ყველა რაღაცას შესცქეროდა, შესცქეროდა კაცობრიობის ცოდვის კიდევ ერთ ფარისევლურ ხორცშესხმულ ზმანებას.... ღმერთო სამართალიო! მაგრამ სამართალი დიდი ხანია ლეთეში ცდილობს გზის გაკვლევას....
მისი უდიდებულესობა როგორც წესი შუა რიგებში იჯდა და შეპარული ღიმილით უყურებდა ყოველივეს... წარმოსახვაში უამრავ ჰიპერკუბურ სხეულად ქცეული გვამი იყრიდა თავს და უსიცოცხლო თაყვანისცემით უკოცნიდა კაბის ბოლოებს...
მისთვის ყოველივე სულერთი იყო....მხოლოდ თამაში უდიდეს დაფაზე, სადაც დედოფლის პოზიციის შენარჩუნებისთვის სხვა ფიგურები უმალ უნდა დაიღუპონ....

გუმბათოვანი დიდებულება ჰორიზონტალურ სურვილებად რომ დაიშლება, მაშინ იქნება ალბათ უდიდესი ზეიმი კოსმიური უსულობის შეგრძნებისა...
და აი ტარიგმა უკანასკნელად დაიჩოქა და ისევ სამართალს უხმო....მის გამჭვირვალე თვალებში უკანასკნელად აირეკლა ზეცის დიდებულება და უსულოდ მოწყვეტილმა მიწიერი ჯოჯოხეთის კარიბჭიდან დაიწყო დაღმასვლა საუკუნო ჯოჯოხეთამდე...

ყოველი სამი ქმნის სრულყოფილებას...მესამე ალბათ რაღაც ამოუცნობი, რომელიც ცდება ღმერთსა და ლუციფერს...
როგორც ყოველთვის Deus Vobiscum my friends : ))

Sunday, October 18, 2009

19.../ Ego Et Rex Meus.../


...........

დრო ჟამი სივრცეში გადასვლისა უსივრცობიდან... ჰორიზონტზე დაბრუნება და სიცივის შეგრძნება, ჩრდილოეთის ქარები ჩანაცვლდა.....და აი აქ გაისმა წერტილების დასმის მკაფიო ხმები....ხმები რომელიც ყურს ამძიმებს....სიმძიმე მხოლოდ ყურის?

it was only fantasy......


?


განზომილების რღვევა...განზომილება სადაც მხოლოდ ცივი მიწის სურნელი და მოჩვენებათა ლანდებში გახვეული ორი მხარეა....სადაც ქალაქის რომელიღაცა უმნიშვნელო გორაკისკენ ჩადის მზე და ლურჯი შუქის ფონზე ირღვევა მისი ჰელიოსური დიდებულება, მისტიციზმის ცივი ნათებით და ამ ორის სინთეზი ბედისწერის ძაღლების ყეფის ფონზე ქმნის შიშს...შიშს სიბნელეში მოახლოებული სიკვდილის ხელისა, ან სიკვდილის მავთულში ფეხების გაბლანდვისა....


მართლად ქცეული ზღაპარი, რომელიც გასრულებას ვერ გადაურჩა...ყინულად ქცეული ფიფქებისგან მომაქმანებული დიიიიდი თბილი ბალიშები, რომელსაც ცხელი ფუნთუშების სურნელი ასდიოდა...


ვერ შეიცვალა.....

Find a queen without a king they say she plays guitar and cries and she sings...


3 წლის მერე ალბათ ვაღიარებ პირამიდაში გარდატეხილ სხივს ან ისევ დირიჟაბლზე მჯდომი ვიგრძნობ ჩემში მის კორონაციას...


დიდი რკინის ჭიშკარი ჭრიალით მოხურა 82 წლის ირაკლიმ.....

vivat rex...vivat regina !

Tuesday, September 29, 2009

***

არსების არ არსებობა.......არამედ უფრო მეტი, ტყუილად არაა ნათქვამი რომ ქალის სახელი უნდა ერქვას არა რაობას, ეს ნიშნავს იმას, რომ რაობაზე რაღაც უფრო მეტს, რაღაც იმაზე მაღლა მდგომს ვიდრე ეს გაცვეთილი რაობაა...

მაგრამ არა ყველა ქალის!

სცენაზე მარიონეტების ჯერი დადგა....ხისგან გამოთლილი უსულო საგნები....ოსტატურად მოხატული სახეები და ამ სახეზე შიშნარევი ღიმილი...ყველას თავისი ადგილი და როლი აქვს....მუსიკა ! ყველაზე უღირსის ჯერი დგება....მას არ აქვს ღიმილი მიხატული....ის იღიმის, ორლესურად.....ღმერთმანი რამდენს მალავს მისი გახებევული მუქი თვალები... დედოფალი მას აძლევს მხოლოდ გასაღებს და სცენის შუაგულში უდგამს ტახტს.....

ცივი ზამთრის ელვისებური ზმანებები და დღეების ისევ გაათებულად თვლა....ახლოვდება და ყინულად ეკიდება წამწამებს...

ერთ ამოსუნთქვაში ჩატეული სურვილები.....სუნთქვა შემეკრა.....

Monday, September 28, 2009

Agnus Dei.../მეფისტოფელის წინაშე


ისევ ამრეზილი დღე... დღე რომელიც შემდგომი დაცემის დღის წინამორბედია...დღე როდესაც შენს წინ უამრავი შავი ალამია ამართული და მათ შორის მოხეტიალე ერთი სული ხარ ერს მოწყვეტილი...


შესდექ ცოდვილო! ნუთუ არ გესმის წვიმიან ტალახში აზელილი შენი ხმა, ტალახმა რომელმაც ისევ შენ უნდა წაგიყვანოს....რომელსაც უნდა ამოეფარო, როგორც ბერიკაცის ულვაშს ეფარება სევდიანი ღიმილი.... მე შენ და შენ მე უნდა უკვდავგყოო თითოეულ ატომად ქცეულიო და ამ დროს უარყოფითად დამუხტულ ელექტრონს დაემსგავსე და უცბად რომელიღაცა მეცხრე სამყაროში უკვდავიყავი...ამას მოუთხრობდა ზღვას და ხარობდა შიზოფრენიის ყოველი წამით.... სიკვდილის ზეიმი სიცოცხლის სადარაჯოს უახლოვდება და ამ დროს ადამიანს აწვება რაღაც კაეშანი გულზე, რომელიც თავისი სიღრმით სამყაროს ერთ-ერთი გასაღების უფსკრულზე ღრმაა, რომელიც ისე მოედება გულს, როგორც თივაში ჩაგდებული ცეცხლის ნაპერწკალი და აანთებს არსებას, აანთებს ისე ღრმად ჩამქრალად როგორც არასდროს....სული სიკვდილის შამბნარში იწყებს ნავით სვლას და უფრო უჭერს ხელს იმ ერთ მონეტას...სიცოცხლის რაობა არარაობაზე საუბარიც კი ყველაზე კარგი თავშესაქცევი ამბავია და ამ დროს ყოველ შენს ძვირფას წუთს ატან ამ წვიმის წვეთებს გარეთ რომ წვიმად წვიმს... და ისიც კი სადავოა ამ წუთს სიძვირფასე ვინ მიანიჭა... იქნებ ამ წუთის გაყიდვა გინდა და ძვირად აფასებ, გაყიდვა რაიმე ეშმაკეულზე და შემდგომ გენიით დადაღული სულის მძმედ ტარება... ეს უნდა...ადამიანთა რომელიღაცა კასტას, რომელიც მუდამ სადღაც იქით შორს, ხან აქვე შორეულ სიახლოვეშია და თავისი სულის თავისუფლება აძლევს ნებას ბურუსით მოიცვას იგი, მასში ჩამალული რომელიღაცა სამყარო, რომელშიც მუდამ ჩრდილოეთის ზამთრის ქარები ქრის....



Monday, September 21, 2009

Imago Mortis..../ Metamorphosen




კიდევ ერთი ჰიპოსტაზი მოგესალმებათ დიადი სცენიდან....სიმხურვალის შეგრძნებისგან ცვილივით იღვენთები და რამდენიმე ეპოქის წინ გამოძახილივით გესმის სანახაობაზე მიპატიჟების სიტყვები.... ზეშთაგონების ახალი ძიების გზა, ხეტიალი ამ უდაბნოში და მზის მხურვალების შეგრძნება.... კადრები უაზროდ იწელებიან და უნდათ თავი შეაქციონ შენს ჰიპოსტაზს, მოიხიბლონ მისით და მერე ღამის კოშმარივით ერთი თვალის გახელაში გაქრნენ.... ფინჯანში დასველებული ემოციები და უნაპირო ფიქრებში გასულ ნავში ჩავარდნილი უსულო სხეული....

დაიღალა.........

მოვიდა სიბნელე და გამარჯობაო თქვა...

ამრეზით შეხედა და კარი გააღო....

შემოვიდა და დაჯდა... არ აპირებდა ადგომას.....ქოლგის ჩონჩხიც კი შესთავაზა და იუარა...

ღმერთმანი რა კადნიერებაა... ჩაის ფინჯანი გაუწოდა უძირო ფინჯნით.. შესვა...


ფანჯარაც გააღო... წვიმა თავგამოდებით ასხამდა და კედელს ასველებდა, აქრობდა მის შავ კონტურებს....რა ანაღვლებდა, როცა ნაღველი გაქვავებულიყო ერთ საუცხოო სკულპტურასავით.... ბოლთის ცემით გავიდა წუთები, ისევ ცვილისებრ იღვენთებოდა, წვიმისგან ლპებოდა....სამოსი ტანზე მიეკრო, და მისი ათრთოლებული სხეულის ყველა ნაწილი ჩანდა.... თმები მხრებს გესლად ედებოდა...მისი მარიონეტებიც კუთხეშივე ეყარა, ამ წუთას აღარ ანაღვლებდა არც ისინი... არ ჩერდებოდა...სიბნელეს ვერ დევნიდა... ის კი ცალფეხა სკამზე იჯდა და შესცქეროდა, მოსწონდა კიდეც მისი წრიალი...

თუ შეიძლება კიდევ ერთიც....
დაუსხა.....


შიშველი, კონტროლის დამყარებისთვის თითის წვერებზე დადიოდა....კარებზე კაკუნი მაინც არ წყდებოდა...მის ალტერ ეგოს ყოველთვის კარსუკან ყოფნა უწევს....


შეხედა და მოწყვეტით დაეცა ძირს.... ახლა მისი თითოეული ფიქრი მარტივ მამრავლებად დაშლილიყო და სხვადასხვა განზომილებებში იწყებდა მოღვაწეობას...

ადგა სკამიდან, აიყვანა ხელში და ლოგინში ჩააწვინა... დახედა და მიუწვა გვერდით...

შუაღამის სიბნელეს კი აკლდა რაღაც ნაწილი......


ღმერთმანი როდემდე...












Thursday, September 17, 2009

Alone.../ მინორი....

დაბრუნება.....არა იქ, არა აქ, უბრალოდ იგივეობაში....სადაც ისევ გაზაფხულით გამთბარი სახურავია...იასამნები ცვივა ციდან და სინატრას ნამღერი ისმის....სადაც მინაზე მიხატული გულები არ ქრება და იმ სამიდან შუა ვარსკვლავი ისევ ჩემია....

ღმერთმანი....ჩარიგდნენ ისევ სლაიდები....ფიქრი არარსებულის რაობაზე...და აქედან ზარების ხმა, ხმა სიკვდილის გამოძახილისა.....აღარც ჩემი ალტერ ეგო, აღარაფერი, ისევ ერთი კადრი??

ზღვა მომენატრა....deep down.... მისი სიმლაშე ცრემლების სიმლაშეს აქრობს, გიხვევს მკლავებში და გახარებს დაბრუნების თითოეული წამით........

მე ისევ იქ ისევ გაათებული და მარტო...

ღმერთმანი რა მინორია...მაგრამ ასე ვარ.... ველოდები 20-ს რომ ბედნიერი წამები ვიგრძნო დიადი კლასიკური მუსიკისგან რამდენიმე საღამოს განმავლობაში......

Sunday, September 6, 2009

Agnus Dei.../მოკვდავის ალქიმია


ისევ ჩაის ფინჯნით შემოფარგვლა....ისევ ზამთრის ცოტაოდენი სურნელის მოლოდინი და გაათებული დღეები....

სიმძიმილით სავსე ტომრების გადაადგილება იმდენად რთულია ხანდახან, რომ უდროო სივრცეში ჩნდები. ნაცნობი მელოდიები გაწუხებენ ისევ.... რა უბრალოა ეს ყველაფერი, თითქოს სიმარტივის პიკი და ამ დროს ამ სიმარტივის პიკზე აწყობილი მთელი შენი სამყარო...

ინსომნია რა ფერია ნეტა.....


დროგასული კადრები მოდიან ისევ და რა უნდათ, არ მასვენებენ ჩემს სასახლეში...

ეზოში საფლავებს მოვრთავ როგორც დედა დედოფლისგან შეფერით და ძღვნად კოცნას მივართმევ თითოეულ მათგანს... ცის კიდეზე ჩამოკიდებულ კიბის ბოლოებს გავაგრძელებ უფსკრულის კიდემდე, რათა ეს ორი ერთურთის ეგოს ვაზიარო და მოვუწყო მათ ეგზორციზმი...pura santa....

სიმართლის შიშველი დებიუტი და მასხარების ორლესური ენით გაფორმებული უკიდეგანო დარბაზის სივრცე...აი დაფდაფების ხმა და სიტყვა ეძლევა შიშველ სიმართლეს, რომლის უკან ტყუილი იცდის... წინ დგავს ერთ ნაბიჯს და ხმა უქრება, მის სიტყვას ძალა ერთმევა და გალურჯებული განზე დგება...სარბიელზე გამოდის თვალის ასახვევად გამოწყობილი ტყუილი და ხიბლავს საზოგადოებას....დედოფალს მასთან ცეკვა სურს...!


Deus Vobiscum my friends !!!

Sunday, August 30, 2009

Would you help me to carry the stone?


მოვედი.... ვითომდა მეგობრებით გარშემორტყმული.... თითოეული პაიკის როლი დედოფალთან დამამცირებლად პატარაა, იმდენად რომ ეს უკიდეგანო პარანოიას იწვევს...ფერები როლს კარგავენ, მოდის შავ-თეთრის ხანა.....მხოლოდ ზღვიური მწვანე და ლურჯია, რომლებიც ყურის ნიჟარაში ჩაეტევა და მის ხმასთან ერთად შეინახება გულის ყურში... უკვდავყოფილი ზღვის სიძლიერე და მის ძლიერ მკლავებში მოხვედრილი სუსტი სხეული, რომელსაც სული ამოსდის პირიდან.... ერთი ამოსუნთქვით შეგრძნობილი მზის სითბო და ამ სითბოში ნაპოვნი უკიდურესობა იმდენად მძიმეა, რომ ღუზასავით გიშვებს ნანატრ ფსკერამდე, სადაც შენი ოცნების სამივე გასაღები ინახება...როგორც ნათქვამია ,,ყოველი სამი ქმნის სრულყოფილებას..."

შეძახილი! მაგრამ ის არა რომელმაც ხე გაახმო... არამედ მოწოდება დაემშვიდობო ლურჯ ცას და იპოვო ახალი ოცნებათა მხარე....ისევე როგორც გალაკტიონის დავარდნილი კალამი მტვერში, მტვერში რომელშიც წაიქცა ბავშვი....

მე დავხატავ ზღვას და ის ისეთივე დიდი და გაშლილი იქნება, როგორც ხელის გული, სადაც ადამიანის სიცოცხლის და ბედისწერის ხაზები ერთმანეთს კვეთენ....სადაც მხოლოდ ლურჯია შენი ფიქრები, ოღონდ ის ლურჯი არა რომელიც სიმარტოვის სიმბოლოა...ზღვასთან ერთად მარტო ვერასდროს იქნები, იქ ყველა სული რიგებად ნავარდობს ზედაპირზე და შენი კედლისთვის კიდევ ერთ აგურს გაწვდიან.... კეთილი სახით რომლის უკან ბევრი ნიღაბია.....

დროა ახალი ნიღაბი შევმატო ჩემს კოლექციას....


There is no pain, you are receding.
A distant ships smoke on the horizon.
You are only coming through in waves.
Your lips move but I cant hear what youre sayin.
When I was a child I had a fever.
My hands felt just like two balloons.
Now I got that feeling once again.
I cant explain, you would not understand.
This is not how I am.
I have become comfortably numb

Friday, August 28, 2009

Melancholy/კიდევ ერთი ახალი ეპოქა...


დაბრუნება ყოველთვის კარგია....მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთი უკიდურესობის სიკარგიდან მეორე კარგი უკიდურესობის მონოტონურად სიმძმეში დაბრუნდე....
ხმა...ექოები, ოღონდ არა ჩამპალი სულის, არამედ ზღვის თავისულების ექოები...ზღვა რომელიც ჩემთვის უკვე შორია, თუმცა მაინც ჩემთანაა... სიღრმისეული ულტრამარინი ემოციები და ახალი მისტიციზმის საბადოები... სივრცის სილურჯე და ლურჯიდან გამომავალი ნაღველისფერი ტალღები....ტალღები, მუდმივისრბოლის კიდევ ერთი გამოხატულება....მბრძანებელი მაინც ვიყრიდი მუხლს საკუთარი სამყაროს წინაშე...პოსეიდონის ვნებები და ჩემი უკიდურესი ფამილარობა წყლის თითოეულ წვეთთან...გონებაში ათასი მოძრავი ტილო იხატებოდა, პერსონაჟები....უღირსნი და ღირსეულები...სცენა ვერ იტევდა ყველას...და მე მაინც ამ ყველაფრის ეპიცენტრი, უკიდურესად ამაზრზენი შინაგანი ტაროსით ვითხოვდი მეტს...როლი როლთა შორის....

გაქრა...გამოყვა ზღვის სურნელი თმებს.... კადრებად ვშორდებოდი საყვარელ ადგილებს და Inaniel...მაინც მელანქოლია....მელანქოლია ჩემი მერამდენიღაცა ადამიანობისთვის....მელანქოლია განკუთვნილი რაღაც შენეულისთვის....
ზღვამ იმ წუთას დაიძინა ჩემთვის და ცრემლებით სავსე თვალებში ჩაეტია...

მოდის....მოდის გრძელი და ჩაის ფინჯანში დამალული ზამთარი...სიცივითა და გაუცხოებით....

მაგრამ მთავარი მაინც არჩევანია !!! არჩევანი !!!

ესეც ჩემი მელანქოლია
http://www.youtube.com/watch?v=xr_DgBlHLiM

Thursday, August 6, 2009

Fullmoon Mysticism/ანდაც ატავიზმი ბინდისას...


ისევ და ისევ მაღალი იმედების თანხლებით იწყება ყოველი ნაწერი....ალბათ ოცნებამდე მისასვლელი კიბე უფრო გრძელდება...
ხანდახან რა ძნელია ყელში გაჩხერილი ოთხკუთხედი ბურთის შეკავება ისე, რომ არ გადმოინთხეს გარემოში მოძრავ საგნებზე, ისე რომ შხამიანი მალამოსავით არ მოსდო ყველას გულზე...არადა ნუთუ ძნელია ხურდასავით მიგდებული სულის ნუგეში....

სავსე მთვარის თანხლებით მოცეკვავე ადამიანის გვამი წამის მეათასედში უთხრიდა ძირს რეალობას, რეალობას რომელიც ფანტაზიებითაა სავსე...მთვარეზე გამოკიდებული სონეტი და მისტიციზმის სრული ზეიმი....სისხლში მოძრავი ნოტების ალესილი ნაპირები ვენების ჩეხვით მიდიოდნენ გულის გონებამდე..... ირეალური ალტერ ეგო და ფამილარულად შემოკედლებული ბიუსტები...გაქვავებული ადამიანობა და ტყავიდან გამოსული თავისუფლება....იცით ეს ყველაფერი მისტიკაა, რომლის მონაწილე ყოველი ადამიანია, რომლის თითოეულ მონაწილეს აქვს შანსი იყოს ჰომოსაპიენსი და არა ადამის სახელის ჰიბრიდი... ამ ყველაფერს მხოლოდ ნაბიჯები სჭირდება, წინ წადგმული ნაბიჯები, რომელიც ოდესმე ოქროს კიბემდე ან დამპალხავსმოდებულ კიბემდე მივა...De nihilo nihil....


შთაგონება მაძლევს ნებას ან პირიქით, რომ მოსული აზრები მარია ანტუანეტასავით გავწირო დასაწერად...
სუნთქვა...სუნთქვა.....



http://www.youtube.com/watch?v=gELhNbDcLE0


Acta est fabula, plaudite!

Tuesday, August 4, 2009

Sub silentio....


ისრიმისფერი აქვს ყველა ფიქრს....ეს არ იყო ფანტაზია.....

ვსწავლობ რა ფრენას, ყველაფერი ერთგან იყინება...

აზრები პარალელურ განზომილებებზე, იმაზე რომ ჩვენ სადღაც კიდევ ვცხოვრობთ, რომ სადღაც კიდევაა ჩვენი ადგილი, რომელშიც შეიძლება არ დავიკარგოთ, სადაც ყველა თავის სატარებელს ღირსეულად ატარებს....

მომბეზრდა....ესე მგონი არ ვყოფილვარ დარწმუნებული იმაში, რომ სრული სიმარტოვე მინდა, სადაც ისევ და ისევ მხოლოდ მე ვიქნები...

პირველად მე გარდავიცვალე, როგორც ლედი მაკბეტი, მეორედ, როგორც მარიამ სტიუარტი და მესამედ მინდა გარდავიცვალო როგორც გალა, რათა ისეთივე უკვდავყოფილი ვიყო როგორც თავისი გალარინა უკვდავყო დალიმ, ისეთივე ატომური ვიყო ჩემი თითოეული კორპოსკულით......ისეთივე ამაღელვებელი, როგორიც ბოტიჩელის ,,ვენერას დაბადება,, და ისეთივე მისტიკური, როგორიც ბრეგელის ,,სიკვდილის გამარჯვება,,.......

,,მე ერთმან ერთგზის ერთს ვუძღვენ თავი” და ეხლა დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა რომ ეს ერთი მხოლოდ საკუთარი თავი უნდა იყოს, თავი რომელსაც არავინ უძღვნის თავს და ეს ილუზიები მხოლოდ ცოდვის კარიბჭეებში ნადგურდება...


ხმები, მათი ექოები და მუსიკის ძალა.....







Wednesday, July 29, 2009

Echoes.../ with laughter...


მექანიკურ დროს ერთი პატარა ნაწილი ამოუვარდა უყურადღებობისას და მექანიკის იდეალური სიზუსტე დაირღვა...

უარყოფითი რღვევის ხმამ გაიარა სხეულიდან სულში და თითოეული კორპოსკულა აშალა მუსიკალური ინსტრუმენტივით....

შორ ექოებს გენიის ტალღები მოაგორებენ....და სისხლისმსმელ ვამპირებივით იპყრობენ ფსიქიკას..... Echoes.... საფლავებს შორის..... ქვად ქცეულ ხსოვნებს შორის...ხსოვნა, რომ ქვად იქცევა, მანდ იქცევა ადამიანიც...

აი ეხლა მინდა ჩემს მეგობარ სასაფლაოზე....რა მინდა იქ? ზუსტადაც რომ სამარისებური სიმშვიდეა....ზარების ხმა იქ უფრო კარგად მოდის და მათი ექო ჰორიზონტალურად ვრცელდება....იქ სიმშვიდით გისმენენ და არაფერს გეტყვიან შენს მიერ ნათქვამ ნებისმიერ სისულელეზე თუ გენიალურობაზე....იქ არავინ გაგკიცხავს შენი ეგოიზმის გამო და შენნაირობის გამო...თავჩახრილები იზიარებენ ყველაფერს, ან უბრალოდ ყველა თავისთვისაა და შენ არავინ გაქცევს ყურადღებას, მათთვის შენც მორიგი საფლავიდან ამოსული მოსეირნე სული იყო შეიძლება....


ისევ სიმაღლეებზე გამოკიდებულ ბროლის ბურთებს შევყურებ შორეული დედამიწიდან...

კედლები....კედლები....


The grass was greener....



Tuesday, July 28, 2009

Triumph of...


აი ამინდი რომელიც მინდოდა..... რა გენიალურად ჩამობნელდა ცა...თითქოს ჩამოწოლას აპირებს და ყველა მოკვდავს ამაზრზენ აღსასრულს აღუთქვამს..... ოთახშიც შემოვიდა ცის ეს გოდება....ნელა, ჯერ ფარდას შემოეხვია და მერე ჩემამდეც მოაღწია.....


მიწას პირი ეღება და სულები ამოდიან, რათა პანდორას ყუთის საიდუმლოება გაანდონ მოკვდავთ... და შემდგომ სასახლის მოჩვენებებივით უკან ჩაბრუნდებიან.....

სამეფო ჯადოებს ძალა ეხსნებათ და დიდების ზენიტს მოკლებულნი უსუსურად იფანტებიან აცახცახებულ საფლავის ქვებს შორის....

აი ხმა ისმის ჩრდილოეთის ტყეებიდან....ხმა რომელიც სიკვდილის ბილიკს მოყვება, ხმა რომელიც შემზარავი და დამთრგუნველია თითოეული უბრალო მოკვდავისათვის.... მათთვის ვინც პარალელურ განზომილებებს არ ცნობს და ბედისწერის ყეფის ხმას არ უგდებს ყურს.... გეშინოდეთ უბრალოების, რამეთუ იგი გამარჯვებას ჰპოვებს თქვენზე და ისედაც დათრგუნულ არსებას უფრო დაგითრგუნავთ....

ზარებმაც დაიწყეს რეკვა..... დროა განვსაზღვროთ განუსაზღვრელობა.....

Monday, July 27, 2009

Die Hebriden / ანუ ჰიპერკუბური სხეულის ჰიბრიდი...


დღეს მინდა იწვიმოს და The Rain Song-ს ჩავრთავ......

ძალიან კი მომიხდებოდა წვიმა...რაღაც ეგეთ ხასიათზე ვარ... თან გაურკვეველი წარმომავლობის ჟანრის სიმღერებს ვუსმენ დილიდან.....

რაც მთავარია GOING TO CALIFORNIA-ს უკვე მოვუსმინე და კიდევ ერთხელ შევიგრძენი ბედნიერებამიღწეული ადამიანის უბედურება...

ყველა სული ჩარიგდა და აი ზარის ხმაც.... ringin' of the division bell had begun.....

ჰორიზონტები კარგავენ ფერებს და უკიდურეს სურეალიზმში იკვლევენ გზას....

კედლები ნელ-ნელა ალიზისფრად იქცევა და ჩამოქცევას დაიწყებს.....

დავჯდები ისევ ფინჯანით ხელში და შოტლანდიელი დედოფლის ბოდვებს წავიკითხავ...და ვიფიქრებ სირბილის შეწყვეტის შემდგომ როგორ გაანადგურებს ჩემს ოცნებებს ხორცსაკეპი მანქანა....

ხანდახან დროის განუსაზღვრელობა პანიკით მიპყრობს.... აწყობილის დანგრევას ვიწყებ და დანგრეულის აწყობას...ეს ორი სადღაც ეჯახება ერთმანეთს და ერთ მომენტში ორივე მიწასთან სწორდება....ხანდახან ასეც კარგია....

ფერს კარგავს ყველაფერი და ისევ მუდმივისრბოლა....იმედია ამ ეტაპს არ გავყვები....

The endless river....



Ars longa, vita brevis !!

Sunday, July 5, 2009

The Wall/ანუ მანკიერების ეპიცენტრული სისტემა....


დღესდღეობით ტრადიციის გაგება დამახინჯებულია.....
ადამიანების მიერ ტრადიციის მსგავსად ქცეული რაღაცეები არ შეიძლება მივაწეროთ ტრადიციებს, უფრო მანკიერი თვისებები შეიძლება იყოს ეგ....
დრო....ესაა საჭირო რომ ,,დაიწმინდოს,, საზოგადოების წეს-ჩვეულებანი..... რომ ადამიანები წავიდნენ პროგრესისაკენ..... პროგრესის აღქმაც თავისებურია, ამიტომ საზოგადოების ,,დაწმენდის,, პროცესში უნდა ვითარდებოდეს ისეთი ერთიანი ხედვის მექანიზმი, რომელიც ძირითად ნაწილს მისცემს საშუალებას პროგრესი და რეგრესი განარჩიონ ერთმანეთისგან...

აქ კიდევ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტიც, მანიკერი თვისებების დამგმობი ადამიანების მიმართ მსგავსი ფრაზები: ,,შურიანი ხარ,, ,,დაკომპლექსებულო,, ,,შენ არ შეგიძლია და იმიტომ,, ,,ბოღმა,, და ა.შ. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი, თუ არა დეგრადირებულ გონებაზე....ხომ შეიძლება ეს გმობა აღქმულ იქნეს, 1.როგორც სხვის მიერ გამოხატული სუბიექტური აზრი და პატივი ეცეს ამ აზრს. 2. სხვის ეს აზრი ერთხელ მსუბუქად მაინც იქნეს გაანალიზებული...... არა ! ეს ხომ არ შეუძლიათ, ერთადერთი მიზეზის გამო, გაუნათლებლობა! განათლებაში არ შედის მხოლოდ სკოლა და უნივერსიტეტი და ,,ბიძია თომას ქოხი,,-ს წაკითხვა.... პირველი, რომ შინაგანი კულტურა უნდა მოსდევდეს ადამიანს, რის შედეგადაც ოჯახისა თუ სხვადასხვა ინსტიტუტებიდან შეიძენს სწორი აღქმისა და გაანალიზების უნარს, ეს გამოიწვევს მის შემდგომ ინტერესს არამარტო მატერიალური ფასეულობების მიმართ, არამედ არამატერიალური ფასეულობების მიმართაც....

საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოიტანს პირად და საზოგადოებრივ ,,კეთილდღეობას”.....


და რამ გადამაწყვეტინა ამის დაწერა? ბოლო დროს ჩემს გარშემო განვითარებულმა რამდენიმე მოვლენამ, რაზეც ძალიან ვხალისობ....

Monday, June 22, 2009

Buried Alive In The Blues...

სიკვდილს ცეკვა შეუძლიაო.....დიდებული ჰიპერკუბური სხეულის შემხედვარეს ეგ იდეაც კი გაგიქრება... ბოლო დროს ვეღარაფერს ვგრძნობ მუსიკის გარდა...... გრძნობა გრძნობის გაქრობის შესახებ მქონდა, მაგრამ არა ამ დონეზე....ფაქტობრივად ხანდახან ვერც ვიჯერებ რაოდენ ჩემთვის უცნობ სიტუაციაში ვარ, თუმცა მოვერგე....ხანდახან ასეცაა ხოლმე Live for today, tomorrow never comes.... მაგრამ ხვალინდელში ის ერთი პატარა ფრაზა ყოველთვის რჩება....
გრძნობა მხოლოდ საკუთარი თავის შესახებ, გრძნობა საკუთარი სიმაღლეების შესახებ....
უკვე ამ დროს მეწყება ხოლმე ზღვის უაზროდ ნდომა.....ზღვა ჩემთვის ყველაფერია, წყალი, რომელსაც საუკეთესოდ ესმის ჩემი, რომელმაც არცერთხელ გამწირა, ფაქტობრივად მის ფსკერზე ჩაძირულიც კი... მიყვარს მზის ჩასვლა ზღვაზე და გაფაციცებით იმის ყურება რომ დავინახო ბოლო სხივის სილურჯე.... თუმცა ოპტიკური ილუზიები იქვე ინგრევა, რომელიც ჯერ არ ყოფილა....
ის ჩემი ბლუზია, რომელიც ყოველთვის ფსიქოდელიურ კომპოზიციად იქნება ჩემში.... piece of my heart....

Sunday, May 10, 2009

ე-რთი..../Walking The Back Streets

ვუსმენ...Albert King......დღემ არ ვიცი პოზიტიურად თუ ნეგატურად ჩაიარა......
ბრბო ბოლო დროს გამწარებულია....
ერთმანეთს წიწკნიან ათასი მიზეზეს გამო....
პოლიტიკური თუ რელიგიური კუთხით.......
ნაკლების და სილამაზეების გამო......
ზოგს საკუთარი განდიდება ღუპავს, ზოგსაც საკუთარი თავმდაბლობა, ზოგიც ოქროს შუალედით კმაყოფილდება და მას, რა თქმა უნდა, უარყოფითად შეაფასებენ შურის შხამნაგემები ადამაინები.....
ზოგი დაჩვეულია შორიდან ყურებას...ყურებას.... და ბოლოს ერთიან ბოღმად დანთხევას....
ერთი რამ ვერ გამიგია, რა უნდათ? ყოველთვის მაინტერესებდა....არავის უფიქრია თავისთვის მშვიდად ყოფნა? მარტო თუ არამარტო, ისე რომ ამის გამომზეურებას არ ეცადოს? იყოს ვიღაც წყალწაღებული თვითმკვლელობას მონატრებული და არ იყვიროს....არ გადასდოს და არ მოახვიოს სხვას თავისი უხერხული პირადი ემოციები...
ეხლა ვიღაც იფიქრებს ამას რა ჰგონიაო.....უკაცრავად და არ მაინტერესებს....
მინდა ნაკლები ბოღმის, შურის და ამაზრზენობების გარეშე ცხოვრება, რადგან ჩემიც მყოფნის.... არადა არ ვარ ,,ცოტაც და ფრთები რომ ამოუვა,, ისეთი, არასდროს ვიყავი და ვერც იქნება ჩემნაირი ადამიანი.....
Ludwig Van Beethoven...
ჩემი ძილის დროა უკვე 20 წუთია......მშვიდი ძილი.....

,,მე ერთმან ერთგზის ერთს ვუძღვენ თავი,, და ამ ერთის უკან რამდენი ერთია თავშეყრილი....

Monday, May 4, 2009

1970-იანებიდან


მშვიდი გაზაფხულის საღამო....

ჰაერში უცნაური სურნელი გაჟღენთილი.....

ჯინსი.....მოტკეცილი კუბოკრული ,,საროჩკა,,..... გრძელი გაშლილი თმა...... დიდი სათვალე...ვარდისფერი მინებით.... ხელზე სამაჯურები.... უცნაური გულსაკიდი.....

კედები.......

ერთი ბოთლი ლუდი.......სიგარეტი.....

გარშემო 1970-იანი წლების ფერებია.....

მუსიკა.......თუნდაც Janis Joplin........ მე ხომ ამის დაწერა მისმა მუსიკამ შთამაგონა....


ეს მე ვიყავი 70-იან წლებში.....


ყველაფერი სხვა იყო.... სხვა ფერი...სხვანაირად უსმენდა ხალხი მუსიკას....სხვანაირად უყვარდათ.... სხვანაირად გრძნობდნენ თავისუფლების ხელოვნებას.....

ვუდსტოკი......



just flower children..... ყველაფერი აქედან დაიწყო.....





Thursday, April 23, 2009

Killer Queen....Vivat regina!


გენიალური ამინდია შთაგონებისთვის........დილით გავედი.....ამრეზილი იყო გარშემო ყველაფერი....ჩავრთე Janis Joplin - Kozmic Blues რა გენიალურად ედებოდა ხასიათს და გრძნობას.... ნელ-ნელა დროები ირეოდა, მომენტები ქრებოდნენ და ჩნდებოდნენ..... ამ დროს ყველაზე დიდი შედევრების შეგრძენება შეგიძლია...იმ მუსიკალური შედევრების რომლებიც მსოფლიოს გენიოსებმა დაუტოვეს......

.....ჩაი მოვიმზადე თითქმის ჩემებურად...გზაში ნაყიდი ფუნთუშა ვაშლის ჯემით და მოვედი აქ.... ჩავრთე დიადი Led Zeppelin - Tea For One.....ამას მოყვა The Battle Of Evermore....შემდეგ Dazed And Confused...The Rain Song......... და ასე გაგრძელდება... და ბოლოს ჯაზი.....ჯაზი რაც ამ ამინდს თავის გენიალობას უფრო გაუმძაფრებს... წაგიყვანს შორს, ღრმად ფიქრებში....ღრმად ყველა მოვლენისკენ...იგრძნობ რომ რაც დაიბადე იმ მომენტიდან დაიწყე კვდომა.... იგრძნობ რომ შენი ,,ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე,,....... დაეკიდება ცას სალვადორის გამდნარი საათები და წუთების უკანთვლას დაიწყებს.....შემდგომ ჩარიგდება უამრავი ტილო მოდილიანის....რემბრანდტის.....ბოსხის.....ვან გოგის......ბოტიჩელის....მონეს.... კლიმტის....და ყველა ფერს ერთმანეთში არევენ და კაცობრიობას კიდევ ერთ დიდ კითხვის ნიშანს დაუსვამენ.......Pink Floyd - High Hopes....ზარების რეკვით იგრძნობ წამის მეათასედს.....,,The ringing of the division bell had begun”.........
In The Rain-Light.....სასწაულია..... რაღაც მისტიკური ირაციონალიზმის შეგრძნება მოაქვს....so strange.....
შეგიძლიათ მოუსმინოთ.......http://www.link.ge/file/240010/Led-Zeppelin---In-The-Rain-Light.mp3.html

ყველაფერი წარმავალიაო.....არარსებობს....წარმავლობა არ წარმავლობას ჩვენ განვსაზღვრავთ.....მთავარია ძალა გქონდეს რომ არ გახადო წარმავალი....თორემ ადვილია ყველაფრის გაშვება....და ბოლოს რჩები რა.... ცარიელი.... აი ესაა.....სიცარიელე რომლის დასაწყისშიც უკვე მოკვდი.... ადამაინებს ავიწყდებათ, რომ მოკვდავები არიან..... Mater memento mori !




...................
Walking side by side with death
The devil mocks their every step, ooh-ooh-ooh
The snow drives back the foot that's slow
The dogs of doom are howling more
They carry news that must get through, ohh ohh
To build a dream for me and you
They choose the path where noone goes
They hold no quarter
They ask no quarter
They hold no quarter
They ask no quarter
The pain, the pain without quarter
They ask no quarter
Yeah, without quarter, quarter, quarter, yeah
They need no quarter
The dogs of doom are howling more, gimme quarter
I hear the dogs of doom are howling more.................

Sunday, March 29, 2009

თუთა....little story.../Love Animals


ეხლახანს ფორუმზე ვწერდი კოკერსპანიელის შესახებ, რომელიც გაუსაძლის პირობებში იყო და მისთვის ვეძებდი პატრონს.... უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ ეს განცხადება და გამომეხმაურა რამდენიმე ადამიანი, რისთვისაც მათ დიდი მადლობა.....

ისტორია ასე დაიწყო:

ერთ დღეს დედაჩემი ბრუნდება სამსახურიდან (ენერგო-პროს მცხეთის ოფისში მუშაობს დედა) და საშინლად გულნატკენი მიყვება, რომ მის სამსახურთან, არის ერთი პატარა მინგრეული სახლის მსგავსი სადაც ცხოვრობს ერთი გაუბედურებული ოჯახი და მათ ყავთ კოკერსპანიელი, არ უვლიდნენ, არ აჭმევდნენ, არ უყვარდათ, იყო საცოდავად მშიერი და დაძრწოდა აქეთ-იქით......თან ძალიან ლამაზი იყო.....და ისეთი გამხდარი, რომ ნეკნები ეტყობოდა...... ჩვენ როგორც ცხოველების მოყვარულებს, მითუმეტეს 2 კოკერი გვყავს ჩვენც, გული ჩაგვწყდა საშინლად.....ძლივს დავიძინე იმ ღამეს, მეთქი ეხლა შია, ეხლა სცივა, არავინ ეფერება..... მეორე დღეს ეგრევე მოვიფიქრე გამოსავალი, მეთქი ვთხოვოთ დაგვითმონ და მე ფორუმზე ვუპოვი მზრუნველ პატრონს თქო.... იმ ,,პატრონმაც,, წაიყვანოს ვისაც უნდაო.....გამიხარდა საოცრად.... განცხადებაზე პირველივე მსურველს შევუთანხმდი.... დღეს საღამოს წავედით მე და დედაჩემი მცხეთაში, რომ დავინახე გადავირიე, ისეთი ლამაზი იყო თუთა (ასე ქვია ძაღლს).....მოკლედ ჩავისვი მანქანაში და წამოვიყვანეთ.....ისეთი დამჯერი იყო, თან გაგიჟდა რომ ვეფერებოდი, ეტყობა მანამდე არავინ მოფერებია... საცოდავმა იმდენი ჭამა......ჩამიწვა კალთაში და მომადო თავი......ძალიან ბევრი ვეფერე, ხელები ამილოკა სულ....თან ძალიან ბინძური იყო....

თუთას მომავალ პატრონს შევხვდი ვაკის პარკთან....ძალიან კარგი გოგოა, ეტყობა რომ თბილი და მზრუნველია....და ვიცი რომ მოუვლის.... :love: :2kiss: რაც მთავარია მთელი ცხოვრება სდომებია ყოლოდა ძაღლი და თუთას დანახვა ძალიან გაუხარდა ...... მიხარია რომ ასეთი თბილი ადამიანები არიან, ვისაც უყვართ ცხოველები ასე.... თუთა ეხლა ძალიან კარგ პირობებში იქნება....

მთელი დღეა ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და ამ შემთხვევამ რაღაც დადებითი ემოცია გადმომცა.... : ) მშვიდად დავიძინებ....

Wednesday, March 25, 2009

დილის შემოტევა/ Spring....

დღეს მოულოდნელად ინსტრუმენტივით ავიშალე..... შემომიტია, შემომიტია.... ხან რამ, ხან რამ....+ ერთ ადგილზე გაუნძრევლად ჯდომამ......+ მარტიო....კი მარტიც...
ალოგიკურობები კი ვიბოდიალე ფორუმზეც....
დიდი ხანია ასე არ გამიჭედავს საქვეყნოდ.... ყველას გვემართება.....
მთავარია ეხლა სრულად წონასწორობაში ვარ...... თან მუსიკა....შოპენი......... Nocturne In C-Sharp Minor....
კლასიკა....უდიდესი რაღაც ტრიალებს მუსიკის ამ დიად მიმდინარეობაში....

ალბათ მაინც ერთ რაღაცას ვაბრალებ დღის პირველ ნახევარში თავს დამტყდარ ალოგიკურობას....

3 დღეში კიდევ ერთხელ გადასხვაფერდება ჩემი მიმდინარე ცხოვრება.... იმ ეტაპში ამასწინათ ნათქვამ ლოგიკურობასა და ალოგიკურობას შორისაც არჩევანი უნდა გავაკეთო....

აქ კიდევ აღარ ვიცი რა დავწერო....ისე რა საინტერესო იყო ის შემოტევა : )) ნეტა იცოდეთ რეებს ვფიქრობდი...

მშვენიერი ამინდია.... vivaldi....spring დიდი Herbert Von Karajan-ის მონაწილეობით... mov3: Allegro ეს ადგილი მინდა.... ბოლოსკენ რაღაც აყვავება...აღმავლობა და ასეთი გრძნობები მოაქვს : ))))

Monday, March 16, 2009

ჩემი ზოგიერთი საჩუქრის უცნაური წარმომავლობა

საჩუქრები......მიყვარს, მაგრამ მათი მიღების დროს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ ხოლმე, უფრო მეტად მე მიყვარს სხვებისთვის ჩუქება....ძალიან ბევრი ტიპის საჩუქარი მიმიღია....განსაკუთრებულიც მაქვს, რომელსაც ვერ შეედრება ვერცერთი, იმდენად დახვეწილი და ქალურია : ).......

მაგრამ არის კიდევ ერთი კატეგორია, საჩუქრები უცნობი ხალხისგან.... ანუ რა ხდება აქ....ერთხელ ვიღაცამ მომწერა პმ ფორუმზე რომ თი-ბი-სი ბანკის სათაო ოფისში ფოიეში დამიტოვებდა ზეპელინის 4 ვიდეო დისკს....მივედი და შესაბამისად დამხვდა ის დისკები იქ დატოვებული, ძალიან გამიხარდა.....შემდგომ კიდევ მქონდა შემთხვევები ეგრე მოწერის და ზეპელინის დისკების ჩუქების...და ყველაზე მაგარი, ეს ადამიანები ქრებიან მომენტალურად..... აი დღეს ერთ-ერთ დიზაინ სტუდიაში უნდა მივიდე და ჩემი რამდენიმე ფოტო წამოვიღო დიდად და კაი ხარისხით დაბეჭდილი, ესეც საჩუქარია...ამ სტუდიის უფროსი ვინც არის ის მიკეთებს საჩუქრად...საქმეზე მივედი და 1 დღის შემდგომ მითხრა შენი ფოტოები მომეცი საჩუქრად უნდა დაგიბეჭდოვო... გავგიჟდი ლამის :user: ნუ კიდევ მქონია მსგავსი შემთხვევები საკმაოდ....ასეთი უცხო ხალხისგან საჩუქრები ძალიან ძალიან განსხვავებულად კარგია, როცა ვიღაცამ უბრალოდ ისეთი რაღაც დაინახა შენში, რომ სურვილი გაუჩნდა შენი გახარების....

Friday, March 13, 2009

Inspiration # 13.....

უძლურება დასაბამია ყველა უარყოფითის......როცა მე უძლური ვიყავი რაღაცეებში, დასაბამი დაედო ყველა უარყოფითს, რაც ახლადშეძენილი ნებისყოფით გავაქრე......როცა გავაქრე ვიგრძენი რა შემძლებია.... ავიღე და გავყავი ორ ნაწილად კარგი და ცუდი...მერე დავიწყე ამ ცუდის შემცირებაზე მუშაობა....

როცა ადამიანებს ყოველთვის ვუთმობდი და ამ დათმობით დავზარალებულვარ, აღარ დავთმე, იმიტომ რომ მაინც იგივეს იმეორებენ....ვთმობ როცა ვხედავ რაღაცას და ამ რაღაცის დანახვას ვცდილობ ხოლმე, ყველაფერი ლანგარზე დაწყობილი ხომ არაა....როცა 1,2,3,4..... ადამიანს ავუხსენი რომ არ იყვნენ სწორები და ამისთვის ზურგი მაქციეს მივხვდი რამდენად უძლურები ყოფილან და საკუთარი თავი არ ყვარებიათ, იმიტომ არ ყვარებიათ, რომ როცა შეცდომის მატარებელი ხარ ადამიანი და ამ შეცდომას ვინმე განახებს, ჯერ საკუთარი თავის სიკარგისთვის ეს უნდა გამოასწორო და ეს თავისთავად სხვებზეც დადებითად იმოქმედებს.... არაა ძნელი ადამიანს დაელაპარაკო, თვითონ ადამიანები ართულებენ ამ პროცესებს... გავაგრძელე....ვიარე და მერე მივადექი ერთ დიდ ნაბიჯს, ავიღე და გადავდგი....ამან მიბიძგა კიდევ წინ წასვლისკენ და წავედი.... მერე დავფიქრდი და დავინახე რამდენი რამ ავიღე საკუთარ თავზე, და ამ ყველაფერს პირნათლად ვასრულებ... ვცდი მაშინაც როცა შეიძლება აზრს ვერ ვხედავდე, მერე ხომ უფრო კარგად დავინახავ აზრს ან უაზრობას..... და ესეც ისევ ჩემსავე ნაბიჯის წინ წადგმას ემსახურება....

წყალნი წავლენ და წამოვლენ ქვიშანი აქ დარჩებიანო..........

ამ შემთხვევაში ქვიშა მე ვარ.....

Wednesday, March 11, 2009

LED me.../Inside And Out...


აი კიდევ ერთ-ერთი რამ....
უბრალოდ Come fly with me.........
.................................................
მარტივია..... უკვე როცა მყარი საძირკველის ყველანაირი გარანტია არსებობს....

..................................................

Baby since i've been lovin' you..... I'm about to lose my worried mind....
don't make me, don't make me lose.......

ერთ-ერთი გენიალობა რაც შექმნილა დედამიწაზე.....

................................................



Standing on a hill in my mountain of dreams,

Telling myself it's not as hard, hard, hard as it seems........
Magng res est amor....... !!!!!!!

Monday, March 2, 2009

Caecus non judicat de colore/,,საზოგადოება,, ჩემს ,,წინააღმდეგ,, : )))

ბევრი ,,დაკვირვების,, შემდგომ აღმოჩნდა რომ ადამიანების საკმაო რაოდენობა ვერ მიტანს : )) თან საოცარია მიზეზები... დავიწყებ ჯერ კიდევ არეული ბავშვობიდან. კლასში და ზოგადად სკოლაში ყველასთან ვიყავი ერთნაირად კარგად, მხოლოდ გამორჩეულად ვიყავი გიო, ლევანჩო და ერეკლესთან, რომლებთანაც ერთად დღემდე ვარ. დანარჩენებთან ვიქცეოდი ერთნაირად, ვინაიდან არ მიყვარს კონფლიქტები... და ეხლა ჩამოვთვლი მთელ რიგ მიზეზებს წესით რისთვისაც ვერ მიტანს დანარჩენი კლასის ნახევარზე მეტი, თან რა კატეგორია : ))

დაწყებით კლასებში ყოველთვის ვიყავი წამყვანი მე, მიმყავდა ყველა ღონისძიება. ცოტა შემდგომ, ჩემი ჩაცმულობის სტილის გამო : )) ბევრი სამაჯურები, ბულავკები მაიკებზე, უცნაური მაიკები, ძირმოხეული თავისუფალი შარვალი, ნაწერებიანი ჩანთა და ასე შემდგომ + ჩემი მუსიკალური გემოვნება...რატომღაც გენიალური კლასიკური როკი შერაცხეს ,,სატანისტურ მუსიკად,, : )) მოკლედ ეს ყველაფერი იყო ,,კულისებს მიღმა,, პირდაპირ ვერ ბედავდნენ... მეთერთმეტე კლასს რომ ვამთავრებდით რაღაც გრანდიოზული ღონისძიება დაიდგა, ტელევიზიები და მთელი ამბები იყო და ყველასთვის სასურველი როლი რეჟისორმა მე მომცა ლოოოლ....არც ვიცოდი რაზე იყო საუბარი და უცბად მე აღმოვჩნდი სასურველი დედოფლის (თუ რაღაც მსგავსის) როლში......ყოველთვის თავისუფალი ადამიანი ვიყავი, შეზღუდვების გარეშე...გაპარვა იყო, მივდიოდი, კლასიდან გაგდება იყო, მაგდებდნენ.... რა არ იყო.... ბიჭები ყოველთვის კარგად იყვნენ ჩემთან, ერთად ვხუმრობდით ხოლმე გაკვეთილებზე ამ დროს ბევრ დანარჩენ გოგოს ,,კრისებს,, ეძახდნენ და ბლა ბლა ბლა.... პარალელური კლასი იყო ერთი, რომელშიც ბევრი ,,რაღაცნაირი,, გოგო სწავლობდა და იმ გოგოებთან თითქმის ყველასთან კარგად ვიყავი, ექსკურსიაზეც დამპატიჟეს ერთხელ და ამ ჩემი კლასელი გოგოების კომენტარები იყო ძალიან სასაცილო. ყველას სიმართლეს პირში ვეუბნებოდი და ხმას ვინ ამოიღებდა...სიმართლე კი ბევრს ამწარებს....


ბოღმა იხვეოდა ყველას გულში ნელ-ნელა.... და აი დღეს რეზულტატი არის რომ ვერ მიტანენ და ვეღარ მალავენ, თან ყველაზე სასაცილო, რომ ჩემი ფოტოები უნახავთ და უფრო ვერ მიტანენ : )) არადა არცერთ მათგანთან კონტაქტი არ მაქვს.... ესეთ რაღაცეებზე ძალიან ბევრს ვიცინი...ეს ადამიანები არიან ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ საქმე, რომლებიც უბრალოდ ,,კმაყოფილდებიან,, ასეთი რაღაცეებით. ბოღმის ბუკეტები....ზოგადად ადამიანი ადამიანს რომ ვერ იტანს თან რეალურად უსაფუძვლო მიზეზის გამო პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძებონ... კლასს თავი დავანებოთ და გარშემო ბევრი ადამიანი შევნიშნე რომ რეალურად ვერ მიტანს და თან სასაცილოა, რომ რეალურად ამ ადამიანებთან შეხება არ მაქვს : )) ეხლახანს რამდენიმე ადამიანმა რაც დამიახლოვდნენ აღიარეს, რომ აქამდე ვერ მიტანდნენ ლოოოლ.... აი.... : )) არ შეიძლება ადამიანი ვერ აიტანო თავისი პირდაპირობის, თავისი თუნდაც გარეგნობის, ბოლოსდაბოლოს თავისი ფოტოების გამო : )))))) და ეს რა არის? ესაა საკუთარი შინაგანი კომპლექსების გამომზეურება მათი მხრიდან. რატომ არის, რომ ვერ დავასახელებ ადამიანს ვისაც რეალურად მე ვერ ვიტან? მე არ მაინტერესებს ვინ რას და როგორ აკეთებს, ვინ როგორია, ჩემთვის მთავარია ის სხვა ჩემთან მიმართებაში და დაჟე ვინც ვერ მიტანს, ძალიან ბევრს ვიცინი მათზე და ხანდახან მეცოდებიან ხოლმე. ეგრეა ზოგადადაც, ვერ იტანენ ადამიანს და რეალურად არ იცნობენ....

ერთ ადამიანს ვიცნობ, თითზე თუ დაითვლი ადამიანებს ვინც მას იტანს...მგონი მთელი სამყარო ვერ იტანს : )) ამ ადამიანმა ძირითადად ეს იცის და საკმაოდაც ხალისობს,... 99% მის ზურგსუკან დამცირებაშია...მე კიდევ ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს და აშკარად საპირისპიროდაა საქმე და დიდ პატივს ვცემ მას....მაგრამ ადამიანებს პატარა ცუდი ხელჩასაჭიდი უნდათ, რომ ვინმეს გადათელვას ეცადონ, რამდენად რა გამოსდით ეგ ცალკე საკითხია.... ოდნავ ძალას კი არ ატანენ ჭკუას, რომ იმის იქით იფიქრონ.... არადა ყოველთვის მზად ვიყავი მათთან სიახლოვისა და კარგი ურთიერთობისთვის, მაგრამ პირიქით ურჩევნიათ.... ასე რომ ყოველთვის ვეცდები გული გავუხარო იმ საზოგადოებას ვინც ხანდახან ჩემზე გულმოსული საკუთარ თავს აძლევს საშუალებას, რომ თავი დაიმცირონ.... : )))

ჯერ კიდევ გუშინ იყო მონანიების ბოლო დღე, მხოლოდ ერთ ადამიანს ვთხოვე პატიება....

და დღეს კეთილო საზოგადოებავ, მომიტევეთ რაც კი შემიცოდავს თქვენს წინაშე...... : )
თქვენ ყველას მოტევებული გაქვთ ჩემგან..... არ დაგავიწყდეთ, რომ qui vitia odit, homines odit ანუ ვისაც ცოდვის მიტევება არ შეუძლია, მას ადამიანები სძულს....


ესეც რა სიმბოლურიც უნდა იყოს Pieter Bruegel-ის Torre Di Babele, ბაბილონის გოდოლი : )



Tuesday, February 17, 2009

Woman.../ერთიც..../sooo amazing post


დილით თვალი გავახილე და რატომღაც შევძვერი მესიჯების ინბოქსში..... მივხვდი რამდენი ხანია არავისთვის მითქვამს რაღაც თბილი, რაღაც კარგი....... ,,მენატრები,, ,,მოდი ჩაგეხუტო,, ,,ერთი სული მაქვს როდის გნახავ,, და უბრალოდ ,,მიყვარხარ,, ...........აი ის მოლოდინი მომენატრა როცა უნდა შეხვდე და წუთებს ითვლი....დროზე გადიხარ და მაინც აგვიანებ.... ცუდია როცა გაქვს და სადღაც ქვეცნობიერად ბოლომდე ვერ აფასებ....და ეს ვერ დაფასება უბრალოდ გამოუცდელობამ რომ იცის......ბევრი რამ ძალიან დებილურად მაქვს გაკეთებული, შტერულად და უტვინოდ....უბრალოდ არ ვიცოდი...ყველასთან არის ეს მომენტი როცა ,,არ იცის,,.....დრო ხომ გენიალური რამ არის თავისი მოქმედებით.... დიდი დროა..... გავიდა დიდი დრო...... შორიდან განვლილი ყველაფერი ნათლად ჩანს, თავისი შუქებით და ჩრდილებით...ანალიზი შორიდან უფრო ადვილია...ანალიზი, რომელსაც მოაქვს გა-მოც-დი-ლე-ბა.... რა შტერი ვიყავი....თუმცა, მთავარია ეხლა ერთიორად მეტი მაქვს შეძენილი....

როგორ მოვუვლიდი, გავუფრთხილდებოდი, შევინარჩუნებდი ყველასა და ყველაფრის ფასად......ძალიან ცუდია, როცა ხვდები გქონდა ამის რეალური და დიიდი შანსი, თუმცა მაშინ სხვანაირი იყავი....ყველაფერი გქონდა, უბრალოდ უნდა მიმხვდარიყავი სწორად.... ერთი სიმღერის ტექსტი გამახსენდა ,,სნამ სულ არ გაიყინები, ვერ აფასებ სითბოს,,.....
არ ვიცი რამ იმოქმედა ისე, რომ აქ დავწერე.....ალბათ დილით ინბოქსმა და ზეპელინის Since i've been loving you-მ..... გავაგრძელებ ჩემს გზას ისევ მარტო მოსეირნე, მარტო მოლაპარაკე, ჩაის მარტო გამზიარებელი და მუსიკის მარტო მომსმენი : ))

Wednesday, February 11, 2009

Leda Atomica/ახალი ეპოქა/

ქარის ქარიზმატულობა თავბრუსდამხვევია, ისეთივე თავბრუსდამხვევი, როგორც ეხლა მე მაქვს თავბრუ დახვეული...დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის ფორმისებურად აღვიქვამ ყველა საგანს და მოვლენას... ყოველდღე იხვეწება ჩემი მომავალი, თითო ახალი დეტალის შემატებით კვარცხლბეკზე ასვლით აღტყინებულ რაღაცას ემსგავსება...თან ამას ასეთი დამშვიდებით იმიტომ ვწერ, რომ ვიცი ისე იქნება როგორც მინდა, აქაც დალურმა კადნიერებამ იჩინა თავი...მე ხომ ზოგადად აღფრთოვანებული ვარ სალვადორით, მისი ხლოვნებით, რაშიც მისი პიროვნების მართვის პარანოიდულ-კრიტიკული მეთოდი ჩანს კარგად, მხოლოდ მათთვის ჩანს ვისაც აქვს ხედვა....ხედვა მაქსიმალიზმიდან მინიმალიზმამდე, უბრალოებიდან მისტიციზმამდე და ნორმალურობიდან შეშლილობამდე.....სხვა დანარჩენი ფარსი და იაფფასიანი სპექტაკლია, სადაც ორგროშიანი მსახიობად ქცეული ჩუჩელები თამაშობენ. ერთი პატარა ამბის ფილირება ხდება მგონი ჩემში, ხანდახან ვცდილობ შეწინააღმდეგებას, მაგრამ ამის გარდასახვა საოცრად, გამდნარი ყველივით ხდება, ისე რომ არც ღირს ხელის შეშლა...ეს ახალი ეპოქაა!!! ეპოქა სადაც მწვერვალამდე დიაპაზონი სულ უფრო მცირდება.... დღეს ბოლო ფურცელი წავიკითხე ,,ერთი გენიოსის დღიურის,, ჩემმა მოუცლელობამ მაიძულა თვეზე მეტი ხნის წინ დაწყებული წიგნი დღეს დამემთავრებინა... წიგნებს ძირითადად კლასიკური მუსიკის ფონზე ვკითხულობ და დღესაც არ ვუღალატე ამ ჩვეულებას. წიგნის ბოლოს სალვადორი მოგვესალმა, ეს იყო საოცარი, ერთხელ ადრეულ ბავშვობაში დავწერე მოთხრობა სახელით ,,დასაწყისის დასასრულის დასაწყისი” და მაშინვე გამახსენდა ეს მოთხრობა და გამახსენდა ჩემი მიდინარე ცხოვრებაც.... სასწრაფოდ ახალი წიგნი, რომლის სათაური როგორც არასდროს ისე მესადაგება ,,მაინ კამფი,, უკვე დროა.......დალის მოქმედება ჩემზე იმხელაა, რომ ხშირად ვექცევი უსაზღვრო სურეალიზმის ჩარჩოებში და პარანოიდ გრაფომანად ვიქცევი ხოლმე სულ ცოტა ხნით....... და მინდა გითხრათ, რომ ,,მე ვიმყოფები განუწყვეტელი ინტელექტუალური ერექციის ვითარებაში და ყველაფერი ჩემს გულისთქმებს უმართავს ხელს,, © სალვადორ დალი

Thursday, January 22, 2009

ტემპერამენტით გაჟღენთილი პოსტი with ,,Cell Block Tango,,

დღეს საოცრად შემიპყრო ისევ და ისევ ,,ძველმა დრომ,, 1930-40-50 წლები : )) თან ჩემთვის უსაყვარლეს მიუზიკლის ნაწყვეტებს ვუყურებ..... Cell Block Tango...ნაწილი რომელიც ძალიან ძალიან მიყვარს...... ძალიან მაგარი ქალები არიან, ნუ მე ველმა მომწონს, რა თქმა უნდა..... : )აი რა ემოციით ასრულებს სიმღერასაც და ცეკვასაც ვგიჟდები ხოლმე....
წეღან ლამის დავიგრუზე ისე მინდოდა იმ დროში ყოფნა...მაინც მაგარი შარმი ჰქონდა იმ დროს....ძალიან მაგარი ტემპერამენტიანი ქალები და კაცები იყვნენ... ყველა კაბარეს თუ პატარა ბარს თავისი საოცარი ხიბლი ჰქონდა, ჩაცმულობა, ცეკვები, მუსიკა და ზოგადად სიტუაცია იყო საოცრად სექსუალური....ემოციებით სავსე....რაღაც დამაინტრიგებელი...რაღაც შარმიანი..... :love: აიიი ბევრს აკლია დღესდღეობით რაღაც შინაგანი ქალური და კაცური დონე (,,დონე,, ეს ის არა ,,უიმე რა დონეა,, ), რაც მაშინ იყო...ან მე ვარ გარიკილი ტემპერამენტიანი ან მართლა ასე იყო : )))

აიიი ნახეთ...... ველმას ემოციები ბოლოსკენ (ზეტა ჯონსი)
მე კიდე ხანდახან დავხუჭავ თვალებს და ვიფიქრებ იმ დროზე : )


Wednesday, January 14, 2009

ფორუმელთა კარნავალი ძველით ახალ წელს (13-14.01.2009)

გაიგებდით რომ გადასარევი კარნავალი გამოგვივიდა, რისთვისაც ყველა დიდ მადლობას ვუხდით ნანუკას, როგორი მხიარულიცაა, ისეთი გამოუვიდა ყველაფერი.... ძალიან მოკლედ დავწერ ჩვენი კარნავალის შესახებ....

ყველას რაღაც ფორმა ეცვა, ორიგინალური თუ არაორიგინალური..... ზოგიც ,,ყველაზე ფინთი ფორმის,, მოსაპოვებლად იყო მოსული :2kiss: :love: ყველა ვცეკვავდით, ვმღეროდით, ერთი კაააი თამაშიც ვითამაშეთ : ))) ბავშვურად თუ დიდურად ვერთობოდით, განსაკუთრებით ზოგი იმ ბევრმა ბურთებიანმა ავზის მსგავსმა მოხიბლა, ხან მე, ხან ნანუკა, ხან ჯეიჯეი, ხან პოლსკი იქ ვეყარეთ, ვინ არ იყო იქ.... ძალიან ბედნიერი საღამო მქონდა სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით....თან რაც მთავარია ყველა ისეთი ადამიანი იყო ვისი იქ ყოფნაც მსიამოვნებდა, ვერ ვიტყვი ვინმეზე რომ არ მინდა ყოფილიყო თქო....ამასაც დიიდი მნიშვნელობა აქვს.... მგონი ყველა ეგრე ვიყავით..... ძალიან გემრიელი და ლამაზი სუფრა გვქონდა....ფართო არჩევანით და თითქმის ნახევარზე მეტი იქ დავტოვეთ, ცეკვას და გართობას შეყოლილებმა...და რაც მთავარია ფორუმის ტორტი, რომლის გემოც არ გამისინჯავს სამწუხაროდ და მე და ჰანიმ შევჩივლეთ ეს ერთმანეთს..... : )


ყველა კარგები ხართ.....კარგად ვიგრძენი თავი იმ საღამოს....ის რამდენიმე საათი მეც და მგონი არამარტო მე, დავივიწყე ყველა პრობლემა და საფიქრალი.... მომავალ კარნავალამდე... :2kiss:


ეხლა კი ცოტა ფოტოების ჯერია..: ))


მე და ნანუკა



კუსკუსელა ნოკი (იგივე აღმოსავლეთის მეფე) და ნანუკა




მე და დეა





შეიდი და არწივი9



ნანუკა ბურთებში





მე ბურთებში : )))


ლინკი და ყვავა



მე და პოლსკი


კესსსო, ფინანსისტი, ჯეიჯეი და სოსო ჯუ




როგორც ჯეიჯეიმ შეარქვა ,,საღამოს ნაშობა,, : )) ლინკი, ყვავა, ჰელჰამერა და ანტონა პაპა


ფორუმის ტორტი





ნანუკა და ჯეიჯეი თამაშის დროს (მე და დეა გავარდნილები ვიყავით უკვე)


ჰანი და ლარსი



ოპიზარი და წიწილა


Tuesday, January 13, 2009

მოლოდინში/Let's have a party tonight

დღეს კარნავალზე მივდივარ....კაბა არის, ნიღაბიც არის, აქსესუარებიც არის, ყველაფერი....საერთო ჯამში მიხარია, მაგრამ დღესაც და ბოლო დროსაც რაღაც დებილობა მჭირს.... განუწყვეტლივ ისეთ ,,რაღაცაზე,, ვფიქრობ რაზეც წესით არ უნდა ვფიქრობდე, ეს წესით ოღონდ....(მაგრამ წესი საიდან) რაღაც დროში მოგზაურობასავით მაქვს, ოღონდ უკვე გავლილ დროში ვმოგზაურობ.... და ეს დროში მოგზაურობა დღევანდელ განწყობაშიც ხელს მიშლის...მაგრამ ვარ მოლოდინში, კაბის, ფეხსაცმელების და დანარჩენი აქსესუარების, რომელიც დედაჩემის მანქანის ,,ბაგაჟნიკში,, აწყვია.... :user: და რა უცნაურია ეს მოლოდინი თავისი გვერდითი ეფექტებით ხოლმე....ვერაფერს აკეთებ, დრო ნელა გადის და რაღაცნაირი გრძნობა გაქვს.......წიგნებით მაქვს გამოტენილი ჩანთა, სახლიდან წამოვიღე, რომ აქ უსაქმობის ჟამს ვისწავლი თქო, მაგრამ ვერ.. : )) თან მაინც ვერ გადამიწყვეტია რომელი ვარცხნილობა გავიკეთო... კიდევ ამ ყველაფერთან ერთად ვფიქრობ როგორ ვითხოვო აქედან ადრე გაშვება :mo: არ მიყვარს ზოგადად დაგვიანებები და ადრე გაშვებები, მაგრამ იქნებ ამ ერთხელ დაუშვან გამონაკლისი... უბრალოდ 7-ის ნახევარზე მელოდება სალონში მადლენა <---- :gigi: მერე იკეტებიან.... მე კიდევ ოფიციალურად 7-ზე ვამთავრებ....მოკლედ მანამდე ჩემს თავს გამბედაობის მსგავსს შევმატებ და ვითხოვ ადრე გაშვებას....: ) შემდგომ დავწერ კარნავალის შესახებ და ფოტომასალასაც დავდებ......

Whoa....let's have a party, let's have a party tonight © LED ZEPPELIN

Saturday, January 10, 2009

Deep in Thoughts/10/

No words......no questions....nothing at all.......only..........


http://www.link.ge/file/193551/01--Frederic-Chopin---Nocturne-in-C-sharp-Minor--1830-.mp3.html



,,I think you'll never understand... " © Ray

Friday, January 9, 2009

9..Sweet January/ Again კრიპტომნეზია

9 იანვარი........ იდეაში ერთი ჩვეულებრივი დღე და თან ჩემი უახლოესი მეგობრის დაბადების დღე......მაგრამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ხანდახან არაჩვეულებრივი ზემოქმედებისაა......ძალიან ემოციურად ჩაიარა დღევანდელმა დღემ, ვიდრე გუშინდელმა.... თუმცაღა გუშინ ღამის 02:08 -ზე მეძინა...
შარშან 9-ში ერეკლესთან (იუბილართან) ავედით მარანში, მე გიორგი და ლევანჩო......მახსოვს შარშანდელი აჟიტირებული ჩემი თავი....მობილურს დავყურებდი ყოველ წუთას და ცოტა შინაგან შიშს ვგრძნობდი მომავალი ცვლილების მიმართ.... : ) It was so sweet....... დღეს ისევ ცხრა იანვარია, ისევ ერეკლესთან ავედით მარანში, მე გიორგი და ლევანჩო...ოღონდ მე სხვა ემოციით.... აღარც მობილურს დავყურებდი გამალებით და აღარც აჟიტირებული ვყოფილვარ....უბრალოდ ვცდილობდი 1 წლის წინანდელი ემოცია თბილად შემენარჩუნებინა და ამას უკიდეგანო სასოწარკვეთაში არ ჩავეგდე......

ისე დღეს ერთი დიიიიდი უცნაური დამთხვევა მოხდა....თუმცაღა აქ ვერ დავწერ რა დამთხვევა, მაგრამ ჩემთვის კი გამეცინა ამის შესახებ..... მუდმივისრბოლაა დავიჯერო? არა არა.... : )) არ არსებობს ასეთი რაღაცეები.....ხვალ მარტოს მომიწევს...... მგონი მარტო მე შემწევს ძალა ასეთი სრულად ზეემოციურ-იდიოტური რაღაცეების შეგრძნების და გათავისების....

ვიჯექი ბუხართან და ბეეევრს ვფიქრობდი, ღრმად ფიქრებში ვიყავი წასული...კარგად მახსოვს ამ მომენტში რას არ ვფიქრობდი...2008 წელი, 9 იავნარი......





ისევ ბუხართან...ისევ ფიქრებში, ოღონდ ფიქრი იმაზე თუ რას ვფიქრობდი შარშან ამ დროს.....2009 წელი 9 იანვარი........

Tuesday, January 6, 2009

ღამეს რომელსაც სასწაულის უწოდეს/Valent Volta!!!


სასწაულების ღამე..... ღამე როცა გულიდან წამოსული ყველა შენი სურვილი სამოთხის არქივში შეინახება და როცა მისი ასრულების დრო მოვა აუცილებლად ასრულდება....ღამე როცა ანგელოზები ჩამოდიან მიწაზე და სარკმელში დანთებულ სანთლებს სიხარულით ეგებებიან და ხარობენ.... მგონია რომ ამ დღეს ყველას გულში სიკეთე და ჰარმონია სადგურდება, ალბათ იმიტომ რომ მე ვარ ასე ახლა... : )

როგორც ყოველთვის ლამაზი პატარა მაგიდა გავაკეთე დღევანდელი შობის შესახვედრად...ტკბილეული...ლამაზად გაფორმებული მაგიდა....სასანთლეები.....ყველა სარკმელში სანთელი.... და რაღაც ჰარმონიულობა შევაპკურე ამ საშობაო მაგიდასაც.... ჩავრთე ეს გადასარევი შესრულება http://www.link.ge/file/190777/Jansug-Kaxidze---Alilo.mp3.html და შევხვდით ოჯახი ასე შობას.... რაღაც ამ ყველაფერთან ერთად მელანქოლიურობამაც შემახსენა თავი.... :user: როგორც ახალ წელს.... ალბათ იმის ბრალია რომ მაინც მჯერა valent volta, ანუ სურვილები ახდება !!!


გილოცავთ ყველას შობას, მშვიდ ძილს გისურვებთ და სასწაულის მოხდენას...მე კი დაველოდები იმ შობის ღამეს, რომელიც ჩემთვის მოახდენს სასწაულს ....

Monday, January 5, 2009

,,Indie,,Punk,, და ასე შემდგომ საზოგადოება/ანუ გუშინდელი თავგადასავალი

ახალი წლის დღეებში თითქმის სულ სახლში ვიყავი... ბოლო დროა ხალისის კოეფიციენტი ნულის ნიშნულს აჩვენებს, ხოდა გუშინ ჩემმა დამ გადაწყვიტა წავეყვანე ერთ-ერთ party-ზე, ცოტა გაერთობიო.... ძალიან ბევრი ყოყმანის შემდგომ წავედი.... დანიშნულების ადგილას მივედით, ანუ ერთ სახლში.....თან მივდიოდი იქ სადაც ვიცნობდი სულ 3 ადამიანს და იქ დამხვდებოდა 40 კაცამდე....მივესალმეთ მასპინძელს და შევედით ოთახში...სიგარეტის კვამლი..... რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის მუსიკა.... მბჟუტავი განათება..... იქით ოთახში წითელი განათება....ერთი დივანი, რომელზეც რამდენიმე ახალგაზრდა იჯდა ან იდო.....ერთი სკამი, სადაც ასევე ერთი ახალგაზრდა იდო.... რამდენიმე იდგა და უცნაური მოძრაობებით ცდილობდა აყოლოდა მუსიკას...დანარჩენები იქით ოთახში იყვნენ, დროდადრო გამოდიოდნენ, თან ჯერ მოსული არ იყო ხალხი....იდგა ერთი მაგიდა, სადაც საჭმელი და სასმელი ეწყო, ასევე ძირს.....ოთახში ძალიან მორიდებით შევედით მე ჩემი და და მისი მეგობარი.... ერთხანს ვიდექით ვლაპარაკობდით, ადაპტაციას განვიცდიდით...შემდომ ისე მოხდა რომ დივანზე არავინ იჯდა და მივაშურეთ იქითკენ...დავსხედით Coca Coloa დავისხით....ჩემმა დამ და მისმა მეგობარმა ალკოჰოლიც გაურიეს....ცოტა ხანში ოთახი გაივსო Indie..... Punk.... ,,მოდაზე,, ჩაცმული ახალგაზრდებით, დანარჩენი მიმდინარეობები ვეღარ ვიცანი...... : )) ზოგს ნახევრად ჩახდილი შარვალი ეცვა, რამდენიმე შავი სათვალეებით იყო, კუბოკრული შარვლები და ქვედაბოლოები.... ბევრი უცნაური აქსესუარი....ალკოჰოლმოკიდებულები გაურკვევლად ერთობოდნენ გაურკვეველი წარმომავლობის მუსიკაზე....ზოგი შეყვარებულები ვინც იყვნენ, ნუ ალბათ შეყვარებულები გემრიელად კოცნიდნენ ერთმანეთს... მოკლედ თავი მეგონა სადღაც ამერიკაში 80-90 იან წლებში.... ვიჯექი და ვაკვირდებოდი, მე Homo quadratus....ოთახი სიგარეტის კვამლით უფრო და უფრო ივსებოდა.... მოწყენილობისგან ლამის მოვკვდი...ძალიან უცხო ვიყავი იმ სიტუაციაში... წამოვიდოდი, რომ არა ჩემი და, მას უნდოდა იქ ყოფნა და ვერ დავტოვებდი... ნაცნობები რომ ყოფილიყვნენ უფრო გავერთობოდი ალბათ, მაგრამ საერთო ჯამში ასეთი სიტუაციბი ჩავაბარე 14-17 წლის ასაკს.... მაშინ ძალიან კარგი იყო ყველაფერი...შეკრებები...მუსიკასაც თავისი გემო ჰქონდა....იმ ფანკლუბსაც.... ყველაფერს...... როგორც ასეთი ფართი, დღესაც მიყვარს, მაგრამ ცოტა სხვანაირი.....
ერთხანს გარეთ გავედი თოვლიან ეზოში... სიმშვიდე იყო... მერე ისევ განვაგრძე ,,დაკვირვება"...... მერე მასპინძელმა ბიჭმა თავისი შეყვარებული გაგვაცნო, კაი გარეგნობის გოგო იყო, ყველზე მეტს ეგ ცეკვავდა და მხიარულობდა...და გადასარევი რაღაც მითხრა, რასაც არ ველოდი ნამდვილად მისგან...

მალედ მალე დედაჩემსაც დავურეკე, მოვიდა მანქანით და წაგვიყვანა სახლში....

ბოლოსდაბოლოს Erare humanum est..... : ))