Wednesday, July 29, 2009

Echoes.../ with laughter...


მექანიკურ დროს ერთი პატარა ნაწილი ამოუვარდა უყურადღებობისას და მექანიკის იდეალური სიზუსტე დაირღვა...

უარყოფითი რღვევის ხმამ გაიარა სხეულიდან სულში და თითოეული კორპოსკულა აშალა მუსიკალური ინსტრუმენტივით....

შორ ექოებს გენიის ტალღები მოაგორებენ....და სისხლისმსმელ ვამპირებივით იპყრობენ ფსიქიკას..... Echoes.... საფლავებს შორის..... ქვად ქცეულ ხსოვნებს შორის...ხსოვნა, რომ ქვად იქცევა, მანდ იქცევა ადამიანიც...

აი ეხლა მინდა ჩემს მეგობარ სასაფლაოზე....რა მინდა იქ? ზუსტადაც რომ სამარისებური სიმშვიდეა....ზარების ხმა იქ უფრო კარგად მოდის და მათი ექო ჰორიზონტალურად ვრცელდება....იქ სიმშვიდით გისმენენ და არაფერს გეტყვიან შენს მიერ ნათქვამ ნებისმიერ სისულელეზე თუ გენიალურობაზე....იქ არავინ გაგკიცხავს შენი ეგოიზმის გამო და შენნაირობის გამო...თავჩახრილები იზიარებენ ყველაფერს, ან უბრალოდ ყველა თავისთვისაა და შენ არავინ გაქცევს ყურადღებას, მათთვის შენც მორიგი საფლავიდან ამოსული მოსეირნე სული იყო შეიძლება....


ისევ სიმაღლეებზე გამოკიდებულ ბროლის ბურთებს შევყურებ შორეული დედამიწიდან...

კედლები....კედლები....


The grass was greener....



Tuesday, July 28, 2009

Triumph of...


აი ამინდი რომელიც მინდოდა..... რა გენიალურად ჩამობნელდა ცა...თითქოს ჩამოწოლას აპირებს და ყველა მოკვდავს ამაზრზენ აღსასრულს აღუთქვამს..... ოთახშიც შემოვიდა ცის ეს გოდება....ნელა, ჯერ ფარდას შემოეხვია და მერე ჩემამდეც მოაღწია.....


მიწას პირი ეღება და სულები ამოდიან, რათა პანდორას ყუთის საიდუმლოება გაანდონ მოკვდავთ... და შემდგომ სასახლის მოჩვენებებივით უკან ჩაბრუნდებიან.....

სამეფო ჯადოებს ძალა ეხსნებათ და დიდების ზენიტს მოკლებულნი უსუსურად იფანტებიან აცახცახებულ საფლავის ქვებს შორის....

აი ხმა ისმის ჩრდილოეთის ტყეებიდან....ხმა რომელიც სიკვდილის ბილიკს მოყვება, ხმა რომელიც შემზარავი და დამთრგუნველია თითოეული უბრალო მოკვდავისათვის.... მათთვის ვინც პარალელურ განზომილებებს არ ცნობს და ბედისწერის ყეფის ხმას არ უგდებს ყურს.... გეშინოდეთ უბრალოების, რამეთუ იგი გამარჯვებას ჰპოვებს თქვენზე და ისედაც დათრგუნულ არსებას უფრო დაგითრგუნავთ....

ზარებმაც დაიწყეს რეკვა..... დროა განვსაზღვროთ განუსაზღვრელობა.....

Monday, July 27, 2009

Die Hebriden / ანუ ჰიპერკუბური სხეულის ჰიბრიდი...


დღეს მინდა იწვიმოს და The Rain Song-ს ჩავრთავ......

ძალიან კი მომიხდებოდა წვიმა...რაღაც ეგეთ ხასიათზე ვარ... თან გაურკვეველი წარმომავლობის ჟანრის სიმღერებს ვუსმენ დილიდან.....

რაც მთავარია GOING TO CALIFORNIA-ს უკვე მოვუსმინე და კიდევ ერთხელ შევიგრძენი ბედნიერებამიღწეული ადამიანის უბედურება...

ყველა სული ჩარიგდა და აი ზარის ხმაც.... ringin' of the division bell had begun.....

ჰორიზონტები კარგავენ ფერებს და უკიდურეს სურეალიზმში იკვლევენ გზას....

კედლები ნელ-ნელა ალიზისფრად იქცევა და ჩამოქცევას დაიწყებს.....

დავჯდები ისევ ფინჯანით ხელში და შოტლანდიელი დედოფლის ბოდვებს წავიკითხავ...და ვიფიქრებ სირბილის შეწყვეტის შემდგომ როგორ გაანადგურებს ჩემს ოცნებებს ხორცსაკეპი მანქანა....

ხანდახან დროის განუსაზღვრელობა პანიკით მიპყრობს.... აწყობილის დანგრევას ვიწყებ და დანგრეულის აწყობას...ეს ორი სადღაც ეჯახება ერთმანეთს და ერთ მომენტში ორივე მიწასთან სწორდება....ხანდახან ასეც კარგია....

ფერს კარგავს ყველაფერი და ისევ მუდმივისრბოლა....იმედია ამ ეტაპს არ გავყვები....

The endless river....



Ars longa, vita brevis !!

Sunday, July 5, 2009

The Wall/ანუ მანკიერების ეპიცენტრული სისტემა....


დღესდღეობით ტრადიციის გაგება დამახინჯებულია.....
ადამიანების მიერ ტრადიციის მსგავსად ქცეული რაღაცეები არ შეიძლება მივაწეროთ ტრადიციებს, უფრო მანკიერი თვისებები შეიძლება იყოს ეგ....
დრო....ესაა საჭირო რომ ,,დაიწმინდოს,, საზოგადოების წეს-ჩვეულებანი..... რომ ადამიანები წავიდნენ პროგრესისაკენ..... პროგრესის აღქმაც თავისებურია, ამიტომ საზოგადოების ,,დაწმენდის,, პროცესში უნდა ვითარდებოდეს ისეთი ერთიანი ხედვის მექანიზმი, რომელიც ძირითად ნაწილს მისცემს საშუალებას პროგრესი და რეგრესი განარჩიონ ერთმანეთისგან...

აქ კიდევ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტიც, მანიკერი თვისებების დამგმობი ადამიანების მიმართ მსგავსი ფრაზები: ,,შურიანი ხარ,, ,,დაკომპლექსებულო,, ,,შენ არ შეგიძლია და იმიტომ,, ,,ბოღმა,, და ა.შ. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი, თუ არა დეგრადირებულ გონებაზე....ხომ შეიძლება ეს გმობა აღქმულ იქნეს, 1.როგორც სხვის მიერ გამოხატული სუბიექტური აზრი და პატივი ეცეს ამ აზრს. 2. სხვის ეს აზრი ერთხელ მსუბუქად მაინც იქნეს გაანალიზებული...... არა ! ეს ხომ არ შეუძლიათ, ერთადერთი მიზეზის გამო, გაუნათლებლობა! განათლებაში არ შედის მხოლოდ სკოლა და უნივერსიტეტი და ,,ბიძია თომას ქოხი,,-ს წაკითხვა.... პირველი, რომ შინაგანი კულტურა უნდა მოსდევდეს ადამიანს, რის შედეგადაც ოჯახისა თუ სხვადასხვა ინსტიტუტებიდან შეიძენს სწორი აღქმისა და გაანალიზების უნარს, ეს გამოიწვევს მის შემდგომ ინტერესს არამარტო მატერიალური ფასეულობების მიმართ, არამედ არამატერიალური ფასეულობების მიმართაც....

საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოიტანს პირად და საზოგადოებრივ ,,კეთილდღეობას”.....


და რამ გადამაწყვეტინა ამის დაწერა? ბოლო დროს ჩემს გარშემო განვითარებულმა რამდენიმე მოვლენამ, რაზეც ძალიან ვხალისობ....