Sunday, August 30, 2009

Would you help me to carry the stone?


მოვედი.... ვითომდა მეგობრებით გარშემორტყმული.... თითოეული პაიკის როლი დედოფალთან დამამცირებლად პატარაა, იმდენად რომ ეს უკიდეგანო პარანოიას იწვევს...ფერები როლს კარგავენ, მოდის შავ-თეთრის ხანა.....მხოლოდ ზღვიური მწვანე და ლურჯია, რომლებიც ყურის ნიჟარაში ჩაეტევა და მის ხმასთან ერთად შეინახება გულის ყურში... უკვდავყოფილი ზღვის სიძლიერე და მის ძლიერ მკლავებში მოხვედრილი სუსტი სხეული, რომელსაც სული ამოსდის პირიდან.... ერთი ამოსუნთქვით შეგრძნობილი მზის სითბო და ამ სითბოში ნაპოვნი უკიდურესობა იმდენად მძიმეა, რომ ღუზასავით გიშვებს ნანატრ ფსკერამდე, სადაც შენი ოცნების სამივე გასაღები ინახება...როგორც ნათქვამია ,,ყოველი სამი ქმნის სრულყოფილებას..."

შეძახილი! მაგრამ ის არა რომელმაც ხე გაახმო... არამედ მოწოდება დაემშვიდობო ლურჯ ცას და იპოვო ახალი ოცნებათა მხარე....ისევე როგორც გალაკტიონის დავარდნილი კალამი მტვერში, მტვერში რომელშიც წაიქცა ბავშვი....

მე დავხატავ ზღვას და ის ისეთივე დიდი და გაშლილი იქნება, როგორც ხელის გული, სადაც ადამიანის სიცოცხლის და ბედისწერის ხაზები ერთმანეთს კვეთენ....სადაც მხოლოდ ლურჯია შენი ფიქრები, ოღონდ ის ლურჯი არა რომელიც სიმარტოვის სიმბოლოა...ზღვასთან ერთად მარტო ვერასდროს იქნები, იქ ყველა სული რიგებად ნავარდობს ზედაპირზე და შენი კედლისთვის კიდევ ერთ აგურს გაწვდიან.... კეთილი სახით რომლის უკან ბევრი ნიღაბია.....

დროა ახალი ნიღაბი შევმატო ჩემს კოლექციას....


There is no pain, you are receding.
A distant ships smoke on the horizon.
You are only coming through in waves.
Your lips move but I cant hear what youre sayin.
When I was a child I had a fever.
My hands felt just like two balloons.
Now I got that feeling once again.
I cant explain, you would not understand.
This is not how I am.
I have become comfortably numb

Friday, August 28, 2009

Melancholy/კიდევ ერთი ახალი ეპოქა...


დაბრუნება ყოველთვის კარგია....მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთი უკიდურესობის სიკარგიდან მეორე კარგი უკიდურესობის მონოტონურად სიმძმეში დაბრუნდე....
ხმა...ექოები, ოღონდ არა ჩამპალი სულის, არამედ ზღვის თავისულების ექოები...ზღვა რომელიც ჩემთვის უკვე შორია, თუმცა მაინც ჩემთანაა... სიღრმისეული ულტრამარინი ემოციები და ახალი მისტიციზმის საბადოები... სივრცის სილურჯე და ლურჯიდან გამომავალი ნაღველისფერი ტალღები....ტალღები, მუდმივისრბოლის კიდევ ერთი გამოხატულება....მბრძანებელი მაინც ვიყრიდი მუხლს საკუთარი სამყაროს წინაშე...პოსეიდონის ვნებები და ჩემი უკიდურესი ფამილარობა წყლის თითოეულ წვეთთან...გონებაში ათასი მოძრავი ტილო იხატებოდა, პერსონაჟები....უღირსნი და ღირსეულები...სცენა ვერ იტევდა ყველას...და მე მაინც ამ ყველაფრის ეპიცენტრი, უკიდურესად ამაზრზენი შინაგანი ტაროსით ვითხოვდი მეტს...როლი როლთა შორის....

გაქრა...გამოყვა ზღვის სურნელი თმებს.... კადრებად ვშორდებოდი საყვარელ ადგილებს და Inaniel...მაინც მელანქოლია....მელანქოლია ჩემი მერამდენიღაცა ადამიანობისთვის....მელანქოლია განკუთვნილი რაღაც შენეულისთვის....
ზღვამ იმ წუთას დაიძინა ჩემთვის და ცრემლებით სავსე თვალებში ჩაეტია...

მოდის....მოდის გრძელი და ჩაის ფინჯანში დამალული ზამთარი...სიცივითა და გაუცხოებით....

მაგრამ მთავარი მაინც არჩევანია !!! არჩევანი !!!

ესეც ჩემი მელანქოლია
http://www.youtube.com/watch?v=xr_DgBlHLiM

Thursday, August 6, 2009

Fullmoon Mysticism/ანდაც ატავიზმი ბინდისას...


ისევ და ისევ მაღალი იმედების თანხლებით იწყება ყოველი ნაწერი....ალბათ ოცნებამდე მისასვლელი კიბე უფრო გრძელდება...
ხანდახან რა ძნელია ყელში გაჩხერილი ოთხკუთხედი ბურთის შეკავება ისე, რომ არ გადმოინთხეს გარემოში მოძრავ საგნებზე, ისე რომ შხამიანი მალამოსავით არ მოსდო ყველას გულზე...არადა ნუთუ ძნელია ხურდასავით მიგდებული სულის ნუგეში....

სავსე მთვარის თანხლებით მოცეკვავე ადამიანის გვამი წამის მეათასედში უთხრიდა ძირს რეალობას, რეალობას რომელიც ფანტაზიებითაა სავსე...მთვარეზე გამოკიდებული სონეტი და მისტიციზმის სრული ზეიმი....სისხლში მოძრავი ნოტების ალესილი ნაპირები ვენების ჩეხვით მიდიოდნენ გულის გონებამდე..... ირეალური ალტერ ეგო და ფამილარულად შემოკედლებული ბიუსტები...გაქვავებული ადამიანობა და ტყავიდან გამოსული თავისუფლება....იცით ეს ყველაფერი მისტიკაა, რომლის მონაწილე ყოველი ადამიანია, რომლის თითოეულ მონაწილეს აქვს შანსი იყოს ჰომოსაპიენსი და არა ადამის სახელის ჰიბრიდი... ამ ყველაფერს მხოლოდ ნაბიჯები სჭირდება, წინ წადგმული ნაბიჯები, რომელიც ოდესმე ოქროს კიბემდე ან დამპალხავსმოდებულ კიბემდე მივა...De nihilo nihil....


შთაგონება მაძლევს ნებას ან პირიქით, რომ მოსული აზრები მარია ანტუანეტასავით გავწირო დასაწერად...
სუნთქვა...სუნთქვა.....



http://www.youtube.com/watch?v=gELhNbDcLE0


Acta est fabula, plaudite!

Tuesday, August 4, 2009

Sub silentio....


ისრიმისფერი აქვს ყველა ფიქრს....ეს არ იყო ფანტაზია.....

ვსწავლობ რა ფრენას, ყველაფერი ერთგან იყინება...

აზრები პარალელურ განზომილებებზე, იმაზე რომ ჩვენ სადღაც კიდევ ვცხოვრობთ, რომ სადღაც კიდევაა ჩვენი ადგილი, რომელშიც შეიძლება არ დავიკარგოთ, სადაც ყველა თავის სატარებელს ღირსეულად ატარებს....

მომბეზრდა....ესე მგონი არ ვყოფილვარ დარწმუნებული იმაში, რომ სრული სიმარტოვე მინდა, სადაც ისევ და ისევ მხოლოდ მე ვიქნები...

პირველად მე გარდავიცვალე, როგორც ლედი მაკბეტი, მეორედ, როგორც მარიამ სტიუარტი და მესამედ მინდა გარდავიცვალო როგორც გალა, რათა ისეთივე უკვდავყოფილი ვიყო როგორც თავისი გალარინა უკვდავყო დალიმ, ისეთივე ატომური ვიყო ჩემი თითოეული კორპოსკულით......ისეთივე ამაღელვებელი, როგორიც ბოტიჩელის ,,ვენერას დაბადება,, და ისეთივე მისტიკური, როგორიც ბრეგელის ,,სიკვდილის გამარჯვება,,.......

,,მე ერთმან ერთგზის ერთს ვუძღვენ თავი” და ეხლა დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა რომ ეს ერთი მხოლოდ საკუთარი თავი უნდა იყოს, თავი რომელსაც არავინ უძღვნის თავს და ეს ილუზიები მხოლოდ ცოდვის კარიბჭეებში ნადგურდება...


ხმები, მათი ექოები და მუსიკის ძალა.....