Tuesday, September 29, 2009

***

არსების არ არსებობა.......არამედ უფრო მეტი, ტყუილად არაა ნათქვამი რომ ქალის სახელი უნდა ერქვას არა რაობას, ეს ნიშნავს იმას, რომ რაობაზე რაღაც უფრო მეტს, რაღაც იმაზე მაღლა მდგომს ვიდრე ეს გაცვეთილი რაობაა...

მაგრამ არა ყველა ქალის!

სცენაზე მარიონეტების ჯერი დადგა....ხისგან გამოთლილი უსულო საგნები....ოსტატურად მოხატული სახეები და ამ სახეზე შიშნარევი ღიმილი...ყველას თავისი ადგილი და როლი აქვს....მუსიკა ! ყველაზე უღირსის ჯერი დგება....მას არ აქვს ღიმილი მიხატული....ის იღიმის, ორლესურად.....ღმერთმანი რამდენს მალავს მისი გახებევული მუქი თვალები... დედოფალი მას აძლევს მხოლოდ გასაღებს და სცენის შუაგულში უდგამს ტახტს.....

ცივი ზამთრის ელვისებური ზმანებები და დღეების ისევ გაათებულად თვლა....ახლოვდება და ყინულად ეკიდება წამწამებს...

ერთ ამოსუნთქვაში ჩატეული სურვილები.....სუნთქვა შემეკრა.....

Monday, September 28, 2009

Agnus Dei.../მეფისტოფელის წინაშე


ისევ ამრეზილი დღე... დღე რომელიც შემდგომი დაცემის დღის წინამორბედია...დღე როდესაც შენს წინ უამრავი შავი ალამია ამართული და მათ შორის მოხეტიალე ერთი სული ხარ ერს მოწყვეტილი...


შესდექ ცოდვილო! ნუთუ არ გესმის წვიმიან ტალახში აზელილი შენი ხმა, ტალახმა რომელმაც ისევ შენ უნდა წაგიყვანოს....რომელსაც უნდა ამოეფარო, როგორც ბერიკაცის ულვაშს ეფარება სევდიანი ღიმილი.... მე შენ და შენ მე უნდა უკვდავგყოო თითოეულ ატომად ქცეულიო და ამ დროს უარყოფითად დამუხტულ ელექტრონს დაემსგავსე და უცბად რომელიღაცა მეცხრე სამყაროში უკვდავიყავი...ამას მოუთხრობდა ზღვას და ხარობდა შიზოფრენიის ყოველი წამით.... სიკვდილის ზეიმი სიცოცხლის სადარაჯოს უახლოვდება და ამ დროს ადამიანს აწვება რაღაც კაეშანი გულზე, რომელიც თავისი სიღრმით სამყაროს ერთ-ერთი გასაღების უფსკრულზე ღრმაა, რომელიც ისე მოედება გულს, როგორც თივაში ჩაგდებული ცეცხლის ნაპერწკალი და აანთებს არსებას, აანთებს ისე ღრმად ჩამქრალად როგორც არასდროს....სული სიკვდილის შამბნარში იწყებს ნავით სვლას და უფრო უჭერს ხელს იმ ერთ მონეტას...სიცოცხლის რაობა არარაობაზე საუბარიც კი ყველაზე კარგი თავშესაქცევი ამბავია და ამ დროს ყოველ შენს ძვირფას წუთს ატან ამ წვიმის წვეთებს გარეთ რომ წვიმად წვიმს... და ისიც კი სადავოა ამ წუთს სიძვირფასე ვინ მიანიჭა... იქნებ ამ წუთის გაყიდვა გინდა და ძვირად აფასებ, გაყიდვა რაიმე ეშმაკეულზე და შემდგომ გენიით დადაღული სულის მძმედ ტარება... ეს უნდა...ადამიანთა რომელიღაცა კასტას, რომელიც მუდამ სადღაც იქით შორს, ხან აქვე შორეულ სიახლოვეშია და თავისი სულის თავისუფლება აძლევს ნებას ბურუსით მოიცვას იგი, მასში ჩამალული რომელიღაცა სამყარო, რომელშიც მუდამ ჩრდილოეთის ზამთრის ქარები ქრის....



Monday, September 21, 2009

Imago Mortis..../ Metamorphosen




კიდევ ერთი ჰიპოსტაზი მოგესალმებათ დიადი სცენიდან....სიმხურვალის შეგრძნებისგან ცვილივით იღვენთები და რამდენიმე ეპოქის წინ გამოძახილივით გესმის სანახაობაზე მიპატიჟების სიტყვები.... ზეშთაგონების ახალი ძიების გზა, ხეტიალი ამ უდაბნოში და მზის მხურვალების შეგრძნება.... კადრები უაზროდ იწელებიან და უნდათ თავი შეაქციონ შენს ჰიპოსტაზს, მოიხიბლონ მისით და მერე ღამის კოშმარივით ერთი თვალის გახელაში გაქრნენ.... ფინჯანში დასველებული ემოციები და უნაპირო ფიქრებში გასულ ნავში ჩავარდნილი უსულო სხეული....

დაიღალა.........

მოვიდა სიბნელე და გამარჯობაო თქვა...

ამრეზით შეხედა და კარი გააღო....

შემოვიდა და დაჯდა... არ აპირებდა ადგომას.....ქოლგის ჩონჩხიც კი შესთავაზა და იუარა...

ღმერთმანი რა კადნიერებაა... ჩაის ფინჯანი გაუწოდა უძირო ფინჯნით.. შესვა...


ფანჯარაც გააღო... წვიმა თავგამოდებით ასხამდა და კედელს ასველებდა, აქრობდა მის შავ კონტურებს....რა ანაღვლებდა, როცა ნაღველი გაქვავებულიყო ერთ საუცხოო სკულპტურასავით.... ბოლთის ცემით გავიდა წუთები, ისევ ცვილისებრ იღვენთებოდა, წვიმისგან ლპებოდა....სამოსი ტანზე მიეკრო, და მისი ათრთოლებული სხეულის ყველა ნაწილი ჩანდა.... თმები მხრებს გესლად ედებოდა...მისი მარიონეტებიც კუთხეშივე ეყარა, ამ წუთას აღარ ანაღვლებდა არც ისინი... არ ჩერდებოდა...სიბნელეს ვერ დევნიდა... ის კი ცალფეხა სკამზე იჯდა და შესცქეროდა, მოსწონდა კიდეც მისი წრიალი...

თუ შეიძლება კიდევ ერთიც....
დაუსხა.....


შიშველი, კონტროლის დამყარებისთვის თითის წვერებზე დადიოდა....კარებზე კაკუნი მაინც არ წყდებოდა...მის ალტერ ეგოს ყოველთვის კარსუკან ყოფნა უწევს....


შეხედა და მოწყვეტით დაეცა ძირს.... ახლა მისი თითოეული ფიქრი მარტივ მამრავლებად დაშლილიყო და სხვადასხვა განზომილებებში იწყებდა მოღვაწეობას...

ადგა სკამიდან, აიყვანა ხელში და ლოგინში ჩააწვინა... დახედა და მიუწვა გვერდით...

შუაღამის სიბნელეს კი აკლდა რაღაც ნაწილი......


ღმერთმანი როდემდე...












Thursday, September 17, 2009

Alone.../ მინორი....

დაბრუნება.....არა იქ, არა აქ, უბრალოდ იგივეობაში....სადაც ისევ გაზაფხულით გამთბარი სახურავია...იასამნები ცვივა ციდან და სინატრას ნამღერი ისმის....სადაც მინაზე მიხატული გულები არ ქრება და იმ სამიდან შუა ვარსკვლავი ისევ ჩემია....

ღმერთმანი....ჩარიგდნენ ისევ სლაიდები....ფიქრი არარსებულის რაობაზე...და აქედან ზარების ხმა, ხმა სიკვდილის გამოძახილისა.....აღარც ჩემი ალტერ ეგო, აღარაფერი, ისევ ერთი კადრი??

ზღვა მომენატრა....deep down.... მისი სიმლაშე ცრემლების სიმლაშეს აქრობს, გიხვევს მკლავებში და გახარებს დაბრუნების თითოეული წამით........

მე ისევ იქ ისევ გაათებული და მარტო...

ღმერთმანი რა მინორია...მაგრამ ასე ვარ.... ველოდები 20-ს რომ ბედნიერი წამები ვიგრძნო დიადი კლასიკური მუსიკისგან რამდენიმე საღამოს განმავლობაში......

Sunday, September 6, 2009

Agnus Dei.../მოკვდავის ალქიმია


ისევ ჩაის ფინჯნით შემოფარგვლა....ისევ ზამთრის ცოტაოდენი სურნელის მოლოდინი და გაათებული დღეები....

სიმძიმილით სავსე ტომრების გადაადგილება იმდენად რთულია ხანდახან, რომ უდროო სივრცეში ჩნდები. ნაცნობი მელოდიები გაწუხებენ ისევ.... რა უბრალოა ეს ყველაფერი, თითქოს სიმარტივის პიკი და ამ დროს ამ სიმარტივის პიკზე აწყობილი მთელი შენი სამყარო...

ინსომნია რა ფერია ნეტა.....


დროგასული კადრები მოდიან ისევ და რა უნდათ, არ მასვენებენ ჩემს სასახლეში...

ეზოში საფლავებს მოვრთავ როგორც დედა დედოფლისგან შეფერით და ძღვნად კოცნას მივართმევ თითოეულ მათგანს... ცის კიდეზე ჩამოკიდებულ კიბის ბოლოებს გავაგრძელებ უფსკრულის კიდემდე, რათა ეს ორი ერთურთის ეგოს ვაზიარო და მოვუწყო მათ ეგზორციზმი...pura santa....

სიმართლის შიშველი დებიუტი და მასხარების ორლესური ენით გაფორმებული უკიდეგანო დარბაზის სივრცე...აი დაფდაფების ხმა და სიტყვა ეძლევა შიშველ სიმართლეს, რომლის უკან ტყუილი იცდის... წინ დგავს ერთ ნაბიჯს და ხმა უქრება, მის სიტყვას ძალა ერთმევა და გალურჯებული განზე დგება...სარბიელზე გამოდის თვალის ასახვევად გამოწყობილი ტყუილი და ხიბლავს საზოგადოებას....დედოფალს მასთან ცეკვა სურს...!


Deus Vobiscum my friends !!!