Tuesday, November 24, 2009

სახელად არაფერი

,,რა იციან მეგობრებმა თუ რა ნაღველს იტევს გული...” - ო...და მშვენიერი დილის ყველა გრანდიოზულობა ღამისეულ ფიქრებში შთაინთქა....
სამყაროში ყველა ერთმანეთს რაღაცას ეცილება, ამ შეცილების აზრიანობა რომ არა დიდი ილიაც წამოდგებოდა საფლავიდან და მისაყვედურებდა მისი ფრაზის ხელყოფისთვის... ერთმანეთს შეცილებით გააქვთ ადამიანებს დროის მუდმივისრბოლის მონოტონურობა, ამით სძენენ რაღაცა ხიბლს ამ დროს...ამითი ამართლებენ საკუთარ არსებობას დედა სამყაროში..... პოეზიის აზრის და შინაგანის პაექრობაა, როცა თავის მონას შუა ღამეს გველნაკბენივით ათქმევინებს გესლიან ტკბილ სიტყვას.... თავიდან როგორც გარკვეული დისონანსი ისე აღიქმება და შემდგომ მოგონების ჟღერადობას იძენს და ბინძურ ენას სიკეთის გზით სიარულისკენ უბიძგებს, ლეშზე მომდგარ ნერწყვს თავისუფლად დინების საშუალებას აძლევს, როგორც გაწაფულ ოსტატს...
ჰიბრიდები......განიცადეს მეტამორფოზა ჯადოსნური ფლეიტის ფამილარული შემოჭრით...
გავავლოთ ზღვარი წარსულსა და აწმყოს შორის...რამეთუ წარსულში ჩვენ ყოველთვის მხოლოდ ერთი გვრჩება, საკუთარი თავი, რომელიც რამდენადმე პატარა იყო ასაკით და ჰასაკით... მთავარია ამის გვჯეროდეს....
მაშასადამე და იმედი მაქვს ეს სიტყვაც ისე არ იქნება აღქმული როგორც ლეონარდო და ვინჩი ძმები ეგონათ.... ,,ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს....”

Friday, November 13, 2009

When all are one and one is all...

ხასიათს შეეტყო გვიანი შემოდგომიანობა...ზამთრის მძაფრი სურნელი შემოიპარა და ცხელ ფინჯანზე შემოხვეულ ხელს აეტუზა...მარტო ხელს?..
დღე დღეს მისდევს და საერთო ჯამში დროის დიდ აბლაბუდაში თავის ადგილს იკავებს...
მელანქოლიის აღზევება და დღეების უკანთვლა...საით მივექანებით...
ნუთუ იმდენად ღრმად იყო გადგმული ჩემში ასი წელი რომელიც მარტოობას უდრიდა რომ საშიშროება მოახლოებულ ცხოველს ვგავარ, რომელიც მძაფრი შეგრძნებებით იკარგება რეალურსა და ირეალურს შორის...მოდის დიდი კითხვის ნიშანი და ეს მხოლოდ საკუთარ თვთან...უკანსვლა და მარტივ მამრავლებად დაშლა...
მე არ მესმის რაოდენ სიმძიმილის ატანას აქვს ადგილი...ნუთუ ამდენი რამ რაც ბედნიერების მომტანია არ აღიქმება ბედნიერებად...???!!!
მხოლოდ ერთი სულიერი...

დღე როდესაც შეიჭრა ძილის ფაზაში მაშინ ჩრდილოეთის ზარებმა ჩამოჰკრეს და დიად ნათელს გაუხსნეს კარიბჭე...ნათელი შეგნების სრულყოფისთვის, ნათელი სრულყოფის სრულყოფისთვის...ყოველი სიმფონია რაღაცის შემადგენელი ნაწილია და ის რაღაცა რაოდენ დიდადი უნდა იყოს, რომ ამდენს იტევდეს...ადამიანი ნუთუ? ადამიანი ყველაფერს იტევს...იგი ხომ უპირველესისგან წარმოიშვა...და შესაბამისად ყველაფერს პირველად წარმოქმნილს იგი იტევს...
რატომ გადავწვდი ადამიანის რაობას, ნუთუ იმდენად გავრბივარ, რომ უკვე მნიშვნელობა აქვს დაკარგული განხილვის საგანს...ოღონდ ეხლა არ გავიქცე...დავრჩე და დავრჩები კიდეც...მე მხოლოდ ერთისთვის ვრჩები... მთავარია ასეთ დროს, იმ ბეწვის ხიდზე ხელი კი არ მკრან, არამედ გამომიწოდონ და გადამიყვანონ...

Friday, November 6, 2009

Deus Vobiscum !!!


დიდი ზარზეიმით გამოიყვანეს ღვთის ტარიგი საინკვიზიციო ტრიბუნალზე...ზედა რიგები ანგელოზთა რიგებს შეევსოთ, ქვედა რიგები კი წესისამებრ მეფისტოფელის მოხელეებს.... ყველა რაღაცას შესცქეროდა, შესცქეროდა კაცობრიობის ცოდვის კიდევ ერთ ფარისევლურ ხორცშესხმულ ზმანებას.... ღმერთო სამართალიო! მაგრამ სამართალი დიდი ხანია ლეთეში ცდილობს გზის გაკვლევას....
მისი უდიდებულესობა როგორც წესი შუა რიგებში იჯდა და შეპარული ღიმილით უყურებდა ყოველივეს... წარმოსახვაში უამრავ ჰიპერკუბურ სხეულად ქცეული გვამი იყრიდა თავს და უსიცოცხლო თაყვანისცემით უკოცნიდა კაბის ბოლოებს...
მისთვის ყოველივე სულერთი იყო....მხოლოდ თამაში უდიდეს დაფაზე, სადაც დედოფლის პოზიციის შენარჩუნებისთვის სხვა ფიგურები უმალ უნდა დაიღუპონ....

გუმბათოვანი დიდებულება ჰორიზონტალურ სურვილებად რომ დაიშლება, მაშინ იქნება ალბათ უდიდესი ზეიმი კოსმიური უსულობის შეგრძნებისა...
და აი ტარიგმა უკანასკნელად დაიჩოქა და ისევ სამართალს უხმო....მის გამჭვირვალე თვალებში უკანასკნელად აირეკლა ზეცის დიდებულება და უსულოდ მოწყვეტილმა მიწიერი ჯოჯოხეთის კარიბჭიდან დაიწყო დაღმასვლა საუკუნო ჯოჯოხეთამდე...

ყოველი სამი ქმნის სრულყოფილებას...მესამე ალბათ რაღაც ამოუცნობი, რომელიც ცდება ღმერთსა და ლუციფერს...
როგორც ყოველთვის Deus Vobiscum my friends : ))