Friday, November 19, 2010

ჭრელი ფიქრები /70-იანების კიდევ ერთი ექო/

ხანდახან ისევ მოდის ხოლმე ფიქრები, რა იქნებოდა შორეულ 70-იან წლებში რომ მეცხოვრა...
ამ გადმოსახედიდან რა იქნებოდა?
მეცმეოდა წელში გამოყვანილი კუბოკრული პერანგი, თმა ისევ გრძელი, ერთ წვრილ ნაწნავში ჩაყოლებული ბუმბულით, ერთი თოკით შუბლზე, ჯინსი - რკინის უცნაურ ბალთიანი ყავისფერი ქამრით, ფეხზე ”ოქსფორდების” მსგავსი რამ, ოღონდ ჭრელი...ხელზე სამაჯურები, ცალ ხელში ლუდი მეორეში სიგარეტი...მეყოლებოდა ჩემზე მაღალი გამხდარი ბოიფრენდი, ტანზე მომდგარი ჯინსითა და მაიკით...გრძელი თმა...უცნაური გამომეტყველება...ხშირად გიტარით ხელში...კედები...
ვივლიდით ერთად...მდინარის პირას წამოვწვებოდით, მოვწევდით, გავიცინებდით, ცაზე ცისარტყელაში გაბნეულ ნოტებს დავუქნევდით ხელს და ის დამიკრავდა რამეს... წავიდოდით ფესტივალებზე კარვით, რომელსაც გარედან ჩემი ხელით დახატული თავისუფლების სიმბოლო ექნებოდა...
იქნებოდა....იქნებოდა როომ? ხანდახან ეს ბოდვაც რაღაც სასიამოვნოდ საფიქრალია და კადრების მთელ წყებას გადმოგიშლის გონებაში...
ვზივარ 21-ე საუკუნის თბილისში, რომელიც ასე 2 ათეული წელია საბჭოთა კავშირის მარწუხებიდან გამოთავისუფლდა და აქტიურად ცდილობს ევრო ინტეგრაციისთვის გაიჭაჭოს, ხშირად უსარგებლო რეფორმებით...თუმცა ყველაფერი მაინც მდარედ შორეულ ოცნებათა მხარეებზე ფიქრებით მიდის და ვოცნებობ ისე, როგორც იმ დროის თბილისელი ალტერნატიულად მოაზროვნე ახალგაზრდები სარდაფებში უსმენდნენ ”ზეპელინების” ”ფარფლების” და ”ბიტლების” ფირფიტებს და ოცნებობდნენ წთელი ციდან თავისუფლების ცის ქვეშ მოხვედრას...
ნისლია...აცივდა და თბილისი თავის ჩვეულ რუხ სახეს იბრუნებს, აი ისეთს ერთფეროვნება ხასიათში, ჩაცმულობაში და ამინდებში რომ არის ხოლმე...თბილისს რომ უხდება, ვისაც წერა უყვარს ბევრს რომ აწერინებს, ვისაც ჩაი უყვარს ბევრ ფინჯანს ავსებინებს, ვისაც სიმყუდროვე იმისთვის მყუდროება რომ მოაქვს... კიდევ ერთ ფინჯანს დავლევ და დავუბრუნდები რეალობას 70-იანების მუსიკის თანხლებით...

Friday, November 12, 2010

ეს შენ

ხოდა...ერთხელაც რამდენიმე წლის წინ დრო რომ იდგა, იმ დროში გავიცანი, ზღვისპირა ქალაქ ბათუმში...მე 16-ის ის 18-ის...მახსოვს რომ ”ის ყველაზე კარგია” მეთქი ვთქვი...აი აქედან დაიწყო...დროის გასვლასთან ერთად უფრო ახლობელი ხდებოდა, ბევრს ვეკითხებოდი და ბევრსაც ვიგებდი მისგან...როცა რაღაც ამერეოდა თავში ვიცოდი ვისთვისაც უნდა მიმემართა ხოლმე...ძალიან შემიყვარდა...აი ხომ არის ხოლმე ცხოვრებაში ვიღაც მნიშვნელოვანი ადამიანები რომ გვყავს ხოლმე, ოღონდ გამორჩეულად ცალკე რომ არიან შენს გულში და გონებაში აი ეგეთი გახდა ჩემთვის...
ყოველთვის გამორჩეულად გემრიელი სუნი ჰქონდა და ყოველთვის გამორჩეულად გემრიელად იცოდა ჩემთვის უკანალზე ჩქმეტა...
ეხლახანს ვნახე...ისევ აჩქარდა გულისცემა...გამიხარდა...ჩავეხუტე, როგორც არასდროს ისე...მინდა ისევ ჩემი მეგობარი იყოს...

გილოცავ დაბადების დღეს......შენ არც იცი როგორ ძალიან მიყვარხარ...