Sunday, January 27, 2013

37,5

Can u show me where it hurts?

ბლიკებად იქცა თვალებს მიღმა ყველა კადრი...ხელები საწერად ძლივს მემორჩილება.
ოაზისი.
ეკიდები იმას რაც სხვა რამეს ეკიდება, ალბათ ასე იქმნება სამყაროსეული მუდმივისრბოლის ჯაჭვი, ადამიანების ერთმანეთზე გამოკიდებით, აი ისე, როგორც მეწამულ ცაზე ლანდებად გაკლაკნილი ღრუბლები რომ არიან ხოლმე.
წვიმს.
მაინც მოიტანა ის მელანქოლია, თუმცა არა შემოდგომისნაირი. დაწერო იმაზე რაც შენთვის ბუნდოვანია, უფრო ბუნდოვანს ხდის ყოველივეს, რადგან უფრო მეტად უღრმავდები საგანს.
იოჰან ნაგელი ამოვიცანი, ის ადამიანი რომლისთვისაც სამყაროში გენიალობის ყველა სტერეოტიპი დამსხვრეული იყო და თავისი საზომი ჰქონდა. მისთვის გენიალობა შეიძლება დაგნი შელანდის ნაწნავში ყოფილიყო ჩამალული, ან ქარისგან მიმობნეულ თმაში...გვიან ამოვიცანი...მე რავიკი დავკარგე...მე იდიოტი მიყვარს.
სიცხემ დააჭირა.
ქარავანს ვხედავ, ზუსტად ისე აკიდებულან ერთმანეთზე...უდაბნოს ჯაჭვი. ფიქრებით ისევ სად? ამჯერად მწვერვალზე. უმანკო ლაჟვარდში არეული, ბინძური ხორცი...რას აკეთებენ ადამიანები? განწირვა...თავ თუ სხვისი.
ზარი.
კი, დიდი იყო. რატომ ვხედავ ასეთ კადრებს??? რატომ ირევა ცნობიერი და ქვეცნიბიერი?  მე ხომ ციურ სხეულებთან ახლოს მჯდომმა ყოველივე ეს გავმიჯნე და დავალაგე. ნუთუ მხოლოდ იმის ბრალია, რომ ახლა სიცხე აჭერს? ღმერთმანი იქნებ...

ამ შემთხვევაში გაზომვას არ ექვემდებარება, ცნობიერების არცერთი ფაზა...

Sunday, January 6, 2013

7-ში დაწერილი 1 სურვილი

"მე შენი ანგელოზი ვარ, მხოლოდ შობას, მეტს ვერ შევძლებ"
ღამე, როცა ყველა სურვილი ხდებაო...ეხლა კიდევ ერთი ჩავუთქვი....
"შენ იმდენად ემოციური ხარ, შენში თავმოყრილია მთელი მსოფლიოს ქალებს რომ დააკლდათ ის ემოციები..."
უნაპირო ზღვისფერი ეგო. მე ერთმან....დიახ ერთმან...ახალი დღე და მოლოდინი შიშის.
"მიხარია, მიხარია რომ გიცნობ ! მიხარია რომ არსებობს ქალი, რომელიც ნამდვილი ქალია..."
შორეულმა ქარმა მოიტანა ისევ წუხილი საგორებელ ლოდზე. ოთახი სავსეა სინანულით. მაგრამ ეხლა ხომ ბედნიერების ღამეა, შობის ღამე.
"სულ ვიცი, როცა ადამიანთან მომინდება საუბარი, მოვვარდები შენთან და ყველაფერს გეტყვი...და შენ მომისმენ, შენ ხარ ადამიანი!"
მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს ყოველ შობას, უბრალოდ ერთმანეთისგან განსხვავებული ხოლმე. შარშან და წელს ერთნაირი სურვილი ჩავუთქვი.
"შენ არაჩვეულებრივი ქალი ხარ, მთელი შენი ყველაფრით"
შუაღამის ცხელი ჩაი...მუსიკა და ფიქრებით over the hills and far away.
ყველაფერი იმდენად მარტივია სამყაროში, რომ ენას გამოთქმა ეძნელება და გამოუთქმელობით რთულდება.
ადამიანს რა აკეთილშობილებს?
ყველას თავისი გაკეთილშობილების ფორმულა აქვს, მაგრამ ერთადერთი რამ რაც არ გააკეთილშობილებს ადამიანს, სიცრუეა, სიცრუე საკუთარი თავის მიმართ, სხვის მიმართ, სამყაროს მიმართ...იმიტომ, რომ ამით ქაოსს უდებს საფუძველს...
ეს არც აქსიომაა და არც....მოკლედ ერთ ბრძენს უთქვამს, რომ თუ სიმართლით იცხოვრებ, ყველანაირ კარგს დაუდებ საფუძველსო, თუმცა ეს ბრძენი ისევ მე გამოვიგონე...

შობას ყველა სურვილი ხდებაო...
მინდა ყველას აუხდეს თავისი ჩაფიქრებული სურვილი...

Saturday, January 5, 2013

კიდევ ერთი რამ

წეღან მითხრა მუზებმა წასვლა იციანო...
მუზები კი არა ადამიანები მიდიან და მუზას რაღა გააჩერებს.
დასაწერად სიტყვები იძირებიან ქაოსში, რომელიც ჩვენივე შექმნილია.
სად ტრიალებს ცოდვა-მადლი? მგონი მხოლოდ ტრიალებს, ეგეც ერთ ადგილას, მთელი 360 გრადუსით.
"როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი..." მართალი იყო ის ადამიანი....
სცენაზე რექვიემით შემოსვლა.
აღარც ზარები, აღარც კედელი, აღარც...არის მომენტი როცა ყველაფერი სადღაც ბუნდოვან წერტილშია და იმის მაგივრად მისკენ მიდიოდე, ან შორიდან უყურებ ან საპირისპირო მიმართულებით მიდიხარ და ტოვებ გაურკვევლად შესაძლოა შენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რაიმეს....
ადამიანებმა არ იციან სიცოცხლის გამოყენება. როგორ ეცოდინებათ, როცა ემოციებმა დაკარგეს მნიშვნელობა, ასეთ დროს კი სიცოცხლეს ვერ გამოიყენებ, უბრალოდ ცოცხალი იქნები. ეხლა იმდენი რამ ტრიალებს თავში, დასაწერად რომ ღირს და ბევრიც რომ არ ღირს და ალბათ ამათ გადაწყობა-გადმოწყობაში რომ ვარ იმიტომ ვერ მოვიყვანე ვერცერთი აქამდე.
კიბე არ მყოფნის რომ იქამდე მივიდე, არადა იქ ვარ და უბრალოდ ვდგავარ, ვიცდი.
ეხლა დეპრესიაში მყოფივით გამომივა რომ ვთქვა ამაოებაა ყველაფერი თქო, თუმცა ამაოებაა ყველაფერი მაინც...ის ამაოება ვიღაცეები რომ თავს წირავენ სისუსტის გამო, ან პირიქით.
ავურიე.
გაჩერება დიდ ხანს გამოვიდა...ცხოვრებაშიც....

Ave Maria!