Monday, April 22, 2013

///////////*

დროა !!!

-"სად არის ჩემი ეჟვანი? უნდა შევიბა რომ არ დავიკარგო"
-"სად?"
-"ცხოვრებაში"

უჯრედები განიცდიან სახეცვლილებას და ცხოვრებას სრულ ფასს უხდი მისი ყველა მომენტის დიდი სიმძაფრით შეგრძნებისათვის. მერე ამას სრულფასოვან ცხოვრებადაც გადააქცევენ ხოლმე, უწოდებენ დიდ გამოცდილებას და როცა სადმე მიდიან კიცხავენ ეს რა ბრძნულად მოგაქვს თავიო, ის თავი მიიტანა რაც აქვს და რა ქნას?
საზოგადოების სეგმენტირება და თავისი მე, აი რა არის შედეგი. ეს შედეგი იმდენად სამართლიანია, რამდენადაც მზე ამორფულია და ყველასთვის მაინც მრგვალი.

-"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მანქანაში, აქ ნახავთ სიცარიელეს და დოგმებად ქცეულ ნაწილებს"

რატომ არის სამყარო ასე შეცვლილი? რატომ აღარ აქვს გაზაფხულს სუნი? რატომ გაუუფერულდნენ ადამიანები? რატომ დაეხშო ყველას ყურები,რომ აღარ ესმით?

სიხარული არაფრით, აი ესაა შვება!!! ესაა ის, რაც მოიტანა სრულფასოვნებამ?!

სამარის გზას გაუყვა ყველა ფერი და მერე შავ-თეთრზე სწუხან, ახალ მიზეზს იჩენენ.


ეჟვანების მშრალი ხიდიც არსებობს, სადაც აღარც ყიდიან მას, არიგებენ ადამიანებზე, რომ არ დაიკარგონ...