Saturday, May 25, 2013

ინსპირაცია სტანდარტულად იგივეა

Can u feel me?

უბრძოლველად...აი ასე, უბრალოდ "კი"
სისასტიკე მძვინვარებს ქვეყნად, ოღონდ გაუცნობიერებელ სისასტიკეზე ვსაუბრობ, ჭიასავით რომ ჭამს ტვინს. რამდენმა სიტყვამ დაკარგა მნიშვნელობა, რამდენი გაყვა წინა წლების ქარებს და ახლა გაცვეთილ წარსულად ჩანს, არადა არსებობს და თავისი არსებობით უბადრუკია, ძალადაკარგული უბრალო ასოთა წყებაა. სამაგიეროდ ყურმოკრულმა ან წაკითხულმა მაღალფარდოვანმა დაზუთხულმა სიტყვებმა დაიწყეს ცარიელ წინადადებებში უნიჭოდ გაკვეხება.
ასეა დღეს, სხვაზე რაღაცით აღმატებულობას ზოგი ჩაცმით, ზოგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირი გამოჩენით, ზოგი ლექსიკონიდან დაზეპირებული სიტყვებით გამოხატავს და ამ დიაპაზონში მერყეობს აღმატებულობის ხარისხიც. საფეხურით ზემოთ დგომა მხოლოდ სახლის კიბეზე ან ტყემლის ხეზე ბალის მოსაკრეფად მიდგმულ კიბეზე შეიძლება, დანარჩენი სულიერად უსახურთა მოგონილია. აქ თანასწორობაზე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ბოლო დროს მკაცრად დღის წესრიგშია და მე არ მიყვარს საქვეყნო თემებზე დამატებითი წერა.
ყველაფერი რაც ბრწყინავს, როდია ოქრო...ვერ აფასებ გიშერს, რომელიც გიცავს მუდამ. კედელს გასამაგრებელი სამუშაოები ჩაუტარდა, აღმართულია !
ოთხ კედლიანი უკარო უთახი, ეგ სულის გასაფრენადაა დატოვებული ღიობი, აი იმ სულის ბარათაშვილი "მერანში" რომ მოგვითხრობს. სულის თავისუფლების იდეა და ბედთან თამაში, ესაა ადამიანის ცხოვრების ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელთანაც ყველას გრავიტაციული მდგომარეობა აქვს, თუმცა ბალანსს ყველა როდი იცავს. ეს ანადგურებს იდეას, როგორც თავისუფალს.
გტკიოდეს სული ყველაზე მეტად მტკინვეულია. გამჭვირვალეს რითი უშველი? პოზიტივიც ხომ მუდამ არაა პოზიტივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მრავალმხრივი შეფასება გჩვევია...ძნელია ბრძოლა ისიც ვისთან, საკუთარ თავთან. 365-ე ღამე რამდენიმე თვეში დადგება და მერე დავწერ სრულ ერთ წელზე, ასეა რიცხვებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება და ჩვენც თარიღებად ვაქცევთ მათ.

http://www.youtube.com/watch?v=KnRSzgZ2zqA