Sunday, February 9, 2014

მე, მეგობარი და ცოტა გაფრენილი თვითმფრინავიც

ცხოვრების ამაოება, უაზრობა როგორც ასეთი.
აზრი საფუძველშივე მოკლებულია ლოგიკას. ლოგიკა მოლეკულებად იშლება და ტვინს კვებისკენ მოუწოდებს.
სურეალისტური ბალიში.
ალბათ სალვადორსაც კი შეშურდებოდა.
გარშემომყოფთა მდაბიო აღზევება. სამყარო ხელის გულია და ამ ხელის გულში ყველა ეტევა, ისე რომ ერთი მუჭის მოჭერით თოვლის ყინულივით გადნება.
ნემსის პატარა ჩხვლეტას ჰგავს და მზად ხარ წახვიდე და იხეტიალო დედამიწის დასალიერამდე. ხარ ერთი მოხეტიალე სული და ხაე ქვეყნიერების შვილი, ქვეყნიერება შენთვის თავშესაფარია. შენ უძღები შვილი ხარ, რომელიც მუდამ დაბრუნებულია, ხან პირამიდებში იკარგები, ხან რომელიღაცა მდინარის დინებას მისცემ ფიქრებს, ისე თითქოს ბარათაშვილს მერანი შენთვის გადმოელოცოს.
სიცოცხლის რეტროსპექტივა რაში მდგმარეობს? მის თანმიმდევრობაში თუ ქაოტურ მოძრაობაში? სამყაროსეული სიკეთეებით იმიტომ ვტკბებით, რომ იგი ქაოსიდან მოდის.
თვალებში რგოლები და ხაზები მერევა, ქვეცნობიერში აურზაურია.

აშკარად ცუდად შემომირტყამს მარილით რკალი.