Saturday, May 10, 2014

მე და ჩემი ზღვის სახლი

ყველას თავის სამოთხე აქვს მიწაზე.
არსებობს ადგილი რომლიც ეპიცენტრია ყველაზე დიდი შეგრძნებების, არსებობს ადგილი სადაც შენ შენ ხარ და შენ სახლში ხარ. არსებობს ადგილი სადაც ყველაზე დიდი სითბო გხვდება თუნდაც ჩრდილოეთის ქარი ქროდეს და ზღვა მიწას მოასკდეს.
ზღვა შეგრძნებით ყინული და გული ცეცხლი.
შენ მისი ნაწილი და ის შენი.
შეხვდით ისევ ერთმანეთს, მოყევით გაუნდობელი ამბები, მოყევით როგორ დაინგრა და აშენდა ყველაფერი.
სუნთქავ ქალაქით, რომელიც შენი აბსტრაქტული შრეების უკიდეგანობაა.
ისევ გაიკლაკნა თმა სხეულზე და მლაშე სურნელი შეითვისა.
ჰორიზონტები აირია ერთმანეთში, შენი ოპტიკური ილუზიები იმსხვრევა და ახლები ჩნდება, შენი თვალსაწიერი ყოველგვარ დოგმას სცდება და კარგავ სიმძიმის შეგრძნებას.
გიყვარს.
უყვარხარ.
ქალაქში ჩამობნელდა და ღამენარევი ზღვის სურნელი გემების ხმაზე იჭრება ვიწრო ქუჩებში, აივნებზე, ფანჯრებში, სულებში. სხეულს ეხება ნაზად და ნირვანას განიცდი.
სული სწორხაზოვანი.
სუნთქვა არ გახსოვს.
ზღვა სუნთქვაა.
მუსიკა, ლედ ზეპელინი.
ბათუმი.

 10 მაისი 2014 წელი.