Tuesday, February 17, 2009

Woman.../ერთიც..../sooo amazing post


დილით თვალი გავახილე და რატომღაც შევძვერი მესიჯების ინბოქსში..... მივხვდი რამდენი ხანია არავისთვის მითქვამს რაღაც თბილი, რაღაც კარგი....... ,,მენატრები,, ,,მოდი ჩაგეხუტო,, ,,ერთი სული მაქვს როდის გნახავ,, და უბრალოდ ,,მიყვარხარ,, ...........აი ის მოლოდინი მომენატრა როცა უნდა შეხვდე და წუთებს ითვლი....დროზე გადიხარ და მაინც აგვიანებ.... ცუდია როცა გაქვს და სადღაც ქვეცნობიერად ბოლომდე ვერ აფასებ....და ეს ვერ დაფასება უბრალოდ გამოუცდელობამ რომ იცის......ბევრი რამ ძალიან დებილურად მაქვს გაკეთებული, შტერულად და უტვინოდ....უბრალოდ არ ვიცოდი...ყველასთან არის ეს მომენტი როცა ,,არ იცის,,.....დრო ხომ გენიალური რამ არის თავისი მოქმედებით.... დიდი დროა..... გავიდა დიდი დრო...... შორიდან განვლილი ყველაფერი ნათლად ჩანს, თავისი შუქებით და ჩრდილებით...ანალიზი შორიდან უფრო ადვილია...ანალიზი, რომელსაც მოაქვს გა-მოც-დი-ლე-ბა.... რა შტერი ვიყავი....თუმცა, მთავარია ეხლა ერთიორად მეტი მაქვს შეძენილი....

როგორ მოვუვლიდი, გავუფრთხილდებოდი, შევინარჩუნებდი ყველასა და ყველაფრის ფასად......ძალიან ცუდია, როცა ხვდები გქონდა ამის რეალური და დიიდი შანსი, თუმცა მაშინ სხვანაირი იყავი....ყველაფერი გქონდა, უბრალოდ უნდა მიმხვდარიყავი სწორად.... ერთი სიმღერის ტექსტი გამახსენდა ,,სნამ სულ არ გაიყინები, ვერ აფასებ სითბოს,,.....
არ ვიცი რამ იმოქმედა ისე, რომ აქ დავწერე.....ალბათ დილით ინბოქსმა და ზეპელინის Since i've been loving you-მ..... გავაგრძელებ ჩემს გზას ისევ მარტო მოსეირნე, მარტო მოლაპარაკე, ჩაის მარტო გამზიარებელი და მუსიკის მარტო მომსმენი : ))

Wednesday, February 11, 2009

Leda Atomica/ახალი ეპოქა/

ქარის ქარიზმატულობა თავბრუსდამხვევია, ისეთივე თავბრუსდამხვევი, როგორც ეხლა მე მაქვს თავბრუ დახვეული...დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის ფორმისებურად აღვიქვამ ყველა საგანს და მოვლენას... ყოველდღე იხვეწება ჩემი მომავალი, თითო ახალი დეტალის შემატებით კვარცხლბეკზე ასვლით აღტყინებულ რაღაცას ემსგავსება...თან ამას ასეთი დამშვიდებით იმიტომ ვწერ, რომ ვიცი ისე იქნება როგორც მინდა, აქაც დალურმა კადნიერებამ იჩინა თავი...მე ხომ ზოგადად აღფრთოვანებული ვარ სალვადორით, მისი ხლოვნებით, რაშიც მისი პიროვნების მართვის პარანოიდულ-კრიტიკული მეთოდი ჩანს კარგად, მხოლოდ მათთვის ჩანს ვისაც აქვს ხედვა....ხედვა მაქსიმალიზმიდან მინიმალიზმამდე, უბრალოებიდან მისტიციზმამდე და ნორმალურობიდან შეშლილობამდე.....სხვა დანარჩენი ფარსი და იაფფასიანი სპექტაკლია, სადაც ორგროშიანი მსახიობად ქცეული ჩუჩელები თამაშობენ. ერთი პატარა ამბის ფილირება ხდება მგონი ჩემში, ხანდახან ვცდილობ შეწინააღმდეგებას, მაგრამ ამის გარდასახვა საოცრად, გამდნარი ყველივით ხდება, ისე რომ არც ღირს ხელის შეშლა...ეს ახალი ეპოქაა!!! ეპოქა სადაც მწვერვალამდე დიაპაზონი სულ უფრო მცირდება.... დღეს ბოლო ფურცელი წავიკითხე ,,ერთი გენიოსის დღიურის,, ჩემმა მოუცლელობამ მაიძულა თვეზე მეტი ხნის წინ დაწყებული წიგნი დღეს დამემთავრებინა... წიგნებს ძირითადად კლასიკური მუსიკის ფონზე ვკითხულობ და დღესაც არ ვუღალატე ამ ჩვეულებას. წიგნის ბოლოს სალვადორი მოგვესალმა, ეს იყო საოცარი, ერთხელ ადრეულ ბავშვობაში დავწერე მოთხრობა სახელით ,,დასაწყისის დასასრულის დასაწყისი” და მაშინვე გამახსენდა ეს მოთხრობა და გამახსენდა ჩემი მიდინარე ცხოვრებაც.... სასწრაფოდ ახალი წიგნი, რომლის სათაური როგორც არასდროს ისე მესადაგება ,,მაინ კამფი,, უკვე დროა.......დალის მოქმედება ჩემზე იმხელაა, რომ ხშირად ვექცევი უსაზღვრო სურეალიზმის ჩარჩოებში და პარანოიდ გრაფომანად ვიქცევი ხოლმე სულ ცოტა ხნით....... და მინდა გითხრათ, რომ ,,მე ვიმყოფები განუწყვეტელი ინტელექტუალური ერექციის ვითარებაში და ყველაფერი ჩემს გულისთქმებს უმართავს ხელს,, © სალვადორ დალი