Thursday, July 29, 2010

შუაღამ-ეთი-ს დროს დაწერილი რამ...

დღეს კი დამცდა წუთისოფლის ამაოებაზე სიტყვა, თუმცა იმდენად ვადაგადული თემაა, რომ ამაზე საუბარი ასე ღიად, ზედმეტად ყურადღების მიქცევადაც კი შეიძლება ჩაითვალოს დღევანდელობაში... საერთო ჯამში ლაკონურად რომ ვთქვათ კიდევ ერთხელ, ამაოებაა ეს წუთისოფელი, მიუხედავად სილამაზეთა მთელი ფეიერვერკებისა...და მოდით მიზეზ-შედეგობრივი კავშირების მთელი წყებიდან ამოვქექოთ რაღაცეები... "ტყუილი ვთქვა? შევიქმნები ტყუილისა მოამბე რად...მართალი ვთქვა?" და აქ ვჩერდებით... სიმართლის ავკარგიანობის გარჩევას არც ვცდილობ, თუმცა ვიტყვი რომ სიმართლესა და ტყუილს შორის გენდერული თანასწორობაა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს ეს...მათმა თანასწორობამ ამ ეპოქის უღირსი რამ გამოაგდო მუცლიდან და ეს მხოლოდ მათი სინთეზია... სიმართლის სადარაჯო დიდი ხანია მიგდებულია და ლპება წყალში ჩაგდებული ხის მორივით, სიმართლეს არცერთი ბაგე ღაღადებს და მაინც ითხოვენ ადამიანები ერთმანეთისგან სიმართლის თქმას...და სადაა სამართალი...სამართალი შეჭამა დრომ, შეჭამა ხალხმა...და ხალხმა შეჭამა მაინც ეს დრო...წუთისოფელიო, სამართალიო, ამაოებაო...სადაა? სად?! მეგობარი ვუწოდე, ნათესავი ვუწოდე, და ვუწოდე, ძმა ვუწოდე, მშობელი ვუწოდე, თ ა ნ ა მ ო ა ზ რ ე ვუწოდე....და სადააა? რატომ გათელეს, როგორც ხმელი ბალახი...აქაც უსამართლბას ვაბრალებთ? რომელიც ოდესღაც გაჩნდა ისტორიულად თუ არაისტორიულად და გარკვეულ კრიტერიუმად იქცა?...არა და არა...ადამიანო შენ რას აკეთებ, შენაო... მდაბიოობა არისო და თვით ??? აი აქ ჩნდება მკაფიო ხაზი საცოდაობისა...ადამიანების საცოდაობისა...ხორცის საცოდაობისა...ხორცი ლპება, ყროლდება და უფრო მეტად ყროლდება რამდენადაც სიცოცხლეშივე დააწყებინებ ლპობას...
ღამეა...საუკეთესო სიჩუმეა გარეთ...ფართოდ გაღებულ ფანჯარასთან ვზივარ და თავში აზელილი ფრაზების გაფილტვრას და აქ დაწერას ვცდილობ...ცოტა შვებაა... ჩემს თავში მდებარე ჰელიოცენტრული სისტემა არ ღალატობს საკუთარ თავს და არც მე და დისბალანსისკენ ყველაზე ნაკლებად მიბიძგებს...ალბათ ყველაფერი მაინც მოლოდინის ბრალია...მოლოდინის რომელიც მალე შეგვახვედრებს მე და ზღვას და პოსეიდონი ისევ ხელგაშლილი მომეგებება ზღვათა სამეფოში...
ესეც მცირედი გადახვევა შეჩერებისთვის... )