Saturday, May 21, 2011

- - - - - -

წესით ის ეტაპი უნდა იყოს ჰორიზონტს რომ უყურებ ჰორიზონტობდეს, მაგრამ აი რა ხდება...იდეები თავისუფლად კი დაფრინავენ და შემოქმედებითად ვიხარჯები, მაგრამ წეღან როცა ლამაზ ბანტს ვკრავდი გულსაბნევისთვის, კანკალმა ამიტანა, გაიარა ყველა უჯრედი და რიტმულად ამაფორიაქა. მიზეზები არც ისე ცოტა და არც ისე უმნიშვნელო. ზოგადად საკუთარ თავს ვთხოვ ყოველთვის ბევრს, ადამიანებისგან კი მხოლოდ ყურადღებას ვითხოვ, ეს არის ჩემი მაქსიმუმი სხვა ადამიანების მიმართ მოთხოვნებიდან.
ნუთუ ბევრია?
დღეს დაღლილი ვარ, მაგრამ მაინც წონასწორობას ვინარჩუნებ, ზოგადად შევეჩვიე ამ კონდინციას, საუკეთესო მდგომარეობაა წონასწორობის მდგომარეობა, მიუხედავად გარკვეული შინაგანი წინააღმდეგობებისა და პროტესტებისა.
აი ადამიანებს არ ესმით, როცა რაიმეს "ეჭიდებიან" ან შეეჭიდონ ან ნუ აგდებენ ნახევრადშეჭიდებულს, არასდროს მესმოდა ეს. იქნებ ეს ჩემი უარყოფითიცაა რომ მე ბოლომდე "შეჭიდება" მჩვევია და არსებობს რაიმე დაუწერელი კანონი ამის ცდომილების შესახებ? არა ხო :/
გული მწყდება და არც იმას დავწერ რაზე მწყდება, მაგრამ გააზრებულად და სწორად მწყდება გული და ესაა ცუდი ზუსტად...აი როცა რაღაც პროცენტით ეჭვი მაინც გეპარება შენი გულის წყვეტის სიმართლეში მაინ გაქვს იმედი რომ არ ხარ სწორი შენს გულის წყვეტაში, მაგრამ როცა არ არსებობს ეჭვი, აი ამ დროს გრძნობ მთელი სიმძაფრით ამ გრძნობას.
რაიმე კარგი წიგნი მინდა...

How I wish how I wish you were here...ისევ pink floyd-ის ქვეშ ვწერ : )

Sunday, May 15, 2011

song of hope...

Hello?
Is there anybody in there?
Just nod if you can hear me.
Is there anyone at home?
Come on, now,
I hear you're feeling down.
Well I can ease your pain
And get you on your feet again.
Relax.
I need some information first.
Just the basic facts
Can you show me where it hurts?
მლაშე გემო იგრძნობა...სიმლაშეს წყალი უხდება, წყალი კი ყველაფერს აქრობს, რეცხავს და შლის. ეს ის დროა როცა ადამიანებთან კონტაქტი იზღუდება და მკაცრად განსაზღვრული მოქმედებები იკავებს ადგილს, ამიტომ მოვდივარ აქ და ცოტას ვთავისუფლდები.
დედოფალიო...გილიოტინაო...სცენაო...ნიღბებიო...წავიდა გენაცვალე ის დრო, წავიდა.
რა მენატრება და სადმე გაშლილი ადგილი განუსაზღვრელობის გრძნობას რომ ტოვებს, იმ ადგილზე ჩემი საყვარელი მუსიკის მოსმენა, ღრმა ჩასუნთქვა და ძლიერი ჩახუტება. ძნელია როცა სიცარიელე ახლოს არის და არ გინდა მოგიახლოვდეს...არადა მარტივად შეიძლება წელიწადის ამ სეზონით ტკბობა.
ასეა თუ ისე დავაკვირდი რა, აღვნიშნავ რომ გაჭირდა და თან ისე რომ ეს სიტყვა შეესაბამება ცხოვრების ყველა ასპექტს, განსაკუთრებით გაჭირდა ჩვენში, ადამიანებში. გვიჭირს ფიქრებში, გვიჭირს მოქმედებებში, გვიჭირს თავისუფლებაში, გვიჭირს საკუთარი მეს დაცვაში, გვიჭირს არსებობა...რატომ და ძირითადად ჩვენი სურვილების დათრგუნვაში ვატარებთ ცხოვრებას და საკუთარი თავის ჩარჩო პირობებში მოქცევას ვცდილობთ, ვითომ ასე იმ "ერთის" მიღწევისკენ უფრო წინ მივიწევთ, თუმცა ის "ერთი" ძირითადად არ არსებობს და ცხოვრების გარკვეული ეტაპის ბოლოს აღმოვაჩენთ რომ ნახევარზე მეტი სიცოცხლე იმაში გავლიეთ რომ იმ "ერთისკენ" მივდიოდით, არადა ყველაფერს რომ დავაკვირდეთ მარტივადაა, როგორც წესი ყველა დროსა და სივრცეში წინ გვიდევს პირობითი "განძი" რომელიც შენია, უბრალოდ უნდა გამოიყენო სწორად, მაგრამ ჩვენ რისი ადამიანები ვართ რომ ლაბირინთის დასაწყისში არ დავდგეთ და იქიდან ვეცადოთ განძის ძიებას. ეხლა ვინც ამას წაიკითავს, იტყვის ამას უყურე გამოაცხო რაღაც სიტყვები და თავი შემოქმედი ჰგონიაო...არადა მე მხოლოდ იასამნის სურნელი მინდა, დიდი სივრცე, მუსიკა და ჩემ თმაში გახვეული თბილი ხელები...

Friday, May 13, 2011

same

დღეს რაღაცეებს ვფიქრობდი ორ უკიდურესობაზე და მხოლოდ ამ ორის არსებობის აფსურდზე, მაგრამ აი ეხლა მივადექი იმ აზრს რომ არსებობს ორი უკიდურესობა ერთ რაღაცაში, ესაა "გაგება" და "არ გაგება" აქ მესამე არ არსებობს...მესამე მხოლოდ მისაღებია ნებისმიერი სხვა მოვლენისთვის.
და რა ხდება? აი ერთ დღეს ავდექი და მივხვდი რომ ცხოვრების მრავალფეროვნებებს შორის უმრავალფეროვნესობამ გაიელვა...ნუ კაი გაიელვა. შემდეგ გამოიელვა...ნუ კაი ესეც გამოელვება. და ბოლოს დადგა ჩემს წინ და შემომაჭყიტა, ოპტიკური ილუზიებიდან ტვინამდე მივიდა და დავჯექი. დიდი ხანია ასე არ მოვკალათებულვარ, თბილად და მყუდროდ, უბრალოდ სხვანაირად და სწორად.
მაგრამ ჰოი " " მეთქი და რად გინდა...ისევ ვუბრუნდებით ნაწერის დასაწყისს.

და საერთოდ მე ხშირად უკიდურესობის მესამე მხარეს ვემხრობი, რომლის ახსნას ამ ნაწერში არ ვაპირებ, დაინტერესების შემთხვევაში პირადად მივიღებ კითხვას...

1-ის 25 წუთია. მარცხენა ხელზე ჩამოდებული თავი დამძიმებულა. რატო არაფერს ვუსმენ? ეხლა ეს ნაწერი მოწუწუნე ინსომნია დამართული ადამიანისას გავს და მეცინება :)არც ინსომნია მჭირს, არ წუწუნი მჩვევია, უბრალოდ ვერ ვისვენებ. აი როცა ვერ ვისვენებ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ მოვისვენო, ნუ აქაც არსებობს გარკვეული რისკები და ამ რისკების არასწორად გათვლის შემთხვევაში, ჩემი ხისტი ხასიათის მექანიზმი იწყებს მუშაობას და ყველაფერი ექცევა სულ სხვა მხარეს, მაგრამ და აქ არსებობს ერთი მაგრამ რის უკანაც სიტყვების კორიანტელია.
აქ უნდა დავასრულო...რაღაც გაწყდა ჩემში სამწუხაროდ და იქნებ ძილში გადაებას...