Thursday, October 28, 2010

///

გა20და9ვდა უკვე...ბლენა ან ბნელა...ცას ისევ გაურკვევლად მუქი ფერი აქვს...
ძილთან მოსული ეს სიტყვებიც პოსტად ქცეული ანომალიაა, მიყვარს ასეც ხოლმე...თავში გეგონება ჭანჭველების ჯარი დადის და ეს ჭიანჭველები ნელ-ნელა ჩამოდიან სხეულზე, ჯერ კისრიდან ჩაუყვებიან ზურგს, მერე ყელიდან ჩადიან ნელ-ნელა და მთელ სხეულზე გედებიან... მომართავ ათივე თითს მათ მოსაშორებლად და თვალებიც მინაბული მიყვება ყველა ხელის მოძრაობას და ერთიანად სიამოვნების მორევში ეშვები... წამებშვე უბრუნდები რეალობას და ხვდები რომ თვალების 1/2 უკვე ღრმა ძილშია და მეორე 1/2 კი იმიტომაა ფხიზლად რომ ლოგინამდე მისასვლელი ბილიკი დაგანახოს...
უკვე ჭიანჭველებიც აღარ დადიან...ზამთრის სუსხი შემოეპარა სახსრებს...გაზაფხულის სითბო ხელის მტევნებს...შემოდგომის ფერადოვნება კი თმებს...ზაფხული არ ჩანს...

ტვინში არსებული მაგისტრალები გადაიკეტა...


ერთხელ როცა პატარა გოგო ვიყავი, მინდოდა დიიიიდი გოგო გავმხდარიყავი...

გავითიშე, მეძნება....

Tuesday, October 5, 2010

ერთი დღე.../ანუ უსინათლო ნათება და ჩაის ამნეზია..

დაბრუნდა რუხი დღეების აღლუმი...მინორი მოიტანა...ყველა სადღაც ბუნაგის სიმყუდროვეს ეძებს, ზოგი ცხელ სასმელს ეტანება, ზოგი მუსიკას უსმენს ამინდის შესაბამისს...ზოგი თბილ პლედშია გახვეული ვინმე მეორესთან ერთად...ზოგი მარტო გახვეულა და ელოდება მეორეს...ზოგიც მარტოა და არც არავის ელოდება...
თითო წვიმის წვეთზეა დამოკიდებული ემოციის სიმძიმე...
ჩვეულებისამებრ გაისმის ცის კიდობნიდან სამგლოვიარო ზარები...ვიღაცა ჩუმად გოდებასაც ასწრებს და ბნედადაცემული ფიქრების ერთ წერტილზე კონცენტრაციას ახერხებს...
ასეთ დროს, როგორც წესი, ჩემთვის დავდივარ გაყურსული ფიქრებში, უჟმური სიცივე შემომიჩნდება ხოლმე და სახეამრეზილი ვხვდები თითოეულ გამვლელს, თუმცაღა მაინც ვცდილობ ღიმილიანი მზერა მქონდეს, ღიმილი ხომ ერთგვარად რაღაცა დადებითის გაცემაა...
ნაბიჯები...ჩქარი ნაბიჯები...მხარზე გადაკიდებული საშლელი, კვალის წასაშლელად...კვალის რომლისაც გრცხვენია...კვალი რომელიც ისევ მწარედ გაჭერს წიხლს...მუსიკა კი თან გდევს როგორც დემონი, რომელიც ყველაზე ბნელ კუთხეში გელოდება...
ერთი პატარა ქუჩა...ქუჩა თბილი და მეწამული...ქუჩა სადაც უბრალოდ სასმელში ჩაძირული სულები ბოდიალობენ..სხედან..ეწევიან...კოცნიან...ეხვევიან...ცეკვავენ ტანგოს...
ლამპიონმა ზემოდან დამხედა და მთლად გასხივოსნებულ ალქაჯს დავემსგავსე...ოდნავ გავიწიე...ახლა უკვე ჩემი ჩრდილი უაზროდ საშიშ ზმანებას ჰგავდა...დამღალა ასეთ რაღაცეებზე დაკვირვებებმა... ჩამოვჯექი ერთ მორიდებულ ბარში...დაიწყო ჩაიში ხრჩობის სეზონი? დაიწყო...და დავეშვი ფინჯნის ფსკერზე მძიმედ...გარშემო ახრჩოლებული თამბაქო საყლაპავი მილიდან ჩადიოდა...ჩადიოდა და მთელ სხეულს ამძიმებდა...დავახველე რამდენჯერმე...დავიღალე...ავდექი და გამოვუყევი ქუჩას...
თითოეული მოქმედების ბანალური აღწერაა, თუმცა ეს რეალობის თანმდევია...
ჩემი ჩრდილი დავინახე, ცეკვავდა...არ მივაქციე ყურადღება, უბრალოდ მორიგი აკვიატება მეგონა... დავინახე წითლად მოელვარე ბაფთა თმაზე...დავინახე მორიდებულად საკინძე გახსნილი კაბა... დავინახე ხელის ხელზე შეხება... დავინახე სხეულების მიახლოება და ერთ სხეულად მოძრაობა...წითელი ბაფთის შეხსნა და აურაცხელი ტალღის ჩამოყრა მხრებზე...ნისლი დავინახე რომელმაც შთანთქა ჩრდილი...ეს ყველაფერი დავინახე ხიდიდან ხიდზე...