Thursday, August 6, 2009

Fullmoon Mysticism/ანდაც ატავიზმი ბინდისას...


ისევ და ისევ მაღალი იმედების თანხლებით იწყება ყოველი ნაწერი....ალბათ ოცნებამდე მისასვლელი კიბე უფრო გრძელდება...
ხანდახან რა ძნელია ყელში გაჩხერილი ოთხკუთხედი ბურთის შეკავება ისე, რომ არ გადმოინთხეს გარემოში მოძრავ საგნებზე, ისე რომ შხამიანი მალამოსავით არ მოსდო ყველას გულზე...არადა ნუთუ ძნელია ხურდასავით მიგდებული სულის ნუგეში....

სავსე მთვარის თანხლებით მოცეკვავე ადამიანის გვამი წამის მეათასედში უთხრიდა ძირს რეალობას, რეალობას რომელიც ფანტაზიებითაა სავსე...მთვარეზე გამოკიდებული სონეტი და მისტიციზმის სრული ზეიმი....სისხლში მოძრავი ნოტების ალესილი ნაპირები ვენების ჩეხვით მიდიოდნენ გულის გონებამდე..... ირეალური ალტერ ეგო და ფამილარულად შემოკედლებული ბიუსტები...გაქვავებული ადამიანობა და ტყავიდან გამოსული თავისუფლება....იცით ეს ყველაფერი მისტიკაა, რომლის მონაწილე ყოველი ადამიანია, რომლის თითოეულ მონაწილეს აქვს შანსი იყოს ჰომოსაპიენსი და არა ადამის სახელის ჰიბრიდი... ამ ყველაფერს მხოლოდ ნაბიჯები სჭირდება, წინ წადგმული ნაბიჯები, რომელიც ოდესმე ოქროს კიბემდე ან დამპალხავსმოდებულ კიბემდე მივა...De nihilo nihil....


შთაგონება მაძლევს ნებას ან პირიქით, რომ მოსული აზრები მარია ანტუანეტასავით გავწირო დასაწერად...
სუნთქვა...სუნთქვა.....



http://www.youtube.com/watch?v=gELhNbDcLE0


Acta est fabula, plaudite!

Tuesday, August 4, 2009

Sub silentio....


ისრიმისფერი აქვს ყველა ფიქრს....ეს არ იყო ფანტაზია.....

ვსწავლობ რა ფრენას, ყველაფერი ერთგან იყინება...

აზრები პარალელურ განზომილებებზე, იმაზე რომ ჩვენ სადღაც კიდევ ვცხოვრობთ, რომ სადღაც კიდევაა ჩვენი ადგილი, რომელშიც შეიძლება არ დავიკარგოთ, სადაც ყველა თავის სატარებელს ღირსეულად ატარებს....

მომბეზრდა....ესე მგონი არ ვყოფილვარ დარწმუნებული იმაში, რომ სრული სიმარტოვე მინდა, სადაც ისევ და ისევ მხოლოდ მე ვიქნები...

პირველად მე გარდავიცვალე, როგორც ლედი მაკბეტი, მეორედ, როგორც მარიამ სტიუარტი და მესამედ მინდა გარდავიცვალო როგორც გალა, რათა ისეთივე უკვდავყოფილი ვიყო როგორც თავისი გალარინა უკვდავყო დალიმ, ისეთივე ატომური ვიყო ჩემი თითოეული კორპოსკულით......ისეთივე ამაღელვებელი, როგორიც ბოტიჩელის ,,ვენერას დაბადება,, და ისეთივე მისტიკური, როგორიც ბრეგელის ,,სიკვდილის გამარჯვება,,.......

,,მე ერთმან ერთგზის ერთს ვუძღვენ თავი” და ეხლა დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა რომ ეს ერთი მხოლოდ საკუთარი თავი უნდა იყოს, თავი რომელსაც არავინ უძღვნის თავს და ეს ილუზიები მხოლოდ ცოდვის კარიბჭეებში ნადგურდება...


ხმები, მათი ექოები და მუსიკის ძალა.....







Wednesday, July 29, 2009

Echoes.../ with laughter...


მექანიკურ დროს ერთი პატარა ნაწილი ამოუვარდა უყურადღებობისას და მექანიკის იდეალური სიზუსტე დაირღვა...

უარყოფითი რღვევის ხმამ გაიარა სხეულიდან სულში და თითოეული კორპოსკულა აშალა მუსიკალური ინსტრუმენტივით....

შორ ექოებს გენიის ტალღები მოაგორებენ....და სისხლისმსმელ ვამპირებივით იპყრობენ ფსიქიკას..... Echoes.... საფლავებს შორის..... ქვად ქცეულ ხსოვნებს შორის...ხსოვნა, რომ ქვად იქცევა, მანდ იქცევა ადამიანიც...

აი ეხლა მინდა ჩემს მეგობარ სასაფლაოზე....რა მინდა იქ? ზუსტადაც რომ სამარისებური სიმშვიდეა....ზარების ხმა იქ უფრო კარგად მოდის და მათი ექო ჰორიზონტალურად ვრცელდება....იქ სიმშვიდით გისმენენ და არაფერს გეტყვიან შენს მიერ ნათქვამ ნებისმიერ სისულელეზე თუ გენიალურობაზე....იქ არავინ გაგკიცხავს შენი ეგოიზმის გამო და შენნაირობის გამო...თავჩახრილები იზიარებენ ყველაფერს, ან უბრალოდ ყველა თავისთვისაა და შენ არავინ გაქცევს ყურადღებას, მათთვის შენც მორიგი საფლავიდან ამოსული მოსეირნე სული იყო შეიძლება....


ისევ სიმაღლეებზე გამოკიდებულ ბროლის ბურთებს შევყურებ შორეული დედამიწიდან...

კედლები....კედლები....


The grass was greener....



Tuesday, July 28, 2009

Triumph of...


აი ამინდი რომელიც მინდოდა..... რა გენიალურად ჩამობნელდა ცა...თითქოს ჩამოწოლას აპირებს და ყველა მოკვდავს ამაზრზენ აღსასრულს აღუთქვამს..... ოთახშიც შემოვიდა ცის ეს გოდება....ნელა, ჯერ ფარდას შემოეხვია და მერე ჩემამდეც მოაღწია.....


მიწას პირი ეღება და სულები ამოდიან, რათა პანდორას ყუთის საიდუმლოება გაანდონ მოკვდავთ... და შემდგომ სასახლის მოჩვენებებივით უკან ჩაბრუნდებიან.....

სამეფო ჯადოებს ძალა ეხსნებათ და დიდების ზენიტს მოკლებულნი უსუსურად იფანტებიან აცახცახებულ საფლავის ქვებს შორის....

აი ხმა ისმის ჩრდილოეთის ტყეებიდან....ხმა რომელიც სიკვდილის ბილიკს მოყვება, ხმა რომელიც შემზარავი და დამთრგუნველია თითოეული უბრალო მოკვდავისათვის.... მათთვის ვინც პარალელურ განზომილებებს არ ცნობს და ბედისწერის ყეფის ხმას არ უგდებს ყურს.... გეშინოდეთ უბრალოების, რამეთუ იგი გამარჯვებას ჰპოვებს თქვენზე და ისედაც დათრგუნულ არსებას უფრო დაგითრგუნავთ....

ზარებმაც დაიწყეს რეკვა..... დროა განვსაზღვროთ განუსაზღვრელობა.....

Monday, July 27, 2009

Die Hebriden / ანუ ჰიპერკუბური სხეულის ჰიბრიდი...


დღეს მინდა იწვიმოს და The Rain Song-ს ჩავრთავ......

ძალიან კი მომიხდებოდა წვიმა...რაღაც ეგეთ ხასიათზე ვარ... თან გაურკვეველი წარმომავლობის ჟანრის სიმღერებს ვუსმენ დილიდან.....

რაც მთავარია GOING TO CALIFORNIA-ს უკვე მოვუსმინე და კიდევ ერთხელ შევიგრძენი ბედნიერებამიღწეული ადამიანის უბედურება...

ყველა სული ჩარიგდა და აი ზარის ხმაც.... ringin' of the division bell had begun.....

ჰორიზონტები კარგავენ ფერებს და უკიდურეს სურეალიზმში იკვლევენ გზას....

კედლები ნელ-ნელა ალიზისფრად იქცევა და ჩამოქცევას დაიწყებს.....

დავჯდები ისევ ფინჯანით ხელში და შოტლანდიელი დედოფლის ბოდვებს წავიკითხავ...და ვიფიქრებ სირბილის შეწყვეტის შემდგომ როგორ გაანადგურებს ჩემს ოცნებებს ხორცსაკეპი მანქანა....

ხანდახან დროის განუსაზღვრელობა პანიკით მიპყრობს.... აწყობილის დანგრევას ვიწყებ და დანგრეულის აწყობას...ეს ორი სადღაც ეჯახება ერთმანეთს და ერთ მომენტში ორივე მიწასთან სწორდება....ხანდახან ასეც კარგია....

ფერს კარგავს ყველაფერი და ისევ მუდმივისრბოლა....იმედია ამ ეტაპს არ გავყვები....

The endless river....



Ars longa, vita brevis !!

Sunday, July 5, 2009

The Wall/ანუ მანკიერების ეპიცენტრული სისტემა....


დღესდღეობით ტრადიციის გაგება დამახინჯებულია.....
ადამიანების მიერ ტრადიციის მსგავსად ქცეული რაღაცეები არ შეიძლება მივაწეროთ ტრადიციებს, უფრო მანკიერი თვისებები შეიძლება იყოს ეგ....
დრო....ესაა საჭირო რომ ,,დაიწმინდოს,, საზოგადოების წეს-ჩვეულებანი..... რომ ადამიანები წავიდნენ პროგრესისაკენ..... პროგრესის აღქმაც თავისებურია, ამიტომ საზოგადოების ,,დაწმენდის,, პროცესში უნდა ვითარდებოდეს ისეთი ერთიანი ხედვის მექანიზმი, რომელიც ძირითად ნაწილს მისცემს საშუალებას პროგრესი და რეგრესი განარჩიონ ერთმანეთისგან...

აქ კიდევ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტიც, მანიკერი თვისებების დამგმობი ადამიანების მიმართ მსგავსი ფრაზები: ,,შურიანი ხარ,, ,,დაკომპლექსებულო,, ,,შენ არ შეგიძლია და იმიტომ,, ,,ბოღმა,, და ა.შ. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი, თუ არა დეგრადირებულ გონებაზე....ხომ შეიძლება ეს გმობა აღქმულ იქნეს, 1.როგორც სხვის მიერ გამოხატული სუბიექტური აზრი და პატივი ეცეს ამ აზრს. 2. სხვის ეს აზრი ერთხელ მსუბუქად მაინც იქნეს გაანალიზებული...... არა ! ეს ხომ არ შეუძლიათ, ერთადერთი მიზეზის გამო, გაუნათლებლობა! განათლებაში არ შედის მხოლოდ სკოლა და უნივერსიტეტი და ,,ბიძია თომას ქოხი,,-ს წაკითხვა.... პირველი, რომ შინაგანი კულტურა უნდა მოსდევდეს ადამიანს, რის შედეგადაც ოჯახისა თუ სხვადასხვა ინსტიტუტებიდან შეიძენს სწორი აღქმისა და გაანალიზების უნარს, ეს გამოიწვევს მის შემდგომ ინტერესს არამარტო მატერიალური ფასეულობების მიმართ, არამედ არამატერიალური ფასეულობების მიმართაც....

საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოიტანს პირად და საზოგადოებრივ ,,კეთილდღეობას”.....


და რამ გადამაწყვეტინა ამის დაწერა? ბოლო დროს ჩემს გარშემო განვითარებულმა რამდენიმე მოვლენამ, რაზეც ძალიან ვხალისობ....

Monday, June 22, 2009

Buried Alive In The Blues...

სიკვდილს ცეკვა შეუძლიაო.....დიდებული ჰიპერკუბური სხეულის შემხედვარეს ეგ იდეაც კი გაგიქრება... ბოლო დროს ვეღარაფერს ვგრძნობ მუსიკის გარდა...... გრძნობა გრძნობის გაქრობის შესახებ მქონდა, მაგრამ არა ამ დონეზე....ფაქტობრივად ხანდახან ვერც ვიჯერებ რაოდენ ჩემთვის უცნობ სიტუაციაში ვარ, თუმცა მოვერგე....ხანდახან ასეცაა ხოლმე Live for today, tomorrow never comes.... მაგრამ ხვალინდელში ის ერთი პატარა ფრაზა ყოველთვის რჩება....
გრძნობა მხოლოდ საკუთარი თავის შესახებ, გრძნობა საკუთარი სიმაღლეების შესახებ....
უკვე ამ დროს მეწყება ხოლმე ზღვის უაზროდ ნდომა.....ზღვა ჩემთვის ყველაფერია, წყალი, რომელსაც საუკეთესოდ ესმის ჩემი, რომელმაც არცერთხელ გამწირა, ფაქტობრივად მის ფსკერზე ჩაძირულიც კი... მიყვარს მზის ჩასვლა ზღვაზე და გაფაციცებით იმის ყურება რომ დავინახო ბოლო სხივის სილურჯე.... თუმცა ოპტიკური ილუზიები იქვე ინგრევა, რომელიც ჯერ არ ყოფილა....
ის ჩემი ბლუზია, რომელიც ყოველთვის ფსიქოდელიურ კომპოზიციად იქნება ჩემში.... piece of my heart....

Sunday, May 10, 2009

ე-რთი..../Walking The Back Streets

ვუსმენ...Albert King......დღემ არ ვიცი პოზიტიურად თუ ნეგატურად ჩაიარა......
ბრბო ბოლო დროს გამწარებულია....
ერთმანეთს წიწკნიან ათასი მიზეზეს გამო....
პოლიტიკური თუ რელიგიური კუთხით.......
ნაკლების და სილამაზეების გამო......
ზოგს საკუთარი განდიდება ღუპავს, ზოგსაც საკუთარი თავმდაბლობა, ზოგიც ოქროს შუალედით კმაყოფილდება და მას, რა თქმა უნდა, უარყოფითად შეაფასებენ შურის შხამნაგემები ადამაინები.....
ზოგი დაჩვეულია შორიდან ყურებას...ყურებას.... და ბოლოს ერთიან ბოღმად დანთხევას....
ერთი რამ ვერ გამიგია, რა უნდათ? ყოველთვის მაინტერესებდა....არავის უფიქრია თავისთვის მშვიდად ყოფნა? მარტო თუ არამარტო, ისე რომ ამის გამომზეურებას არ ეცადოს? იყოს ვიღაც წყალწაღებული თვითმკვლელობას მონატრებული და არ იყვიროს....არ გადასდოს და არ მოახვიოს სხვას თავისი უხერხული პირადი ემოციები...
ეხლა ვიღაც იფიქრებს ამას რა ჰგონიაო.....უკაცრავად და არ მაინტერესებს....
მინდა ნაკლები ბოღმის, შურის და ამაზრზენობების გარეშე ცხოვრება, რადგან ჩემიც მყოფნის.... არადა არ ვარ ,,ცოტაც და ფრთები რომ ამოუვა,, ისეთი, არასდროს ვიყავი და ვერც იქნება ჩემნაირი ადამიანი.....
Ludwig Van Beethoven...
ჩემი ძილის დროა უკვე 20 წუთია......მშვიდი ძილი.....

,,მე ერთმან ერთგზის ერთს ვუძღვენ თავი,, და ამ ერთის უკან რამდენი ერთია თავშეყრილი....

Monday, May 4, 2009

1970-იანებიდან


მშვიდი გაზაფხულის საღამო....

ჰაერში უცნაური სურნელი გაჟღენთილი.....

ჯინსი.....მოტკეცილი კუბოკრული ,,საროჩკა,,..... გრძელი გაშლილი თმა...... დიდი სათვალე...ვარდისფერი მინებით.... ხელზე სამაჯურები.... უცნაური გულსაკიდი.....

კედები.......

ერთი ბოთლი ლუდი.......სიგარეტი.....

გარშემო 1970-იანი წლების ფერებია.....

მუსიკა.......თუნდაც Janis Joplin........ მე ხომ ამის დაწერა მისმა მუსიკამ შთამაგონა....


ეს მე ვიყავი 70-იან წლებში.....


ყველაფერი სხვა იყო.... სხვა ფერი...სხვანაირად უსმენდა ხალხი მუსიკას....სხვანაირად უყვარდათ.... სხვანაირად გრძნობდნენ თავისუფლების ხელოვნებას.....

ვუდსტოკი......



just flower children..... ყველაფერი აქედან დაიწყო.....





Thursday, April 23, 2009

Killer Queen....Vivat regina!


გენიალური ამინდია შთაგონებისთვის........დილით გავედი.....ამრეზილი იყო გარშემო ყველაფერი....ჩავრთე Janis Joplin - Kozmic Blues რა გენიალურად ედებოდა ხასიათს და გრძნობას.... ნელ-ნელა დროები ირეოდა, მომენტები ქრებოდნენ და ჩნდებოდნენ..... ამ დროს ყველაზე დიდი შედევრების შეგრძენება შეგიძლია...იმ მუსიკალური შედევრების რომლებიც მსოფლიოს გენიოსებმა დაუტოვეს......

.....ჩაი მოვიმზადე თითქმის ჩემებურად...გზაში ნაყიდი ფუნთუშა ვაშლის ჯემით და მოვედი აქ.... ჩავრთე დიადი Led Zeppelin - Tea For One.....ამას მოყვა The Battle Of Evermore....შემდეგ Dazed And Confused...The Rain Song......... და ასე გაგრძელდება... და ბოლოს ჯაზი.....ჯაზი რაც ამ ამინდს თავის გენიალობას უფრო გაუმძაფრებს... წაგიყვანს შორს, ღრმად ფიქრებში....ღრმად ყველა მოვლენისკენ...იგრძნობ რომ რაც დაიბადე იმ მომენტიდან დაიწყე კვდომა.... იგრძნობ რომ შენი ,,ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე,,....... დაეკიდება ცას სალვადორის გამდნარი საათები და წუთების უკანთვლას დაიწყებს.....შემდგომ ჩარიგდება უამრავი ტილო მოდილიანის....რემბრანდტის.....ბოსხის.....ვან გოგის......ბოტიჩელის....მონეს.... კლიმტის....და ყველა ფერს ერთმანეთში არევენ და კაცობრიობას კიდევ ერთ დიდ კითხვის ნიშანს დაუსვამენ.......Pink Floyd - High Hopes....ზარების რეკვით იგრძნობ წამის მეათასედს.....,,The ringing of the division bell had begun”.........
In The Rain-Light.....სასწაულია..... რაღაც მისტიკური ირაციონალიზმის შეგრძნება მოაქვს....so strange.....
შეგიძლიათ მოუსმინოთ.......http://www.link.ge/file/240010/Led-Zeppelin---In-The-Rain-Light.mp3.html

ყველაფერი წარმავალიაო.....არარსებობს....წარმავლობა არ წარმავლობას ჩვენ განვსაზღვრავთ.....მთავარია ძალა გქონდეს რომ არ გახადო წარმავალი....თორემ ადვილია ყველაფრის გაშვება....და ბოლოს რჩები რა.... ცარიელი.... აი ესაა.....სიცარიელე რომლის დასაწყისშიც უკვე მოკვდი.... ადამაინებს ავიწყდებათ, რომ მოკვდავები არიან..... Mater memento mori !




...................
Walking side by side with death
The devil mocks their every step, ooh-ooh-ooh
The snow drives back the foot that's slow
The dogs of doom are howling more
They carry news that must get through, ohh ohh
To build a dream for me and you
They choose the path where noone goes
They hold no quarter
They ask no quarter
They hold no quarter
They ask no quarter
The pain, the pain without quarter
They ask no quarter
Yeah, without quarter, quarter, quarter, yeah
They need no quarter
The dogs of doom are howling more, gimme quarter
I hear the dogs of doom are howling more.................