Friday, April 9, 2010

M e t a m o r p h o s e n / Golden Age...

მწუხრის ზარებმა დაიწყეს რეკვა... ჩამოეფინა ბუნების ყველა ნაკვთს...და დადგა წყვდიადი... დიდებულებას შავი მარგალიტები მოსავდა მხოლოდ... გვირგვინში იხლართებოდა მწარე ეკლები... სიმფონია უფრო მძიმდებოდა და ფიქრი შორეული, ღრმა ზღვის შესახებ უფრო ახლოვდებოდა, ზღვა რომელიც ლეთეს ალტერნატივა იყო, ზღვა სადაც დიდი ცოდვა-მადლი ტრიალებდა...

გილიოტინა კეთილშობილებას !!!

გაიტანეთ ეს ჩაკლული სულები, უკვე ყარს... !!! მომგვარეთ ყველაზე მოწყენილი ჯამბაზები და ჩადრით მოცეკვავე ქალწულები... სასმისი შემივსეთ ახალდაკლული თხის სისხლით...
გაისმა ტაში და მუსიკა... !!! სიმფონიამ თავისი ქნა... უამრავი ნიღაბი ტრიალებდა მის გარშემო... მომღიმარი ახალგაზრდები... ფერები ერთმანეთს ცვლიდა, თითქოს პალიტრაზე ყოფილიყო... ხარისხიანი ფერები... იჯდა სცენის უმაღლეს ადგილას და სარკასტულ ტაშს უკრავდა საკუთარ თავს... მოდიოდა რაღაც დასასრული...ეპოქა სრულდებოდა...იჭვნეულობდა ცოტას...
მარგალიტებმა კვდომა დაიწყეს და ყველაზე უძირო უფსკრულის ფერი ხდებოდნენ... გვირგვინი კი უფრო და უფრო მძიმდებოდა...

აანთეთ ყველაზე დიდი კოცონი, თქვენ ყველაზე დიდებულ გარდაცვალებას ნახავთ !!!

Vivat Regina !!!

Tuesday, April 6, 2010

///\\\

იყო ზაფხულის ერთი საღამო...თბილი და ზღვიანი...
ამ საღამოს იყო სალამი...უბრალო სალამი, საღამოსავით თბილი...

იყო ზაფხულის ბოლო დღე...ბოლოჯერ ზაფხულიანი...სასიამოვნო და მოულოდნელი...

იყო შემოდგომის ერთი დღე და დაიწყო...
იყო ლამპიონებით განათებული ძველი თბილისის ქუჩები.....იყო ღიმილი...იყო სიცილი...იყო ტირილი... იყო თბილისი და იყო გული... იყო თბილი სიო თბილისში...

რაც მეტად მოდიოდა ზამთრის სიცივე, მით უფრო მოდიოდა სითბო...მოდიოდა რაღაც დიდი და მოვიდა...იყო ერთგულება და იყო ადამიანობა...იყო ზამთარი და ისევ ძველი თბილისის ქუჩები...ისევ ლამპიონები...ისევ ემოციები...იყო რაღაც დიდი და იცოცხლა ცოტა ხანს...

მერე შეეცადა სიცოცხლის გაგრძელებას...მაგრამ ლუციფერმა იხელთა დრო...იხელთა და წამოეწია წაქცეულს...შხამიანი ვაშლი...

ისევ ეცადა და იფიქრა რომ ფეხზე დადგებოდა, იცოცხლებდა და მიწას მოაშორებდა დასამარებულ ჩაკლულ სულს...როცა იფიქრა რომ მზე ისევ თბილად ანათებდა და სხივი არ იყო უბრალოდ მზის არამედ სიკეთისაც იყო, მაშინ გამჟღავნდა შხამიანი ვაშლის გემო...

არადა გულით იყო... გული რომელიც ცდილობდა ბოლო წამებს ჩაბღაუჭებოდა....

Friday, March 26, 2010

Yesterday.../ ანუ ორი ერთისთვის და ცალცალკე...

1968 წელი... ლივერპული...
ერთ სახელოსნოში ორი სულიერი სიჩუმით ბობოქრობდა...ერთი რამ ჰქონდათ და ის ერთი ვერ გაეყოთ, ერთზე ბჭობდნენ და სხვადასხვა ენაზე, ერთისკენ მიდიოდნენ და სხვადასხვა გზებით...

- რატომ უყურებ მასე, არ მოგწონს?
- კი ძალიან, რა კარგი ვარ...
- თუ გინდა დახიე...
- რას ამბობ, ძალიან მომწონს თქო, თუ ეგრე ძალიან გინდა შენთვითონ დახიე...
- დავხევ, აი ამ დანით, ცოტა ხნის შემდგომ (უჯრიდან დანა ამოიღო)
- ნეტა ვინ გითხრა ეგ ქენიო...

სიჩუმე ჩამოწვა... თვალები აავსო რაღაც უხილავმა,უნდოდა შემოხვეოდა და დაეცვა დახევისაგან... თავის სკამს მიუბრუნდა, ყავით ხელში და ახლა უკვე გვერდიდან უყურებდა ტილოს, რომელზეც თვითონ იყო გამოსახული...ახლობელი მელოდიები გაისმა...ისევ სიჩუმე იყო ჩამოწოლილი, ორი სხვადასხვა განზომილების სიჩუმე, რომელიც იმ სახელოსნოში იკვეთებოდა... თვალები არ შორდებოდა დახატულ თვალებს და ხედავდა ძველს...თავის ძველ სახეს, საიდანაც ძველი ის ილანდებოდა, ძველი აზრები მოდიოდა...Metamorphosen...ცრემლი წამოსცდა...დაენანა... მეორე სულიერი კი თამბაქოში გახვეული ერთ ადგილას ტრიალებდა...მიუახლოვდა პორტრეტს და უკვე თავისი ქმნილების პირისპირ იყო... უყურებდა და არ ეჯერა რომ ცოცხალი იგი იქვე იჯდა და ასე სახეცვლილი...რაღაცით ივსებოდა და იცლებოდა...მის გულში იფლითებოდა და მთელდებოდა ნახატი...მაგრამ თვალებს რას უზამდა? ხედავდა მის წინ აღმართულ მზიანი უდაბნოს ქვიშისფერ და ბინდში მოხალულ მიწისფერ ტონებში შექმნილ გრძნობას...ყელში რაღაც იჩხირებოდა...უყურა ერთხანს და თავი ხელებში ჩარგო...რა ექნა? უნდა ექნა რამე რომ?
ცოცხალი პორტრეტი კი გაქვავებული იჯდა... და უყურებდა შემოქმედს...ძღვნად მადლობას უგზავნიდა არსებობისთვის, მისი სახის უკვდავყოფისთვის და იმ ნაპერწკალისთვის რომელიც უფსკრულს ანათებდა...

უკვე გვერდიგვერდ იყვნენ...ცოცხალი პორტრეტი იჯდა...შემოქმედი იდგა... ორივე ერთიდაიგივეს უყურებდა, ერთიდაიგივე დახატულ სახეს...ორივე სხვადასხვა სიყვარულით უყურებდა და ორივეს სხვადასხვა სინანული მოსდიოდა თავში...ორივეს სხვადასხვა გული სტკიოდა...

დრო სიჩუმით გაილია...
საღამოს ბინდი მიადგა ტილოს...

”გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი...”

ქუჩაში ორი სულიერი მიაბიჯებდა...

Monday, February 15, 2010

Nihil..../ just...little world...

დავიღალე....
არ ვიცი...ალბათ ეს ის ეტაპია ყველაფრით დავიღალეო რომ ამბობენ ხოლმე... არადა ყველაზე ნაკლებად მინდოდა ამ ყველაფრით დაღლა...არცერთი საქმე მღლის სამწუხაროდ... სულიერმა ,,საქმეებმა,, დამღალეს...არადა ეს არც დაღლაა... უბრალოდ რომ აღარ გინდა ესაა... 1კვირა სადმე წავიდოდი...დავისვენებდი და ვიცი რომ დავბრუნდებოდი ისევ ისე ვიქნებოდი...მაგრამ მინდა... რაც არ მოხდება...ყველაფერს იმას რაც მაწუხებს აქ რომ ვტოვებ და რომ ვეღარ შემაწუხებს მაგის ქვეცნობიერი არ ნდომა ჩნდება...

რეალურად ერთი რამ მაწუხებს, მაგრამ იმდენად ,,ვიტყუები,, ამ რაღაცასთან მიმართებაში, რომ საკუთარ თავსაც არ ვუმხელ...ხო... არადა ეგ მაწუხებს...თუმცაღა მაგ ,,რაღაცამაც,, არ იცის რომ ,,მაწუხებს,,... და ეგ ,,რაღაცაც,, ხანდახან მგონია ჩემნაირად რომელიღაცა განზომილებაშია...

მინდა ზაფხული იყოს... ავიდოდი სადმე სახურავზე მზის ჩასვლისას...ავიტანდი ერთ ქილა ლუდს...დავჯდებოდი... საკმაოდ გამთბარ ჰაერს შევისუნთქავდი და პატარა ფურცელზე დაწერილ ჩემს სურვილს დავანაკუწებდი და გადავყრიდი სახურავიდან...ან თუნდაც იქვე დავტოვებდი...


ხო... არადა საერთო ჯამში... ზედმეტად ვიგრძენი....

საკმაოდ ზედმეტად...

Tuesday, November 24, 2009

სახელად არაფერი

,,რა იციან მეგობრებმა თუ რა ნაღველს იტევს გული...” - ო...და მშვენიერი დილის ყველა გრანდიოზულობა ღამისეულ ფიქრებში შთაინთქა....
სამყაროში ყველა ერთმანეთს რაღაცას ეცილება, ამ შეცილების აზრიანობა რომ არა დიდი ილიაც წამოდგებოდა საფლავიდან და მისაყვედურებდა მისი ფრაზის ხელყოფისთვის... ერთმანეთს შეცილებით გააქვთ ადამიანებს დროის მუდმივისრბოლის მონოტონურობა, ამით სძენენ რაღაცა ხიბლს ამ დროს...ამითი ამართლებენ საკუთარ არსებობას დედა სამყაროში..... პოეზიის აზრის და შინაგანის პაექრობაა, როცა თავის მონას შუა ღამეს გველნაკბენივით ათქმევინებს გესლიან ტკბილ სიტყვას.... თავიდან როგორც გარკვეული დისონანსი ისე აღიქმება და შემდგომ მოგონების ჟღერადობას იძენს და ბინძურ ენას სიკეთის გზით სიარულისკენ უბიძგებს, ლეშზე მომდგარ ნერწყვს თავისუფლად დინების საშუალებას აძლევს, როგორც გაწაფულ ოსტატს...
ჰიბრიდები......განიცადეს მეტამორფოზა ჯადოსნური ფლეიტის ფამილარული შემოჭრით...
გავავლოთ ზღვარი წარსულსა და აწმყოს შორის...რამეთუ წარსულში ჩვენ ყოველთვის მხოლოდ ერთი გვრჩება, საკუთარი თავი, რომელიც რამდენადმე პატარა იყო ასაკით და ჰასაკით... მთავარია ამის გვჯეროდეს....
მაშასადამე და იმედი მაქვს ეს სიტყვაც ისე არ იქნება აღქმული როგორც ლეონარდო და ვინჩი ძმები ეგონათ.... ,,ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს....”

Friday, November 13, 2009

When all are one and one is all...

ხასიათს შეეტყო გვიანი შემოდგომიანობა...ზამთრის მძაფრი სურნელი შემოიპარა და ცხელ ფინჯანზე შემოხვეულ ხელს აეტუზა...მარტო ხელს?..
დღე დღეს მისდევს და საერთო ჯამში დროის დიდ აბლაბუდაში თავის ადგილს იკავებს...
მელანქოლიის აღზევება და დღეების უკანთვლა...საით მივექანებით...
ნუთუ იმდენად ღრმად იყო გადგმული ჩემში ასი წელი რომელიც მარტოობას უდრიდა რომ საშიშროება მოახლოებულ ცხოველს ვგავარ, რომელიც მძაფრი შეგრძნებებით იკარგება რეალურსა და ირეალურს შორის...მოდის დიდი კითხვის ნიშანი და ეს მხოლოდ საკუთარ თვთან...უკანსვლა და მარტივ მამრავლებად დაშლა...
მე არ მესმის რაოდენ სიმძიმილის ატანას აქვს ადგილი...ნუთუ ამდენი რამ რაც ბედნიერების მომტანია არ აღიქმება ბედნიერებად...???!!!
მხოლოდ ერთი სულიერი...

დღე როდესაც შეიჭრა ძილის ფაზაში მაშინ ჩრდილოეთის ზარებმა ჩამოჰკრეს და დიად ნათელს გაუხსნეს კარიბჭე...ნათელი შეგნების სრულყოფისთვის, ნათელი სრულყოფის სრულყოფისთვის...ყოველი სიმფონია რაღაცის შემადგენელი ნაწილია და ის რაღაცა რაოდენ დიდადი უნდა იყოს, რომ ამდენს იტევდეს...ადამიანი ნუთუ? ადამიანი ყველაფერს იტევს...იგი ხომ უპირველესისგან წარმოიშვა...და შესაბამისად ყველაფერს პირველად წარმოქმნილს იგი იტევს...
რატომ გადავწვდი ადამიანის რაობას, ნუთუ იმდენად გავრბივარ, რომ უკვე მნიშვნელობა აქვს დაკარგული განხილვის საგანს...ოღონდ ეხლა არ გავიქცე...დავრჩე და დავრჩები კიდეც...მე მხოლოდ ერთისთვის ვრჩები... მთავარია ასეთ დროს, იმ ბეწვის ხიდზე ხელი კი არ მკრან, არამედ გამომიწოდონ და გადამიყვანონ...

Friday, November 6, 2009

Deus Vobiscum !!!


დიდი ზარზეიმით გამოიყვანეს ღვთის ტარიგი საინკვიზიციო ტრიბუნალზე...ზედა რიგები ანგელოზთა რიგებს შეევსოთ, ქვედა რიგები კი წესისამებრ მეფისტოფელის მოხელეებს.... ყველა რაღაცას შესცქეროდა, შესცქეროდა კაცობრიობის ცოდვის კიდევ ერთ ფარისევლურ ხორცშესხმულ ზმანებას.... ღმერთო სამართალიო! მაგრამ სამართალი დიდი ხანია ლეთეში ცდილობს გზის გაკვლევას....
მისი უდიდებულესობა როგორც წესი შუა რიგებში იჯდა და შეპარული ღიმილით უყურებდა ყოველივეს... წარმოსახვაში უამრავ ჰიპერკუბურ სხეულად ქცეული გვამი იყრიდა თავს და უსიცოცხლო თაყვანისცემით უკოცნიდა კაბის ბოლოებს...
მისთვის ყოველივე სულერთი იყო....მხოლოდ თამაში უდიდეს დაფაზე, სადაც დედოფლის პოზიციის შენარჩუნებისთვის სხვა ფიგურები უმალ უნდა დაიღუპონ....

გუმბათოვანი დიდებულება ჰორიზონტალურ სურვილებად რომ დაიშლება, მაშინ იქნება ალბათ უდიდესი ზეიმი კოსმიური უსულობის შეგრძნებისა...
და აი ტარიგმა უკანასკნელად დაიჩოქა და ისევ სამართალს უხმო....მის გამჭვირვალე თვალებში უკანასკნელად აირეკლა ზეცის დიდებულება და უსულოდ მოწყვეტილმა მიწიერი ჯოჯოხეთის კარიბჭიდან დაიწყო დაღმასვლა საუკუნო ჯოჯოხეთამდე...

ყოველი სამი ქმნის სრულყოფილებას...მესამე ალბათ რაღაც ამოუცნობი, რომელიც ცდება ღმერთსა და ლუციფერს...
როგორც ყოველთვის Deus Vobiscum my friends : ))

Sunday, October 18, 2009

19.../ Ego Et Rex Meus.../


...........

დრო ჟამი სივრცეში გადასვლისა უსივრცობიდან... ჰორიზონტზე დაბრუნება და სიცივის შეგრძნება, ჩრდილოეთის ქარები ჩანაცვლდა.....და აი აქ გაისმა წერტილების დასმის მკაფიო ხმები....ხმები რომელიც ყურს ამძიმებს....სიმძიმე მხოლოდ ყურის?

it was only fantasy......


?


განზომილების რღვევა...განზომილება სადაც მხოლოდ ცივი მიწის სურნელი და მოჩვენებათა ლანდებში გახვეული ორი მხარეა....სადაც ქალაქის რომელიღაცა უმნიშვნელო გორაკისკენ ჩადის მზე და ლურჯი შუქის ფონზე ირღვევა მისი ჰელიოსური დიდებულება, მისტიციზმის ცივი ნათებით და ამ ორის სინთეზი ბედისწერის ძაღლების ყეფის ფონზე ქმნის შიშს...შიშს სიბნელეში მოახლოებული სიკვდილის ხელისა, ან სიკვდილის მავთულში ფეხების გაბლანდვისა....


მართლად ქცეული ზღაპარი, რომელიც გასრულებას ვერ გადაურჩა...ყინულად ქცეული ფიფქებისგან მომაქმანებული დიიიიდი თბილი ბალიშები, რომელსაც ცხელი ფუნთუშების სურნელი ასდიოდა...


ვერ შეიცვალა.....

Find a queen without a king they say she plays guitar and cries and she sings...


3 წლის მერე ალბათ ვაღიარებ პირამიდაში გარდატეხილ სხივს ან ისევ დირიჟაბლზე მჯდომი ვიგრძნობ ჩემში მის კორონაციას...


დიდი რკინის ჭიშკარი ჭრიალით მოხურა 82 წლის ირაკლიმ.....

vivat rex...vivat regina !

Tuesday, September 29, 2009

***

არსების არ არსებობა.......არამედ უფრო მეტი, ტყუილად არაა ნათქვამი რომ ქალის სახელი უნდა ერქვას არა რაობას, ეს ნიშნავს იმას, რომ რაობაზე რაღაც უფრო მეტს, რაღაც იმაზე მაღლა მდგომს ვიდრე ეს გაცვეთილი რაობაა...

მაგრამ არა ყველა ქალის!

სცენაზე მარიონეტების ჯერი დადგა....ხისგან გამოთლილი უსულო საგნები....ოსტატურად მოხატული სახეები და ამ სახეზე შიშნარევი ღიმილი...ყველას თავისი ადგილი და როლი აქვს....მუსიკა ! ყველაზე უღირსის ჯერი დგება....მას არ აქვს ღიმილი მიხატული....ის იღიმის, ორლესურად.....ღმერთმანი რამდენს მალავს მისი გახებევული მუქი თვალები... დედოფალი მას აძლევს მხოლოდ გასაღებს და სცენის შუაგულში უდგამს ტახტს.....

ცივი ზამთრის ელვისებური ზმანებები და დღეების ისევ გაათებულად თვლა....ახლოვდება და ყინულად ეკიდება წამწამებს...

ერთ ამოსუნთქვაში ჩატეული სურვილები.....სუნთქვა შემეკრა.....

Monday, September 28, 2009

Agnus Dei.../მეფისტოფელის წინაშე


ისევ ამრეზილი დღე... დღე რომელიც შემდგომი დაცემის დღის წინამორბედია...დღე როდესაც შენს წინ უამრავი შავი ალამია ამართული და მათ შორის მოხეტიალე ერთი სული ხარ ერს მოწყვეტილი...


შესდექ ცოდვილო! ნუთუ არ გესმის წვიმიან ტალახში აზელილი შენი ხმა, ტალახმა რომელმაც ისევ შენ უნდა წაგიყვანოს....რომელსაც უნდა ამოეფარო, როგორც ბერიკაცის ულვაშს ეფარება სევდიანი ღიმილი.... მე შენ და შენ მე უნდა უკვდავგყოო თითოეულ ატომად ქცეულიო და ამ დროს უარყოფითად დამუხტულ ელექტრონს დაემსგავსე და უცბად რომელიღაცა მეცხრე სამყაროში უკვდავიყავი...ამას მოუთხრობდა ზღვას და ხარობდა შიზოფრენიის ყოველი წამით.... სიკვდილის ზეიმი სიცოცხლის სადარაჯოს უახლოვდება და ამ დროს ადამიანს აწვება რაღაც კაეშანი გულზე, რომელიც თავისი სიღრმით სამყაროს ერთ-ერთი გასაღების უფსკრულზე ღრმაა, რომელიც ისე მოედება გულს, როგორც თივაში ჩაგდებული ცეცხლის ნაპერწკალი და აანთებს არსებას, აანთებს ისე ღრმად ჩამქრალად როგორც არასდროს....სული სიკვდილის შამბნარში იწყებს ნავით სვლას და უფრო უჭერს ხელს იმ ერთ მონეტას...სიცოცხლის რაობა არარაობაზე საუბარიც კი ყველაზე კარგი თავშესაქცევი ამბავია და ამ დროს ყოველ შენს ძვირფას წუთს ატან ამ წვიმის წვეთებს გარეთ რომ წვიმად წვიმს... და ისიც კი სადავოა ამ წუთს სიძვირფასე ვინ მიანიჭა... იქნებ ამ წუთის გაყიდვა გინდა და ძვირად აფასებ, გაყიდვა რაიმე ეშმაკეულზე და შემდგომ გენიით დადაღული სულის მძმედ ტარება... ეს უნდა...ადამიანთა რომელიღაცა კასტას, რომელიც მუდამ სადღაც იქით შორს, ხან აქვე შორეულ სიახლოვეშია და თავისი სულის თავისუფლება აძლევს ნებას ბურუსით მოიცვას იგი, მასში ჩამალული რომელიღაცა სამყარო, რომელშიც მუდამ ჩრდილოეთის ზამთრის ქარები ქრის....