Friday, May 13, 2011

same

დღეს რაღაცეებს ვფიქრობდი ორ უკიდურესობაზე და მხოლოდ ამ ორის არსებობის აფსურდზე, მაგრამ აი ეხლა მივადექი იმ აზრს რომ არსებობს ორი უკიდურესობა ერთ რაღაცაში, ესაა "გაგება" და "არ გაგება" აქ მესამე არ არსებობს...მესამე მხოლოდ მისაღებია ნებისმიერი სხვა მოვლენისთვის.
და რა ხდება? აი ერთ დღეს ავდექი და მივხვდი რომ ცხოვრების მრავალფეროვნებებს შორის უმრავალფეროვნესობამ გაიელვა...ნუ კაი გაიელვა. შემდეგ გამოიელვა...ნუ კაი ესეც გამოელვება. და ბოლოს დადგა ჩემს წინ და შემომაჭყიტა, ოპტიკური ილუზიებიდან ტვინამდე მივიდა და დავჯექი. დიდი ხანია ასე არ მოვკალათებულვარ, თბილად და მყუდროდ, უბრალოდ სხვანაირად და სწორად.
მაგრამ ჰოი " " მეთქი და რად გინდა...ისევ ვუბრუნდებით ნაწერის დასაწყისს.

და საერთოდ მე ხშირად უკიდურესობის მესამე მხარეს ვემხრობი, რომლის ახსნას ამ ნაწერში არ ვაპირებ, დაინტერესების შემთხვევაში პირადად მივიღებ კითხვას...

1-ის 25 წუთია. მარცხენა ხელზე ჩამოდებული თავი დამძიმებულა. რატო არაფერს ვუსმენ? ეხლა ეს ნაწერი მოწუწუნე ინსომნია დამართული ადამიანისას გავს და მეცინება :)არც ინსომნია მჭირს, არ წუწუნი მჩვევია, უბრალოდ ვერ ვისვენებ. აი როცა ვერ ვისვენებ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ მოვისვენო, ნუ აქაც არსებობს გარკვეული რისკები და ამ რისკების არასწორად გათვლის შემთხვევაში, ჩემი ხისტი ხასიათის მექანიზმი იწყებს მუშაობას და ყველაფერი ექცევა სულ სხვა მხარეს, მაგრამ და აქ არსებობს ერთი მაგრამ რის უკანაც სიტყვების კორიანტელია.
აქ უნდა დავასრულო...რაღაც გაწყდა ჩემში სამწუხაროდ და იქნებ ძილში გადაებას...

0 comments: