Sunday, January 6, 2013

7-ში დაწერილი 1 სურვილი

"მე შენი ანგელოზი ვარ, მხოლოდ შობას, მეტს ვერ შევძლებ"
ღამე, როცა ყველა სურვილი ხდებაო...ეხლა კიდევ ერთი ჩავუთქვი....
"შენ იმდენად ემოციური ხარ, შენში თავმოყრილია მთელი მსოფლიოს ქალებს რომ დააკლდათ ის ემოციები..."
უნაპირო ზღვისფერი ეგო. მე ერთმან....დიახ ერთმან...ახალი დღე და მოლოდინი შიშის.
"მიხარია, მიხარია რომ გიცნობ ! მიხარია რომ არსებობს ქალი, რომელიც ნამდვილი ქალია..."
შორეულმა ქარმა მოიტანა ისევ წუხილი საგორებელ ლოდზე. ოთახი სავსეა სინანულით. მაგრამ ეხლა ხომ ბედნიერების ღამეა, შობის ღამე.
"სულ ვიცი, როცა ადამიანთან მომინდება საუბარი, მოვვარდები შენთან და ყველაფერს გეტყვი...და შენ მომისმენ, შენ ხარ ადამიანი!"
მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს ყოველ შობას, უბრალოდ ერთმანეთისგან განსხვავებული ხოლმე. შარშან და წელს ერთნაირი სურვილი ჩავუთქვი.
"შენ არაჩვეულებრივი ქალი ხარ, მთელი შენი ყველაფრით"
შუაღამის ცხელი ჩაი...მუსიკა და ფიქრებით over the hills and far away.
ყველაფერი იმდენად მარტივია სამყაროში, რომ ენას გამოთქმა ეძნელება და გამოუთქმელობით რთულდება.
ადამიანს რა აკეთილშობილებს?
ყველას თავისი გაკეთილშობილების ფორმულა აქვს, მაგრამ ერთადერთი რამ რაც არ გააკეთილშობილებს ადამიანს, სიცრუეა, სიცრუე საკუთარი თავის მიმართ, სხვის მიმართ, სამყაროს მიმართ...იმიტომ, რომ ამით ქაოსს უდებს საფუძველს...
ეს არც აქსიომაა და არც....მოკლედ ერთ ბრძენს უთქვამს, რომ თუ სიმართლით იცხოვრებ, ყველანაირ კარგს დაუდებ საფუძველსო, თუმცა ეს ბრძენი ისევ მე გამოვიგონე...

შობას ყველა სურვილი ხდებაო...
მინდა ყველას აუხდეს თავისი ჩაფიქრებული სურვილი...

0 comments: