Friday, February 15, 2013

აჩრდillი

საღამო რბილი.
ქუჩაში მიმავალს ჩრდილი ამეკიდა. გავჩერდი...გაჩერდა. განვაგრძე სვლა...გააგრძელა მანაც.  ცალი თვალით მას ვუყურებდი. გამჭვირვალედ ქცეულიყო მთლად, მოღუშული და მძიმე, გეგონებოდა სამყაროს დარდი მასზეა ჩამოკიდულიო, შეციებულიყო. მიწყობდა ფეხს...
თვალებში ცხელა.
ადამიანებისადმი და მოვლენებისადმი უცნაური ურთუერთმიმართება. ხედავ იმას რაც მოხდება და უძლური ხარ. გიყვარს არასწორი და ხარ მართალი. უსმენ მუსიკას და ტირი შემეცნებისგან. უყურებ ზეცას და ხედავ სამყაროს გრანდიოზულობის საიდუმლოს. მიწას ეხები და სიცოცხლის წყურვილის გრძნობა გეუფლება. მოლეკულებად შლი სამყაროს და აწყობ, მისტერიებში ეხვევი და ჩვეულ რუტინას უბრუნდები.
365 დღე დისტანცია. ახლა მე ვის ვაჩვენო სად მტკივა...
მტკივა. ძალიან.
მივდიოდი და მომდევდა ჩრდილი. მომენტებში ძლივს მეწეოდა, იღლებოდა იმისგან რისგანაც მე ვერ ვიღლები.
ადამიანები...ადამიანები დიდი უბედურების საწყისები. არადა სიკეთე ხომ ასე ახლოსაა ადამიანთან. მთავარია იმ ზარს უსმინო, რომელიც შენთვის ირეკება კოსმიური სივრცეებიდან.
უდაბნო და მეკეში. წითელი მზე კანიონებზე ტყდება, როგორც პრიზმაში სხივი. გავარვარებული ქვიშის სიცივე გწიწკნის და გრძნობ, რომ ისევ იქ გინდა, იქ სადაც ღმერთებს არ ეშინიათ ღრუბლებით თამაში, სადაც ცა ყველაზე ცოცხლად ჩამოგექცევა თავზე და მთვარის ჭერა ხელის გულით შეგიძლია, სადაც ჰაერის გამჭვირვალობა გაბრმავებს და შენ შენ ხარ.
ყველას თავისი ჩრდილი ყავს სატარებელი.

0 comments: