Friday, April 11, 2014

Mehman

ტაში შემოჰკრა და დარბაზი განათდა.
პროპორციულობის შეგრძნების დაკარგვა დიდად ძნელი რამ ყოფილა. ხედავ როგორ მირბის თეთრი კურდღელი და ვერ ეწევი, შენ ხომ არ გქვია ალისა.
არც საოცრებათა ქვეყანაში ხარ და არც ცისფერი კაბა გაცვია. საქართველოში ხარ, სადაც ორმოები ნელ-ნელა იზრდება და შენც შავ-თეთრი სამოსი გაცვია.
სტუმარი.
თვალუწვდენელ ქარაფებს იქით შენი თავისუფალი სამყაროა, სადაც "მუჰიბის" ნაწყვეტები ცხელ ჰაერში აბრეშუმივით იშლება. შენ მხოლოდ ის მარცვალი ხარ, რომელიც უდაბნოში ცდილობს აღმოცენებას.
თმა - გაკლაკნილი.
თვალები - ნუში.
სურნელი - ოკეანის.
შენს წინ იგება და ინგრევა კოშკები, ირევა უდაბნოს სილაში და ფეხის გულით გრძნობ როგორი წარმავალია. ხანდახან ასპიტნაკბენივით ცდილობ წინააღმდეგობას გარესამყაროსთან, გინდა იყო მოხეტიალე გლახაკი.
შენ ხარ ეპიცენტრი შენი სამყაროსი.
შენ ხარ მზის ამომავალი ქვეყანა და ოკეანე რომელშიც იგი ჩადის.
შენ ხარ ყველა ოცნების დასაბამი და დასასრული.
შენში ხარობს ხე სიცოცხლისა.
შენ ათენებ დღეს გაზაფხულის სურნელით და აღამებ ვარსკვლავებით მოჭედილი ცით.
შენ ხარ სტუმარი ამ სამყაროში, რომელიც რომელიღაც ღვთისაა.
მადლიერება არ დავივიწყოთ.
მადლიერება თუნდაც 1 წამით.

0 comments: