Wednesday, February 11, 2009

Leda Atomica/ახალი ეპოქა/

ქარის ქარიზმატულობა თავბრუსდამხვევია, ისეთივე თავბრუსდამხვევი, როგორც ეხლა მე მაქვს თავბრუ დახვეული...დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის ფორმისებურად აღვიქვამ ყველა საგანს და მოვლენას... ყოველდღე იხვეწება ჩემი მომავალი, თითო ახალი დეტალის შემატებით კვარცხლბეკზე ასვლით აღტყინებულ რაღაცას ემსგავსება...თან ამას ასეთი დამშვიდებით იმიტომ ვწერ, რომ ვიცი ისე იქნება როგორც მინდა, აქაც დალურმა კადნიერებამ იჩინა თავი...მე ხომ ზოგადად აღფრთოვანებული ვარ სალვადორით, მისი ხლოვნებით, რაშიც მისი პიროვნების მართვის პარანოიდულ-კრიტიკული მეთოდი ჩანს კარგად, მხოლოდ მათთვის ჩანს ვისაც აქვს ხედვა....ხედვა მაქსიმალიზმიდან მინიმალიზმამდე, უბრალოებიდან მისტიციზმამდე და ნორმალურობიდან შეშლილობამდე.....სხვა დანარჩენი ფარსი და იაფფასიანი სპექტაკლია, სადაც ორგროშიანი მსახიობად ქცეული ჩუჩელები თამაშობენ. ერთი პატარა ამბის ფილირება ხდება მგონი ჩემში, ხანდახან ვცდილობ შეწინააღმდეგებას, მაგრამ ამის გარდასახვა საოცრად, გამდნარი ყველივით ხდება, ისე რომ არც ღირს ხელის შეშლა...ეს ახალი ეპოქაა!!! ეპოქა სადაც მწვერვალამდე დიაპაზონი სულ უფრო მცირდება.... დღეს ბოლო ფურცელი წავიკითხე ,,ერთი გენიოსის დღიურის,, ჩემმა მოუცლელობამ მაიძულა თვეზე მეტი ხნის წინ დაწყებული წიგნი დღეს დამემთავრებინა... წიგნებს ძირითადად კლასიკური მუსიკის ფონზე ვკითხულობ და დღესაც არ ვუღალატე ამ ჩვეულებას. წიგნის ბოლოს სალვადორი მოგვესალმა, ეს იყო საოცარი, ერთხელ ადრეულ ბავშვობაში დავწერე მოთხრობა სახელით ,,დასაწყისის დასასრულის დასაწყისი” და მაშინვე გამახსენდა ეს მოთხრობა და გამახსენდა ჩემი მიდინარე ცხოვრებაც.... სასწრაფოდ ახალი წიგნი, რომლის სათაური როგორც არასდროს ისე მესადაგება ,,მაინ კამფი,, უკვე დროა.......დალის მოქმედება ჩემზე იმხელაა, რომ ხშირად ვექცევი უსაზღვრო სურეალიზმის ჩარჩოებში და პარანოიდ გრაფომანად ვიქცევი ხოლმე სულ ცოტა ხნით....... და მინდა გითხრათ, რომ ,,მე ვიმყოფები განუწყვეტელი ინტელექტუალური ერექციის ვითარებაში და ყველაფერი ჩემს გულისთქმებს უმართავს ხელს,, © სალვადორ დალი

0 comments: