Thursday, November 27, 2008

ყრუ გენია/ანუ 9/

ძალიან ძნელია იმაზე საუბარი რაც ამხელა სიამოვნებას განიჭებს...მითუმეტეს თუ მუსიკას ეხება და როცა ეს საუბარი შემიძლია უსიტყვოდ მუსიკაშივე ჩავტიო და ისე გადმოვცე....
უბრალოდ ბევრი ახსნისა და სიტყვების მაგივრად აი ჩემი ბოლოდროინდელი ემოციები...

საერთოდ, განსაკუთრებულად მეორეზე რაღაც ანომალიური გრძნობები მეუფლება : )) აიიი 7:24-დან ნელ-ნელა....ნელ-ნელა.... დააა უკვე 7:45-ზე ცაში ხარ.....


ასეთი ზეამაღელვებელი მუსიკის ფონზე ღამე მშვიდობისა ყველას.....

http://www.link.ge/file/154173/Beethoven.rar.html

Wednesday, November 26, 2008

სცენიდან აკიდებული როლი/ანუ ფოტოგრაფის აჩრდილი

1935 წელი...იანვრის გაყინული დღეები იყო... მახსოვს სპექტაკლი....სცენიდან ძალიან დაღლილი ჩამოვედი... როლი კაბის ბოლოზე მეკიდებოდა... ჩქარი ნაბიჯებით წავედი მოსასვენებელ ოთახში... შევედი... ორი ფინჯანი ჩაი დამხვდა მაგიდაზე.... იქვე ფოტოგრაფი იჯდა...მისი მზერით მივხვდი რატომაც იჯდა იქ...და მისი დაღლილი ფოტოაპარატი მე რომ მელოდებოდა...ხმა არ ამოვაღებინე და ვუთხარი ,,არა,,..... ,,კი მაგრამ....დროა...უნდა გადაგიღო...” - გაისმა მისი ხმა...დავჯექი....ჩვეული მანერით დავლიე ჩაი...თან ვფიქრობდი...ვფიქრობდი იმაზე თუ რა აზრი ექნებოდა...როლი მაინც არ მშორდებოდა.... რამდენიმე წუთში ენერგიული შეხედულებით ავდექი და ,,ჩქარა, ჩქარა...დრო არ მაქვს...დაღლილი ვარ....”.......



მალევე დავამთავრეთ გადაღება.... ავიღე ხელჩანთა, ჩავიცვი პალტო და სუსხიან ღამეში გავუჩინარდი......

Monday, November 24, 2008

გვიანი შემოდგომის გრაფომანია/ან უბრალოდ Swan

იწურება... მთელი ძალით 6 დღეში ჩატევით ქრება შემოდგომა... რაღაც ამ გვიანმა შემოდგომამ ჩემში ფენიქსოლოგიისადმი მძაფრი დამოკიდებულება გამოავლინა... მრავალ სხვა ბედნიერებასთან ერთად ჩემთვის უსაყვარლეს სურეალიზმში აღმოვაჩინე ერთგვარი მიმდევრობასავით, რომელიც აშკარად იწვევს უარყოფითს, ესაა ,,პოპ-სურეალიზმი,, ... ზოდადად პოპ კულტურისადმი ჩემი დამოკიდებულება მაქვს, რომელსაც განვავრცობ იმედია და ჩამოყალიბებულად დავწერ....


დრო, როცა თავს ფუტურისტად გრძნობ შინაგან მესთან....ბურბონი ადამიანისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი თვისებით შემკობილი, როცა კბილების ერთმანეთზე დაჭერით თავს გრძნობ რაღაც ერთი საფეხურით ზემოთ, როცა მთელი ძალით მოუწოდებ საკუთარ თავს Nosce te ipsum... ესეც კანიერების კიდევ ერთი ნაწილაკი... : )
ოსკარ უაილდის ერთი ფრაზაა: ,,ბევრი ფიქრი ყველაზე საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ამისგან შეიძლება მოკვდე, როგორც ყოველი ავადმყოფობისგან” ამის გაგება ორგვარია და ძირითადად, რა თქმა უნდა გაიგებენ პირდაპირ და აი თურმე ჩვენი ტვინის 3% თუ ავამუშავეთ ესეიგი ესეც საჭირო არ ყოფილაო და სრულად ბედნიერნი იმ 3%-საც ჯანდაბაში გაუშვებენ... : ) არადა...პირიქითაა...ზუსტადაც ბევრ ფიქრს მივყავართ ჭეშმარიტებისკენ, ოღონდ თავდაპირველად ფიქრი ფიქრზე, ანუ განსაზღვრო რამდენი კუთხით წარმართო ფიქრები...ფიქრი მაშინაა საზიანო, როცა ერთი მიმართულებით ჩაკეტილი აზროვნებით მიდიხარ... ეს კი იმდენად ახლობელია დღევანდელ საზოგადოებაში... ესეც ჩემი პირადი მოკრძალებული შეხედულება....
ყველაფერი იქით და კლასიკურობის მოწოდების მწვერვალზე ვარ.... შინაგანად თუ გარეგნულად, თუ მუსიკის მხრივ თუ შემოქმედების მხრივ..... : )






Tuesday, November 18, 2008

The Endless Enigma/ანუ ანტი მონიზმი


ვინაიდან და რადგანაც caecus non judicat de colore, მეც მივუშვი...დავანებე...ოპტიმალური არჩევანი ჩემმა ალტერ ეგომ, რომელიც მუდამ რაღაცას მიჩიჩხინებს დამანახა და მეც მშვენიერად დავინახე... როგორც გიომ თქვა რაც მეტს ლაპარაკობენ ადამიანზე, ესეიგი ის ადამიანი პოპულარულიაო : ))))) ხოდა ხშირად მახსენდება ეს ნათქვამი.... ესეც ასე...რაც მეტი პრობლემა არის მით მეტად იზრდება ადამიანიო, ამას მე დავუმატებდი იმას, რომ ხშირად ზრდის საპირისპიროც ხდება, ამის ნათელი მაგალითი არც ისე ნაკლებია...ხოდა გმადლობ უხილავო ძალავ რომ საპირისპირო არ გამოიწვიე ჩემში... და ამ ყველაფერთან ერთად შევამჩნიე პატარა ფორმალიზმის ნაწილაკები შემომპარვია, არ აქვს მნიშვნელობა კერძოდ რა საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ ვიპირები რომ ფილისტერი არასდროს ვიქნები : ))) Est modus in rebus... რაღაც სისადავეა ერთი შეხედვით, მაგრამ მთელი წყობა რექვიემისა ქმნის უაღრესად ზეამაღელვებელ ფონს... ფონი რომლიდანაც გაქრა ჭორიკნების ერთ ბუდეზე შესვლის სურვილი და მრავალი გამქრალი ადამიანი ლისტიდან... ესეც ორიენტირი ჰარმონიის უდიდესი გზისკენ... აღარც ,,მანიაჩკა,,....აღარც ,,მარიონეტი,,....და ზოგადად ესეც ჩემი სალვადორ დალისეული კადნიერება : )

აი გენიალობა სად იმალება ხოლმე....

http://www.link.ge/file/148093/Beethoven-Ludwig-Van---Symphony-9-2-Molto-Vivace.mp3.html

Wednesday, November 12, 2008

Клаустрофобия/ანუ ანტითეზისური მდგომარეობა

დღის პრელუდია ძალიან ჩვეულებრივი იყო..... დასასრულს კი..... პიკი......როდესაც ჭიქა ჩაით ხელში Dave Brubeck-ს ვუსმენდი და ნელ-ნელა შემოიპარა.....ალტერ ეგომ ერთი შემომძახა ,,a tempo! " და უკიდეგანოდ სენსუალიტმა მე თვალებს მოვუწყვე კორონაცია ცრემლებით.... გუშინ დანახული ვითომ შეუმჩნეველი იასამანიც თითქოს ცხვირწინ ამეფარა..... ამ დროს Mozart - Requiem............Requiem ანუ კათოლიკური განსასვენებელი ღვთისმსახურება, რომელიც იწყება სიტყვებით: ,,მარადიული სიმშვიდე მიანიჭე მათ ღმერთო...” და მართლაც მარადიული სიმშვიდე დეზინტეგრირებულთ....... !!!


ჩემი ემოციის კრიპტომნეზია....რომელიც ამ ფოტოს გადაღებისას მქონია....



Monday, November 10, 2008

ყველა სიტუაციას მორგებული როლი

არის ერთი რამ, ბავშვობიდან ერთი ოცნება მაქვს, ყოველთვის მინდოდა მსახიობობა, თუმცა ამას დღემდე არავის ვეუბნებოდი... იშვიათად თუ მითქვამს ვინმესთან... კინოსა თუ ზღაპარში ყოველთვის მიზიდავდა უარყოფითი როლის შემსრულებელი მსახიობები... როცა ვთამაშობდით მე და ანა ყოველთვის ბოროტი დედოფალი ვიყავი... : )) მერე სადღაც მეცხრე კლასიდან ადოლფ შიკლგრუბერის, ანუ ჰიტლერის მიმართ მაქვს უდიდესი სიმპატია, დღემდე...(,,მაინ კამფი,,-ს წაკითხვა დღემდე ვერ მოვახერხე), გენიალურად გამოსდიოდა უარყოფითი როლის თამაში ცხოვრებაში, დიდი მოაზროვნე იყო...
კინო...წიგნი...სცენა...ყველგან უარყოფითი როლი.....
ასეა დღემდე...უარყოფით როლებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემს ცხოვრებაში...იმიტომ, რომ მათი ახსნა ერთგვარი რაღაც ,,ფაზლივითაა,,.... ასკეტიზმით შეპყრობილი და ფორმალისტი უარყოფითი პიროვნებები... და ამ დროს მე სადღაც ვყვირი Allegro molto !!! ძნელია ძალიან ყარყოფითი როლის შესრულება, დიდი ნებისყოფა უნდა და უნარი ყოველგვარი სენსუალურის დათრგუნვისა... ვაფასებ ცხოვრებასა თუ სცენაზე უარყოფით პერსონაჟს... თან ორთოსივით ორი თავი რომ აქვთ ყველას, უბრალოდ უხილავად.....დიდი ხელოვანები არიან ასეთი ადამიანები...


ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შეხედულებანი... : )

Saturday, November 8, 2008

შემთხვევები/ეთი/ანნა

რა კარგი ამინდია.... ჩემ ამინდს ვეძახი ასეთ ამინდს.... ესეც ერთგვარი კადნიერება... : )
გავცივდი...

დღეს ძალიან მინდოდა წასვლა ერთ ადგილას... სადაც ჩემი და არის წასული... ბარონესა ემა ნიკოლსონთან შეხვედრაზე... გადასარევი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში მაგ ქალმა, როცა ასე არც კი 2 თვის წინ შეხვედრაზე ვიყავი... ნუ დახვეწილობის პიკია ეგ ადამიანი... რომ ვუყურებ ასოციაცია მიჩნდება ინგლისურ ჩაისთან, თან ინგლისელია... ძალიან სპეციფიკური საუბრის მანერა აქვს... ჩემი დის დამსახურებით შევხვდი მაგ ქალს და Mr.Potter-ს... მათ პროექტში, ასე ვთქვათ მოწინავე რიგებშია ანანო... ნუ აქვს რაღაც ჩემს დას ისეთი....განსაკუთრებულად გაოცებული იყო ბარონესა ემა, როცა ანამ აჩუქა თავისი ტუშით დახატული ძველი თბილისის ხედი. ეს ნახატი დღეს ლონდონშია... ნუ მოკლედ კვირაში 6 დღე ამ პროექტს თან ყვება ანანო.... მაგარია როცა შენი და გგავს... თითქმის ერთნაირად ვაკეთებთ ყველაფერს... რაღაცეებში ის უფრო მეტს, რაღაცეებში მე უფრო მეტს...საერთო ჯამში ვწონასწორდებით და ყოველთვის ჩქარი ნაბიჯით მივრბივართ გამოფენებისკენ : ) ყველაზე მაგარი მომენტი, როცა ორივე გამოწყობილი, ის ბერეტით, მე 30-იანი წლების ვარცხნილობით... ყელსახვევები... ჩვენი გაკეთებული მინანქრის საყურეები და ჩქარი ნაბიჯით გამოფენისკენ, გზაში ათას რაღაცაზე ვლაპარაკობთ, ასევე ჩქარი ტემპით... : )



ანას გადაღებული მე.....

ჩემი გადაღებული ანა.....



ხო და ესეც წარმატებული ანა და ემოცია დაუოკებელი ემა : )))

Wednesday, November 5, 2008

Friendship/ანუ ლევანჩო

ლევანი....მახსოვს მესამე კლასში გვერდიგვერდ ვისხედით და რვეულზე დახატულ ვეფხვებზე ვმსჯელობდით, რომელი უფრო მოერეოდა... : ) გავიდა დრო... დღეს უნივერსიტეტში ვსხედვართ გვერდიგვერდ... და რატომ ვწერ ამ წუთას ლევანზე...კარგად ვიცი ლევანი როგორი ადამიანიცაა, მუდამ ერთნაირი ემოციით, არცერთი ზედმეტი სიტყვა, ადამიანი რომლისგანაც ვერ შეწუხდები, არც კარგს იგებ მისგან არც ცუდს... ეს ზოგადად და ისე უთბილესი უსაყვარლესი, კეთილი და კარგი ადამიანია, თვალებზეც ეტყობა : )უერთგულესი ადამიანია... და მისი ეს ერთგულება დღეს განსაკუთრებულად აღმოვაჩინე... რაღაცაზე ვსაუბრობდით, და შემთხვევით რაღაც წამოსცდა და მე ეს სიტყვა დავიჭირე...დავუწყე მეთქი რა რა რა რა....შევუჩნდი... არაფრის დიდებით მეუბნებოდა... ჯერ გამიკვირდა რომ ამდენი ხანი როგორ არ ამბობდა ერთ პატარა ნიუანსს, როგორ ადამიანურად ინახავდა იმას რაც 6 თვის წინ უთხრეს....მოკლედ მთელი ამბების მერე არ მაწყენინა და მითხრა... ნუ ამ ნიუანსმა რაღაცნაირად დამაბრუნა წინანდალში... დამაბრუნა დროში როცა წინანდლიდან დავბრუნდით და ასე შემდგომ... მაგრამ ფაქტი ის რომ უერთგულესი და უკარგესი მეგობარი რომ მყავს კიდევ ერთხელ დავინახე... ძალიან მიხარია... ესეთი ადამიანები ძალიან იშვიათია, განსაკუთრებულად ჩემთვის წარმოადგენენ იშვიათობას... ბოლო დროს ძალიან გამიცრუვდა იმედი გარკვეულ ადამიანებში.... რომლებიც პრინციპში ახლობლად მიმაჩნდა, თურმე სულ ტყუილად, ილუზიები რაღაც განსხვავებულობასა და ადამიანობაზე დაიმსხვრა...
ასე რომ ლევან თუ წაიკითხავ ამას ვიცი მეტყვი ,,ვაი შე საცოდავო რეებს ბოდიალობო” : ))) გადასარევი მეგობარი ხარ ლევან....

Saturday, November 1, 2008

Work Place/ანუ მრავალმნიშვნელოვანი სახელოსნო

დღე არა პირველი....არამედ მერამდენიღაცა...





ავდექი, გავიხედე, მერე გამოვიხედე....





ზეშთაგონებას შევხედე და ნიშნული ნულს აჩვენებდა... გადაიდო მინანქარზე მუშაობაც, თუმცა ვგრძნობ რომ უახლოეს მომავალში ერთ-ერთი გენიალური ტიხრული მინანქრის სამაჯური შეიქმნება ჩემი დამსახურებით... ერთი სურეალისტური ნახატი მაქვს დასასრულებელი იმასაც მერე დავასრულებ... სახელოსნო სადაც ცხოვრებას ვაპირებ იმის დალაგება, კედლების მოხატვა და მსოფლიოში ერთ-ერთი გენიალური ფარდების გაკეთებაც გადაიდო... ნუ ამ გენიალობას მე შევქმნი, რა თქმა უნდა, მე თუ შემწევს მაგის გაკეთების უნარი... ჩარჩო რომელიც ელოდება იკებანანარევ ნახატზე მორგებას უქმად დევს სახელოსნოში... სანათის ორი საჩრდილობელიც ელის ჩემს ”ინოვატორულ” და ”კრეატიულ” ზეშთაგონებას...მათგან ხომ განუმეორებელი დეკორაციები უნდა შევქმნა...ერთი მუსიკის თემაზე, მეორე კიდევ მოვიფიქრებ რაზეც.... თან მთავარი ისაა, რომ მთელ მსოფლიოში მარტო ერთი იქნება ეგეთი სანათის საჩრდილობლები, რადგან ჩემი ორი ხელით იქნება შექმნილი... არის კიდევ ძალიან ბევრი რამ რაც უნდა გავაკეთო და ერთხელ და სამუდამოდ სახელოსნო დავამსგავსო რაღაც ალტერნატიულად მოაზროვნე ადამიანთა თავშესაყრელ ადგილს.... აი სახელოსნო ეგეთი რომ იქნება, მერე რამდენიმე ადამიანს ვისაც შესწევს აღქმის უნარი ყველაფერი იმის რაც იმ სახელოსნოში იქნება, აუცილებლად მოვიწვევ და დავაგემოვნებინებ ჩემი ჩაის რამდენიმე რეცეპტს და შევთავაზებ გენიალურ ჯაზურ და ბლუზურ კომპოზიციებს...

ესაა ჩაის ჩამონათვალი, რომელსაც ჩემით ვაკეთებ...

ჩაის რეცეპტი #1 შავი ჩაი ბრენდისთან ერთად

ჩაის რეცეპტი #2 შავი ჩაი მიხაკთან ერთად

ჩაის რეცეპტი #3 შავი ჩაი ლიმონით

ჩაის რეცეპტი #4 შავი ჩაი ღვინით

ჩაის რეცეპტი #5 შავი ჩაი ქაცვით



ეს კი ჩამონათვალი რომელსაც ვყიდულობ ხოლმე:



ჩაი #6 წითელი ჩაი, ეგრედ წოდებული ,,ფარაონების ჩაი” (დამამშვიდებელი)

ჩაი #7 უგენიალურესი ჟასმინის ჩაი.... ნუ ეს ყოვლად სიმბოლური და მრავალმნიშვნელოვანი ჩაი ჩემთვის..... (იშვიათ ადამიანთან ერთად თუ დავლევ)

ჩაი #8 ჩაი ნებისმიერი ხილის არომატით

ჩაი #9 მწვანე ჩაი



ამასთანავე უგენიალურესი თეთრი და შავი ღვინო, ასევე ტეკილა ორნაირი არომატით და ბრენდი....