Saturday, May 10, 2014

მე და ჩემი ზღვის სახლი

ყველას თავის სამოთხე აქვს მიწაზე.
არსებობს ადგილი რომლიც ეპიცენტრია ყველაზე დიდი შეგრძნებების, არსებობს ადგილი სადაც შენ შენ ხარ და შენ სახლში ხარ. არსებობს ადგილი სადაც ყველაზე დიდი სითბო გხვდება თუნდაც ჩრდილოეთის ქარი ქროდეს და ზღვა მიწას მოასკდეს.
ზღვა შეგრძნებით ყინული და გული ცეცხლი.
შენ მისი ნაწილი და ის შენი.
შეხვდით ისევ ერთმანეთს, მოყევით გაუნდობელი ამბები, მოყევით როგორ დაინგრა და აშენდა ყველაფერი.
სუნთქავ ქალაქით, რომელიც შენი აბსტრაქტული შრეების უკიდეგანობაა.
ისევ გაიკლაკნა თმა სხეულზე და მლაშე სურნელი შეითვისა.
ჰორიზონტები აირია ერთმანეთში, შენი ოპტიკური ილუზიები იმსხვრევა და ახლები ჩნდება, შენი თვალსაწიერი ყოველგვარ დოგმას სცდება და კარგავ სიმძიმის შეგრძნებას.
გიყვარს.
უყვარხარ.
ქალაქში ჩამობნელდა და ღამენარევი ზღვის სურნელი გემების ხმაზე იჭრება ვიწრო ქუჩებში, აივნებზე, ფანჯრებში, სულებში. სხეულს ეხება ნაზად და ნირვანას განიცდი.
სული სწორხაზოვანი.
სუნთქვა არ გახსოვს.
ზღვა სუნთქვაა.
მუსიკა, ლედ ზეპელინი.
ბათუმი.

 10 მაისი 2014 წელი.

Friday, April 11, 2014

Mehman

ტაში შემოჰკრა და დარბაზი განათდა.
პროპორციულობის შეგრძნების დაკარგვა დიდად ძნელი რამ ყოფილა. ხედავ როგორ მირბის თეთრი კურდღელი და ვერ ეწევი, შენ ხომ არ გქვია ალისა.
არც საოცრებათა ქვეყანაში ხარ და არც ცისფერი კაბა გაცვია. საქართველოში ხარ, სადაც ორმოები ნელ-ნელა იზრდება და შენც შავ-თეთრი სამოსი გაცვია.
სტუმარი.
თვალუწვდენელ ქარაფებს იქით შენი თავისუფალი სამყაროა, სადაც "მუჰიბის" ნაწყვეტები ცხელ ჰაერში აბრეშუმივით იშლება. შენ მხოლოდ ის მარცვალი ხარ, რომელიც უდაბნოში ცდილობს აღმოცენებას.
თმა - გაკლაკნილი.
თვალები - ნუში.
სურნელი - ოკეანის.
შენს წინ იგება და ინგრევა კოშკები, ირევა უდაბნოს სილაში და ფეხის გულით გრძნობ როგორი წარმავალია. ხანდახან ასპიტნაკბენივით ცდილობ წინააღმდეგობას გარესამყაროსთან, გინდა იყო მოხეტიალე გლახაკი.
შენ ხარ ეპიცენტრი შენი სამყაროსი.
შენ ხარ მზის ამომავალი ქვეყანა და ოკეანე რომელშიც იგი ჩადის.
შენ ხარ ყველა ოცნების დასაბამი და დასასრული.
შენში ხარობს ხე სიცოცხლისა.
შენ ათენებ დღეს გაზაფხულის სურნელით და აღამებ ვარსკვლავებით მოჭედილი ცით.
შენ ხარ სტუმარი ამ სამყაროში, რომელიც რომელიღაც ღვთისაა.
მადლიერება არ დავივიწყოთ.
მადლიერება თუნდაც 1 წამით.

Sunday, February 9, 2014

მე, მეგობარი და ცოტა გაფრენილი თვითმფრინავიც

ცხოვრების ამაოება, უაზრობა როგორც ასეთი.
აზრი საფუძველშივე მოკლებულია ლოგიკას. ლოგიკა მოლეკულებად იშლება და ტვინს კვებისკენ მოუწოდებს.
სურეალისტური ბალიში.
ალბათ სალვადორსაც კი შეშურდებოდა.
გარშემომყოფთა მდაბიო აღზევება. სამყარო ხელის გულია და ამ ხელის გულში ყველა ეტევა, ისე რომ ერთი მუჭის მოჭერით თოვლის ყინულივით გადნება.
ნემსის პატარა ჩხვლეტას ჰგავს და მზად ხარ წახვიდე და იხეტიალო დედამიწის დასალიერამდე. ხარ ერთი მოხეტიალე სული და ხაე ქვეყნიერების შვილი, ქვეყნიერება შენთვის თავშესაფარია. შენ უძღები შვილი ხარ, რომელიც მუდამ დაბრუნებულია, ხან პირამიდებში იკარგები, ხან რომელიღაცა მდინარის დინებას მისცემ ფიქრებს, ისე თითქოს ბარათაშვილს მერანი შენთვის გადმოელოცოს.
სიცოცხლის რეტროსპექტივა რაში მდგმარეობს? მის თანმიმდევრობაში თუ ქაოტურ მოძრაობაში? სამყაროსეული სიკეთეებით იმიტომ ვტკბებით, რომ იგი ქაოსიდან მოდის.
თვალებში რგოლები და ხაზები მერევა, ქვეცნობიერში აურზაურია.

აშკარად ცუდად შემომირტყამს მარილით რკალი.

Wednesday, July 3, 2013

If u're going to San Francisco და მისთანები

ისევ საღამო, აი ისეთი გზატკეცილებზე მიმავალი ავტომობილების სამუხრუჭე ფარები ჩამავალი მზის ფონზე ლამაზად როცა ჩანს, თან თუ ზეპელინს უსმენ. არცერთს გვეცვა კუბოკრული პერანგი, მაგრამ მოკასინები და ჯინსები ხომ იყო.
მუსიკა ორისთვის იგივე რაც ერთისთვის.
ქალაქის ხმაური დარჩა უკან.
სრული სიმშვიდე.
Grass was greener...ალბათ
იყო ცა თავისუფალი, იყო გარემო ორის და ეს ორი ვიყავით ჩვენ.
იყო 1970 წელი და კალიფორნია.
ტალღოვან თმაში ჩაწნული გვირილები
გემმა საჭე დაკარგა.
მე შენ და შენ მე.
მე ვსაუბრობდი და შენ მისმენდი.
ვჩუმდებოდი და მეკითხებოდი, ვერ გეუბნებოდი იმას რასაც არ დაიჯერებდი.
თვალებში არეკლილი მოწყვეტილი ვარსკვლავი.


მე შენ გნახე ისევ 5 წლის შემდგომ.

Tuesday, June 25, 2013

9th, ანუ უკვე არაფერი

Just the basic facts....
I can show u where it hurts...

მეორე "კი" და სიბნელე.
დაკარგა მნიშვნელობა ყველა ფერმა, ყველა ფაქტმა, ყველა სიტყვამ და ყველამ.
ნელ-ნელა ქრება სიმართლის არსი, როგორც მზე მიილევა ხოლმე მწუხრის ჟამს, თუმცა მზე მეორე დღეს ამოდის და სიმართლეს არსაიდან უჩანს გზა.
რაში მდგომარეობს კაცობრიობის არსებობა? იკვლევენ და ამ გამოკვლევით არსის იდეას ანადგურებენ. ნუთუ ყველაფერი მატერიალურის ფლობის უპირატესობისკენ მიდის და ცხოვრების შემოსაზღვრა გარკვეული ნაციისათვის დოგმებად ქცეული, ღმერთმა უწყის, საიდან მოგონილი წესებისკენ? რატო ამახინჯებენ ადამიანები ცხოვრებას იმით, რომ რაღაც უბრალოდ შეფუთონ ლამაზად და დაარქვან სახელი. აი ის სახელი, რომელიც სიცრუით იგება, რატომ არწმუნებენ თავს იმაში, რომ არასდროს შეიძლება უსმინო გულს და ემოცებს, რატომ აგებენ მყარ კედლებს, რომ სინათლემ არ შეაღწიოს, თმაში ჩაწნულმა გვირილებმა და ვუდსტოკის ნიავმა...
დრო-ჟამის ამაოება.
მე შენში მიყვარს...ოცნებაც აღარ მაქვს ჩემი
ყველა ფერმა დაკარგა ფერი.
თავი ძღვნად !!! ხელი გიკრეს.
წერილები ფერფლადაც არსადაა, რომ გულს მოეყაროს.
მეცხრეს იქით გზა აღარაა, ამჯერად Matt-ი წავიდა...Five thousand people in a room and you can still feel alone.
ყველაფრის შორიდან ყურება უფრო ადვილია, ადვილია უყურო როგორ წირავენ ადამიანები ერთმანეთს, როგორ ამცირებენ და თელავენ ემოციას, როგორც შეგრძნებას. ყველაფერი დროებითია, ეს სამყაროც კი...
ტკივილი ადამიანის გამოგონილია.
Walkin' side by side with death...
ყველაფერი დოსტოევსკის იდიოტით დაიწყო და თეთრი ღამეებით დასრულდა

Saturday, May 25, 2013

ინსპირაცია სტანდარტულად იგივეა

Can u feel me?

უბრძოლველად...აი ასე, უბრალოდ "კი"
სისასტიკე მძვინვარებს ქვეყნად, ოღონდ გაუცნობიერებელ სისასტიკეზე ვსაუბრობ, ჭიასავით რომ ჭამს ტვინს. რამდენმა სიტყვამ დაკარგა მნიშვნელობა, რამდენი გაყვა წინა წლების ქარებს და ახლა გაცვეთილ წარსულად ჩანს, არადა არსებობს და თავისი არსებობით უბადრუკია, ძალადაკარგული უბრალო ასოთა წყებაა. სამაგიეროდ ყურმოკრულმა ან წაკითხულმა მაღალფარდოვანმა დაზუთხულმა სიტყვებმა დაიწყეს ცარიელ წინადადებებში უნიჭოდ გაკვეხება.
ასეა დღეს, სხვაზე რაღაცით აღმატებულობას ზოგი ჩაცმით, ზოგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირი გამოჩენით, ზოგი ლექსიკონიდან დაზეპირებული სიტყვებით გამოხატავს და ამ დიაპაზონში მერყეობს აღმატებულობის ხარისხიც. საფეხურით ზემოთ დგომა მხოლოდ სახლის კიბეზე ან ტყემლის ხეზე ბალის მოსაკრეფად მიდგმულ კიბეზე შეიძლება, დანარჩენი სულიერად უსახურთა მოგონილია. აქ თანასწორობაზე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ბოლო დროს მკაცრად დღის წესრიგშია და მე არ მიყვარს საქვეყნო თემებზე დამატებითი წერა.
ყველაფერი რაც ბრწყინავს, როდია ოქრო...ვერ აფასებ გიშერს, რომელიც გიცავს მუდამ. კედელს გასამაგრებელი სამუშაოები ჩაუტარდა, აღმართულია !
ოთხ კედლიანი უკარო უთახი, ეგ სულის გასაფრენადაა დატოვებული ღიობი, აი იმ სულის ბარათაშვილი "მერანში" რომ მოგვითხრობს. სულის თავისუფლების იდეა და ბედთან თამაში, ესაა ადამიანის ცხოვრების ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელთანაც ყველას გრავიტაციული მდგომარეობა აქვს, თუმცა ბალანსს ყველა როდი იცავს. ეს ანადგურებს იდეას, როგორც თავისუფალს.
გტკიოდეს სული ყველაზე მეტად მტკინვეულია. გამჭვირვალეს რითი უშველი? პოზიტივიც ხომ მუდამ არაა პოზიტივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მრავალმხრივი შეფასება გჩვევია...ძნელია ბრძოლა ისიც ვისთან, საკუთარ თავთან. 365-ე ღამე რამდენიმე თვეში დადგება და მერე დავწერ სრულ ერთ წელზე, ასეა რიცხვებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება და ჩვენც თარიღებად ვაქცევთ მათ.

http://www.youtube.com/watch?v=KnRSzgZ2zqA

Monday, April 22, 2013

///////////*

დროა !!!

-"სად არის ჩემი ეჟვანი? უნდა შევიბა რომ არ დავიკარგო"
-"სად?"
-"ცხოვრებაში"

უჯრედები განიცდიან სახეცვლილებას და ცხოვრებას სრულ ფასს უხდი მისი ყველა მომენტის დიდი სიმძაფრით შეგრძნებისათვის. მერე ამას სრულფასოვან ცხოვრებადაც გადააქცევენ ხოლმე, უწოდებენ დიდ გამოცდილებას და როცა სადმე მიდიან კიცხავენ ეს რა ბრძნულად მოგაქვს თავიო, ის თავი მიიტანა რაც აქვს და რა ქნას?
საზოგადოების სეგმენტირება და თავისი მე, აი რა არის შედეგი. ეს შედეგი იმდენად სამართლიანია, რამდენადაც მზე ამორფულია და ყველასთვის მაინც მრგვალი.

-"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მანქანაში, აქ ნახავთ სიცარიელეს და დოგმებად ქცეულ ნაწილებს"

რატომ არის სამყარო ასე შეცვლილი? რატომ აღარ აქვს გაზაფხულს სუნი? რატომ გაუუფერულდნენ ადამიანები? რატომ დაეხშო ყველას ყურები,რომ აღარ ესმით?

სიხარული არაფრით, აი ესაა შვება!!! ესაა ის, რაც მოიტანა სრულფასოვნებამ?!

სამარის გზას გაუყვა ყველა ფერი და მერე შავ-თეთრზე სწუხან, ახალ მიზეზს იჩენენ.


ეჟვანების მშრალი ხიდიც არსებობს, სადაც აღარც ყიდიან მას, არიგებენ ადამიანებზე, რომ არ დაიკარგონ...


Monday, March 18, 2013

გა2ება

კედელი.

დრო, როცა მე ფიქრობს და დრო, როცა ხვდები რომ საზრუნავი აღარაფერია...გაუფერულდა, გაიპარა, მიილია, როგორც თოვლი თბილი ხელის გულზე...თუმცა ეს უკანასკნელი ლამაზი და იმედისმომცემია, რომ უბრალოდ თბილი ხარ...
გარდასული ფიქრები წამით მოვიდნენ, დატრიალდა თვალწინ ციფრები, სახელები, გვარები, ბიუსტები და მგლოვიარე მონუმენტები...ორი ახალგაზრდა სული, რომელიც იმ მთების იქით გაქრა. ზეპელინი და ფლოიდი...
დრო ახლანდელი. მარტი ავი და ცივი, წყვდიადი ხმაურიანი და არაფრისმთქმელი. ჩაიღა შემოგრჩა გასათბობად. მეტაფორებად ქცეული მძიმე სინამდვილე...
შენდობას მოელი ვისი ხელიდან?
დაკარგული სიკეთე? მაშინ ეს რა სიკეთეა თუ რამეს მოელი მისი კეთებით? გაშრდი მაგ ფიქრებს !
არა, სიკეთე დაკარგული კი არა, გული და ემოციები ფუჭად დაკარგული, სვავებს მიეცი გასაჯიჯგნად.
მენანება.
რაღა მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც გაუუფერულდა ყველა ფერი.
კოსმიური ენერგია.
ელემენტი - წყალი.
სუნთქვა - შეგუბებული.
სხეული - ერთი შოლტი.
ლურჯი სიღრმე და მისი სუნთქვის იმპულსურად შეგრძნება.
როგორია, როცა უკვე სხვანაირად ფიქრობ? არ ვიცი...მძიმე, თუმცა მაინც მსუბუქი...შენ შენ ხარ მხოლოდ და სხვა შორიდანაა სხვა.
ვინმემ იასამნების დიდი კონა მაჩუქოს...



Friday, February 15, 2013

აჩრდillი

საღამო რბილი.
ქუჩაში მიმავალს ჩრდილი ამეკიდა. გავჩერდი...გაჩერდა. განვაგრძე სვლა...გააგრძელა მანაც.  ცალი თვალით მას ვუყურებდი. გამჭვირვალედ ქცეულიყო მთლად, მოღუშული და მძიმე, გეგონებოდა სამყაროს დარდი მასზეა ჩამოკიდულიო, შეციებულიყო. მიწყობდა ფეხს...
თვალებში ცხელა.
ადამიანებისადმი და მოვლენებისადმი უცნაური ურთუერთმიმართება. ხედავ იმას რაც მოხდება და უძლური ხარ. გიყვარს არასწორი და ხარ მართალი. უსმენ მუსიკას და ტირი შემეცნებისგან. უყურებ ზეცას და ხედავ სამყაროს გრანდიოზულობის საიდუმლოს. მიწას ეხები და სიცოცხლის წყურვილის გრძნობა გეუფლება. მოლეკულებად შლი სამყაროს და აწყობ, მისტერიებში ეხვევი და ჩვეულ რუტინას უბრუნდები.
365 დღე დისტანცია. ახლა მე ვის ვაჩვენო სად მტკივა...
მტკივა. ძალიან.
მივდიოდი და მომდევდა ჩრდილი. მომენტებში ძლივს მეწეოდა, იღლებოდა იმისგან რისგანაც მე ვერ ვიღლები.
ადამიანები...ადამიანები დიდი უბედურების საწყისები. არადა სიკეთე ხომ ასე ახლოსაა ადამიანთან. მთავარია იმ ზარს უსმინო, რომელიც შენთვის ირეკება კოსმიური სივრცეებიდან.
უდაბნო და მეკეში. წითელი მზე კანიონებზე ტყდება, როგორც პრიზმაში სხივი. გავარვარებული ქვიშის სიცივე გწიწკნის და გრძნობ, რომ ისევ იქ გინდა, იქ სადაც ღმერთებს არ ეშინიათ ღრუბლებით თამაში, სადაც ცა ყველაზე ცოცხლად ჩამოგექცევა თავზე და მთვარის ჭერა ხელის გულით შეგიძლია, სადაც ჰაერის გამჭვირვალობა გაბრმავებს და შენ შენ ხარ.
ყველას თავისი ჩრდილი ყავს სატარებელი.

Sunday, January 27, 2013

37,5

Can u show me where it hurts?

ბლიკებად იქცა თვალებს მიღმა ყველა კადრი...ხელები საწერად ძლივს მემორჩილება.
ოაზისი.
ეკიდები იმას რაც სხვა რამეს ეკიდება, ალბათ ასე იქმნება სამყაროსეული მუდმივისრბოლის ჯაჭვი, ადამიანების ერთმანეთზე გამოკიდებით, აი ისე, როგორც მეწამულ ცაზე ლანდებად გაკლაკნილი ღრუბლები რომ არიან ხოლმე.
წვიმს.
მაინც მოიტანა ის მელანქოლია, თუმცა არა შემოდგომისნაირი. დაწერო იმაზე რაც შენთვის ბუნდოვანია, უფრო ბუნდოვანს ხდის ყოველივეს, რადგან უფრო მეტად უღრმავდები საგანს.
იოჰან ნაგელი ამოვიცანი, ის ადამიანი რომლისთვისაც სამყაროში გენიალობის ყველა სტერეოტიპი დამსხვრეული იყო და თავისი საზომი ჰქონდა. მისთვის გენიალობა შეიძლება დაგნი შელანდის ნაწნავში ყოფილიყო ჩამალული, ან ქარისგან მიმობნეულ თმაში...გვიან ამოვიცანი...მე რავიკი დავკარგე...მე იდიოტი მიყვარს.
სიცხემ დააჭირა.
ქარავანს ვხედავ, ზუსტად ისე აკიდებულან ერთმანეთზე...უდაბნოს ჯაჭვი. ფიქრებით ისევ სად? ამჯერად მწვერვალზე. უმანკო ლაჟვარდში არეული, ბინძური ხორცი...რას აკეთებენ ადამიანები? განწირვა...თავ თუ სხვისი.
ზარი.
კი, დიდი იყო. რატომ ვხედავ ასეთ კადრებს??? რატომ ირევა ცნობიერი და ქვეცნიბიერი?  მე ხომ ციურ სხეულებთან ახლოს მჯდომმა ყოველივე ეს გავმიჯნე და დავალაგე. ნუთუ მხოლოდ იმის ბრალია, რომ ახლა სიცხე აჭერს? ღმერთმანი იქნებ...

ამ შემთხვევაში გაზომვას არ ექვემდებარება, ცნობიერების არცერთი ფაზა...