Sunday, March 29, 2009

თუთა....little story.../Love Animals


ეხლახანს ფორუმზე ვწერდი კოკერსპანიელის შესახებ, რომელიც გაუსაძლის პირობებში იყო და მისთვის ვეძებდი პატრონს.... უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ ეს განცხადება და გამომეხმაურა რამდენიმე ადამიანი, რისთვისაც მათ დიდი მადლობა.....

ისტორია ასე დაიწყო:

ერთ დღეს დედაჩემი ბრუნდება სამსახურიდან (ენერგო-პროს მცხეთის ოფისში მუშაობს დედა) და საშინლად გულნატკენი მიყვება, რომ მის სამსახურთან, არის ერთი პატარა მინგრეული სახლის მსგავსი სადაც ცხოვრობს ერთი გაუბედურებული ოჯახი და მათ ყავთ კოკერსპანიელი, არ უვლიდნენ, არ აჭმევდნენ, არ უყვარდათ, იყო საცოდავად მშიერი და დაძრწოდა აქეთ-იქით......თან ძალიან ლამაზი იყო.....და ისეთი გამხდარი, რომ ნეკნები ეტყობოდა...... ჩვენ როგორც ცხოველების მოყვარულებს, მითუმეტეს 2 კოკერი გვყავს ჩვენც, გული ჩაგვწყდა საშინლად.....ძლივს დავიძინე იმ ღამეს, მეთქი ეხლა შია, ეხლა სცივა, არავინ ეფერება..... მეორე დღეს ეგრევე მოვიფიქრე გამოსავალი, მეთქი ვთხოვოთ დაგვითმონ და მე ფორუმზე ვუპოვი მზრუნველ პატრონს თქო.... იმ ,,პატრონმაც,, წაიყვანოს ვისაც უნდაო.....გამიხარდა საოცრად.... განცხადებაზე პირველივე მსურველს შევუთანხმდი.... დღეს საღამოს წავედით მე და დედაჩემი მცხეთაში, რომ დავინახე გადავირიე, ისეთი ლამაზი იყო თუთა (ასე ქვია ძაღლს).....მოკლედ ჩავისვი მანქანაში და წამოვიყვანეთ.....ისეთი დამჯერი იყო, თან გაგიჟდა რომ ვეფერებოდი, ეტყობა მანამდე არავინ მოფერებია... საცოდავმა იმდენი ჭამა......ჩამიწვა კალთაში და მომადო თავი......ძალიან ბევრი ვეფერე, ხელები ამილოკა სულ....თან ძალიან ბინძური იყო....

თუთას მომავალ პატრონს შევხვდი ვაკის პარკთან....ძალიან კარგი გოგოა, ეტყობა რომ თბილი და მზრუნველია....და ვიცი რომ მოუვლის.... :love: :2kiss: რაც მთავარია მთელი ცხოვრება სდომებია ყოლოდა ძაღლი და თუთას დანახვა ძალიან გაუხარდა ...... მიხარია რომ ასეთი თბილი ადამიანები არიან, ვისაც უყვართ ცხოველები ასე.... თუთა ეხლა ძალიან კარგ პირობებში იქნება....

მთელი დღეა ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და ამ შემთხვევამ რაღაც დადებითი ემოცია გადმომცა.... : ) მშვიდად დავიძინებ....

0 comments: