Friday, August 27, 2010

Sometimes I want...


გამთბარ ჩაის ფინჯანს ისევ შემოვეხვიე და ზამბახების თითო შეხება თითო ემოციას აღიზიანებდა ჩემში... დღე ...... გავიდა...
დღეს ბევრი ადამიანი შემეფეთა...
დღეს ის სიმღერები მოვისმინე, რომელიც დიდი ხანია არ მომისმენია...
დღეს ისევ ჩავიცვი აბრეშუმის ლურჯი ხალათი და დავჯექი...
დღე გავიდა...

ზაფხულის ფეხაკრეფით მოსული ბოლო დღეები ცივი გამოდგა, ცივი იმ ლაბირინთებისთვის რომელიც თითო ადამიანშია და ამ ლაბირინთებში ნებისმიერი რაიმის მოძრაობა ადამიანობის მთელ სისტემას ქმნის...
მიჭირს...
ადამიანების აღქმადობა და შეცნობა დამთრგუნველია...თუ რაოდენ არ ძალუძთ ეს...არადა ყველაფერი იმდენად მარტივია, მარტივად შეგიძლია ჩაჰკიდო ხელი ადამიანს და გააზიარებინო გარემოს მთელი გენიალურობა, თითო ლამპიონის ნათების თბილი ტონალობა, ძველი სახლების სუნი და თუნდაც ტკბილად აყნოსინო ის ქალაქის მტვერიც, რომელშიც ”წაიქცა ბავშვი ნუკრის თვალებით, თმით მიმოზებით”....
მაგრამ ყველა თავის სიმართლეებს სირთულეებში ეძებს და ცდილობენ გაურკვევლობიდან მოსული სურეალიზმით გამოხატონ ეს...

გარეთ წვიმდა...გრძელი გაშლილი თმა სველად მიეკრო ჩემ სხეულს, დაიკლაკნა და წურბელასავით არ მშორდებოდა...კაბა,ძალიან თხელი იყო...ღრმად ამოჭრილი გულით და წინ პატარა ღილებით... კუბოკრული? არა...თითქოს მინდვრის ყვავილები გაებნიათ ზედ...წვიმის სისველემ მთლიანად სხეულს გაუერთიანა, მხოლოდ გამოკვეთილი პატარა ფორმები...მუხლები სიცივისა და მორიდებისგან ერთმანეთთან ახლოს მივიდა მთლად მარტოდ რომ არ ეგრძნოთ თავი...წვივებზე ჩამავალი წვეთები ერთმანეთში მადისაღმძვრელად ირეოდა...ხე გამოჩნდა...და არა ხელი...

1 comments:

tongchen@seattle said...

Greetings from USA! I love your blog. Please visit me at
http://blog.sina.com.cn/usstamp
Thank you!