Saturday, January 15, 2011

გამოგონილი რეალობა

შეგრძნება აი ისეთი, მრავალსართულიანი შენობის თავზე რომ დგახარ,ოცნებაში მოსული გვიანი გაზაფხულის ნიავი სახესა და სხეულზე რომ გეცემა და გრძნობ რაღაც უგრძნობს...არ გაინტერესებს ჭიანჭველად ქცეული ადამიანების მიმოსვლა, ან არა მოდი გვიანი გაზაფხულის საღამო იყოს, აი ისეთი ქუჩაში არც ისე ბევრი ადამიანი რომ არის...ეს შეგრძნება. ისე რა კაია შეგრძნების გამოგონება, გამოგონების მომენტში გრძნობ წამიერად.
კაია ილუზიები...აქ ყველაფერი ხდება, აქ ყველა საზღვარი ირღვევა და შენეული რეალობა იქმნება, აქ შეგიძლია შენებურად იცხოვრო და იყო უბრალოდ ბედნიერებისგან გაღიმებული მრავალსართულიანი სახლის სახურავზე.
რატომ სახლის? იმიტომ რომ ოდესღაც მაგაზე დამიწერია...
ხანდახან ისეთი ძნელია...
სახლში მინდა, აი იმ სახლში ადრე რომ ვცხოვრობდი, თუმცა ეგ სახლი არაა, ეგ მე ვარ, თორემ სახლი იგივეა. დაჟინებით ვუვლი და ვალამაზებ ფასადს, აი შიგნით კი დასალაგებელია. ბევრი რამ არის გადასაყრელი. აუცილებლად დავალაგებ.
ეხლა ხომ ძალიან მინდა შორს ყოფნა, აი იმ გამოგონილი გრძნობით დავდიოდე და ვტკბებოდე ყველაფრის სიმარტივით...ვტკბებოდე, როგორ ლამაზად ყვავის მეზობლის ნუშის დიდი ხე და უბრალოდ იმით რომ მე და მე მარტო დავსეირნობთ....

ეჰ...ისევ ილუზიები...

0 comments: