Sunday, January 27, 2013

37,5

Can u show me where it hurts?

ბლიკებად იქცა თვალებს მიღმა ყველა კადრი...ხელები საწერად ძლივს მემორჩილება.
ოაზისი.
ეკიდები იმას რაც სხვა რამეს ეკიდება, ალბათ ასე იქმნება სამყაროსეული მუდმივისრბოლის ჯაჭვი, ადამიანების ერთმანეთზე გამოკიდებით, აი ისე, როგორც მეწამულ ცაზე ლანდებად გაკლაკნილი ღრუბლები რომ არიან ხოლმე.
წვიმს.
მაინც მოიტანა ის მელანქოლია, თუმცა არა შემოდგომისნაირი. დაწერო იმაზე რაც შენთვის ბუნდოვანია, უფრო ბუნდოვანს ხდის ყოველივეს, რადგან უფრო მეტად უღრმავდები საგანს.
იოჰან ნაგელი ამოვიცანი, ის ადამიანი რომლისთვისაც სამყაროში გენიალობის ყველა სტერეოტიპი დამსხვრეული იყო და თავისი საზომი ჰქონდა. მისთვის გენიალობა შეიძლება დაგნი შელანდის ნაწნავში ყოფილიყო ჩამალული, ან ქარისგან მიმობნეულ თმაში...გვიან ამოვიცანი...მე რავიკი დავკარგე...მე იდიოტი მიყვარს.
სიცხემ დააჭირა.
ქარავანს ვხედავ, ზუსტად ისე აკიდებულან ერთმანეთზე...უდაბნოს ჯაჭვი. ფიქრებით ისევ სად? ამჯერად მწვერვალზე. უმანკო ლაჟვარდში არეული, ბინძური ხორცი...რას აკეთებენ ადამიანები? განწირვა...თავ თუ სხვისი.
ზარი.
კი, დიდი იყო. რატომ ვხედავ ასეთ კადრებს??? რატომ ირევა ცნობიერი და ქვეცნიბიერი?  მე ხომ ციურ სხეულებთან ახლოს მჯდომმა ყოველივე ეს გავმიჯნე და დავალაგე. ნუთუ მხოლოდ იმის ბრალია, რომ ახლა სიცხე აჭერს? ღმერთმანი იქნებ...

ამ შემთხვევაში გაზომვას არ ექვემდებარება, ცნობიერების არცერთი ფაზა...

0 comments: