Friday, December 19, 2008

,,Endless Hours Of....." © Black Sabbath

(ქვედა პოსტის გაგრძელების მსგავსი) და როგორ დასრულდა დღე..... გამოვედი და გამოვუყევი ფეხით, საკმაოდ გამომივიდა სეირნობა....მოვდიოდი და ჩემთვის ჩუმად ვმღეროდი მშვიდ მელოდიებს... ვფიქრობდი ბევრს.... არადა რეალურად ძალიან სხვაგან ვიყავი...საკმაოდ მელანქოლიური საღამო გამოვიდა...ღმერთმა უწყის რატომ ასე... ეხლაც მივედ-მოვედები რაღაცეებს იმიტომ რომ არ ვარ კარგად... მოვედი სახლში....ცოტა ხანი ჩემს დას ვუმოდელე, ხატავდა რაღაცას და სახლში პალტოთი და ქოლგით ვიდექი....მერე დავჯექი აქ და ჩავრთე სიმღერები რომლებმაც ეხლა უკვე თვალები ცრემლებით ამივსო...არადა თვალები ცრემლებით საკმაო ხანია არ ამვსებია...ნუ ეს ,,არაფერი,, ...... ვიჯექი, ვიჯექი უაზრობებზე ვფიქრობდი და ვაკეთებდი...... ამ წუთამდე ასეა... და იმდენად ვიკავებ ამ ცრემლებს რომ ძალიან ცუდად მხდის....ესეც ,,არაფერი,,... ტოესწ ამ გულის ტკენასაც რაღაცას მოვუხერხებთ... : ))) რაღაცას...... მომიტევეთ ასეთი გულღიაობისთვის, თუმცა უკვე აღარავინაა ვისაც ამაზე დაველაპარაკებოდი და ეს ისეთი რაღაცაა რაც არ იციან ჩემმა ახლო მეგობრებმაც კი...ასე რომ ჯობია ასე...

6 comments:

Anonymous said...

ისე, რომელი უკეთესია ნეტა..
შენთვის შეინახო ”პრობლემები” და განცდები, თუ მეგობრებს უთხრა?

პირადი გამოცდილებიდან.. ვისაც ვუთხარი, თითქმის ყველამ უარესად დამიმატა. იქ თავისი აზრები გამიზიარეს და ა.შ.

მერე ვცადე და არავის ვუთხარი.. ეგეც ცუდი იყო. მაინც ზედმეტად მარტო ვიგრძენი თავი..
და ბოლოს ერთ თითქმის უცნობ ადმიანს ველაპარაკე. ძალიან კარგი გოგო აღმოჩნდა. ”დაქალებზე” ბევრად უკეთესი..

საერთოდ, ეს კომენტარი ამ პოსტს თითქმის არ შეესაბამება, მაგრამ დავწერე რა

დანარჩენზე, რაც მაგ პოსტშია, არაფერი ვიცი და :უსერ:

E t o said...

peoplearound

გმადლობ კომენტარისთვის... :user: :2kiss: ხო ხანდახან მეგობრები ვერ გიგებენ...ერთადერთია ის რომ ჩემი უახლოესი მეგობარი ანია თითქმის ყველანაირად მიგებს და ეხლახანს ველაპარაკე მას...და ისეთი რაღაცეები ვუთხარი დაჟე მე ვერ წარმოვიდგენდი რომ ეგრე ყოფილა ჩემს თავს... : )) :mo:

Anonymous said...

"ხამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა,
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა”

რა გამახსენდა :))
მაგრამ ეგრეა :იეს:

არ არსებობს ისეთი ”ჭირი”, რომელიც შეიძლება ადამიანზე მაღა დადგეს. და განსაკუთრებით შენზე

უი, და არაფრის, რას ამბობ :ტან:

E t o said...

peoplearound

ოოო ეგ უდიადესი სიტყვებია...ნუ გენიალურია და კიდევ უფრო გაფასებ რომ აი ეს დამიწერე... :2kiss:
ჩემს გარდა კიდევ ერთი გნახე ვინც მსგავსი სიტყვები მოიყვანა...:user:

ჰომ ეგრეა...ეგრე.... : ((

Anonymous said...

მერე პა სიკრეტუ გეტყვი რაღაცას
ოღონდ ახლა არა. მთელი გულით ვერ გამოვხატავ და თან აზრებსაც ვერ დავალაგებ ნორმალურად
და ისე კი აუცილებლად მოგწერ..
დაგიფიემებ ან რამე ეგეთი :იეს:

E t o said...

peoplearound

:user: მთელი გულით ველოდები შენს PM-ს...