Friday, December 26, 2008

გიო, ლევანჩო, ერეკლე/Letter to my friends/

გამარჯობათ მეგობრებო....თქვენთან არ მილაპარაკია დიდი ხანია, აი ისე ოთხივე რომ დავსხდებოდით ხოლმე ერთად...ვინაიდან 2008 წელი იწურება ვეცდები ამ წლის სათქმელი ჩავატიო აქ, არამგონია მოვახერხოთ ერთად შეკრება ჩვენ ოთხმა ამ წელს ასე, რომ უსმინეთ თქვენ შორის ყველაზე დიდს : )) გიოსთვის ,,დიდებულ თეოფანიას", ლევანჩოსთვის ,,ეთერს" და ერეკლესთვის ,,გიჟს" : )))

ამ წელს ჩვენს ცხოვრებაში რამდენი რამ მოხდა ღმერთმანი.......

გიო: ისევ ის ეთი ვარ...აი ის 12 წელია რომ იცნობ...არ შევცვლილვარ! გარემოებები ხანდახან მოითხოვს სხვას და ის სხვა რაღაცეები საჭიროცაა ხოლმე... მინდა გითხრა ასეთი რამ... ცხოვრებაში ყველას გვაქვს მომენტი როცა გვიყვარს, როცა ვუყვარვართ ან ორივე ერთად...და რა? კი გვიყვარს და ამისთვის ჩამოვთვლით 1000 მიზეზს თუ რატომ გვიყვარს, სულ რამდენიმე წამში...მაგრამ ხომ იცი რომ ეს 1000 მიზეზი შეიძლება სხვაში 10000 იყოს და ასე შემდგომ, რეალურად გააზრებულად ვიცით რატომ გვიყვარს? ხშირად არა! დაიღალე? მესმის.... მე იცი რისგან დავიღალე? აი იმისგან რომ არ დავღლილვარ ჯერ კიდევ..... აყოლა რაღაცაზე ეს სისუსტეა, რაღაცას ებრძვიან....ბრძოლა არსებობს შენთვის რაღაცა ჭეშმარიტისთვის...შენ არ ხარ სუსტი ადამიანი, მერე რა რომ ვერძებს სისუსტეები აქვთ. იბრძოლე....მაგრამ გიფიქრია შენთვის რა ჭეშმარიტებისთვის უნდა იბრძოლო? ხანდახან სიმართლით ფარ-ხმალის დაყრა ოპტიმალური ვარიანტია... ტკივილი? უმტკინვეულოდ ფერ-ხორცი დაეკარგებოდა ყველაფერს....ერთია... დიდი სიდჰართა გაუტამას, ანუ ბუდას სიტყვებს გეტყვი: ,,სამი რამ არ იმალება დიდ ხანს: მზე მთვარე და სიმართლე".......შენი სიმართლე აუცილებლად გამოჩნდება...გული სუფთა...სული სუფთა....ხორცი ყოველთვის ბინძურია.....


ლევანჩო: დეგენერატო... : ) ჩემი და გიოს ფრაზა: ,,ლევანჩოს გარეშე ჩვენს სიცოცხლეს აზრი არ აქვს..." : ))))) შენთვის რაიმის თქმა საკმაოდ ძნელია... ცხოვრებისეული რომელი ასპარეზი განვიხილო შენთან, არ ვიცი...ხარ უკიდეგანოდ სტაბილური და ამ სტაბილურობით ჩვენში ჰარმონიის ფაქტიურად ერთადერთი წყარო ხარ.... მიყვარს შენთან ლაპარაკი მუსიკაზე და თუ მივადექით რაიმე საჭირბოროტო საკითხს ხომ საერთოდ...შენთან ერთად მაღლივში სიარულიც მიყვარს : )))) აი დილით რომ გალოდინებ ხოლმე ხანდახან ეგ უნდა მაპატიო : )) ერთადერთი შენი ,,ლანძღვა,, არ მწყინს, რომ მე ვარ ბიჭი, თანაც პიდარასტი იმიტომ რომ ბიჭები მომწონს : )))) რომ არაფერი მიხდება არასდროს და ასე შემდგომ....2009 წლისთვის გისურვებ ყველაფერს, გარდა ერთისა, შენ ეგ მეცხრამეტე წელი კვლავ ,,მარტოს,, გაგეტარებინოს, გეყოფა ჩვენი ,,არამარტოობის,, ისტორიების მოსმენაც : ))



ერეკლე: oh my..... : ))) Father....იმდენი გეძახეთ მე და ლევანჩომ ,,მამა,, ჯერ კიდევ სკოლიდან, რომ მართლა მამა გახდი... სუპერ-საუკეთესო იდიოტური ხუმრობები იცი... ამ წელს შენთვის რამდენი რამ შეიცვალა, ცოლი...შვილი....საკუთარი ოჯახი გყავს....ღმერთმანი ეს პატარა საქმე არაა ასეთი პატარა ადამიანისთვის....პასუხისმგებლობა? დიიიიიდი....ტვირთი? დიიიიიიდი....კარგი და ცუდი სიტუაციების ატანა? დიიიიიიიდი...... გისურვებ სულიერ სიმშვიდეს და გამტანობას...შრომის დაფასებას და ბედნიერებას თიკოსთან და ელიზაბეტთან ერთად...



მიყვარხართ....მაპატიეთ ხშირად ვერ ვიცლი და ახლაც ძალიან ცუდად მყოფი მე გკოცნით....მუდამ თქვენი ხან პათოლოგი, მუდამ ეგოისტი, ხან ნარცისი და ხშირად აუტანელი ეთი გულისაშვილი....

4 comments:

Kate said...

რა მაგარი სიყვებია...
და რა კარგია, როცა გყავს მეგობარი, რომელიც ამასთანავე არის მამრობითი სქესის წარმომადეგენელი...
მეც მყავს ეგეთი და მიხარია.

E t o said...

Kate

: ) კი ესენი ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან...ძმებივით არიან ჩემთვის...
მე ძირითადად მამრი მეგობრები მყავს... არასდროს უდამპლიათ ჩემთან, ყოველთვის იციან საიდუმლოს შენახვა და რაც მთავარია შენს ბიჭს არ შეხედავენ : )))))

Kate said...

კი, აბსოლუტურად გეთანხმები...
საიდუმლოს შენახვა მართლა წარმოუდგენლად იციან.
არც შენს მამაკაცს შეხედავენ და არც შენი შეშურდებათ, ასეთი ჩანთა მეც მინდაო.
და ზოგადად, ბევრად საყვარლები და კეთილები არიან.


ნუ, ეს მე მეგობარზე მაქვს საუბარი, რომელიც ამასთანავე მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან.

თორემ დანარჩენებს მხოლოდ მეგობრებად არ აღვიქვამთ და შესაბამისად არც კეთილები და საყვარლები არიან. :))

ani said...

ეთი სიტყვები არ მყოფნის.. არც ერთ თქვენგანს არ ვიცნობ, მაგრამ მგონია რომ ეს წერილი ჩემი დაწერილია... ვერც კი წარმოიდგენ რამდენად ახლოა და ჩემია ეს სიტუაცია.. მაგრამ იცი რაზე მწყდება გულიიი? რატომ შეიძლება მოგენატროს ასეთი ახლობელი ადამიანები?.. რატომ შეიძლება მოხდეს, რომ მთელი წელი ვერ ნახო? ნუთუ ჩვენც იგივე გველის... :(( სიამოვნებით გაგესაუბრებოდი ამ თემაზე.. მგონი ცოტათი უფროსი და ალბატ უფრო გამოცდილიც ხარ...