Thursday, December 4, 2008

My Way/ეთი..Last/

4 დეკემბერი....დღე უკანასკნელი...ხვალიდან ერთი წლით ვიმატებ...როგორ ჩაიარა ამ ასაკმა...რა ვნახე..რა ვიგრძენი..რა დავაფასე ზოგადად და რამ დაკარგა მნიშვნელობა...მახსოვს შარშანდელი 4 დეკემბერი, არ ვიყავი კარგად. ახლა როგორ ვარ, ამ 4 დეკემბერს? სიმართლე გითხრათ მუდმივისრბოლის კანონებსა და კიდევ სხვათა შეგუებულს, სენსუალური მხარე არ შემცვლია ბევრ რამეში...დღეს გასეირნება მინდოდა ჩემს საყვარელ ადგილას, მაგრამ ვერ მოხერხდა...დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, პატარა სასიამოვნო ფაქტი იყო ის რომ დედამ ძალიან ,,მაგარი,, კაბა მიყიდა საჩუქრად : )) წელი დაიწყო Led Zeppelin - Tea For One-ით და ამ სიმღერითვე მთავრდება...როგორი იყო ეს წელი? ყველაზე ბედნიერი ვიყავი ამ წელს... ამ ასაკში ვისწავლე ბევრი რამ... ვიგრძენი უდიდსი რამ... მქონდა ძალიან ბევრი ბედნიერი დღე და ასევე უბედურიც... მაგრამ ბედნიერი დღეების არსებობამ გამატანინა ის უბედური დღეებიც... დავინახე თუ რაოდენ არაადამიანი და ჩამპალი სულის მქონე შეიძლება იყოს ადამიანი... გამიმართლდა და გამიცრუვდა იმედები... დამენანა და რაღაც დოზით ვინანე რაღაცეები...დაინახეს და ბევრი რამ ვერ დაინახეს ჩემი.... მე ვნახე ბევრი ადგილი, სადაც არ ვიყავი მანამდე ნამყოფი... მქონდა ბევრი არანორმალური და ნორმალური დღე... აღმოვაჩინე ახალი მუსიკალური მხარე, ლედ ზეპელინის შემდგომ...შევიძინე ერთი-ორი ახალი მეგობარი...მქონდა დიდი პრობლემა, რომელიც ჩემივე ტვინით მოვაგვარე... საკუთარ ხელოვნებაში საკუთარი სიტყვა ვთქვი... ჩემს ზოგად ცოდნას საკმაოდ ბევრი შევმატე... და მე მყავდა გვერდით ადამიანი, რომელთანაც ძალიან ბევრი გავიგე და რომელმაც მე მომცა მიზეზი რომ ვყოფლიყავი ბედნიერი, მასწავლა როგორ ვყოფილიყავი უფრო ძლიერი, რომელმაც უბრალოდ მე გამიკეთა ბევრი...გმადლობ ამისთვის მას....
ვისწავლე ადამიანთა სხვანაირი დაფასება...უფრო ღრმად გაგება მათი და მოვლენების... ბევრი შეცდომა გამოვასწორე ჩემში.... და ეს დასკვნები საიდან? ავიღე ორი კონკრეტული ფაქტი, და დავაკვირდი ზუსტად იგივეზე გაზაფხულზე როგორ ვრეაგირებდი და რა გავაკეთე და ეხლა კიდევ რა... და მივხვდი დიიიდ ცვლილებას...გამიხარდა ის, რომ ეხლა უკვე ვიცი ეს და აღარასდროს შემაწუხებს ამის არ ცოდნა და არ ქონა ჩემს ხასიათებსა და ჩვევებში...და სხვათაშორის ასეთი, შეიძლება ითქვას ცვლილება, არც თუ ისე ცოტაა ჩემში... ყველაფერი ჩანს და გამოჩნდება, როგორც დიდმა ბუდამ თქვა: ,,სამი რამ არ იმალება: მზე, მთვარე და სიმართლე” ასე რომ....
და რა იქნება ხვალიდან? ღმერთმა უწყის... მე ჩემს უკეთესს ყოველთვის ვეცდები...მთავარია იმ უხილავმა ძალებმა არ შემიშალონ ხელი.... დიდი მადლობა ყველას ვინც წელს ჩემს ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღეთ კარგად თუ ცუდად.... მარად თქვენი ეთი გულისაშვილი : )

ეს კი ჩემგან Frank Sinatra - My Way


7 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

etiii shemogevlee es unda agvnishnoot kviras me da sheneee!!

fe_male said...
This comment has been removed by the author.
fe_male said...

გილოცავ სიცოცხლე... სითბოს, სიკეთეს და სიყვარულს გისურვებ....)))):2kiss:

E t o said...

გენაცვალეთ...დიდი მადლობა... : ) კარგები ხართ... :2kiss:

Unknown said...

გილოცავ ჩემო კარგო.ძალიან ძალიან მიყვარხარ და ძალიან მაგარი ვინმე ხარ.
ყველაფერი გემრიელი რაც გულშჳ გიდევს რეალობაშჳ მოგეყვანოს :)) laviu

E t o said...

დიდი მადლობა სალ...გენაცვალე.. : ) ძალიან კარგი ხარ...

Anonymous said...

აბა, ახლა თუ მიხვდები ვინ ვარ?! შემთზვევით ვიპოვე ეს ბლოგი და ფრიად მოხარული ვარ! გახსოვს, მათემათიკაზე რომ დადიოდი, იქ რომ მარიამი იყო ის ვარ. კაი ხანია შენთან არ მილაპარაკია.) ხო ხარ მაგრად?! და დაბ დღესაც დაგვიანებით გილოცავ!