Tuesday, January 6, 2009

ღამეს რომელსაც სასწაულის უწოდეს/Valent Volta!!!


სასწაულების ღამე..... ღამე როცა გულიდან წამოსული ყველა შენი სურვილი სამოთხის არქივში შეინახება და როცა მისი ასრულების დრო მოვა აუცილებლად ასრულდება....ღამე როცა ანგელოზები ჩამოდიან მიწაზე და სარკმელში დანთებულ სანთლებს სიხარულით ეგებებიან და ხარობენ.... მგონია რომ ამ დღეს ყველას გულში სიკეთე და ჰარმონია სადგურდება, ალბათ იმიტომ რომ მე ვარ ასე ახლა... : )

როგორც ყოველთვის ლამაზი პატარა მაგიდა გავაკეთე დღევანდელი შობის შესახვედრად...ტკბილეული...ლამაზად გაფორმებული მაგიდა....სასანთლეები.....ყველა სარკმელში სანთელი.... და რაღაც ჰარმონიულობა შევაპკურე ამ საშობაო მაგიდასაც.... ჩავრთე ეს გადასარევი შესრულება http://www.link.ge/file/190777/Jansug-Kaxidze---Alilo.mp3.html და შევხვდით ოჯახი ასე შობას.... რაღაც ამ ყველაფერთან ერთად მელანქოლიურობამაც შემახსენა თავი.... :user: როგორც ახალ წელს.... ალბათ იმის ბრალია რომ მაინც მჯერა valent volta, ანუ სურვილები ახდება !!!


გილოცავთ ყველას შობას, მშვიდ ძილს გისურვებთ და სასწაულის მოხდენას...მე კი დაველოდები იმ შობის ღამეს, რომელიც ჩემთვის მოახდენს სასწაულს ....

2 comments:

peoplearound said...

რატომღაც არ მჯერა შობის ღამის სასწაულების..
აი ნებისმიერი დღესასწაული წარმომიდგენია ეგეთი ამის გარდა..
მაგრამ მაინც ყველაზე ძალიან მიყვარს შობა და ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული იქნება ჩემთვის. ბევრი თბილი მოგონება მაკავშირებს ზუსტად ამ დღესთან :ლავ:

ნუ ამ შობას მაინც არ იყო ყველაფერი ისე, როგორც მინდოდა. ვიღაც დედა-შვილი მოკვდა ახლახანს და იქიდან მოვდივარ. ცუდი იყო.. ოჯახის ისტერიკები.. კაცების ტირილი განსაკუთრებით. მძიმეა ძალიან

Eti Gulisashvili said...

peoplearound

:user:

კაი მოგონებები.....იანვარი ჩემთვის სავსეა კაი მოგონებებით.... ყველაზე ბედნიერი თვე ჩემთვის....