Thursday, August 6, 2009

Fullmoon Mysticism/ანდაც ატავიზმი ბინდისას...


ისევ და ისევ მაღალი იმედების თანხლებით იწყება ყოველი ნაწერი....ალბათ ოცნებამდე მისასვლელი კიბე უფრო გრძელდება...
ხანდახან რა ძნელია ყელში გაჩხერილი ოთხკუთხედი ბურთის შეკავება ისე, რომ არ გადმოინთხეს გარემოში მოძრავ საგნებზე, ისე რომ შხამიანი მალამოსავით არ მოსდო ყველას გულზე...არადა ნუთუ ძნელია ხურდასავით მიგდებული სულის ნუგეში....

სავსე მთვარის თანხლებით მოცეკვავე ადამიანის გვამი წამის მეათასედში უთხრიდა ძირს რეალობას, რეალობას რომელიც ფანტაზიებითაა სავსე...მთვარეზე გამოკიდებული სონეტი და მისტიციზმის სრული ზეიმი....სისხლში მოძრავი ნოტების ალესილი ნაპირები ვენების ჩეხვით მიდიოდნენ გულის გონებამდე..... ირეალური ალტერ ეგო და ფამილარულად შემოკედლებული ბიუსტები...გაქვავებული ადამიანობა და ტყავიდან გამოსული თავისუფლება....იცით ეს ყველაფერი მისტიკაა, რომლის მონაწილე ყოველი ადამიანია, რომლის თითოეულ მონაწილეს აქვს შანსი იყოს ჰომოსაპიენსი და არა ადამის სახელის ჰიბრიდი... ამ ყველაფერს მხოლოდ ნაბიჯები სჭირდება, წინ წადგმული ნაბიჯები, რომელიც ოდესმე ოქროს კიბემდე ან დამპალხავსმოდებულ კიბემდე მივა...De nihilo nihil....


შთაგონება მაძლევს ნებას ან პირიქით, რომ მოსული აზრები მარია ანტუანეტასავით გავწირო დასაწერად...
სუნთქვა...სუნთქვა.....



http://www.youtube.com/watch?v=gELhNbDcLE0


Acta est fabula, plaudite!

3 comments:

Anonymous said...

kai postia :)
mesmi sheni :)

E t o said...

Dreamer Kikito

Thanks a lot : ) გმადლობ რომ წაიკითხე...

fe_male said...

:)))) კომენტარების გაკეთება არ მიყვარს იმიტომ, რომ შეიძლება შენ სულ სხვა რამ იგულისხმე და მე სხვა გავიგე, მერე ჩემი სულელური კომენტარით ხასიათი გაგიფუჭო... მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა კომენტარს ვაკეთებ თუნდაც სულელურს....)))) მართალია ვერაფერი ვერ გავიგე რაც წერია მაგრამ სიამოვნებით წავიკითხე.. მიყვარს მისტიკა.......)))) :2kiss: