Friday, March 26, 2010

Yesterday.../ ანუ ორი ერთისთვის და ცალცალკე...

1968 წელი... ლივერპული...
ერთ სახელოსნოში ორი სულიერი სიჩუმით ბობოქრობდა...ერთი რამ ჰქონდათ და ის ერთი ვერ გაეყოთ, ერთზე ბჭობდნენ და სხვადასხვა ენაზე, ერთისკენ მიდიოდნენ და სხვადასხვა გზებით...

- რატომ უყურებ მასე, არ მოგწონს?
- კი ძალიან, რა კარგი ვარ...
- თუ გინდა დახიე...
- რას ამბობ, ძალიან მომწონს თქო, თუ ეგრე ძალიან გინდა შენთვითონ დახიე...
- დავხევ, აი ამ დანით, ცოტა ხნის შემდგომ (უჯრიდან დანა ამოიღო)
- ნეტა ვინ გითხრა ეგ ქენიო...

სიჩუმე ჩამოწვა... თვალები აავსო რაღაც უხილავმა,უნდოდა შემოხვეოდა და დაეცვა დახევისაგან... თავის სკამს მიუბრუნდა, ყავით ხელში და ახლა უკვე გვერდიდან უყურებდა ტილოს, რომელზეც თვითონ იყო გამოსახული...ახლობელი მელოდიები გაისმა...ისევ სიჩუმე იყო ჩამოწოლილი, ორი სხვადასხვა განზომილების სიჩუმე, რომელიც იმ სახელოსნოში იკვეთებოდა... თვალები არ შორდებოდა დახატულ თვალებს და ხედავდა ძველს...თავის ძველ სახეს, საიდანაც ძველი ის ილანდებოდა, ძველი აზრები მოდიოდა...Metamorphosen...ცრემლი წამოსცდა...დაენანა... მეორე სულიერი კი თამბაქოში გახვეული ერთ ადგილას ტრიალებდა...მიუახლოვდა პორტრეტს და უკვე თავისი ქმნილების პირისპირ იყო... უყურებდა და არ ეჯერა რომ ცოცხალი იგი იქვე იჯდა და ასე სახეცვლილი...რაღაცით ივსებოდა და იცლებოდა...მის გულში იფლითებოდა და მთელდებოდა ნახატი...მაგრამ თვალებს რას უზამდა? ხედავდა მის წინ აღმართულ მზიანი უდაბნოს ქვიშისფერ და ბინდში მოხალულ მიწისფერ ტონებში შექმნილ გრძნობას...ყელში რაღაც იჩხირებოდა...უყურა ერთხანს და თავი ხელებში ჩარგო...რა ექნა? უნდა ექნა რამე რომ?
ცოცხალი პორტრეტი კი გაქვავებული იჯდა... და უყურებდა შემოქმედს...ძღვნად მადლობას უგზავნიდა არსებობისთვის, მისი სახის უკვდავყოფისთვის და იმ ნაპერწკალისთვის რომელიც უფსკრულს ანათებდა...

უკვე გვერდიგვერდ იყვნენ...ცოცხალი პორტრეტი იჯდა...შემოქმედი იდგა... ორივე ერთიდაიგივეს უყურებდა, ერთიდაიგივე დახატულ სახეს...ორივე სხვადასხვა სიყვარულით უყურებდა და ორივეს სხვადასხვა სინანული მოსდიოდა თავში...ორივეს სხვადასხვა გული სტკიოდა...

დრო სიჩუმით გაილია...
საღამოს ბინდი მიადგა ტილოს...

”გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი...”

ქუჩაში ორი სულიერი მიაბიჯებდა...

0 comments: