Tuesday, April 6, 2010

///\\\

იყო ზაფხულის ერთი საღამო...თბილი და ზღვიანი...
ამ საღამოს იყო სალამი...უბრალო სალამი, საღამოსავით თბილი...

იყო ზაფხულის ბოლო დღე...ბოლოჯერ ზაფხულიანი...სასიამოვნო და მოულოდნელი...

იყო შემოდგომის ერთი დღე და დაიწყო...
იყო ლამპიონებით განათებული ძველი თბილისის ქუჩები.....იყო ღიმილი...იყო სიცილი...იყო ტირილი... იყო თბილისი და იყო გული... იყო თბილი სიო თბილისში...

რაც მეტად მოდიოდა ზამთრის სიცივე, მით უფრო მოდიოდა სითბო...მოდიოდა რაღაც დიდი და მოვიდა...იყო ერთგულება და იყო ადამიანობა...იყო ზამთარი და ისევ ძველი თბილისის ქუჩები...ისევ ლამპიონები...ისევ ემოციები...იყო რაღაც დიდი და იცოცხლა ცოტა ხანს...

მერე შეეცადა სიცოცხლის გაგრძელებას...მაგრამ ლუციფერმა იხელთა დრო...იხელთა და წამოეწია წაქცეულს...შხამიანი ვაშლი...

ისევ ეცადა და იფიქრა რომ ფეხზე დადგებოდა, იცოცხლებდა და მიწას მოაშორებდა დასამარებულ ჩაკლულ სულს...როცა იფიქრა რომ მზე ისევ თბილად ანათებდა და სხივი არ იყო უბრალოდ მზის არამედ სიკეთისაც იყო, მაშინ გამჟღავნდა შხამიანი ვაშლის გემო...

არადა გულით იყო... გული რომელიც ცდილობდა ბოლო წამებს ჩაბღაუჭებოდა....

0 comments: