Friday, April 9, 2010

M e t a m o r p h o s e n / Golden Age...

მწუხრის ზარებმა დაიწყეს რეკვა... ჩამოეფინა ბუნების ყველა ნაკვთს...და დადგა წყვდიადი... დიდებულებას შავი მარგალიტები მოსავდა მხოლოდ... გვირგვინში იხლართებოდა მწარე ეკლები... სიმფონია უფრო მძიმდებოდა და ფიქრი შორეული, ღრმა ზღვის შესახებ უფრო ახლოვდებოდა, ზღვა რომელიც ლეთეს ალტერნატივა იყო, ზღვა სადაც დიდი ცოდვა-მადლი ტრიალებდა...

გილიოტინა კეთილშობილებას !!!

გაიტანეთ ეს ჩაკლული სულები, უკვე ყარს... !!! მომგვარეთ ყველაზე მოწყენილი ჯამბაზები და ჩადრით მოცეკვავე ქალწულები... სასმისი შემივსეთ ახალდაკლული თხის სისხლით...
გაისმა ტაში და მუსიკა... !!! სიმფონიამ თავისი ქნა... უამრავი ნიღაბი ტრიალებდა მის გარშემო... მომღიმარი ახალგაზრდები... ფერები ერთმანეთს ცვლიდა, თითქოს პალიტრაზე ყოფილიყო... ხარისხიანი ფერები... იჯდა სცენის უმაღლეს ადგილას და სარკასტულ ტაშს უკრავდა საკუთარ თავს... მოდიოდა რაღაც დასასრული...ეპოქა სრულდებოდა...იჭვნეულობდა ცოტას...
მარგალიტებმა კვდომა დაიწყეს და ყველაზე უძირო უფსკრულის ფერი ხდებოდნენ... გვირგვინი კი უფრო და უფრო მძიმდებოდა...

აანთეთ ყველაზე დიდი კოცონი, თქვენ ყველაზე დიდებულ გარდაცვალებას ნახავთ !!!

Vivat Regina !!!

0 comments: