Thursday, January 6, 2011

ღამე როცა სასწაული ხდება


შობის ღამეა...გარემო თოვლს უნდა დაეფარა და სადღაც შორიდან ალილოს გალობაც უნდა მოისმოდეს, მაგრამ არც თოვლია, არც გალობა...
ხალხი ტაძრებს შეკედლებულა და ერთ მუჭ მადლს ითხოვენ ახალშობილი იესოსგან...ყველას რაღაცის სჯერა და ყველა რაღაცას მოელის...
მიყვარს ეს ღამე. სასწაულები ხდება შობასო და მეც ველოდები ყოველ წელს ჩემს სასწაულს, გავაღებ ფანჯარას ისე რომ ანგელოზი შემოეტიოს და ვანთებ სანთელს ამ გაღებულ ფანჯარასთან...
არ არის ბევრი რამ რისიც მჯერა, აი შობის ღამის სასწაულების ყოველთვის მეჯერა... ამ ღამეს ყველას მინდა სანუკვარი სურვილი შეუსრულდეს...ამ ღამეს ჰაერში ხომ ბეეევრი ანგელოზი დაფრინავს და მინდა ყველა ადამიანთან თავისი ანგელოზი მიფრინდეს...
მე კიდევ ჩემი ანგელოზის ლოდინში ძილიც მომერია...

1 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

shoba games bevri rame xdeba mtavaria ar gamogrches da droulad shenishno : )