Monday, November 10, 2008

ყველა სიტუაციას მორგებული როლი

არის ერთი რამ, ბავშვობიდან ერთი ოცნება მაქვს, ყოველთვის მინდოდა მსახიობობა, თუმცა ამას დღემდე არავის ვეუბნებოდი... იშვიათად თუ მითქვამს ვინმესთან... კინოსა თუ ზღაპარში ყოველთვის მიზიდავდა უარყოფითი როლის შემსრულებელი მსახიობები... როცა ვთამაშობდით მე და ანა ყოველთვის ბოროტი დედოფალი ვიყავი... : )) მერე სადღაც მეცხრე კლასიდან ადოლფ შიკლგრუბერის, ანუ ჰიტლერის მიმართ მაქვს უდიდესი სიმპატია, დღემდე...(,,მაინ კამფი,,-ს წაკითხვა დღემდე ვერ მოვახერხე), გენიალურად გამოსდიოდა უარყოფითი როლის თამაში ცხოვრებაში, დიდი მოაზროვნე იყო...
კინო...წიგნი...სცენა...ყველგან უარყოფითი როლი.....
ასეა დღემდე...უარყოფით როლებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემს ცხოვრებაში...იმიტომ, რომ მათი ახსნა ერთგვარი რაღაც ,,ფაზლივითაა,,.... ასკეტიზმით შეპყრობილი და ფორმალისტი უარყოფითი პიროვნებები... და ამ დროს მე სადღაც ვყვირი Allegro molto !!! ძნელია ძალიან ყარყოფითი როლის შესრულება, დიდი ნებისყოფა უნდა და უნარი ყოველგვარი სენსუალურის დათრგუნვისა... ვაფასებ ცხოვრებასა თუ სცენაზე უარყოფით პერსონაჟს... თან ორთოსივით ორი თავი რომ აქვთ ყველას, უბრალოდ უხილავად.....დიდი ხელოვანები არიან ასეთი ადამიანები...


ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შეხედულებანი... : )

3 comments:

fe_male said...

wooow......)))) მემგონი პარანოია მჭირს... ასე მგონია მეორე მემ დაწერა ეს ყველაფერი...შორიდან გიცნობ და ნამდვილად არ ვართ ერთნაირები, მაგრამ ამ პოსტში რაც წერია ყველაფერი ემთხვევა, გავგიჟდი......)))) მსახიობობაზე მეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, რატომღაც ყველას ეგონა რომ ამ გზავ ავირჩევდი სამომავლოდ.. :user: ...უარყოფითი პერსონაჟებიც მომწონდა დადებითზე მეტად, ეს ჩვევა დღემდე გამომყვა... აი ყველაზე ძველი შემიძლია გავიხსენო საშინელი დედაბერი ცისკარაში რომ არის, კიდევ ქეთო და კოტეში მეორე მაჭანკალი, სხვენში რომ დაამწყვდევენ და მერე და მერე წამოვიდა კიდევ სხვებიც... ჰიტლერი მეც მეცხრედან შემიყვარდა... მაგ დროს გავიარეთ მეორე მსოფლიო ომის პერიოდი და ალბათ მაგიტომ... პ.ს. წიგნი - ”მაინ კამფი” შემიძლია გათხოვო, რამდენიმე წლის წინ, სრულიად შემთხვევით წავაწყდი ბუკინისტებში სულ რაღაც ორ ლარად... ოღონდ ქართული თარგმანია თანაც საბჭოთა დროინდელი, ასე რომ შესავალშივე გაკრიტიკებულია მისი პოლიტიკა, მაგრამ ეგ არაფერი, შინაარსს მაინც გაიგებ რაზეა.....))))

E t o said...

fe_male

: ) საოცარია ასეთი დამთხვევა...თან სასიამოვნო დამთხვევა... დიდი სიამოვნებით გეთხოვები ,,მაინ კამფს,, როცა მოვიცლი : ) გმადლობ...

E t o said...

fe_male

და კიდევ.....ვხედავ რომ ოდრი გიყვარს...ბავშვობიდან ვგიჟდები ოდრიზე : ) და გალაკტიონის ერთ-ერთი გენიალური ლექსიდან ,,სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში,, ნაწყვეტი შევნიშნე შენ პროფილში...სხვა დანარჩენთან ერთად ესეც გამიხარდა, რადგან გალაკტიონი ჩემთვის უპირველესია პოეზიაში...