Saturday, November 8, 2008

შემთხვევები/ეთი/ანნა

რა კარგი ამინდია.... ჩემ ამინდს ვეძახი ასეთ ამინდს.... ესეც ერთგვარი კადნიერება... : )
გავცივდი...

დღეს ძალიან მინდოდა წასვლა ერთ ადგილას... სადაც ჩემი და არის წასული... ბარონესა ემა ნიკოლსონთან შეხვედრაზე... გადასარევი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში მაგ ქალმა, როცა ასე არც კი 2 თვის წინ შეხვედრაზე ვიყავი... ნუ დახვეწილობის პიკია ეგ ადამიანი... რომ ვუყურებ ასოციაცია მიჩნდება ინგლისურ ჩაისთან, თან ინგლისელია... ძალიან სპეციფიკური საუბრის მანერა აქვს... ჩემი დის დამსახურებით შევხვდი მაგ ქალს და Mr.Potter-ს... მათ პროექტში, ასე ვთქვათ მოწინავე რიგებშია ანანო... ნუ აქვს რაღაც ჩემს დას ისეთი....განსაკუთრებულად გაოცებული იყო ბარონესა ემა, როცა ანამ აჩუქა თავისი ტუშით დახატული ძველი თბილისის ხედი. ეს ნახატი დღეს ლონდონშია... ნუ მოკლედ კვირაში 6 დღე ამ პროექტს თან ყვება ანანო.... მაგარია როცა შენი და გგავს... თითქმის ერთნაირად ვაკეთებთ ყველაფერს... რაღაცეებში ის უფრო მეტს, რაღაცეებში მე უფრო მეტს...საერთო ჯამში ვწონასწორდებით და ყოველთვის ჩქარი ნაბიჯით მივრბივართ გამოფენებისკენ : ) ყველაზე მაგარი მომენტი, როცა ორივე გამოწყობილი, ის ბერეტით, მე 30-იანი წლების ვარცხნილობით... ყელსახვევები... ჩვენი გაკეთებული მინანქრის საყურეები და ჩქარი ნაბიჯით გამოფენისკენ, გზაში ათას რაღაცაზე ვლაპარაკობთ, ასევე ჩქარი ტემპით... : )



ანას გადაღებული მე.....

ჩემი გადაღებული ანა.....



ხო და ესეც წარმატებული ანა და ემოცია დაუოკებელი ემა : )))

3 comments:

Kate said...

აი ვიცი, რომ კომენტარს არ უნდა გიტოვებდე...
ვიცი, რომ მთხოვე არ დამიტოვოო...
ვიცი, რომ...
ბევრი რამე ვიცი, მაგრამ არ შემეძლო არ დამეტოვებინა..

ძალიან ნიჭიერები ხართ ორივე.
და ძალიან საყვარლები...
გენაცვალეთ ორივეს.

ჩორვენი¹³ said...

genacvaleeeet tqvenaa :love:

nati kuda said...

მიყვარს თქვენი ფოტოები, ჩუმ–ჩუმად ვათვალიერებ ხოლმე : )