Monday, November 24, 2008

გვიანი შემოდგომის გრაფომანია/ან უბრალოდ Swan

იწურება... მთელი ძალით 6 დღეში ჩატევით ქრება შემოდგომა... რაღაც ამ გვიანმა შემოდგომამ ჩემში ფენიქსოლოგიისადმი მძაფრი დამოკიდებულება გამოავლინა... მრავალ სხვა ბედნიერებასთან ერთად ჩემთვის უსაყვარლეს სურეალიზმში აღმოვაჩინე ერთგვარი მიმდევრობასავით, რომელიც აშკარად იწვევს უარყოფითს, ესაა ,,პოპ-სურეალიზმი,, ... ზოდადად პოპ კულტურისადმი ჩემი დამოკიდებულება მაქვს, რომელსაც განვავრცობ იმედია და ჩამოყალიბებულად დავწერ....


დრო, როცა თავს ფუტურისტად გრძნობ შინაგან მესთან....ბურბონი ადამიანისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი თვისებით შემკობილი, როცა კბილების ერთმანეთზე დაჭერით თავს გრძნობ რაღაც ერთი საფეხურით ზემოთ, როცა მთელი ძალით მოუწოდებ საკუთარ თავს Nosce te ipsum... ესეც კანიერების კიდევ ერთი ნაწილაკი... : )
ოსკარ უაილდის ერთი ფრაზაა: ,,ბევრი ფიქრი ყველაზე საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ამისგან შეიძლება მოკვდე, როგორც ყოველი ავადმყოფობისგან” ამის გაგება ორგვარია და ძირითადად, რა თქმა უნდა გაიგებენ პირდაპირ და აი თურმე ჩვენი ტვინის 3% თუ ავამუშავეთ ესეიგი ესეც საჭირო არ ყოფილაო და სრულად ბედნიერნი იმ 3%-საც ჯანდაბაში გაუშვებენ... : ) არადა...პირიქითაა...ზუსტადაც ბევრ ფიქრს მივყავართ ჭეშმარიტებისკენ, ოღონდ თავდაპირველად ფიქრი ფიქრზე, ანუ განსაზღვრო რამდენი კუთხით წარმართო ფიქრები...ფიქრი მაშინაა საზიანო, როცა ერთი მიმართულებით ჩაკეტილი აზროვნებით მიდიხარ... ეს კი იმდენად ახლობელია დღევანდელ საზოგადოებაში... ესეც ჩემი პირადი მოკრძალებული შეხედულება....
ყველაფერი იქით და კლასიკურობის მოწოდების მწვერვალზე ვარ.... შინაგანად თუ გარეგნულად, თუ მუსიკის მხრივ თუ შემოქმედების მხრივ..... : )






2 comments:

fe_male said...

"მთელი ძალით 6 დღეში ჩატევით ქრება შემოდგომა... " უკვე რამდენი ხანია ზამთრის სურნელი ტრიალებს ჰაერში... იცი როგორი, თითქოს ცოტაც და მოთოვსო... ,,საოცარია, გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა, დაიძინეს და ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ” :love:
... მიყვარს შემოდგომა, ზამთარიც, გაზაფხულიც და ზოგჯერ ზაფხულიც, ოღონდ არა ასეთი წელს რომ გვქონდა....))))
,,ზოდადად პოპ კულტურისადმი ჩემი დამოკიდებულება მაქვს, რომელსაც განვავრცობ იმედია და ჩამოყალიბებულად დავწერ.... ”
იქნებ მოიცალო როგორმე და გაგვიზიარო შენი დამოკიდებულება.....)))) :2kiss:

E t o said...

fe_male

ზამთარი... ზამთრის შესახებ მიწერია რამდენიმე პოსტის ქვემოთ თუ არ ვცდები...

პოპ კულტურას აუცილებლად მივუძღვნი ერთ პოსტს : )))

გმადლობ მშვენიერი კომენტარებისთვის...