Friday, November 6, 2009

Deus Vobiscum !!!


დიდი ზარზეიმით გამოიყვანეს ღვთის ტარიგი საინკვიზიციო ტრიბუნალზე...ზედა რიგები ანგელოზთა რიგებს შეევსოთ, ქვედა რიგები კი წესისამებრ მეფისტოფელის მოხელეებს.... ყველა რაღაცას შესცქეროდა, შესცქეროდა კაცობრიობის ცოდვის კიდევ ერთ ფარისევლურ ხორცშესხმულ ზმანებას.... ღმერთო სამართალიო! მაგრამ სამართალი დიდი ხანია ლეთეში ცდილობს გზის გაკვლევას....
მისი უდიდებულესობა როგორც წესი შუა რიგებში იჯდა და შეპარული ღიმილით უყურებდა ყოველივეს... წარმოსახვაში უამრავ ჰიპერკუბურ სხეულად ქცეული გვამი იყრიდა თავს და უსიცოცხლო თაყვანისცემით უკოცნიდა კაბის ბოლოებს...
მისთვის ყოველივე სულერთი იყო....მხოლოდ თამაში უდიდეს დაფაზე, სადაც დედოფლის პოზიციის შენარჩუნებისთვის სხვა ფიგურები უმალ უნდა დაიღუპონ....

გუმბათოვანი დიდებულება ჰორიზონტალურ სურვილებად რომ დაიშლება, მაშინ იქნება ალბათ უდიდესი ზეიმი კოსმიური უსულობის შეგრძნებისა...
და აი ტარიგმა უკანასკნელად დაიჩოქა და ისევ სამართალს უხმო....მის გამჭვირვალე თვალებში უკანასკნელად აირეკლა ზეცის დიდებულება და უსულოდ მოწყვეტილმა მიწიერი ჯოჯოხეთის კარიბჭიდან დაიწყო დაღმასვლა საუკუნო ჯოჯოხეთამდე...

ყოველი სამი ქმნის სრულყოფილებას...მესამე ალბათ რაღაც ამოუცნობი, რომელიც ცდება ღმერთსა და ლუციფერს...
როგორც ყოველთვის Deus Vobiscum my friends : ))

0 comments: