Saturday, November 1, 2008

Work Place/ანუ მრავალმნიშვნელოვანი სახელოსნო

დღე არა პირველი....არამედ მერამდენიღაცა...





ავდექი, გავიხედე, მერე გამოვიხედე....





ზეშთაგონებას შევხედე და ნიშნული ნულს აჩვენებდა... გადაიდო მინანქარზე მუშაობაც, თუმცა ვგრძნობ რომ უახლოეს მომავალში ერთ-ერთი გენიალური ტიხრული მინანქრის სამაჯური შეიქმნება ჩემი დამსახურებით... ერთი სურეალისტური ნახატი მაქვს დასასრულებელი იმასაც მერე დავასრულებ... სახელოსნო სადაც ცხოვრებას ვაპირებ იმის დალაგება, კედლების მოხატვა და მსოფლიოში ერთ-ერთი გენიალური ფარდების გაკეთებაც გადაიდო... ნუ ამ გენიალობას მე შევქმნი, რა თქმა უნდა, მე თუ შემწევს მაგის გაკეთების უნარი... ჩარჩო რომელიც ელოდება იკებანანარევ ნახატზე მორგებას უქმად დევს სახელოსნოში... სანათის ორი საჩრდილობელიც ელის ჩემს ”ინოვატორულ” და ”კრეატიულ” ზეშთაგონებას...მათგან ხომ განუმეორებელი დეკორაციები უნდა შევქმნა...ერთი მუსიკის თემაზე, მეორე კიდევ მოვიფიქრებ რაზეც.... თან მთავარი ისაა, რომ მთელ მსოფლიოში მარტო ერთი იქნება ეგეთი სანათის საჩრდილობლები, რადგან ჩემი ორი ხელით იქნება შექმნილი... არის კიდევ ძალიან ბევრი რამ რაც უნდა გავაკეთო და ერთხელ და სამუდამოდ სახელოსნო დავამსგავსო რაღაც ალტერნატიულად მოაზროვნე ადამიანთა თავშესაყრელ ადგილს.... აი სახელოსნო ეგეთი რომ იქნება, მერე რამდენიმე ადამიანს ვისაც შესწევს აღქმის უნარი ყველაფერი იმის რაც იმ სახელოსნოში იქნება, აუცილებლად მოვიწვევ და დავაგემოვნებინებ ჩემი ჩაის რამდენიმე რეცეპტს და შევთავაზებ გენიალურ ჯაზურ და ბლუზურ კომპოზიციებს...

ესაა ჩაის ჩამონათვალი, რომელსაც ჩემით ვაკეთებ...

ჩაის რეცეპტი #1 შავი ჩაი ბრენდისთან ერთად

ჩაის რეცეპტი #2 შავი ჩაი მიხაკთან ერთად

ჩაის რეცეპტი #3 შავი ჩაი ლიმონით

ჩაის რეცეპტი #4 შავი ჩაი ღვინით

ჩაის რეცეპტი #5 შავი ჩაი ქაცვით



ეს კი ჩამონათვალი რომელსაც ვყიდულობ ხოლმე:



ჩაი #6 წითელი ჩაი, ეგრედ წოდებული ,,ფარაონების ჩაი” (დამამშვიდებელი)

ჩაი #7 უგენიალურესი ჟასმინის ჩაი.... ნუ ეს ყოვლად სიმბოლური და მრავალმნიშვნელოვანი ჩაი ჩემთვის..... (იშვიათ ადამიანთან ერთად თუ დავლევ)

ჩაი #8 ჩაი ნებისმიერი ხილის არომატით

ჩაი #9 მწვანე ჩაი



ამასთანავე უგენიალურესი თეთრი და შავი ღვინო, ასევე ტეკილა ორნაირი არომატით და ბრენდი....

4 comments:

♥ Mary ♥ said...

: )

არ მეგონა ჩემსავით კიდევ თუ უყვარდა ვინმეს ასე ჩაი.

მიხარია.


#5 შავი ჩაი ქაცვით

ასეთი არასდროს დამილევია
და

ვიცდი : D

E t o said...

ოოომმ... ქაცვით ეს მე ვამზადებ... არამგონია იყოს ჩაის დასალევ ადგილებში ეგეთი ჩაი...

თაკა said...

mniam maybe cup of tea? :P

Unknown said...

ჩი, ბლუზი,ჯაზროკი და ბუხარი სახელოსნოშჳ სადაც ნაირ ნაირი საღბავების სურნელი ტრიალებს <3 მიყვარს!