Sunday, September 6, 2009

Agnus Dei.../მოკვდავის ალქიმია


ისევ ჩაის ფინჯნით შემოფარგვლა....ისევ ზამთრის ცოტაოდენი სურნელის მოლოდინი და გაათებული დღეები....

სიმძიმილით სავსე ტომრების გადაადგილება იმდენად რთულია ხანდახან, რომ უდროო სივრცეში ჩნდები. ნაცნობი მელოდიები გაწუხებენ ისევ.... რა უბრალოა ეს ყველაფერი, თითქოს სიმარტივის პიკი და ამ დროს ამ სიმარტივის პიკზე აწყობილი მთელი შენი სამყარო...

ინსომნია რა ფერია ნეტა.....


დროგასული კადრები მოდიან ისევ და რა უნდათ, არ მასვენებენ ჩემს სასახლეში...

ეზოში საფლავებს მოვრთავ როგორც დედა დედოფლისგან შეფერით და ძღვნად კოცნას მივართმევ თითოეულ მათგანს... ცის კიდეზე ჩამოკიდებულ კიბის ბოლოებს გავაგრძელებ უფსკრულის კიდემდე, რათა ეს ორი ერთურთის ეგოს ვაზიარო და მოვუწყო მათ ეგზორციზმი...pura santa....

სიმართლის შიშველი დებიუტი და მასხარების ორლესური ენით გაფორმებული უკიდეგანო დარბაზის სივრცე...აი დაფდაფების ხმა და სიტყვა ეძლევა შიშველ სიმართლეს, რომლის უკან ტყუილი იცდის... წინ დგავს ერთ ნაბიჯს და ხმა უქრება, მის სიტყვას ძალა ერთმევა და გალურჯებული განზე დგება...სარბიელზე გამოდის თვალის ასახვევად გამოწყობილი ტყუილი და ხიბლავს საზოგადოებას....დედოფალს მასთან ცეკვა სურს...!


Deus Vobiscum my friends !!!