Thursday, September 17, 2009

Alone.../ მინორი....

დაბრუნება.....არა იქ, არა აქ, უბრალოდ იგივეობაში....სადაც ისევ გაზაფხულით გამთბარი სახურავია...იასამნები ცვივა ციდან და სინატრას ნამღერი ისმის....სადაც მინაზე მიხატული გულები არ ქრება და იმ სამიდან შუა ვარსკვლავი ისევ ჩემია....

ღმერთმანი....ჩარიგდნენ ისევ სლაიდები....ფიქრი არარსებულის რაობაზე...და აქედან ზარების ხმა, ხმა სიკვდილის გამოძახილისა.....აღარც ჩემი ალტერ ეგო, აღარაფერი, ისევ ერთი კადრი??

ზღვა მომენატრა....deep down.... მისი სიმლაშე ცრემლების სიმლაშეს აქრობს, გიხვევს მკლავებში და გახარებს დაბრუნების თითოეული წამით........

მე ისევ იქ ისევ გაათებული და მარტო...

ღმერთმანი რა მინორია...მაგრამ ასე ვარ.... ველოდები 20-ს რომ ბედნიერი წამები ვიგრძნო დიადი კლასიკური მუსიკისგან რამდენიმე საღამოს განმავლობაში......

2 comments:

ბაბისა said...

ზღვა მეც მომენატრა და ზღვის განწყობა )) რა ხდება 20ში?

Eti Gulisashvili said...

ბაბისა

ზღვას ჩემთვის ძალიან დიიიდი მნიშვნელობა აქვს...მიყვარს არარსებულად, არანორმალურად....

20-ში იწყება ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი,, ოპერაში, გენიალური სახელმწიფო ორკესტრი უკრავს და + იქნებიან სტუმრები...5 ოქტომბერს მთავრდება... ოპერის საიტზეა მთელი პროგრამა... ვეცდები არცერთი საღამო გამოვტოვო...