Monday, September 21, 2009

Imago Mortis..../ Metamorphosen




კიდევ ერთი ჰიპოსტაზი მოგესალმებათ დიადი სცენიდან....სიმხურვალის შეგრძნებისგან ცვილივით იღვენთები და რამდენიმე ეპოქის წინ გამოძახილივით გესმის სანახაობაზე მიპატიჟების სიტყვები.... ზეშთაგონების ახალი ძიების გზა, ხეტიალი ამ უდაბნოში და მზის მხურვალების შეგრძნება.... კადრები უაზროდ იწელებიან და უნდათ თავი შეაქციონ შენს ჰიპოსტაზს, მოიხიბლონ მისით და მერე ღამის კოშმარივით ერთი თვალის გახელაში გაქრნენ.... ფინჯანში დასველებული ემოციები და უნაპირო ფიქრებში გასულ ნავში ჩავარდნილი უსულო სხეული....

დაიღალა.........

მოვიდა სიბნელე და გამარჯობაო თქვა...

ამრეზით შეხედა და კარი გააღო....

შემოვიდა და დაჯდა... არ აპირებდა ადგომას.....ქოლგის ჩონჩხიც კი შესთავაზა და იუარა...

ღმერთმანი რა კადნიერებაა... ჩაის ფინჯანი გაუწოდა უძირო ფინჯნით.. შესვა...


ფანჯარაც გააღო... წვიმა თავგამოდებით ასხამდა და კედელს ასველებდა, აქრობდა მის შავ კონტურებს....რა ანაღვლებდა, როცა ნაღველი გაქვავებულიყო ერთ საუცხოო სკულპტურასავით.... ბოლთის ცემით გავიდა წუთები, ისევ ცვილისებრ იღვენთებოდა, წვიმისგან ლპებოდა....სამოსი ტანზე მიეკრო, და მისი ათრთოლებული სხეულის ყველა ნაწილი ჩანდა.... თმები მხრებს გესლად ედებოდა...მისი მარიონეტებიც კუთხეშივე ეყარა, ამ წუთას აღარ ანაღვლებდა არც ისინი... არ ჩერდებოდა...სიბნელეს ვერ დევნიდა... ის კი ცალფეხა სკამზე იჯდა და შესცქეროდა, მოსწონდა კიდეც მისი წრიალი...

თუ შეიძლება კიდევ ერთიც....
დაუსხა.....


შიშველი, კონტროლის დამყარებისთვის თითის წვერებზე დადიოდა....კარებზე კაკუნი მაინც არ წყდებოდა...მის ალტერ ეგოს ყოველთვის კარსუკან ყოფნა უწევს....


შეხედა და მოწყვეტით დაეცა ძირს.... ახლა მისი თითოეული ფიქრი მარტივ მამრავლებად დაშლილიყო და სხვადასხვა განზომილებებში იწყებდა მოღვაწეობას...

ადგა სკამიდან, აიყვანა ხელში და ლოგინში ჩააწვინა... დახედა და მიუწვა გვერდით...

შუაღამის სიბნელეს კი აკლდა რაღაც ნაწილი......


ღმერთმანი როდემდე...












1 comments:

Anonymous said...

rodemde da - manam sanam nateli ityvis gamarjobao da uzirofskerian chais shesvams . :))