Monday, September 28, 2009

Agnus Dei.../მეფისტოფელის წინაშე


ისევ ამრეზილი დღე... დღე რომელიც შემდგომი დაცემის დღის წინამორბედია...დღე როდესაც შენს წინ უამრავი შავი ალამია ამართული და მათ შორის მოხეტიალე ერთი სული ხარ ერს მოწყვეტილი...


შესდექ ცოდვილო! ნუთუ არ გესმის წვიმიან ტალახში აზელილი შენი ხმა, ტალახმა რომელმაც ისევ შენ უნდა წაგიყვანოს....რომელსაც უნდა ამოეფარო, როგორც ბერიკაცის ულვაშს ეფარება სევდიანი ღიმილი.... მე შენ და შენ მე უნდა უკვდავგყოო თითოეულ ატომად ქცეულიო და ამ დროს უარყოფითად დამუხტულ ელექტრონს დაემსგავსე და უცბად რომელიღაცა მეცხრე სამყაროში უკვდავიყავი...ამას მოუთხრობდა ზღვას და ხარობდა შიზოფრენიის ყოველი წამით.... სიკვდილის ზეიმი სიცოცხლის სადარაჯოს უახლოვდება და ამ დროს ადამიანს აწვება რაღაც კაეშანი გულზე, რომელიც თავისი სიღრმით სამყაროს ერთ-ერთი გასაღების უფსკრულზე ღრმაა, რომელიც ისე მოედება გულს, როგორც თივაში ჩაგდებული ცეცხლის ნაპერწკალი და აანთებს არსებას, აანთებს ისე ღრმად ჩამქრალად როგორც არასდროს....სული სიკვდილის შამბნარში იწყებს ნავით სვლას და უფრო უჭერს ხელს იმ ერთ მონეტას...სიცოცხლის რაობა არარაობაზე საუბარიც კი ყველაზე კარგი თავშესაქცევი ამბავია და ამ დროს ყოველ შენს ძვირფას წუთს ატან ამ წვიმის წვეთებს გარეთ რომ წვიმად წვიმს... და ისიც კი სადავოა ამ წუთს სიძვირფასე ვინ მიანიჭა... იქნებ ამ წუთის გაყიდვა გინდა და ძვირად აფასებ, გაყიდვა რაიმე ეშმაკეულზე და შემდგომ გენიით დადაღული სულის მძმედ ტარება... ეს უნდა...ადამიანთა რომელიღაცა კასტას, რომელიც მუდამ სადღაც იქით შორს, ხან აქვე შორეულ სიახლოვეშია და თავისი სულის თავისუფლება აძლევს ნებას ბურუსით მოიცვას იგი, მასში ჩამალული რომელიღაცა სამყარო, რომელშიც მუდამ ჩრდილოეთის ზამთრის ქარები ქრის....



0 comments: