Monday, October 13, 2008

10 ოქტომბერი 2008

იყო დღე დაძაბული... ხუთ სხვადასხვა სიტუაციაში მოვხვდი შესაბამისად ხუთი სხვადასხვა ემოციით დატვირთული. ეს არც ისე ადვილად ასატანია ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელსაც გარკვეულწილად ბნედიანი ისტერიის ფერი ფიქრები აქვს...თუმცაღა ყველა სიტუაციას ჩემეული თავდაჭერით მოვერგე და სახლში დავბრუნდი დამძიმებული...ჭიქა ჩაით ხელში მოვედი დასაწერად...პირველივე რაც ჩავრთე მოსასმენად იყო Barbara Bonney, Andreas Scholl – Quando Corpus Morietur... შემდგომ მოყვა Dave Brubeck - Unfinished Woman (Live Nov 4, 1972, Berlin) და გაგრძელდა ჩემი ფლეილისტი უსასრულოდ...
მთელი დღე მისტიკურ-ირაციონალურ-ზეამაღელვებელი ფიქრები მაწუხებდა, მაგრამ ამჯერად არა საზოგადოზე, არამედ ჩემ თავთან დაკავშირებულზე ვფიქრობდი...ვიხსენებდი რა ცნობილ ადამიანთა გამონათქვამებს, ვუსადაგებდი ჩემი ცხოვრების გარკვეულ მომენტებს და მათ სიზუსტეში ვრწმუნდებოდი...ვინაიდან ამ ფიქრებმა მიმიყვანა საბოლოოდ იმ აზრამდე, რომ ჯობდა გამეწყვიტა ფიქრი ამ კუთხით, ვეცადე გადართვა სხვა რაღაცაზე რაშიც დიდი როლი მიუძღვის იმას, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი...
დღეს ყოველგვარი დალური თვითშეფასებისგან დაცლილი ვიყავი, რასაც ხელი შეუწყო ხუთმა მთლიანად ტოტებგადაჭრილმა ხემ. ყოველივემ ძალიან დამამძიმა თუმცა ხე მანდ არ იყო შუაში... ამ წუთას, როცა Dave Brubeck - Take Five 1972 წლის 16 წუთიან ვერსიას ვუსმენ, უფრო მეტად ვიგრძენი სიმძიმის ძალა... სასწრაფოდ თეატრი...როგორც ვოლტერმა თქვა: ,,თეატრი გვასწავლის იმას, რასაც სქელტანიანი წიგნები ვერ გვასწავლიან.” თეატრი სადაც ჩემს გვერდით მჯდარი მარტოობა მეტყვის ყველაფერ იმას რაც აუცილებლად მართალია და იმისთვის რომ არ განვიზრახო რაღაც არაადექვატური საქციელი, დამარწმუნებს იმაში, რომ ჩემი გარკვეული ნაწილი კორპოსკულებისა ზეირაციონალურია და მეც მთელი სიღრმავით ჩავწვდები მიმდინარე სპექტაკლის არსს. შემდგომ როგორც წესი, შემოდგომიან გოლოვინის პროსპექტს გამოვუყვები ნელი ნაბიჯით...

0 comments: