Monday, October 20, 2008

P e r s e p o l i s / თავისუფლების მოყვარე სულთათვის




გუშინ ვუყურე ,,ერთი ჟურნალისტის დღიურს,, სადაც საუბარი იყო კომუნიზმით დაჩაგრულ თავისუფალ თაობაზე, თაობას რომელსაც გულიდან მოსდიოდა ზეპელინის, ბითლზის, არმსტრონგის, ბიბი კინგის და სხვათა მუსიკა, თუმცა.... უწევდათ იატაკქვეშეთში მათი ჩუმად მოსმენა და ისიც წვალებით ნაშოვნი ფირფიტების მოსმენა... და ეგ იატაკქვეშეთის ,,პროექტიც,, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდებოდა ხოლმე... ,,თუ დღეს შენ ჯაზს უსმენ, ხვალ სამშობლოს გაყიდი” ეს და მსგავსი ფრაზები ტრიალებდა გარშემო.... თაობა რომელიც სურეალისტურ ნახატებს ვერ ხატავდა, თაობა რომელსაც სიტყვის თავისუფლება არ ჰქონდა.... ცენზურა უდიდესი იყო.... მიუხედავად ამისა მაინც არ ნებდებოდნენ.... თუმცა იმის იქით გულში იკლავდნენ აუხდენელ ოცნებებს ბითლზების კონცერტზე დასწრებისას და ათას გულიდან თავისუფლად წამოსულ სიტყვას....


ამასთან დაკავშირებით ეხლახანს ვუყურე ერთ მხატვრულ ფილმს, სახელად PERSEPOLIS... არც კინო, არც მულტფილმი, არც ანიმე, არც არც არც..... რომელშიც მოთხრობილია ერთი თავისუფლების მოყვარე გოგონას ისტორია, რომელიც ოცნებობს უბრალოდ ნახოს პანკი... გოგო რომელიც ,,შავ ბაზარზე,, ნაყიდ პლასტინკებს ჩუმად უსმენს და უბრალოდ სურს იყოს თავისუფალი....მაგრამ იძულებით სწავლობს მუსლიმანურ კანონებს, მუსლიმანურ გოგოების სკოლაში და ჩადრით დადის, თუმცა გარედან შემოცმული აქვს ქურთუკი წარწერით Punk Is Not ,,Ded,, : D შემდგომ მისი ცხოვრება ვითარდება სხვა კუთხით....


მე ამ ფილმში ძალიან მომწონს ამ გოგონას ბებია, მაგარი ადამიანია ძალიან....




უყურეთ არ ინანებთ ნამდვილად....


1 comments:

JoKey said...

ვაუ, კარგი იყო :)
ჩემს მეგობარს აქვს პერსეპოლისის კომიქსები და მიკითხავდა ხოლმე. თან სატრაპმა თვითონ დახატა მგონი ილუსტრაციები.
ბებია მეც მომწონს მაგ ფილმში, მშვიდი და რაფინირებული ვინმეა :)